ინსპირაცია ახალი პროდუქტის შესაქმნელად

ინსპირაცია არის ვინმესთვის რაიმე მოქმედების, აზრის ან თვალსაზრისის შთაგონება. მისი მეშვეობით ადამიანს უჩნდება სურვილი შექმნას რაიმე ახალი და ღირებული. ინსპირაცია შეიძლება მივიღოთ ნებისმიერი სულიერი ან უსულო ნივთისგან, მთავარია კომპანიას ჰქონდეს მოტივაცია რაიმე ახლის შექმნისათვის.

ზოგადი დაშვებით, ფირმას მოტივაციას უმაღლებს მომხმარებლის მოთხოვნის ზრდა და საკუთარი სურვილი ამ მომხმარებლების დაკმაყოფილების მეშვეობით ბაზარზე გაფართოვებისა.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს თუ საიდან მიიღეს კომპანიებმა ინსპირაცია ახალი პროდუქტების შესაქმნელად.

Goat Mug:

განვიხილოთ უნიკალური ფორმის ყავის ჭიქა, რომლის შემქმნელებმაც ინსპირაცია მიიღეს ერთ-ერთი ლეგენდიდან. ლეგენდის თანახმად მე-13 საუკუნეში მწყემსს მდელოზე გაყვანილი ჰყავდა თხები. მათ უეცრად აღმოაჩინეს განსხვავებული ბუჩქი და მისი შეჭმისთანავე გახდნენ ენერგიულები. მწყემსი დააინტერესა რა სახის კენკრა იზრდებოდა ამ ბუჩქზე და შეისწავლა ის. სწორედ ამან გამოიწვია სამყაროს შეცვლა და შეიქმნა ახალი სასმელი ყავის სახით. Goat Mug-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ თხებს უნდა დაუფასდეთ ეს აღმოჩენა და სწორედ მათ საპატივცემულოდ დაიწყეს ყავის ჭიქის დამზადება თხის რქის ფორმებით, რომელსაც მოჰყვება იმავე ფერში გაკეთებული სამაჯური და საკიდი, რათა ადვილი იყოს მისი ტარება.

ზვიგენის კანის საცურაო კოსტუმი:

როგორც ცნობილია ზვიგენები ყველაზე სწრაფი მოცურავე ორგანიზმები არიან, რაც განპირობებეულია არამარტო მათი გამარტივებული ფორმებით არამედ მათი სპეციალური კანითაც, ის ამცირებს ხახუნს წყალსა და მის ზედაპირს შორის, რაც აადვილებს ცურვის პროცესს. სწორედ ეს ტექნიკა გახდა ინსპირაცია Speedo Aqualab -ისთვის, რათა შეექმნა ახალი საცურაო კოსტუმის დიზაინი. 2008 წლის ოლიმპიადაზე ამ კოსტუმებმა გამოიწვიეს აჟიოტაჟი, რადგან გამარჯვებულთა 90% -ს სწორედ ამ დიზაინის ფორმა ეცვა, ამ საცურაო კოსტუმის მეშვეობით მონაწილის სიჩქარე დაახლოებით 3%-ით იზრდებოდა. სწორედ ამის გამო კონკურსებზე მათი მოხმარება აიკრძალა.

Bubble Wrap:

დღეს ჩვენთვის Bubble Wrap ცნობილია, როგორც დამცავი მასალა, თუმცა ის თავიდან საერთოდ სხვა ფუნქციით იყო შექმნილი. თავდაპირველად Bubble Wrap წარმოადგენდა საშხაპე ფარდების შემცველ კომპონენტს, რომელიც განსხვავებულ ტექსტურასა და ფონს ქმნიდა. თუმცა ამ მეთოდმა არ გაამართლა და როდესაც შემქმნელი ინჟინრები ალფრედ ველინგი და მარკ ჩავანზი უკან თვითფრინავით ბრუნდებოდნენ, ერთ-ერთს ეწვია იდეა, მან წარმოიდგინა თითქოს მისი თვითფრინავი გარედან ღრუბლებით იყო დაფარული და მიხვდა,რომ ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა ფრენის პროცესი, სწორედ ამ ინსპირაციამ შთააგონა მას Bubble Wrap -ისთვის მოენახა ახალი გამოყენება, რამაც გაამართლა და პროდუქტიც მალევე გახდა ცნობილი, რასაც მისმა სპეციფიკურმა ხმამაც შეუწყო ხელი.

ავტორები: თამარ გოგელია, მამუკა კოპალეიშვილი
IBSU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი