Levi’s Strauss & Co და მისი მარკეტინგი

ნიკა პაპაშვილი, ნიკა ბეჟანიძე

ისტორია Levi’s-ის შესახებ

Levi’s-ი დაარსდა ლივაი სტრაუსის, ბავარიელ-ებრაელი ემიგრანტის, და იაკობ დეივისის, ლატვიელი ებრაელი მკერავის, მიერ სან ფრანცისკოში, კალიფორნიაში, 1853 წელს. ძირითადად ისინი აკეთებდნენ მოსახერხებელ, კომფორტულ ტანსაცმელს მაღაროში მომუშავე ადამიანებისთვის. პირველი ჯინსიც სწორედ ოქროს მაღაროში მომუშავე პირებს მიჰყიდეს 1870 წელს. 1873 წელს კომპანიამ მაშინდელი სახელით Levi’s Strauss & Co. დააპატენტა პირველი ლურჯი ჯინსი რკინის მოქლონებით, რომელიც ცნობილია, როგორც Levi’s jeans. იგი მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა გამძლეობისა და კომფორტულობის გამო.

1890 წელს ჯინსი სერიული ნომრით „501“ მაღაროს საღვრებს გასცდა და ფართო სოციუმში დაიმკვიდრა ადგილი. თანამედროვე ჯინსები გამოჩნდა 1920-იან წლებში მაგრამ, მყიდველთა ძირითადი სეგმენტი ამერიკელი ხალხი იყო „cowboy”-ები, მეტყევეები,რკინიგზის კონსტრუქტორები, მუშები.

მეორე მსოფლიო ომმა Levi’s-ის პოპულარიზაციას უფრო შეუწყო ხელი, როდესაც ლურჯი ჯინსები გამოცხადდა  მნიშვნელოვან საქონლად, რომელიც მხოლოდ ამერიკის თავდაცვის ძალებისთვის მზადდებოდა. ამ ეტაპზე ლივაი სტრაუსს თავისი „ნიშის“- რკინის მოქლონების ჩანაცვლება მოუწია შედარებით მცირე ზომის მეტალით.

1950-1980 წლებში ჯინსი პოპულარული გახდა ახალგაზრდა თაობაშიც. ამის გამო,  ადრეული 1960-იანი წლებიდან შუა პერიოდის 1970-იან წლებამდე, ლივაი სტრაუსის შექმნილმა ბრენდმა ზრდა განიცადა და მოცემულ დროს მან ყოველდღიური ტანსაცმლის ამპლუა მოირგო.

Levi’s-მა უკვე ახალი მმართველების (ვოლტერ ჰაასი, პიტერ ჰაასი, პოლ გლასკო, და ჯორჯ სიმპკინსი) დროს არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო გახეხილი ჯინსები ჩაუშვა გაყიდვაში, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კარგმა მმართველებმა და სწრაფმა ზრდამ კომპანია უამრავი ნაბიჯით წასწია წინ. ჯორჯ სიმპკინსმა, ფაქტობრივად Levi’s-ს ოქროს ხანა აჩუქა. მისი მმართველობის დროს Levi’s-ის საწარმოთა რაოდენობა 16-დან 63-მდე გაიზარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო უცხოეთში საწარმოთა რიცხვმა 23-მდე აიწია 1964-1974 წლებში.

1980-იანწლებში კომპანიამ 60 საწარმო დახურა ფინანსური კრიზისის და ძლიერი კონკურენციის გამო გამო.

კონკურენტები იყვნენ: “Wrangler”-ი; “Lee”; ”Gap”-ი; “Calvin Klein”-ი; „Guess”-ი; “Diesel”-ი; “Jordache”-ი. კონკურენტები დაუპირისპირდნენ Levi’s-ის სრულ დომინაციას ბაზარზე, რამაც ბრენდს აიძულა ინოვაცია შემოეტანა  და დაბრუნებულიყო ლიდერის პოზიციაზე.

კომპანიის დაუძლურებას 1991 წელს მომხდარმა სკანდალმაც შეუწყო ხელი. როგორც აღმოჩნდა, ჯინსებს 3%-ს, რომელსაც ეწერა „დამზადებულია ამერიკაში“, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ჩინელები აკრავდნენ იარლიყს.

1990-იან წლებში Levi’s-მა შეძლო ამ სირთულის გადალახვა და თავი ისევ ბაზრის სათავეში დაიმკვიდრა. 1997 წლიდან მათი გაყიდვების ზრდა ბიზნეს კოლაბორაციების მეშვეობით განახლდა და საერთო გაყიდვების რაოდენობა 750 მილიონი დოლარიდან 7.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

2002 წელს Levi Strauss-მა დაიწყო ახლო კოლაბორაცია “Walmart”-თან. გამოუშვა ტანსაცმლის ექსკლუზიური, ლიმიტირებული ერთეული მხოლოდ “Walmart“-ისთვის. კოლაბორაცია 2006 წლამდე გაგრძელდა.

ასევე 2002 წელს კომპანიამ სან ფრანცისკოში, ვალენსიას ქუჩაზე მომუშავე საწარმო დახურა, რომელიც 1906 წლიდან ფუნქციონირებდა. 2003 წელს Levi’s-ის ბოლო, სან ანტონიოში მდებარე ამერიკულმა საწარმომ დაასრულა 150 წლიანი მოღვაწეობა. კომპანიამ რამდენიმე წლის შემდეგ, უფრო მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული ჯინსის წარმოება დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2007 წელს კომპანია ისევ აღდგა.

2010 წელს კომპანია სიეტლში გარე საქონლის მწარმოებლის-“Filson”-ის პარტნიორი გახდა და მაღალი დონის ქურთუკებისა და სამუშაო ტანსაცმლის წარმოება დაიწყო.

2011 წელს ფირმამ პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად ჩიპ ბერგი დაიქირავა. ამავე წელს მათ გამოუშვეს 20-ზე მეტი განსხვავებული სახის ჯინსი. Levi’s-ი ახლაც ყველაზე მეტად ასოცირდება ჯინსთან, რომელიც წყლის ყველაზე დაბალ რაოდენობას იყენებს მოცემული პროდუქტის შესაქმნელად.

2016 წელს, Levi Strauss-ის საფირმო ჯინსები იყიდებოდა 110 ქვეყანაში. ასევე 2016 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 4.6 მილიარდ დოლარამდე ავიდა.

ასევე 2017 წელს, Levi Strauss & Co-მ შექმნა ეგრედ წოდებული „ ჭკვიანი ქურთუკი“, ეს იყო ტანის სამოსი, რომელიც მათ “Google”-სთან პარტნიორობის დროს შექმნეს. 2 წლის კოლაბორაციის შემდეგ ქურთუკი საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი ფასი 350$-მდე ავიდა.

2019 წელს, Levi’s-ის შემოსავალი 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და მან 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ასევე 2019 წელს Levi’s-ი გახდა ორიდან ერთ-ერთი წამყვანი ტანის სამოსის კომპანია, რომელმაც პარიზის შეთანხმების შესაბამისად მიიღო ვალდებულებები შეეზღუდა გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე.

დღეს, 2024 წელს Levi’s-ი სამოსის ლიდერი კომპანიაა, რომელიც უამრავი ადამიანისათვის ნაღდი ჯინსის პირველი ასოციაციაა.

როგორც ბრენდის ისტორია გადმოგვცემს, Levi’s-ის სამოსი უბრალო მუშების ტანსაცმლიდან, ერთ-ერთ ძვირადღირებულ, ხარისხიან და მოდურ სამოსად იქცა. რაც, ვფიქრობთ ბევრმა ფაქტმა განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის 200 წელია ბრენდი ფეხზე მყარად დგას და დროის დინებასთან ადაპტაცია შეუძლია. ჩვენი მოსაზრებით და მიგვაჩნია, რომ ობიექტურადაც ფაქტი, რომ ამ ბრენდმა დროს ძალიან კარგად გაუძლო და, როგორც იტყვიან, „aged like a fine wine”, უჩვეულო, ევოლუციური, სწორი მარკეტინგის დამსახურებაა. სწორედ ესაა ერთ-ერთი და გადამწყვეტი მიზეზი, თუ რატომ ავირჩიეთ მოცემული ბრენდი პროექტისთვის.

Levi’s-ის მარკეტინგული მხარე

ლივაი სტრაუსმა და იაკობ დეივისმა შექმნეს კომპანია, რომელიც თავიდანვე გათვლილი იყო ადამიანთა კონკრეტულ სეგმენტზე, რომელთა საჭიროებები ამ ორმა ადამიანმა სრულყოფილათ შეისწავლა და თავიანთ პროდუქტს ამ გარემოებების შესაბამისად ისეთი დეტალები დაუმატა, რომელმაც იგი, ფაქტობრივად უკონკურენტოდ აქცია ბაზარზე.

მათი მარკეტინგული სტრატეგია, მყიდველზე საქონლის მაქსიმალურად მორგება იყო, რაც მშვენივრად გამოუვიდათ: გაუკეთეს თავიანთ ტანის სამოსს დიდი ჯიბეები, რომლებიც მყარი რკინის მოქლონებით და წელის სამაგრით დააფიქსირეს. მატერიაც მუშათა სეგმენტისთვის მოსარგო იყო, მისი გამძლეობის და კომფორტულობის გამო. ეს თითქოს და მცირე დეტალები იყო იმის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, თუ რატომ გახდა ასეთი მოთხოვნადი Levi’s-ის კომბინიზონები მუშათა სეგმენტისთვის. დასავლეთ ამერიკაში ბრენდის კარგად გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ტანის სამოსი უამრავი პროფესიის ადამიანში იწვევდა სიმპატიას. ასე, რომ Levis’s-მა თავისი „ნიშა“ იპოვა და მიხვდა, რომ სწორ გზას ედგა. არც შემდგომ წლებში არ ცვლის კომპანია სტრატეგიას და დროის ცვალებასთან ერთად ცდილობს თავისი პროდუქტი კლიენტის კრიტერიუმთათვის მაქსიმალურად მორგებული გახადოს.

დროის ცვლილებასთან ერთად Levi’s-ის მარკეტინგიც იცვლება, თუმცა პრინციპი რაზეც მარკეტინგია მორგებული იგივე რჩება. ისინი იწყებენ გაფართოებას,  სცდებიან ამერიკის საზღვრებსაც კი, ცდილობენ დროსთან მოსარგო ტანის სამოსის შექმნას, ინოვაციური დეტალების და დიზაინის მოძებნას და თავიანთ პროდუქტში ჩაქსოვებას. ამასთან ერთად ცდილობენ ეფექტური და ნაკლებხარჯიანი მეთოდების შესწავლას და შემდგომში უკვე გამოყენებას.

კომპანიის ერთ ერთი საუკეთესო მარკეტინგული სვლა კოლაბორაციებია სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან, რომლებსაც, ისტორიის მიხედვით, კომპანია ძალიან კარგად იყენებდა ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად და წლიური შემოსავლის გასაზრდელად. მათ ურთიერთობა ჰქონდათ ბრენდებთან, როგორებიცაა: Walmart, Supreme, Nike, Patta, Junya Watanabe, Off-White და ა.შ. ამ კოლაბორაციებით, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა ბაზასაც ერთი-ორად ზრდიდა Levi’s-იც და პარტნიორი კომპანიაც. მიუხედავად კონკურენტების მაღალი რიცხვისა, Levi’s მა მაინც მოახერხა ლიდერული პოზიციის შენარჩუნება ბაზარზე, ისე რომ ძველი მუხტი, ხიბლი და პრინციპები, რაზეც კომპანია აიგო საერთოდ არ დაუკარგავს. ამის გამო, ბოლო წლების განმავლობაში, ამ კომპანიის წლიური შემოსავალი მატულობს.

ზემოთ ჩამოთვლილი რიგი მიზეზების გამო ჩანს, რომ Levi’s-ი მარკეტინგის სოციალურ კონცეფციას მიჰყვება, რადგან პირველ რიგში პრიორიტეტს ანიჭებს საზოგადოებას და მის კეთილდღეობას მსგავსი პროდუქტის შექმნით, ზრუნავს მომხმარებლის სურვილთა დაკმაყოფილებაზე და დიდ ყურადღებას აქცევს მოგებასაც.

ყოველივედან გამომდინარე, ხალხი ამ ბრენდის ერთგულია, იგი.  მათ ერთგულებას კი ბრენდი, როგორც ვხედავთ, დაახლოებით, 200 წელია ინარჩუნებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის კონტინენტზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, მოცემულ ლოკაციებზე მცხოვრები ხალხის 85% ძალიან კმაყოფილია Levi’s-ის პროდუქტით და ამ ბრენდის ერთგული მომხმარებელია, 8 პროცენტი მოცემულ ბრენდს ნეიტრალურად აფასებს, ხოლო დანარჩენი 7%-ს არ მოსწონს იგი. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ბრენდის ერთგული მომხმარებელია და ენდობა მას, რაც მიუთითებს იმას, რომ კომპანიას გააჩნია არამატერიალური აქტივი-გუდვილი. ეს კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც მარკეტინგულად, ასევე ბიზნესის მთლიანი კონცეფციის გათვალისწინებითაც. ლოგიკურია, რომ ერთგული მომხმარებლის გარეშე, ბიზნესი ბიზნესი არ იქნებოდა. ამდენი ერთგული მომხმარებლის გამო Levi’s-ის მყიდველთა კაპიტალი საკმაოდ მაღალია.

თანამედროვე მარკეტინგში ონლაინ რეკლამა ძალიან დიდ როლს თმაშობს, ასე რომ, Levi’s-იც აქტიურად აკეთებს  ონლაინ რეკლამებს. ხალხს აძლევენ საშუალებას იშოპინგონ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, რაც ზოგიერთი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულია.