სახელებით თამაში ამერიკის არჩევნებში 2020

არჩევნების ფერთა გამა

მიმქრალი ოქროსფერი, მკვეთრი ვარდისფერი, მდიდრული მეწამულისფერი, ცის სილაჟვარდე და აქა-იქ დაქანებაც კი. ეს კამპანიის პალიტრაა, რომელიც, ადრე ჩატარებულ საპრეზიდენტო მარათონთან შედარებით, ლოგოს ფერების ფართო სპექტრს შეიცავს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მიმდინარე წელს ტენდენცია ტრადიციულ წითელ ან ლურჯ ფერს სცილდება. ტრადიციული ფერები პარტიულ კუთვნილებაზე მიუთითებს, ხოლო ფერთა ცისარტყელა კანდიდატებს, საკუთარ ინდივიდუალიზმზე ხაზის გასმის საშუალებას აძლევს. ჩვენ რესპოდენტებს ვკითხეთ, ფერის შერჩევამ მათ არჩევანზე რა გავლენა მოახდინა. თქვეს რომ მოსწონდათ – მაგრამ ეს იყო COVID-19 -ის შემოჭრის წინ.

ჯოე, ბერნი, პეტე, ბეტო, ემი, გორი, ტულსი, მარიანე, ტომი, ვეინე (Joe, Bernie, Pete, Beto, Amy, Cory, Tulsi, Marianne, Tom, Wayne). ეს ახალი სერიალის სამსახიობო შემადგენლობა არ არის;

ეს პოლიტიკური კანდიდატების სიაა, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიაში მხოლოდ საკუთარი სახელების გამოყენება გადაწყვიტეს. პრეზიდენტობის 11 კანდიდატმა, სახელიდან გამომდინარე, არაფორმალურ მიდგომაზე დასდო ფსონი. იმისათვის, რომ გაგვერკვია ამომრჩეველზე კანდიდატის სახელის ზემოქმედება, ჩვენ მათ შესახებ კვლევებს გავეცანით.

2020 წლის არჩევნების ხალხმრავალი ველიდან გამორჩევის მიზნით კანდიდატების დიდმა ნაწილმა, წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, დაახლოებით 39%-მა – სლოგანებში მხოლოდ სახელი გამოიყენა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ნაკადი ნასაზრდოებია 2016 წლის Bernie Sanders-ის კამპანიის სლოგანით. ეს სლოგანი არაფორმალურ, მეგობრულ მესიჯს იძლეოდა რითაც ბერნიმ დიდ წარმატებას მიაღწია. კანდიდატების შედარებით მეტმა პროცენტმა აქედან გამომდინარე დასკვნა გააკეთა და მათ შორის 42%-მა ტრადიციული სლოგანი და მასთან ერთად მხოლოდ გვარი გამოყენება არჩია! ხოლო ხუთმა კანდიდატმა ანუ 19%-მა – როგორც სახელი, ასევე გვარი გამოიყენა ხალხთან ურთიერთობისას.

შემდეგმა 11 კანდიდატმა მხოლოდ სახელი გამოიყენა:

  • ემი – ემი კლობუჰარ, Amy (Klobuchar)
  • ბერნი – ბერნი სანდერს Bernie (Sanders)
  • ბეტო – ბეტო ო,რურკი Beto (O’Rourke)
  • გორი – გორი ბუკერCory (Booker)
  • ჯო – ჯო ბაიდენი Joe (Biden) – 2nd logo
  • ჯო – ჯო სესტაკ Joe (Sestak)
  • მარიანე – მარიანე ვილიამსონ Marianne (Williamson)
  • პიტ – პიტ ბუტიგიეგ Pete (Buttigieg)
  • ტომ- ტომ სტაიერ Tom (Steyer)
  • ტულსი – ტულსი გაბარდ Tulsi (Gabbard)
  • ვეინ – ვეინ მესამ Wayne (Messam)

12 კანდიდატმა მხოლოდ გვარი გამოიყენა:

  • ბენეტ- (Michael) Bennet
  • ბაიდენ – პირველ ლოგოში (Joe) Biden – 1st logo
  • ბალოკ-(Steve) Bullock
  • დე ბლასიო- (Bill) de Blasio
  • დელანი-(John) Delaney
  • გილიბრანდ – (Kirsten) Gillibrand
  • ჰეკენლოოპერ – (John) Hickenlooper
  • ინსლეე-(Jay) Inslee
  • ტრამპ -(Donald) Trump
  • ვორენ – (Elizabeth) Warren
  • ველდ- (Bill) Weld
  • იანგ – (Andrew) Yang

5 კანდიდატმა, როგორც სახელი, ასევე გვარი გამოიყენა:

  • ჯულიან კასტრო -Julián Castro
  • კამალა ჰარის – Kamala Harris
  • სეთ მოულტონ Seth Moulton
  • ტიმ რაიან – Tim Ryan
  • ერიკ სვალველ -Eric Swalwell

როგორც მარკეტინგული კვლევიდან გამოვლინდა, სახელის გამოყენება საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ გამოირთევა შემდეგი უპირატესობებით:

  • უფრო დამახსოვრებადია 8,3 %, მაშინ როცა გვარის მიხედვით კანდიდატის ასოცირება უფრო სუსტად გამოიყენება ამ მიმართებით.
  • სახელის გამოყენება უფრო მეგობრულად ჟღერს 7,3%-ით.
  • უფრო ჭკვიანურია 6,4%-ით.

მაგრამ ტრამპს არ სძალუძს მხოლოდ საკუთარი სახელის ბრენდად ქცევა, რადგანაც Donald, უკვე დიდი ხანია დისეის გენიალური მულტფილმების გმირებთან ახდენს ამ სახელის ასოცირებას.

ამ ტიპის „მარგინალურ ბრენდინგს“ დიდი ხანია უწევენ ამერიკის პრეზიდენტის პიროვნულ სახელს მისი ფარული და ღია ოპონენტები. ადრე დაიბადა ამგვარი იუმორისტული ბანერიც სადაც:

ნათქვამია, რომ „თუ გადმოატრიალებთ დონალდ დაქს მიიღებთ დონალდ ტრამპს“. შესაბამისად ეს დიდი დეველოპერი მუდამ თავისი გვარით იბრძვის, რომელიც ტრიუმფს ნიშნავს.

სახელი? თუ გვარი? თუ ორივე ერთად? ეკითხებიან კანდიდატები თავიანთ პოლიტ მარკეტერებს

მაგალითად, Beto და Tulsi, მიდგომამ, „იბრძოლო მხოლოდ სახელით“ შესაძლოა გაამართლოს, მაგრამ ის ნაკლებად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს Pete ან Amy-თვის. ისეთ გვარებს, როგორიცაა Buttigieg და Klobuchar, შეიძლება ეპატიოს, რომ მხოლოდ სახელით ისარგებლეს, მაგრამ გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პოპულარობა მაინც მათ ვერ მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლებმა სლოგანები სახელით, ზოგადად „დამამხსოვრებელი“, „თანამედროვე“ და „მეგობრული“ ეპითეტებით შეამკეს, მათ მაღალი შეფასება მისცეს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა „მახინჯი“, „მოსაწყენი“ და „არაფროფესიონალური“.

ხოლო სლოგანებში გვარების გამოყენება, ძირითადად შეფასდა, როგორც „სანდო“, „მძლავრი“ და „დახვეწილი“, ასევე „მოსაწყენი“ და „ბანალური“.

სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული კონვენცია პარტიული კუთვნილების მიხედვით ჩაიშალა. როგორც ჩანს, გამბიტი სახელით დემოკრატ ამომრჩევლებს შორის მიმზიდველია. მათ სლოგანებს, სადაც მხოლოდ სახელია ნაჩვენები უფრო მაღალი შეფასება მისცეს, ვიდრე სლოგანებს, სადაც მხოლოდ გვარებია გამოყენებული.

ქალებმა კანდიდატის გვარით გამორჩეულ სლოგანებს უფრო მაღალი შეფასება 5,47 მისცეს, ვიდრე სახელებთან დაკავშირებულ გულღია ვერსიებს – 5,41.

მამაკაცებში სლოგანებმა სახელით ასევე მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო გვარის შემთხვევაში – 5,39. როგორც წესი, ახალგაზრდა ამომრჩევლები კანდიდატთა სახელების მიმართ უფრო ღია არიან, ვიდრე ასაკოვანი კოლეგები.

ვნახოთ რა მოხდება კორონავირუსის ფონზე. უკვე ჩანს, რომ ტრამპის დამარცხება გამოიკვეთა. კანდიდატთა სახელები და გვარები უმნიშვნელოა, იმ ეკონომიკურ ვარდნასთან შედარებით რაც ამერიკას ხვდა წილად. სავალალოა ის, რომ ამერიკა პანდემიას მოუმზადებელი ხვდება.

მოამზადა ტრეისი ჯონსმა