Rolls Royce

შესავალი
Rolls Royce – ბრიტანული, ძვირადღირებული მანქანების კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც გუდვუდში მდებარეობს. იგი ცნობილია როგორც მწარმოებელი, რომელსაც მინიმუმადე აქვს დაყვანილი ტექნიკისა და რობოტების გამოყენება მანქანის აწყობის პროცესში და თითქმის ყველა დეტალი ადამიანის ხელით კეთდება. საუბარია Rolls-Royce-ზე, რომლის თითოეული მოდელიც მასზე შეკვეთის მიღების შემდეგ მზადდება.

ბრენდის ისტორია
კომპანია ორმა ადამიანმა, ფრედერიკ ჰენრი როისმა და ჩარლზ როლსმა გასული საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1904 წელს დააარსეს. სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ, ორივეს ჰქონდა სურვილი, რომ დაემზადებინა საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ავტომობილი.

ფრედერიკ ჰენრი როისი დაიბადა 1863 წელს, ფქვილის მწარმოებლის 5-შვილიან ოჯახში. როცა 14 წლის გახდა, რკინიგზის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც კარგად ისწავლა ალგებრა და ელექტროინჟინერია. მის მიერ პირველი დაფუძნებული კომპანია F.H. Royce and Co იყო, რომელიც აწარმოებდა გადამრთველებს, ნათურების დამჭერებს, კარზე დასაყენებელ ზარებს და სხვა. ის ამ საქმიანობით საკმაოდ პოპულარული გახდა.

მისი პირველი შეხება მანქანებთან Decauville-ის ავტომობილით დაიწყო, როცა მან შეიძინა ის და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროში საკმაოდ ნორმალურ მანქანად ითვლებოდა, როისი მაინც უკმაყოფილო ჩანდა. ამიტომ მან თვითონ დაიწყო მანქანების აწყობა და პირველივე მცდელობა წარმატებული გამოუვიდა.
ეს წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენია მაღალსიჩქარიანი მექანიზმების თაყვანისმცემელს, ჩარლზ როლსს, რომელსაც იმ დროისთვის უკვე საკუთარი დილერი ჰყავდა და ჩამოჰყავდა მანქანები სხვა ქვეყნებიდან. როლსმა როისს შესთავაზა თანამშრომლობა, ჩვენთვის უკვე ცხადია, რომ თანამშრომლობა შედგა და ბრენდის სახელწოდებაც სწორედ მათი სახელებიდან მოდის.

პარტნიორებმა დააფუძნეს საკუთარი ფირმა და დაიწყეს მანქანების წარმოება. თავდაპირველად მათი მანქანები ორცილინდრიანი იყო, შემდეგ კი სამ და ოთხცილინდრიანებიც გამოუშვეს. Rolls-Royce-ის მანქანებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა არა მხოლოდ წარმოების მაღალი ხარისხით, არამედ სპორტულ შეჯიბრებებში მრავალი გამარჯვების გამო.

ბრენდის ძირითადი ელემენტები
ეს არის ბრენდის სახელწოდება, ბრენდის ლოგო, პერსონაჟი, სლოგანი. ვისაუბროთ აღნიშნული ბრენდის ელემენტებზე.
ბრენდის სახელწოდება არის როლს როისი, რაც მისი დამფუძნებლების გვარებიდან მოდის.

სხვა მანქანების მწარმოებლებისგან განსხვავებით, Rolls-Royce რჩება თავისი მემკვიდრეობისა და ფესვების ერთგული და კვლავ იყენებს ლოგოს, რომელიც შეიქმნა 1907 წელს. ბრენდის ვიზუალური იდენტობის მიხედვით, სხვადასხვა დროს რედიზაინები განხორციელდა, მაგრამ მთავარი სტილი და ფონტი იგივე რჩება. Rolls-Royce-ის პირველი ლოგო შედგებოდა ბრენდის საკულტო ემბლემისგან, რომელიც გერბს მოგაგონებთ. პირველადი ფერების ძირითადი წამყვანი იყო წითელი, რაც მის ძალაუფლებისკენ მიდრეკილებას გამოხატავდა. ადრეულ წლებშივე შეიქმნა მისი ცნობილი შრიფტი, რომელიც ახლაც გამოიყენება. Rolls-Royce-ის საკულტო ემბლემა შედგება ვერტიკალურად განლაგებული მართკუთხა, მომრგვალებული კუთხით, სიტყვიერი ნიშნითა და ბრენდის მონოგრამით. ნიშანი დიდი ასოებით იყოფა ორ ნაწილად, “Rolls” ზევით და “Royce” ბოლოში. “RR” მონოგრამა შესრულებულია არტ-დეკო შრიფტითა და დახვეწილი ხაზებით.

ემბლემას თან ახლავს სკულპტურა, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. მისი სახელია The Spirit of Ecstasy და იგი წამოადგენს როისის ორნამენტულ სკულპტურას, რომელიც ყოველთვისაა დასმული მანქანის ძარის წინა ნაწილზე, ემბლემის თავზე. ის გამოიხატება ქალის სახით, რომელსაც ფრთებივით აქვს გაშლილი ხელები. იგი ენერგიას, უნიკალურ სილამაზესა და სიმაღლეებისკენ სწრაფვას გამოხატავს. ხშირად მოხსენიებულია ასევე, როგორც ოცნების სიმბოლო. სულ ცოტა ხნის წინ The Spirit of Ecstasy-მ მცირე რედიზაინი განიცადა, რაც მის 111 წლის იუბილეს დაუკავშირეს.

„ Strive above all for perfection. Take the best there is. And make it better. “
„უპირველეს ყოვლისა სრულყოფილებისკენ ისწრაფე. მიიღეთ საუკეთესო, რაც არსებობს. და გააუმჯობესე. ”

ანა დოთიაშვილი