COVID – 19 და Marketing ომები

ნაწილი 1

საინტერესო მდგომარეობაა მსოფლიოში. ყველაფერი შეიცვალა და ეხლა ახალ ერაში  ვცხოვრობთ, რომელსაც შეიძლება კორონავირუსის დისციპლინა ეწოდოს. ფისქოლოგები ამბობენ რომ აქვთ საქმე : Covid-19 -ის ფსიქოლოგიასთან, ეკონომისტები COVID-19 -ის ეკონომიკასთან, ხოლო მარკეტერებმა შეიძლება თქვან და ამბობენ კიდევაც რომ გვაქვს გარკვეული პრინციპები რომელთა გაერთიანებსაც შეიძლება COVID-19-ის მარკეტინგი ვუწოდოთ.

კორონა მარკეტინგს შემდეგი საკითხები ქმნიან:

გრაფიკი1: კორონავირუსი და მისი თანამონაწილეები.

WHO  – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

Governments – მთავრობები, მათ შორის ზოგი საკმარისად ეფექტურად მოქმედებს, ზოგი კი ფაქტიურად არაფერს აკეთებს და ვერ იცავს საკუთარ ადამიანებს.

Markets – ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად გადაეწყო ბაზარი ახალ რეალობაზე. არის ბაზრები რომლებიც კიდევ უფრო განვითარდნენ, არიან ბაზრები რომლებმაც განვითარების უდიდესი სისწრაფე აჩვენეს, ზოგი ბაზარი კი ფაქტიურად ჩავარდა!

Vaccine Producers – ვაქცინების მწარმოებლებია, რომლებიც ერთმანეთსაც უწევენ კონკურენციას და რომლებიც ასევე იზიდავენ ინვესტორთან ფულს.

People/NGOs – ადამანთა ჯგუფებია რომლებიც შრომობენ მიუხედავად ყველაფრისა ან არ შრომობენ და შეშინებულები არიან, მათთან ერთად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც ცდილობენ დაავადებულ და სამუშაო დაკარგულ ადამიანებს დაეხმარონ.

NHS- არის ეროვნული ჯანდაცვის სისტემები. როგორიც აქვს გერმანიას, დიდი ბრიტანეთს, საფრანგეთს, რომელიც არ აქვს აშშ-ს და რომელიც კარგად არის გამოსაყენებელი ამ დიდ უბედურებასთან ბრძოლის დროს.

გრაფიკ 1 -ზე ასახულ სისტემაში  დაძაბულება შემდეგ ქმნის ადამიანების საინფორმაციო ღრუბელს რომელიც იწვევს: შიშს, დაძაბულობას, დარწმუნებულობას, იმედს ან უიმედობას.

საინტერესოა ვაქცინების მწარმოებლები და ზოგადად ვაქცინების პაექრობა ერთმანეთთან. ამ ყველაზე რთულ საკითხს განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს, იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა ხდება კორონავურუსის გავლენის მყოფ ბაზრებზე.

განვიხილოთ ვაქცინების მწარმობლები:

  • AstraZeneca – ეს გახლავთ ბრიტანულ-შვედური მულტი-ეროვნული ფარმაცეტული და ასევე ბიოფარმაცეტული კომპანია, რომლის ქარხანას ბრიუსელში ბევრი მტერი გამოუჩნდა და ის შესაძლოა დახურონ, მაშინ როცა ევროპას უჭირს ვაქცინების მიმართ დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ასტრასენეკას თავისი მთავარი ოფისი ინგლისში, კემბრიჯში აქვს. 27 იანვარს 2021 წელს როცა ყველაფერი ამ კომპანიის მიმართ მიდიოდა კარგად, უეცრად მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია რომ ასტრასენეკას ვაქცინა არ შეიძლება გამოყენებული იქნეს 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელად.

აი როგორ ვითარდებოდა ატრასენეკას აქცია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს ინფორმაცია CNN-ის ვებ გვერდიდან არის აღებული.

გრაფიკი 2: ასტრა სენეკას აქციის ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში (წყარო CNN-business)

ინგლისის რეგულატორმა ასტრასენეკას ვაქცინა დაამტკიცა, ერთი თვის წინ. ევროპის მედიცინის სააგენტომ  European Medicines Agency (EMA), ამ ვაქცინის 300 მილიონი დოზა შეუკვეთა კიდევაც, მაგრამ უეცრად 28 იანვარს გამოცხადდა რომ ეს ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია 65-ს გადაცილებულების შემთხვევაში.

ამ კამათმა დაიწყო ეგრეთ წოდებული ევროკავშირისა და ასტრა სენეკას დისპუტი – EU-AstraZeneca dispute – ეს საინტერესოა ფასიანი ქაღალდების დინამიკის კურსის შესასწავლადაც. ასტრა სენეკას აქცია ბოლო 5 წლის განმავლობაში კარგად იზრდებოდა (ნახეთ გრაფიკა 2), მაგრამ დღეს აქციის კურსმა ამ კრიტიკის ქარცეცხლში არასტაბილურობა განიცადა.’

როგორც ვხედავთ ასტრასენეკას აქციამ ვარდნა დაიწყო 27 იანვარს, როცა გერმანელების მიერ ასტრასენეკას ვაქცინის კრიტიკის შესახებ ინფორმაციამ გამოჟონა და ხარის კურსი დათვის კურსით შეიცვალა უკვე 28 იანვარს, ხუთშაბათ დღეს.

შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ბირჟა ბირჟაა. თამაში მოსულა. მაგრამ გერმანელების მიერ 65+ ასაკის ხალხისათვის ასტრასენეკას დაწუნება ბევრ რამეს ნიშნავს. 65 წელს გადაცილებულების ოდენობა „ბებერ ევროპაში“ ძალიან დიდია. გერმანიაში სადაც მოსახლეობის დაბერების ტენდენციებია, 65-ს გადაცილებულებისათვის ცალკე მარკეტინგს იგონებენ. მათი რაოდენობა ხომ დიდია, მათ ხელში არსებული ფინანსური სახსრებიც უზარმაზარია.

ჰოდა ეხლა რა ვქნათ? ასტრასენეკას კარი მიუჯახუნეს? ნუთუ აქაც ომია?

გაგრძელება იქნება.

 

კახაბერ ჯაყელი

ფულბრაიტელი პროფესორი, DAAD-ის ელჩი,

 IBSU-ს მარკეტინგის პროგრამების ხელმძღვანელი