ეკოლოგიური აუდიტის მნიშვნელობა – შესაძლებლობები და საფრთხეები

“პოლიტიკის ნამდვილ ოსტატს აქვს უნარი უმცირესს დეტალებამდე გათვალოს უპირატესობები, რომელსაც საკუთარი ნაკლიც შეუძლია მიათვალოს”.

ნაპოლეონ ბონაპარტე

 

ეკოლოგიური მარკეტინგის როლი მსოფლიოში იზრდება. აგრო სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო ბიზნეს პროცესებში დიდ მნიშვნელობას იძენს მარკეტინგული ინტრუმენტი – ეკოლოგიური აუდიტი, რომელიც უტარდებათ იმ კომპანიებს რომლებიც სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს ქმნიან. ამგვარი მიდგომა ბევრ საინტერესო ახალ მიმართულებას ხსნის და ასევე თვალს აგვიხელს ბევრ დაფარულ შესაძლებლობაზე, რომელიც არსებობს.

გადავავლებთ რა თვალს დღეს ფართოდ გავრცელებულ ეკოლოგიურ აუდიტს და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავარკვიოთ თუ რა ხდება უფრო ფართო ბიზნესს-სფეროში, ჩვენ ეს ინფორმაცია მოქმედებაში უნდა გადავიტანოთ. კერძოდ, გარემოში ბიზნესის შესაძლებლობები უნდა მოვიძიოთ, რომელიც, როგორც წარმოგვიდგენია, ჩვენი ორგანიზაციისათვის ღიაა. ახალი პროდუქტების და ახალი სერვისების შესამუშავებლად, აგრეთვე ახალი ბაზრების გასაღებად და გასავითარებლად, საჭიროა დრო. თუ ეკოლოგიური აუდიტიდან მინიშნებაა, რომ სავარაუდოდ, ბაზრის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება, მაშინ ჩვენ ჩვენი დრო შესაბამისად უნდა დავგეგმოთ და მზად ვიყოთ ბაზარზე გამოსაჩენად. ექვსი-ცხრა თვით (მუდმივადაც) დაგვიანებით შესვლა სხვა გვიან შემოსვლებთან ერთობლიობაში – ბაზარზე დადებითი რეპუტაციის მოპოვების არც ისე კარგი მეთოდია.

მომავალ ბაზარზე, გარდა შესაძლებლობების განსაზღვრისა, აუცილებელია იმ საფრთხეების განსაზღვრაც, რომელიც ბიზნესს გარემოში შეიძლება წარმოიშვას. განსაკუთრებით ის საფრთხეები, რომელიც ჩვენ განვითარებას და სამომავლო წინსვლას ხელს შეუშლის. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მომავალ სფეროში საფრთხეების დადგენის კუთხით, მენეჯერებს პრობლემები აქვთ. უნდა ვაღიარო, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, იმიტომ რომ გარემო მართლაც, რომ სასტიკია, ან იმიტომ, რომ პესიმისტური ბუნება თანამედროვე მენეჯერის წინასწარი რეკვიზიტია. როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია არა მარტო საფრთხეების გამოვლენა, არამედ გამკლავებაც. მანამ, სანამ მათი აღმოჩენა ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი, საფრთხეების უმრავლესობის ნეიტრალიზაციას და გაუვნებელყოფას ორგანიზაცია ახერხებს – ანუ, თუ ძალიან მაგრები ხართ, მათ შესაძლებლობეში გარდაქმნით. სამწუხაროდ, ორგანიზაციების თითოეულ მაგალითზე, რომელიც მთავრობაში წარმატებით ლობირებდა, რათა გარკვეული წესების შემოტანა თავიდან აეცილებინა, ან საწყისი ძირითადი დარგიდან სხვა ახალ, უფრო უსაფრთხო საბაზრო სეგმენტში დივერსიფიკაცია განახორციელა, არსებობს მხოლოდ სამი ან ოთხი ორგანიზაციის მაგალითი, რომლებმაც უფსკრული დაინახეს – და სწრაფად გადაეშვნენ.

ეს, არა მხოლოდ ხვალინდელი დღის საფრთხეები და შესაძლებლობებია, რომლებიც გარემოს საიმედო აუდიტით შეიძლება იქნას გახსნილი. თუ თქვენი ორგანიზაცია პირველად აპირებს აუდიტის ჩატარებას, თქვენ, სავარაუდოდ, საფრთხეების და შესაძლებლობების საინტერესო კოლექციას აღმოაჩენთ, რომელიც თქვენთვის ფარული იყო – თქვენ უბრალოდ არ იცოდით, რომ ისინი არსებობდნენ!

შესაძლებლობების ხელიდან გაშვება ერთია, ხოლო არ იცოდე საფრთხეზე, მანამ, სანამ რამდენიმე წლის განმავლობაში შემოსავლების კლება მოგვიანებით არ გაიძულებთ ზომების მიღებას -ეს უკვე სულ სხვაა.

შესაძლოა, ეს ზედმეტად პესიმისტურ ნოტად გვეჩვენოს, მაგრამ მე ვიცნობ ბევრ კომპანიას, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დრო, როდესაც ტკივილი საკმაოდ ძლიერდება, რაც მენეჯმენტს აიძულებს პრობლემებს რამე მოუხერხოს, შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს.

ავტორი: ტრეისი ჯონსი