არჩევნებისა და დემოკრატიის დასაცავად  –  Microsoft AccountGuard

დემოკრატია,  ყოველი ადამიანის მოსაზრებების გამოვლენით, პატივისცემით და დაცვით მიიღწევა.

ცნობილი ეკონომისტი ამარტია სენი ამბობს – „იქ სადაც არ იცავენ ინტელექტუალურ საკუთრებას ვერ ააშენებენ სრულ დემოკრატიას“.

როგორც ჩანს დემოკრატია, ჩემი, შენი, დათოს, ლალის, ბონდოს, ჯორჯის, სინტიას, მაიას, იბრაჰიმის, ზულფიას, პეტრეს, მოშეს, რუდოლფის, ხუანიტას და სხვათა ინტელექტუალური საკუთრებაა, რომელსაც დაცვა სჭირდება.

ძველ ბერძნულ პოლისებში, ქალაქის კედელზე მოქალაქეთა გვარები იყო ამოკვეთილი. რომშიც, გაოცებით ვუცქერდი ხმოსან მოქალაქეთა გვარ-სახელით დაფარულ თეთრი მარმარილოს კედელს. როგორც ჩანს, არჩევნების დროს რომაელთა იდენტიფიცირებისა და ავთენთურობის დამცველი – სწორედ ეს თეთრი ქათქათა კედელი იყო და მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმისათვის, რომ ვინმეს უკანონოდ ან ხმა არ მიეცა პოლიტიკური პროცესებისათვის, ან არჩევნები არ გაეყალბებინა უადგილო საქმიანობით.

დღეს მდგომარეობა სულ სხვაა. ანტი – დემოკრატიული ძალების შემოტევისაგან, ყოველი ადამიანის ხმა, მოსაზრება, აზრი, საჯარო გამოსვლა, შეთავაზება თუ მდგომარეობის ანალიზი თუ არ დავიცავით, დემოკრატია დასამარდება.

ჰაკერების მიერ   დემოკრატიის შეფერხება იმგვარი თემაა, რომ იგი ცნობილ კომპანიებსაც ძლიერ აწუხებს. ახალი პროდუქტის განვითარების ჭრილში Microsoft- ი ისეთივე მარკეტინგულ მეთოდებს მისდევს, როგორსაც მარკეტინგის თეორია ქადაგებს.  ნებისმიერმა კომპანიამ, რომელსაც ახლის შექმნა სურს უნდა გამოავლინოს მისი გადაუდებელი საჭიროება ბაზარზე, დაკავშირებული გარკვეული პრობლემის მოგვარებასთან.

დღეს ყველაზე დიდი ფასეულობა – დემოკრატიაა. შესაბამისად ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომელიც დემოკრატიის შენარჩუნებას უშლის ხელს. რადგანაც მავანთა დემოკრატიიზაციის პროცესში ჰაკერული ჩარევის ალბათობა მატულობს , მაიკროსოფტი ამაზე ფიქრობდა. შესაბამისად,  დემოკრატიის დაცვისათვის ახალი ციფრული პროდუქტის შექმნისა და განვითარების გზა ასე გამოიყურებოდა:

შესაბამისად, უკვე ორი წლის წინათ, მაიკროსოფტმა გამოაცხადა, რომ აქვს სპეციალური პროგრამა -Defending Democracy Program – რომელსაც რუსებისაგან და სხვა შესაძლო ჰაკერული შემოტევებისაგან ამერიკა უნდა გადაარჩინოს.

მაიკროსოფტის პროგრამას, რომელსაც ეწოდება Microsoft AccountGuard, მართლაც შეუძლია დაიცვას დემოკრატია აშშ-ში და ნებისმიერ ქვეყანაში. ამ პროგრამის მისამართია: https://www.microsoftaccountguard.com/en-us/

პოლიტიკური კამპანიის ჩატარებისას ეს პროგრამა გამოავლენს ყველა შესაძლო საფრთხეს რაც  შესაძლოა დაემუქროს თავად კამპანიის ავთენტურობას, სიმართლეს, ჭეშმარიტებას, დამაჯერებლობას, ციფრების გაუყალბებლობას, ინფორმაციის სიმტკიცესა და მისი აღქმის დასაბუთებულობას.

პროგრამას გააჩნია:

  • ავთენთურობის დაცვის მულტიფაქტორული გარანტია, რომელიც კომპანია Yubico-თან ერთად არის შექმნილი.
  • პოლიტიკური კამპანიის ჩატარების დროს, სპეციალური დამცავი ციფრული ღრუბლის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც კამპანიის წევრის იდენტურობისა და მისი ინფორმაციის დამცველია.
  • პროგრამა აჩვენებს რამდენად „გულანთებული მომხრეები“ და კამპანიის წევრები შემოდიან და გადიან პოლიტიკური კამპანიის ონლაინ და ოფლაინ პროცესებში. რაც მთავარია პროგრამა უზრუნველყოფს -right people are logging into ჭეშმარიტებას. ნამდვილი წევრების შემოსვლისა და გასვლის მაჩვენებლების და ინდიკატორების შექმნას და განვითარებას.
  • არის გამოყენებული  Privileged identity management (PIM), კამპანიის პრივილიგირებული წევრებისათვის, რომ მათ გააკონტროლონ პროცესები დაუყოვნებლივ.
  • პროგრამას აქვს საშუალებები, რომლებსაც ეწოდება Access governance . ამ საშუალებით უამრავი კონსულტანტები, რომლებიც ჩართული არიან პროცესში უმალ დაკარგავენ პროგრამაში ავტორიზაციას თუ ისინი გააჩენენ ეჭვს ან შეიცვლიან პოლიტიკურ მრწამსს და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადებენ.

არჩევნების დაცვისათვის შექმნილი Microsoft AccountGuard, საქართველოშიც შეიძლება იქნეს გამოყენებული. პროგრამა ძალიან დიდი ანალიტიკური აზროვნების საშუალებას იძლევა. ამ პროგრამის გამოყენებით თავად არჩევნების პროცესსაც უფრო დიდი დამაჯერებლობა ეძლევა.

 

ავტორი: ივანე კერესელი