
საფრანგეთი საქართველოში – ანუ ბრენდი სახელწოდებით ს ა რ ა ჯ ი შ ვ ი ლ ი – II
კომპანია „სარაჯიშვილის“ ხედვისა და მისიის სტრატეგია
1. ხედვის სტრატეგია (Vision Strategy)
სარაჯიშვილის“ ხედვა არის მსოფლიო ბაზარზე ქართული კონიაკის გამორჩეულობა, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციას და უმაღლეს ხარისხს. კომპანია მიზნად ისახავს, არა მხოლოდ პრემიუმ კლასის კონიაკის წარმოებას, არამედ ქართული მემკვიდრეობისა და უნიკალური ღვინის კულტურის გლობალურ წარმოჩენას.
კომპანია მუდმივად ვითარდება, ინარჩუნებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს და აძლიერებს თავის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. „სარაჯიშვილი“ ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებაზე და მომხმარებლებისთვის უნიკალური გემოსა და ისტორიის შეთავაზებაზე.
ბრენდი აგრძელებს მემკვიდრეობის დაცვასა და გამოწვევებთან ადაპტირებას, რათა მომავალ თაობებსაც გადასცეს ქართული კონიაკის ტრადიცია და დაუვიწყარი გემო.
2.მისიის სტრატეგია (Mission Strategy)
ხედვის ჩამოყალიბების შემდეგ, მისიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ჩავატაროთ კვლევა და დავსვათ შემდეგი კითხვები:
N1. გვაქვს, თუ არა ჩვენი ბიზნესის დემოგრაფიული, გეოგრაფიული , ფსიქოლოგოური და ქცევითი პორტრეტი?
ჩვენი მომხმარებლები არიან პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელების მოყვარულები, რომლებიც აფასებენ ხარისხს, ტრადიციასა და უნიკალურ გემოს. სარაჯიშვილს ყავს,როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზარის ერთგული მომხმარებლები.განვიხილოთ „სარაჯიშვილის“ მომხმარებლების დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ფსიქოლოგიური და ქცევითი პორტრეტი.
· დემოგრაფიული პორტრეტი: საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე 30+ ასაკის ადამიანები, რომლებსაც უყვართ და აფასებენ მაღალი ხარისხის კონიაკს.
- გეოგრაფიული პორტრეტი: საქართველო, ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, აზიისა და დსთ-ის ბაზრები, სადაც პრემიუმ ალკოჰოლურ პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნაა.
- ფსიქოლოგიური პორტრეტი: მომხმარებლები, რომლებიც აფასებენ საუკუნოვან ტრადიციას, უნიკალურ გემოს და მაღალი კლასის ალკოჰოლურ სასმელებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბრენდის ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და ხარისხი.
- ქცევითი პორტრეტი: ჩვენი მომხმარებლები ეძებენ ექსკლუზიურ გამოცდილებას, ირჩევენ სანდო და ისტორიულად აღიარებულ ბრენდებს. „სარაჯიშვილის“ კონიაკი მათთვის დაკავშირებულია პრესტიჟთან და ხშირად ხდება განსაკუთრებული მოვლენების ნაწილი.
N2. რა პროდუქტებსა და სერვისებს ვპირდებით მომხმარებლებს,რასაც კონკურენტებთან ვერ შეიძენენ?
„სარაჯიშვილი“ სთავაზობს მომხმარებლებს იმის გამოცდილებას, რასაც ვერცერთი სხვა ბრენდი ვერ უზრუნველჰყოფს – გამორჩეული გემო, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი პროდუქცია.
1. ექსკლუზიური კონიაკები – უნიკალური გემო და ისტორია
„სარაჯიშვილის“ კონიაკი იქმნება საქართველოს საუკეთესო ვენახების უნიკალური ყურძნიდან და გადის „დაძველების“ პროცესს მუხის კასრებში. ეს კომბინაცია ქმნის განსაკუთრებულ არომატს და ხასიათს, რაც ჩვენს კონიაკს სხვებისგან გამოარჩევს.
ჩვენი მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება მიიღონ საუკუნოვანი რეცეპტებით დამზადებული კონიაკის სხვადასხვა სახეობები, რომლის ნაწილიც ჯერ კიდევ დავით სარაჯიშვილის დროიდან არის შემონახული.
2. კოლექციური და ლიმიტირებული სერიები
„სარაჯიშვილი“ არაერთი ლიმიტირებული და ექსკლუზიური კოლექციის კონიაკს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც მათთვის უნიკალურ და ძვირფას გამოცდილებას ქმნის. ეს არის სასმელები, რომლებიც დროის სვლასთან ერთად უფრო ღირებულები ხდება და კოლექციონერებისთვის იშვიათი აღმოჩენაა.
3. მაღალი ხარისხის ნედლეული და ქართული მიკროზონები
კომპანია იყენებს მხოლოდ ქართულ ყურძნის ჯიშებს, რომლებიც იზრდება განსაკუთრებულ მიკროზონებში. ეს უზრუნველყოფს განსხვავებულ და უნიკალურ გემოს, რომელიც „სარაჯიშვილის“ კონიაკს სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს.
4. ტრადიციასა და ინოვაციას შორის ბალანსი
ჩვენი ბრენდი აერთიანებს საუკუნოვან ტრადიციას და თანამედროვე ტექნოლოგიებს. განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, რომლებიც მხოლოდ ინდუსტრიულ მიდგომებს ეყრდნობიან, „სარაჯიშვილი“ ინარჩუნებს ბუნებრივი დაძველების ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს გემოს სისუფთავეს და ბუნებრივად მდიდარ არომატს.
5. პრესტიჟი და ავტორიტეტი მსოფლიო ბაზარზე
ჩვენი კომპანიის პროდუქცია 250-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და მათ შორის მოპოვებული გვაქვს გრან-პრი და პარალელურად ოქროს მედლები. ეს არის ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი გარანტი, რომ „სარაჯიშვილის“ კონიაკი ხარისხისა და ელიტარული გემოვნების სახეა.
6. კულტურული ღირებულება და ბრენდის ისტორია
კომპანიის პროდუქცია არა მხოლოდ ალკოჰოლური სასმელია, არამედ ქართული კულტურის, მემკვიდრეობისა და ისტორიის ნაწილია. მომხმარებლები, რომლებიც ირჩევენ „სარაჯიშვილს“, არამარტო პრემიუმ კონიაკს იძენენ, არამედ ქვეყნის ტრადიციის, ისტორიისა და ელიტარული სასმელის ნაწილნი ხდებიან.
ამრიგად, „სარაჯიშვილს“ შეუძლია მომხმარებლებს შესთავაზოს ის, რასაც სხვა კონკურენტები ვერ შეძლებენ. სწორედ, ეს არის უნიკალური ქართული ტრადიციის მქონე კონიაკი, რომელიც ასახავს საუკუნოვანი გამოცდილების, მაღალი ხარისხის ნედლეულის და დახვეწილი ტექნოლოგიების სრულყოფილებას. ჩვენ არ ვაწვდით მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელს – ჩვენ ვქმნით საუკუნოვან ისტორიას ბოთლში.
N3. რა ტექნოლოგიური, ტექნიკური, ცოდნაზე დაფუძნებული და გამოცდილებით შეძენილი უნიკალური კომპეტენციები უნდა გააჩნდეს თქვენ კომპანიას, რომ მეორე კითხვაში არსებული სერვისები შევთავაზოთ მომხმარებლებს კონკურენტებისგან განსხვავებით?
„სარაჯიშვილის“ უნიკალური ტექნოლოგიური, ტექნიკური და ცოდნაზე დაფუძნებული კომპეტენციები:
- უნიკალური დაძველების ტექნოლოგია – ტრადიციული მეთოდებით დაძველებული კონიაკი მუხის კასრებში, ქმნის გამორჩეულ გემოსა და არომატს.
- ავთენტური ქართული ყურძნის ჯიშები და მიკროზონები – მხოლოდ ადგილობრივი ყურძენი, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალურ გემოს და ნატურალურ ინგრედიენტებს.
- ისტორიული რეცეპტები – საუკუნოვანი გამოცდილება და დავით სარაჯიშვილის დროიდან შემონახული ტექნოლოგიები.
- ლიმიტირებული და კოლექციური სერიების შექმნა – უნიკალური სპირტების რეზერვები, რომლებიც იშვიათი და კოლექციონერული ღირებულების კონიაკებს ქმნის.
- საერთაშორისო აღიარება და ხარისხის კონტროლი – 250+ საერთაშორისო ჯილდო, მკაცრი ხარისხის კონტროლის სტანდარტები და პრემიუმ სეგმენტზე ორიენტირებული წარმოება.
- ტრადიციასა და ინოვაციას შორის ბალანსი – თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია ტრადიციულ მეთოდებთან, რაც უზრუნველყოფს გემოს სისუფთავესა და მდგრად ხარისხს.
ეს კომპეტენციები „სარაჯიშვილს“ აძლევს,როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების საშუალებას.
N4. რა არის თქვენი კომპანიის დაპირება საზოგადოებისთვის ,რომელიც სამომავლოდ იმიჯისა და სლოგანის ჩამოსაყალიბებაში დაგეხმარებათ?
ჩვენი დაპირებაა, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ საუკუნოვანი მემკვიდრეობა, შევთავაზოთ მომხმარებლებს ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი დახვეწილი სასმელი და დავიცვათ უმაღლესი სტანდარტები.
ჩვენი პროდუქცია ქართული კულტურის, ტრადიციის, დახვეწილობისა და ელიტარული გემოვნების სიმბოლოა. „სარაჯიშვილის“ თითოეული ბოთლი არის გემო, რომელიც დროში არ კარგავს ფასსა და მთავარ ღირებულებებს, აქედან გამომდინარე ჩვენი სლოგანიც უსვამს ამ ყოველივეს ხაზს: „დრო, დახვეწილობა და სრულყოფილი გემო,რომელიც იგრძნობა „სარაჯიშვილის“ თითოეულ წვეთში.“
N5. გაქვთ, თუ არა კადრების შენარჩუნებისა და მათი ადამიანური კაპიტალის ზრდის ექსკალატორი?
„სარაჯიშვილს“ გააჩნია კადრების შენარჩუნებისა და მათი ადამიანური კაპიტალის ზრდის ექსკალატორი, რადგან კომპანიაში დიდი ყურადღება ეთმობა თანამშრომლების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. კომპანიაში შექმნილია გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი მიიჩნევა კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად და მათ უფასდებათ კომპანიის წინსვლისთვის გაწეული დაუღალავი შრომა. თანამშრომელთა შენარჩუნეისთვის „სარაჯიშვილი“ აქტიურადაა ჩართული შემდეგი ღონისძიება/აქტივობების ორგანიზებაში:
- კადრების ტრენინგი და განვითარება: კომპანია საკუთარ თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიული განვითარების პროგრამებს, რათა თითოეულმა მათგანმა განავითარონ ახალი უნარები და იზრუნონ კარიერულ წინსვლაზე.
- კომპანიის კულტურა: „სარაჯიშვილი“ ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლები გრძნობენ თავს დაფასებულად და მოტივირებულად. კომპანიის შიგნით შეხვდებით, არა მარტო კარგ სპეციალისტებს, არამედ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ღირებულებებს და მიზნებს.
- კომპანიის სტაბილურობა და სოციალური გარანტიები: როგორც მდგრადი ბრენდი, „სარაჯიშვილი“ თავის თანამშრომლებს სთავაზობს სტაბილურ და კონკურენტუნარიან პირობებს, რაც ხელს უწყობს მათ ხანგრძლივ თანამშრომლობას და კმაყოფილებას.
- პრემია და წახალისების სისტემა: კომპანიაში აღიარებულია თანამშრომლთა მიღწევები და წარმატებები, რის შედეგადაც გამოიყენება პრემიებისა და დამატებითი ბენეფიტების სისტემა, რაც ხელს უწყობს კადრების ლოიალობის გაზრდას.
ამ მიდგომებით, „სარაჯიშვილი“ ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც კადრების გადინება არ ხდება,რადგან თითოეული კომპანიის პერსონალი ორიენტირებულია განვითარება, პროფესიონალიზმსა და მუდმივ ზრდაზე.
N6. რა არის კომპანიის ბიზნეს ფილოსოფია ?
„სარაჯიშვილის“ ბიზნესის ფილოსოფია ემყარება ხარისხს, ტრადიციებს და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას. კომპანია იყენებს ბუნებრივ ნედლეულს, იცავს ბიოუსაფრთხოების სტანდარტებს და მხარს უჭერს მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობს სოციალურ პროექტებში და ინარჩუნებს ტრადიციისა და ინოვაციის ბალანსს, რაც მის პროდუქტს უნიკალურს და გამორჩეულს ხდის.
ამრიგად, თითოეულ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნათლად ეხმარება ბრენდს გრძელვადიანი მისიის ჩამოყალიბებაში.
3. მიზნები (Goals)
„სარაჯიშვილის“ მთავარ მიზნებს წარმოადგენს შემდეგი პუნქტები:
- გლობალური ბაზრების გაფართოება – საერთაშორისო აღიარების გაძლიერება და კიდევ უფრო მეტი ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება.
- პრემიუმ ხარისხის შენარჩუნება – ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რათა კონიაკის უნიკალური გემო და ხარისხი უცვლელი დარჩეს.
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ქართული კონიაკის ტრადიციის გაგრძელება და მისი პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.
- მდგრადი განვითარება – ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესების დანერგვა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
- მომხმარებლის ლოიალობის გაზრდა – ახალი, ექსკლუზიური პროდუქტების შექმნა, რომლებიც კონკურენტებისგან განასხვავებს ბრენდს.
- ტექნოლოგიური ინოვაციები – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება წარმოების პროცესში, რათა გაუმჯობესდეს პროდუქტების ხარისხი და წარმოების ეფექტიანობა.
- კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარება – თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და მათი მოტივაციის უზრუნველყოფა.
- ბრენდის იმიჯის გაძლიერება – „სარაჯიშვილის“ აღიარება როგორც პრემიუმ კლასის კონიაკის მსოფლიო ლიდერი.