2020 წელს მომხმარებლის გამოცდილება თქვენ მარკეტინგულ გადაწყვეტილებად გარდაქმენით

როგორც წესი, 2020 წლისათვის მიღებული გადაწყვეტილებები ერთ კატეგორიაში ხვდება: ის, რაც თქვენ უკვე უნდა გააკეთოთ.

ავიღოთ, მაგალითად, ფიზიკური ვარჯიშები და ჯანსაღი კვება. თუ ამ ყველაფერს, ყოველ დღე მცირე დოზით შეასრულებდით, მაშინ წელს სრულიად განსხვავებულ ნოტაზე დაასრულებთ. მაგრამ, ძალიან ხშირად, ჩვენ თავს ზედმეტად მაღალ მიზნებს ვუყენებთ და ძალიან სწრაფად ვამბობთ მასზე უარს.

სამომხმარებლო მარკეტინგი ანალოგიურია. შენი ბიზნესი უნდა აკეთო, მაგრამ ამ დროს, ბიუჯეტი და შეუპოვრობა სჭირდება. როგორც, ფიზიკური ვარჯიშების და ჯანსაღი კვების შემთხვევაში, მომხმარებელთა მარკეტინგის ძალისხმევაში მუდმივ და თანმიმდევრულ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პირველ რიგში ზრდა – შემდეგ ჩამოჯექით

ყველამ ვიცით, ახალი მომხმარებლის მოზიდვა, ძველის შენარჩუნებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვან თანხებს მოითხოვს. მზარდი კომპანიისათვის მომხმარებლის მარკეტინგი ამოცანაა: რა საჭიროა მომხმარებლებისათვის, რომელიც ჯერ კიდევ არ გყავთ, გამოცდილებების აგებაზე თანხების და დროის დახარჯვა? მაგრამ, როგორც კი კომპანია შემოსავლების მოტანას იწყებს, დგება ამ იდეალური მომხმარებლის შენარჩუნებაზე კონცენტრირების დრო.

2020 წელი Lendio-თვის არის წელი, როდესაც, ნაცვლად გაყიდვების დეპარტამენტში ურთიერთკავშირის მხარდაჭერისა, ინვესტირებას მომხმარებლის მარკეტინგში მოვახდენთ. ჩვენი ფილოსოფიაა: მომხმარებლის მარკეტინგი ურთიერთობის მდგრადობის ზრდისათვის ყველაფერია, მაგრამ ის სამ ეტაპად ვითარდება.

1. დამატებითი მოთხოვნის გენერირება

ურთიერთკავშირის დადგენის შემდეგ, განსაკუთრებული შტრიხების, რომელიც მოხმარებელს კვლავ და კვლავ უკან დაბრუნებას აიძულებს, განხილვის დრო მოვიდა. ჩვენ მუდმივი მომხმარებლის კომპონენტის შექმნა გვსურს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უმაღლესი მათემატიკა – იფიქრეთ უფასო სიამოვნებაზე, აღმავლობებზე ან შემოწირულებებზე.

თუ თქვენი ბიზნესი ელექტრონულ კომერციაა, მაშინ გასაგზავნ პარტიაში სტიკერის ან კუპონის მოთავსება მცირე სიამოვნებაა, რომელსაც თქვენი კლიენტის გახარება და გაკვირვება შეუძლია. ის ადვილად მასშტაბირდება და სავარაუდოდ იაფი ჯდება. კუპონები განმეორებითი შესყიდვების მასტიმულირებელია.

ან იფიქრეთ კომპანიებზე, რომლებსაც თქვენი დაბადების დღე ან თქვენს მიერ მათთან განხორციელებული შესყიდვის საიუბილეო თარიღი ახსოვთ და ამის აღსანიშნავად პრიზებსა და შეღავათებს გთავაზობენ. საკვებთან დაკავშირებული ბიზნესის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს უფასო ყავა ან სნექები. Makeup behemoth Sephora-მ, მრავალდონიანი წევრებისათვის დაჯილდოება (ყოველწლიური დანახარჯებიდან გამომდინარე), დაბადების დღის აღსანიშნავი საჩუქრების სასურველ პროგრამად გარდაქმნა.

მთავარია იმ მცირე შტრიხის მოძიება, რომელიც ურთიერთობის ფასეულობას დაგვანახებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს რთული არ უნდა იყოს. წელიწადში ერთი რამ იპოვე, შემდეგ – გააგრძელე.

2. უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა

როგორც წარმატებული ბიზნესის მფლობელებმა და მარკეტოლოგებმა, ამ წლებში ჩვენი ხელობის გამოისობით რაღაც ვისწავლეთ ახალი. სავსებით სავარაუდოა, რომ ჩვენი კლიენეტების ბაზა ამ დასკვნებით დაინტერესდება.

თქვენი ცოდნის, მომხმარებელზე ორიენტირებულ რეკომენდაციებში გადატანა მომხმარებელთან ურთიერთობის ფასეულობის ზრდის საუკეთესო საშუალებაა. რამდენიმე თემის უბრალო განხილვა, რაზედაც საექპერტო დონეზე შეგიძლიათ ისაუბროთ დაწყების მშვენიერი გზაა. შემდეგ განვიხილოთ გარემო: ონლაინ-ბლოგები – თქვენ საიტზე ნაკადის მოზიდვის შესანიშნავი საშუალებაა, მაშინ, როდესაც ლოკალური მოვლენები – თემის შექმნის საინტერესო გზა, ხოლო სოციალურ ქსელებში ჩართვა დაფარვის გაფართოებაში დაგეხმარებათ.

დამოუკიდებლად პრობლემისა დღეს, უწყვეტი განათლება ტენდენციაა, რომელიც, როგორც ჩანს არასოდეს გაქრება. თქვენი მომხმარებლებისათვის უფასო კონსულტანციის გაწევა ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.

გახსოვდეთ მომხმარებლის უწყვეტი განათლება არის გზა მისი შენარჩუნებისაკენ.

3. ჩართეთ ბრენდის მისიონერები

ორი სიტყვა: Trader Joe’s.

შეხვედრილხართ ვინმეს, ვისაც Trader Joe’s მოსწონს? ხშირად, მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ შეწყვიტონ სურსათის მოვაჭრეზე საუბარი. კარნახის გარეშე, იდეალური პირველი შოპინგისათვის საუკეთესო ვარიანტებს ვერ აფიქსირებენ. გაიხსენეთ TJ’s საბავშვო სადილებისათვის მშობლების შეტევები ან ისტორიები თანამშრომლებთან კარგ ურთიერთდამოკიდებულებაზე (იფიქრეთ ყვავილებზე, რომელიც დღეს დაამშვენებს, განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად შოკოლადის კანფეტებზე, ან, შესაძლოა, ვირუსულ ვიდეოზე, თუ როგორ “ათვინიერებენ” პატარას).

აი, რისკენ ვისწრაფვით ადამიანებო.

თქვენ გინდათ, რომ თქვენ მომხმარებლებს უყვარდეთ და გაღმერთებდნენ ისე, როგორც Trader Joe’s-ის მაგალითზე. თუ  გსურთ, რომ სოციალურ ქსელებში თქვენს უნიკალურობაზე წერდნენ. მოკლედ, თქვენ ეძებთ სიყვარულსა და მადლიერებაზე ცნობებს, რათა მაქსიმალურად შესაძლო საჯარო მეთოდით გახდეს სამომხმარებლო “სიყვარული” – ორმხრივი.

თუ თქვენ იცნობთ Trader Joe’s-ს, მაშინ ერთი მაგალითი – ყველაფერია, რაც გჭირდებათ.

მნიშვნელოვანი ეფექტის მოსახდენად დიდი ძალისხმევა საჭირო არ არის

Tony Hsieh-მა, Zappos-ის გენერალურმა დირექტორმა, გამოაქვეყნა წიგნი “მიაწოდე ბედნიერება” – Delivering Happiness: A Path to Profits, Passion, and Purpose, სადაც დაწერა “განჭვრიტეთ, შექმენით და გჯეროდეთ თქვენი საკუთარი სამყაროსი და სამყარო თავად ჩამოყალიბდება თქვენს გარშემო.”

მარტივად თუ ვიტყვით, თუ მომხმარებლებთან ურთიერთკავშირი გაყიდვებზეა დამოკიდებული, მაშინ მას განსხვავებული შეგრძნება ექნება. მომხმარებელთა მარკეტინგი ადამიანებს გაყიდვების გამოცდილების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს და თქვენი ბრენდისათვის განსაკუთრებულობა და გარკვეული ავთენთურობა მოაქვს.

საბედნიეროდ, მცირე შტრიხებს  დიდი შედეგი მოაქვს.

გახსოვდეთ, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები. გაამყარეთ საკუთარი ფასეულობები სპეციალური შტრიხების მეშვეობით და საკუთარი თვითმყოფადობის განვითარებისა და ფასეულობის მაქსიმიზაციის მიზნით გამოიყენეთ მარკეტინგული ძალისხმევები. და, ამ გადაწყვეტილებების მსგავსად, რაც უფრო სწრაფად დაიწყებთ, მით უფრო კარგად გამოგივათ.

მოკლედ – იზრუნეთ და მიაწოდეთ ბედნიერება.

 

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა (Tracey Jones)