თუ ამერიკაში, დალასში გნებავთ ქართული ბრენდის განვითარება ამ სააგენტოებს უნდა მიმართოთ

დალასი მარკეტინგული სააგენტოების სიმრავლითაც გამოირჩევა. სააგენტოები ისეთ სფეროებში არიან გამოცდილები, როგორიცაა SEO, ბრენდის განვითარება და ვებ-დიზაინი. ეს სააგენტოები დასპეციალიზირებულები არიან დახმარება გაუწიონ როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ ბრენდებსაც, რათა საკუთარ აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კავშირი ანალიტიკური კვლევების, კრეატიული დიზაინის და ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებით დაამყარონ. გთავაზობთ მარკეტინგულ სააგენტოებს, რომლებიც წამყვან ბრენდებს, საკუთარ სფეროში გავლენის შენარჩუნებასა და მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება.

 

SLINGSHOT

ფოკუსირებულია: მოგზაურობა + ტურიზმი, საკვები + სასმელი, ჯანდაცვა, Household Protection ოჯახის დაცვა?, არაკომერციული ორგანიზაციები

საქმიანობა: 1995 წელს დაარსებული Slingshot დამოუკიდებელი მარკეტინგული და სარეკლამო სააგენტოა, რომელიც მრეწველობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობს. ისწრაფვის რა დააკავშიროს ბრენდები და ადამიანები ერთმანეთთან, კომპანია სერვისების ფართო სპექტრს გვთავაზობს, როგორიცაა რაოდენობრივი კვლევები, ბრენდის სისტემა, ვებ-გვერდების ბრენდირება და ცოცხალი აქტივობების დაგეგმვა და მომზადება. Slingshot, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 დამოუკიდებელი მარკეტინგული სააგენტოების, სახელწოდებით AMIN Worldwide, ალიანსში შედის.

 

ALL OUR MIGHT 

ფოკუსირებულია: საცალო ვაჭრობა

საქმიანობა: მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია დავეხმაროთ საცალო მოვაჭრეების მიერ საკუთარი სავაჭრო ცენტრების მაქსიმიზაციაში. ანალიტიკის და ციფრული სტრატეგიის გამოყენებით, კომპანია სერვისების ფართო სპექტრს გთავაზობთ, სადაც შედიც საცალო ანალიტიკა, სავაჭრო ცენტრების მარკეტინგი, საცალო მარკეტინგის სტრატეგია, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საცალო ცენტრების რეკლამა და ინტეგრირებული ციფრული გადაწყვეტილებები. ლიზინგის, სპოსნორების და ოპერაციათა მართვის გაუმჯობესების და გაფართოების კუთხით, All Our Might საკუთარ კლიენტებს პროექტების დაგეგვაში, სოციალურ ქსელებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებაში, რეალური დროის რეჟიმში მარკეტინგით, CRM ინტეგრაციით და სხვ. კონსულტაციას უწევს.

თანამშრომლობა: საცალო მოვაჭრეები.

 

THE POINT GROUP 

ფოკუსირებულია: კვება + სასმელი, ჯანდაცვა, საცხოვრებელი რაიონები, ტელეკომუნიკაცია, სასტუმროები + სანახაობა

საქმიანობა: დაარსების თარიღი 1995 წელი. Point Group ინტეგრირებული მარკეტინგული საკომუნიკაციო კომპანიაა სერვისების სრული სპექტრით, რომელიც ისწრაფვის შექმნას კავშირი ბრენდებსა და მათ აუდიტორიას შორის. კომპანიის შესაძლებლობებში შედის სტრატეგიული მარკეტინგი, ბრენდინგი, კრეატიული დიზაინი და შეტყობინებების გაცვლა, სოციალური ქსელების და რეპუტაციის მენეჯმენტი, მედია დაგეგმვა და შესყიდვები, აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობები. Point Group ხანშიშესული ადამიანების ცხოვრების წესთან, სასტუმროებთან და სანახაობასთან, აგრეთვე ჯანდაცვასა და გაჯანსაღებასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის მარკეტინგულ სტრატეგიებს ამუშავებს.

თანამშრომლობა: Boston’s The Gourmet Pizza, Enterhealth, Baylor Scott & White Health, AT&T და Norterre.

 

BELO + COMPANY 

ფოკუსირებულია: სათადარიგო ნაწილები, პარფიუმერია, ავეჯის ფურნიტურა + დამზადება, ჯანდაცვა, კვება + სასმელი, მედია + გასართობი ღონისძიებები

საქმიანობა: დაარსდა 1999 წელს. კომპანია Belo + Company საკუთარ კლიენტებს მონაცემთა ინტერპრეტაციის გზით და ქმედითი ბიზნეს-ანალიტიკის მიწოდებით ეხმარება. კომპანია კლიენტების სეგმენტაციაზე, ანალიტიკურ აუდიტზე, კონვერსიის ოპტიმიზაციაზე, ვებ-დიზაინზე, SEO, PPC მენეგმენტზე, ფასიან სოციალურ, დასპონსორებულ კონტენტზე და ვიდეო წარმოებაზეა სპეციალიზირებული. Belo + Company ემსახურება სხვადასხვა B2B, ე-კომერციულ და ინტერნეტ მაღაზიებს.

 

TANGOTAB 

ფოკუსირებულია: კვება + სასმელი

საქმიანობა: ამჟამად, უკვე ჩრდილოეთ ამერიკასა და სინგაპურში ხელმისაწვდომი, TangoTab-მა შექმნა აპლიკაცია, რომელიც რესტორნებს საშუალებას აძლევს სტუმრებს რეალურ დროში მოემსახურონ, შესთავაზონ უფასო წინადადებები. აპლიკაციის საშუალებით რესტორნებს საკუთარი ადგილმდებარეობის რეკლამა და ხელსაყრელი წინადადებების შეთავაზება შეუძლიათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი პარტნიორ რესტორანში აპლიკაციის მეშვეობით რეგისტრირდება, გაჭირვებულ ადამიანს უფასო საკვები გადაეცემა.

თანამშრომლობა: Starbucks, Panera Bread, Panda Express, California Pizza Kitchen და Chipotle Mexican Grill.

 

ZEN MEDIA 

ფოკუსირებულია: კვება + სასმელი, მედია, მოგზაურობა + ტრანსპორტირება, დაზღვევა + საბანკო საქმე, უძრავი ქონება, არაკომერციული ორგანიზაციები.

საქმიანობა: Shama Hyder-ის მიერ დაფუძნებული, Zen Media B2B და B2C-ს სფეროს ბრენდებისათვის სამომხმარებლო არჩევანის ჩამოყალიბებას ცდილობს. კომპანია ინფლუენსურ მარკეტინგზე, ციფრულ მარკეტინგულ კვლევებზე, ღონისძიების მარკეტინგზე, სოციალური ქსელების მენეჯმენტზე, ციფრულ PR-ზე, აგრეთვე აზროვნების ლიდერობასა და ბრენდინგზე სპეციალიზდება. Zen Media-ს მისია დამაჯერებელი ციფრული გამოცდილების შექმნაში მდგომარეობს, რომელიც ორგანიზაციის მესიჯის გაძლიერებას ემსახურება და ბაზარზე მის მდგომარეობას აუმჯობესებს.

თანამშრომლობა: OneDine, COX Communications, DFW International Airport და Allegiance Capital.

 

AGENCY ENTOURAGE 

ფოკუსირებულია: ჯანდაცვა, კვება + სასმელი, ფინანსები, უძრავი ქონება

საქმიანობა: Candace Randolph-ის მიერ დაფუძნებული, სააგენტო Entourage სთავაზობს კომპლექსურ მარკეტინგულ სერვისებს, რომელიც მის კლიენტებს ზრდაში, სრულყოფასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მეთოდების ოპტიმიზაციაში ეხმარება. კომპანიის შესაძლებლობების სპექტრი მოიცავს კამპანიების შემუშავებასა და დაგეგმვას, მომხმარებლებისათვის სთორითელინგი ვიდეოებს, ბლოგების შექმნას, სოციალურ ქსელებში მარკეტინგს, აგრეთვე მონაცემების ანალიზსა და ვიზუალიზაციას. წინა პროეტების შემთხვევაში, სააგენტო კომპანიებს ბრენდის პოზიციის გაახლებაში, ახალი ლოგოების და ბრენდული დასახელების შექმნაში, აგრეთვე დიზაინის ახალი სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარებოდა.

თანამშრომლობა: Carter BloodCare, Pizza Patron, Qualtrust Credit Union და SRS Real Estate Partners.

 

JSL MARKETING & WEB DESIGN 

ფოკუსირებულია: უძრავი ქონება, ავიაცია, კადრების უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, საცალო ვაჭრობა, არაკომრციული ორგანიზაციები

საქმიანობა: JSL Marketing & Web Design-ის მიზანი არის ადგილობრივ ბაზრებზე მოემსახუროს საკუთარ კლიენტებს და შექმნას საუკეთესო ონლაინ-ბრენდები. სააგენტოს სერვისების ნაკრებში შედის ვებ დიზაინი და განვითარება, ბრენდი, იმეილ მარკეტინგი, კოპირაითინგი და SEO. JSL Marketing & Web Design-ის მისია მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიებმა, ხელმისაწვდომი და პატიოსანი მარკეტინგის დახმარებით, რომელიც ინვესტიციების მაღალ რენტაბელობას უზრუნველყოფს, წარმატებას მიაღწიონ.

თანამშრომლობა: Ekklesia Real Estate, Marquis Group, Vault Aviation, Omnisys და United MegaCare.

 

IDEA GROVE 

ფოკუსირებულია: IT, წარმოება, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა, E-კომერცია, ტელეკომუნიკაცია

საქმიანობა: Idea Grove, ბრენდის ხილვადობაში მიზნის, ფოკუსის და ინვესტიციების რენტაბელობის მისაღწევად და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის ძალისხმევების გასაზრდელად, B2B-ს სფეროში მომუშავე კომპანიებთან მუშაობს. სერვისების ნაკრებში შედის კვლევები და სტრატეგიები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ვებ-დიზაინი, სოციალური მედია და კონტენტის შექმნა. ასევე, Idea Grove სთავაზობს შემომავალი მარკეტინგის სერვისებს, რომელიც მარკეტინგის სფეროში, გაყიდვებსა და მომსახურებაში, მ.შ. SEO, მარკეტინგი და გაყიდვების რეგულირება, HubSpot-ის ინსტრუმენტებთან თანხვედრაშია.

თანამშრომლობა: Truno, SmarterSelect, Onyx, CA Technologies, NetBase and Paranet.

 

PINTHUB 

ფოკუსირებულია: კვება + სასმელი

საქმიანობა: PintHub ერთგვარი მარკეტინგული პალტფორმაა, რომელიც ლუდსახარშ ქარხნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და მარკეტინგული ხარჯების ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. რეწვის ლუდსახარშებს (კრაფტული), კომპანიის პლატფორმის მეშვეობით ყოველთვიური სააბონენტო სერვისების შემოთავაზება შეუძლიათ, რაც მომხმარებელს ყოველ დღე, აპლიკაციაში დარეგისტრირებულ ლუდსახარშებში, ბარებსა და რესტორნებში უფასო ლუდის დაგემოვნების უფელბას აძლევს. PintHub-ის მიზანია ეკონომიკის გაძლიერება და საზოგადების მხარდაჭერა, მომხმარებლების ადგილობრივ საწარმოებთან დაკავშირება და ადგილობრივი პროდუქციის პრომოცია.

თანამშრომლობა: Craft breweries.

 

PUBLICIS HAWKEYE 

ფოკუსირებულია: მომხმარებლის ვებ-გვერდი, იპოთეკური დაკრედიტება, ავიაცია, სპორტი, ფინანსები, ტრანსპორტირების სერვისები

საქმიანობა: 2014 წელს დაარსებული Publicis Hawkeye მრეწველობის დარგების ფართო სპექტრის ბრენდებთან თანამშრომლობს. კომპანიის საკუთარი ინფორმაციული რესურსები Epsilon ორგანიზაციებს მომხმარებლების და პერსპექტივების იდენტიფიკაციაში ეხმარება, მაშინ როდესაც მათი ადამიანზე ორიენტირებული კონსტრუქცია გულისხმობს მანქანის სწავლებას და ადამიანებსა და ბრენდებს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად ხარისხობრივ კვლევებს. Publicis Hawkeye სპეციალიზდება ბრენდინგზე, ანალიტიკაზე, ექსპერიმენტულ მარკეტინგზე, კორპორატიულ ტექნოლოგიებზე, ბიზნესის ტრანსფორმაციაზე და კომუნიკაციასთან დაკავშირებული ცვლილებების გაცვლაზე.

თანამშრომლობა: Google, Fannie Mae, American Airlines, US Figure Skating, Capital One და FedEx.

 

MUMBLE SOLUTIONS 

ფოკუსირებული: არაკომერციული ორგანიზაციები + პოლიტიკა

საქმიანობა: Mumble Solutions-ის მიზანია დაეხმაროს მისიებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს გამოიმუშავონ თანხები, მონაცემებიდან გამომდინარე მიიღონ მეტი უკუმოგება. კომანიის იმპორტის სისტება CRM ორგანიზაციებთან პირდაპირ კავშირშია, რათა მონაცემების გადაცემის პროცესი გამარტივდეს, მაშინ როდესაც მათი ალგორითმები ნებისმიერი მომხმარებლისათვის სასარგებლოა. Mumble-ის მიზანი ბიზნესსა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებაა.

თანამსრომლობა: არაკომერციული ორგანიზაციები და პოლიტიკური კამპანიები.

 

THE MARKETBURST GROUP 

ფოკუსირებულია: სათადარიგო ნაწილები, ელექტრონული კომერცია, გამწვანება, მედია, პროფესიონალური ხასიათის სერვისები

საქმიანობა: MarketBurst Group გაყიდვების ინსტრუმენტების შემუშავებაზე და სარეკლამო კამპანიებზე სპეციალიზდება, რომელიც კომპანიისათვის შემოსავლების მიღებისკენაა მიმართული. გაყიდვების პროცესის თითოეულ ეტაპზე ბიზნეს შესაძლებლოების და ფასეულობის შესაქმნელად, კომპანია გაყიდვების ინსტრუმენტების პაკეტით უზრუნველყოფს, აგრეთვე გაყიდვებზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა შესაძლებლობების შეფასება, გადანაცვლების კონკურენტულ სტრატეგიას და დანერგვის გეგმებს. MarketBurst Group-ის სხვა სერვისებში შედის: მარკეტინგული აუთსორსინგი, იმეილის მენეჯმენტი, SEO, სოციალურ ქსელებთან მიმართებით სტრატეგიას, გაყიდვების უსაფრთხო პორტალებს, აგრეთვე ვებ-დიზაინს და განვითარებას.

თანამშრომლობა: Auto Assurance, Creatuity, Earthworks, Bold Media Solutions და Fireman Movers.

 

BRANDWINNER MARKETING 

ფოკუსირებულია: მცირე ბიზნესი

საქმიანობა: Jason Boyd-ის მიერ დაარსებული Brandwinner Marketing ციფრული სააგენტოა, სერვისების სრული სპექტრით, რომელიც სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანიის მარკეტინგული სერვისების კომპლექსში შედის ბრენდის სტრატეგია, ლოგოს შემუშავება, ხმის კრიტერიუმის შექმნა, ვებ-გვერდის განვითარება, მიზნობრივი გვერდის შექმნა და სოციალურ ქსელებში მარკეტინგი. Brandwinner Marketing ასევე სპეციალიზდება კონტენტ სტრატეგიასა და მოქმედების რადიუსზე, აქცენტით SEO-ზე, მარკეტინგულ ძაბრზე, ლინკების აგებასა და რეპუტაციის მენეჯმენტზე.

თანამშრომლობა: მცირე ბიზნესი.

 

THE DEALEY GROUP 

ფოკუსირებულია: საცალო ვაჭრობა, უძრავი ქონება + ტურიზმი

საქმიანობა: Dealey Group ციფრული რეკლამის, მარკეტინგის და დიზაინის ბუტიკია, რომელიც უძრავი ქონების, საცალო ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებთან თანამსრომლობს. კომპანი დიდ ყურადღებას უთმობს ციფრულ მარკეტინგს, სტრატეგიასა და დაგეგმვას, აგრეთვე ბრენდინგს და სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა პოზიციონირების შემუშავება, ჩაშვების დაგეგმვა, ინფლუენსური მარკეტინგი, კონტენტის შემუშავება, ლოგოს დიზაინი, აგრეთვე ბრენდული სტილი და პოზიციონირება. ასევე, Dealey Group კლიენტებს ბეჭდური და სამაუწყებლო სერვისების შექმაში ეხმარება, როგორიცაა ჟურნალები და გზამკვლევები, ასევე სატელევიზიო და რადიორეკლამები.

თანამსრომლობა: Mockingbird Station, Utopia Food + Fitness, JLL Retail და RIO Washingtonian.

 

DODD CREATIVE GROUP 

ფოკუსირებულია: უძრავი ქონება

საქმიანობა: Dodd Creative Group მარკეტინგული, კრეატიული დეველოპერული და დიზაინერული კომპანიაა, რომელიც ძირითადად, მრავალბინიანი საცხოვრებელი მშენებლობის სფეროში მოღვაწე კლიენტებთან თანამშრომლობს. კომპანია სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს, მ.შ. ლოგოს და ბრენდის შემუშავება, პოლიგრაფიული უზრუნველყოფა, ვებ-დიზაინი და განვითარება, აგრეთვე ინტერიერის გაფორმება.

თანამშრომლობა: The Muse Apartments, Dryden, Alesio Urban Center და Broadstone Farmer’s Market.

 

JUNCTION AI 

ფოკუსირებულია: აზარტული თამაშები, რეკლამა, ფინანსები, კადრების უზრუნველყოფა

საქმიანობა: Vance Reavie და Rob Turner-ის მიერ დაარსებული კომპანია Junction AI, Google-ზე, Facebook-სა და სხვა ვებ-გვერდებზე, კრეატიული რეკლამის წინასწარი ტესტირების მიზნით, მარკეტოლოგებს ხელოვნური ინტელექტისათვის გადაწყვეტილებებს და მანქანის სწავლებას სთავაზობს. კომპანიის AI Audience Model პროგნოზირებს სარეკლამო იმიჯების და რეპროდუქციების წარმატებას, ხარჯების შემცირების, ახალი იდეების გამოსავლენად და კონვერსიის ოპტიმიზაციის მიზნით თითოეული ორგანიზაციის აუდიტორიას აანალიზებს. Junction AI მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გაზარდოს ეფექტურობა და შედეგიანობა, აღმოფხვრას ციფრულ რეკლამაში არსებული ვარაუდები.

თანამშრომლობა: NVIDIA, RC Marketing, Ratebroker, Instant Teams და FortyFiveSearch.

 

RAZOR RANK 

ფოკუსირებულია: საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა, მოგზაურობა, სამართალი

საქმიანობა: Razor Rank არის კომპანია, რომელიც ციფრული მარკეტინგით და მისგან გამომავალი სრული სპექტრის სერვისებითაა დაკავებული. კომპანია სპეციალიზდება ონლაინ ხილვადობის ზრდაზე, ტრაფიკზე, პოტენციური კლიენტების გენერაციასა და შემოსავალზე. კომპანია სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა SEO, ელექტრონული კომერციიც საიტების მიგრაცია, კონტენტ მარკეტინგი, ვებ-დიზაინი, სოციალური ქსელების მენეჯმენტი, ვებ-გვერდების ტექნიკური აუდიტი და ლოკალური საძიებო მარკეტინგი. Razor Rank ასევე სთავაზობს PPC მენეგმენტის სხვადასხვა სერვისებს, მ.შ. Google AdWords, რეკლამა Facebook-ზე, საკვანზო სიტყვების კვლევას და საწყისი გვერდის ოპტიმიზაციას.

თანამშრომლობა: Retailers, medical practices, travel sites და law firms.

 

IOVISTA 

ფოკუსირებულია: საცალო ვაჭრობა, ბინების რემონტი + ტექნიკური მომსახურება, ეკოლოგია, უძრავი ქონება, კვება + სასმელი, ჯანდაცვა

საქმიანობა: დაარსდა 2004 წელს. ioVista ციფრული სააგენტოს მომსახურების სრული სპექტრით, სადაც შედის ელექტრონულ კომერციასთან და ციფრული მარკეტინგის სერვისებთან დაკავშირებული საკითხები. ელექტრონული კომერციის სხვადასხვა პლატფორმებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე, სააგენტო სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა SEO, საკვანძო სიტყვების ძიება, კონტენტის გადახედვა, მონიტორინგის მოწყობილობა, Google AdWords, Google Webmaster-ის მოწყობილობა, PPC მენეგმენტი, პლატფორმების მიგრაცია და სოციალურ ქსელებში მარკეტინგი. კომპანია პლატფორმებზე Magento, Shopify, WordPress, Bigcommerce, Woocommerce და Yahoo Store-ზე საიტების შექმნაში სპეციალიზდება.

თანამშრომლობა: MarbleOnline, Safari Jewelry, Bio Clean Environmental, Amplify და Weston EyeCare.

 

ივანე კერესელი ტრეისი ჯონსი