სუხიშვილების ბრენდი

საქართველოში ალბათ, შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც სუხიშვილების შესახებ არაფერი სმანია. ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ და ის დღემდე ,,არ ჩამოხსნილა ბანერებიდან“. ეს არის ბრენდი, რომელმაც შეძლო და საკუთარ თავში გააერთმნიშვნელოვნა ეროვნულობა და პატრიოტიზმი და არა თუ მრავალი თაობის ცობიერებაში გაიდგა გიგანტური ფესვები, არამედ გადალახა საზღვრები და უზარმაზარი მსოფლიოს წინაშე ძალიან ღირსეული სახელი დაუმკვიდრა ისევე, როგორც მათ ანსამბლს ასევე ქვეყანას-საქართველოს.

ყველაფერი კი ილიკო სუხიშვილის პატარა ოცნებიდან დაიწყო, რომ შეექმნა ქართული ცეკვის ანსამბლი. ილიკო სუხიშვილს, ნინო რამიშვილს, სოლიკო ვირსალაძესა და მათ მეგობრებს ამ იდეის განსახორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით და მათ უამრავი დაბრკოლების გადატანა მოუწიათ, თუმცა მათ ყველაფერს გაუძლეს და საზოგადოებას ანსამბლი წარუდგინეს ყველასათვის ცნობილია, თუ როგორ დევნიდან საბჭოთა კავშირი ყველაფრიდან ინდივიდუალურობას, თუმცა ეს ადამიანები,მაინც ახერხებდენ სხვადასხვა იმპროვიზაციებს და დამსახურებულად იმავე წელს პირველები გავიდნენ საზღვრებს გარეთ, ფინთსი გასტროლებზე. ეს იყო პირველი ანსამბლი სსრკ-ში , რომელსაც ამის საშუალება მიეცა.

სუხიშვილები ძალიან საინტერესო ბრენდია ნებისმიერი მარკეტოლოგისთვის, მათი სტრატეგია და წარმატების მთავარი გასაღები, მათივე ბრენდის სულში, არქეტიპსა და შემოქმედებაში იმალება, ისინი ყოველთვის მზად არიან ცვლილებებისთვის ადრეული საუკუნიდან მოყოლებული უამრავი დაბრკოლება

შეხვედრიათ, მაგრამ როგორც ნინო რამიშილი ამბობდა: ,,ანსამბლი მუზეუმი არ არის და ცვლილებებისთვის ღია უნდა იყოს“ ამიტომ ეს იქნებოდა კოსტუმებისა თუ ილეთების ცვლილება ისინი მუდამ მზად იყვნენ და არიან ექსპერიმენტებისთვის, ამას გვიდასტურებს ბოლო წლებში წარმოდგენილი პროექტები: არტიფაქტები, ქარაბშა, რამიშვილები და კიდევ სხვა ტრანფორმირებული, თანამედროვეობასთან ფეხაწყობლი პროექტები, რომლებმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს და ყველანაირი საზღვრები გაარღვიეს. დარწმნებული ვარ კრიტიკის მიუხედავად არც ერთი მაყურებელი გულგრილი არ დარჩენილა იმდენად გასაოცარი სინთეზი წარგვიდგინეს სუხიშილებმა.

კომუნისტების პერიოდში არანაკლები სირთულეების გადალახვა უწევდათ სუხიშვილების ამიტომ ეს კრიტიკის ქარცეცხლები და საზოგადოების რეაქციები არც ისე უცხოა მათთვის.

დღეს „საქართველოს ნაციონალური ბალეტის“, სუხიშვილების შემოქმედებითი და სამხატვრო ხელმძღვანელი უმცროსი ილიკო სუხიშვილია, რომელიც ქმნის ახალ ცეკვებს და მუსიკაზე მუშაობს, ხოლო ადმინსიტრაციული საქმიანობით, კოსტიუმების შექმნითა და პროდიუსერობით მისი და, ნინო სუხიშვილია დაკავებული, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანსამბლის მოცეკვავეც იყო. ნინო სუხიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე წელი სულიკო ვირსალაძესთან ერთად ემუშავა, რამაც თავისთავად იქონია გავლენა და ახლა, როცა უკვე 20 წელზე მეტია თავად ქმნის კოსტიუმებს, დიდი ვირტუოზისგან უშუალოდ მიღებული გამოცდილებაც ეხმარება შექმნას მოცეკვავეების სამოსი ცეკვის დინამიკის, გარემოსა და განწყობის შესაბამისად.

უშუალოდ ბრენდინგის მიმართულებით, რომ განვიხილო ეს კომპანია, სასურველია დავახასიაათოთ მის, როგორც ბრენდის ელემენტები:

 

დაუვიწყარი

ალბათ არავინ გვედავება იმაზე, რომ თუნდაც მათი სამოსი, მუსიკა, ატრიბუტები, აქსესუარები ერთხელ მაინც თუ ნახე, სამუდამოდ გონებაში დაგრჩება, იმავეს თქმა შემიძლია ლოგოსთან დაკავშირებითაც, რადგან ის ძალიან მარტივად აღსაქმელი და ზუსტი ქვეცნობიერისათვის განკუთვნილი შეტყობინებითაა შედგენილი. ასევე საგულისხმოა ის, რომ უშუალოდ ,ეროვნული აქსესუარებიც კი ასოციაციურად მათ უკავშირდებათ ისევე როგორც საქართველოში ასევე საზღვარ გარეთ. ძალიანნ ინდივიდუალური ხაზი აქვთ სუხიშვილებს ამიტომ მათი არა თუ დამახსოვრება არამედ დავიწყებაც კი შეუძლებელია.

 

მრავალმნიშვნელოვანი

როგორც ზემოთ ვახსენეთ ამ ბრენდმა საკუთარ თავში გააერთიანა ეროვნულობა და პატრიოტიზმი,ქართული ისტორია, კულტურა, ტრადიციები და უფრო მეტიც შექმნა ახალი სინთეზი ქართულ ცეკაში აქედან გამომდონარე ეს ბრენდი საუკეთესოდ წარმოაჩენს ავთენტურობას. ბრენდი, რომელსაც ამდენი არქეტიპი (შემოქმედი, გმირი, კანონდამრღვევი) აქვს, როგორ შეიძლება არ იყოს მრავალმნიშვნელოვანი.

 

მიმზიდველი

თითოეული მათი შემოქმედება ძალიან ესთეტიური, მიმზიდველი და განსაკუთრებულია. თითოეული ცეკვის ილეთი ისტორიას ყვება და მუსიკით კომუნიცირებს მომხამრებებთან. თუნდაც უცხოელი მაყურებლების რეაქციას, რომ დავაკვირდეთ ძალიან მარტივი მისახვედრია თუ რამდენად მიმზიდველი და ემოციურად ძლიერი ფენომენისაა ეს ბრენდი.

 

გადასაცემი

ვფიქრობ, რომ არც ერთ ქართულ ბრენდს ამხელა წარმატება და იმიჯი არ მოუპოვებია საზღვრებს გარეთ როგორც სუხიშვილებმა მოიპოვეს, რადგან ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ისინი გასტროლებზე ყოფილან ძალიან დიდი ემოციებითა და სიყვარულით განმსჭვალულები დაუტოვებიათ თავიანთი მაყურებლეი, თან საინტერესოა ის რომ არა მხოლოდ ბრენდის სიყვარული დაუმსახურებიათ , არამედ ქვეყნის.

 

შეგუებულობა

,,თუ რამე არ მოსინჯე, არ ეძიე, ისე ვერ განვითარდები,“ – ილიკო სუხიშვილი ეს არის კომპანიის არსი, რომელიც დროთა განმავლობაშ მხოლოდ სიტყვიერად შეიცვალა ხოლო იდეურად იგივე დარჩა, მათი ადაპტაცია თანამედროვეობასთან ძალიან ნათლადაა წარმოჩინებული მათ ახალ პროექტებში, რომლებსაც ულამაზეს სცენაზე თაკარაზე ასრულებენ.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სუხიშვილების ყოფილი მოცეკვევეები ეგრედ წოდებული ,,ძველი თაობა“ დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ ქვეყანაში. მათ თავიანთი მოცეკვავეების: ტატა გომელაურის, პუსკა ამსახურდიას, ნინუკა შარაშიძის, თამარ ელიოზიშვილისა და სხვა უამრავის წყალობით შექმენს ახალი ქვებრენდი ,,სუხიშვილების აკადმია“, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესო და განსხვავებულ სერვისებს სთავაზობენ ცეკვით დაიტერესებულ ადამიანებს. თითოელი მოცეკვავე უკვე ბრენდის პერსონაჟი და ავტორიტეტია მრავალი და საინტერესოა, რომ ისინი კიდევ თავიანთ კოლაბორაციებს სთავახზობენ ახალგაზრდებს.

 

დაცულობა

რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად კანონიერი კომპანია. ნათელია ის ფაქტიც, რომ ცეკვის ხელოვნება მათი შექმნილია და შესაბამისად ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საავტორო უფლებების მატარებლები არიან.

 

რეკლამა. კომუნიკაცია სუხიშვილების ძირითად საკომუნიკაციო არხები: facebook, Instagram, youtube, website-ია, აქედან ყველაზე დიდი აუდიტორია ინსტაგრამზე მოდის, მათ ასევე აქვთ თავიანთი აკადემიის ცალკე გვერდი. ეს სოციალური ქსელები ძალან კარგად მუშაობს მათი რეკლამები ძირიადად აქ იდება და მოგეხსენებათ, როგორ სწრაფად და ვირუსულად ვრცელდება ხოლმე მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათი რეკლამირების ძირითად მეთოდს ახალი პროექტების დაანონსება წარმოადგენს მოკლემეტრაჟიანი ვიდეოებით. ალბათ უამრავი მათგანი წარმოგიდგათ თვალწინ… (რამიშვილები, ტრანსფორმაცია, ასსა, არტეფაქტები, ქარაბშა)

რაც შეეხებე კონცერტების გაპიარებას, სიმართლე გითხრათ, არც ის დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ამ გვერდის მენეჯერებს ბილეთების გასაყიდად, ვინაიდან პოსტი დადებული არაა, რომ ბილეთები თვალის დახამხხამებაში იყიდება, თითქმის ასეთივე მდგომარეობაა წლებია უკვე საზღვარგარეთ, მაგალითად, უკრაინასა და დუბაიში იქ აფიშის განთავსება და იმ დღესვე ბილეთების ამოყიდვა ერთია ხოლმე. ისინი ხშირად არიან სხვადასხვა გადაცემების სტუმრები, ძალიან ბევრი საინტერესიო ინტერვიუები ახსოვს საზოგადოებას ისევე როგორც ქორეოგრაფებისგან ასევე მათი ულამაზესი მოცეკვავეებისგან.

ამ კომპანიას კიდევ ძალიან დიდი მომავალი აქვს, მათი შემოქმედებები და ღვაწლი ნამდვილად დასაფასებელია და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი მთელ საქართველოში, რომელსაც თავის მომხმარებელი არა თუ იმედგაცრუებული, არამედ გულგრილიც კი არ დაუტოვებია.

ავტორი: მარიამ თვარაძე