წარმატებული ტრამპი და პოლიტიკური რეკლამის დასასრული

სოციალურ ქსელებზე მიერთებით, 2008 წელს ობამას კამპანიამ, რომელიც პოლიტიკურ მარკეტინგში სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა, სამუდამოდ შესცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი.

ზუსტად ასევე, ტრამპის „იმპროვიზირებულმა“ ტვიტებმა მის გამარჯვებაში გარკვეული როლი ითამაშა. იყო კი ეს ერთჯერადი მიდგომა ან იმის ნიშანი, თუ რა მოხდებოდა?

2016 წელს, გაზეთ New York Times -ის აზრით „ტრამპის მზაობა, ილაპარაკო აბსოლუტურად ყველაფერზე, გქონდეს  პრობლემებისადმი ერთგავრი მხიარული დამოკიდებულება ტრადიციული, მკაცრად გაწერილი მიდგომის სანაცვლოდ, გარღვევა გახდა.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამარჯვებისთვის, ხალხთან დიალოგისას დომინანტი როლის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გააკეთო.

ამასობაში, კლინტონი, ძველებურად მოქმედებდა. Fortune-ის სიტყვებით „კლინტონის კამპანიამ, ტრამპთან შედარებით, უფრო მეტი აქცენტი სატელევიზიო რეკლამაზე, ამომრჩევეთა ჯგუფების დაფარვის ტრადიციულ მეთოდზე გააკეთა.“

მაგრამ, კლინტონის სამწუხაროდ, ეს ფულის ტყუილი ხარჯვა აღმოჩნდა. კლინტონის რეკლამაში, სადაც ის ტრამპს თავს ესხმოდა, 90% პირადული და არა პოლიტიკური მოტივი იყო.

2016 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ნეგატიური სატელევიზიო „თავდასხმითი რეკლამა“ ამომრჩეველს  უბიძგებს იმ მესამე მხარის კანდიდატისაკენ, რომელიც მსგავს რეკლამას არ იყენებს.

სხვა სიტყვებით, თავდასხმის მსგავსი რეკლამები თავად შემტევის ბრენდს ვნებს.

ტრამპმა ყველაფერი თავისებურად გააკეთა და ნიუსების ციკლში უპრეცენდენტო გზით წარმატებით ითამაშა. მიუხედავად წარმატებისა, მე არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდება კანდიდატი, რომელიც მისი ტექნიკის იმიტაციას მოახდენს, რადგანაც ამას ნიჭი სჭირდება.

მალე ამას დავინახავთ.

ავტორები: ტრეისი ჯონსი, ივანე კერესელი