დისტანციურმა მუშაობამ საგარეუბნო სახლების ბუმი გამოიწვია – IV

უძრავი ქონების მარკეტინგი 2021 წელს

ნაწილი IV

უძრავი ქონების საინფორმაციო ღრუბელი

უძრავი ქონების აგენტები, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ ერთიანდებიან REALTORS®-ში. The National Association of REALTORS® ყოველთვიურად აქვეყნებს გადაყიდული ბინების, სახლების შესახებ ინფორმაციას და საშუალო ფასებს. ეს საცხოვრებელი ფართის მშენებლობის სიჯანსაღის საუკეთესო მაჩვენებელია, ვიდრე ახალი სახლების რაოდენობრივი მაჩვენებელი.

ასევე სახლების მშენებლები შეიძლება ზედმეტად „გაიტაცოს“ მომავალმა გაყიდვებმა და განაშენიანებამ. გაყიდვების გაზრდის მიზნით, ფასებიც კი შეიძლება შეამცირონ. ინდივიდუალურმა ბინათმფლობელებმა ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას თვალყური უნდა ადევნონ. მათ იმდენი გავლენა არ აქვთ, რომ ბაზრის მანიპულაცია მოახდინონ.

ორგანიზაცია NAR საცხოვრებლის ბაზრის მიმდინარე სტატისტიკას აქვეყნებს.

ინვესტირება უძრავ ქონებაში

თითოეული, ვინც ყიდულობს ან ყიდის ბინას, სახლს, უძრავ ქონებაში ინვესტირებითაა დაკავებული. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. გაძვირდება ბინა, სახლი მანამ, სანამ იქ ცხოვრობ? იპოთეკის შემთხვევაში, თქვენზე მომავალი საპროცენტო განაკვეთები და გადასახადები რა გავლენას მოახდენს?

ბევრი ადამიანი ბინებში, სახლებში ისეთ კარგ ინვესტიციებს ახორციელებენ, რომ უძრავ ქონებას, როგორც ბიზნესს ისე უყურებენ, მისი ყიდვა-გაყიდვის სურვილიc უჩნდებათ. ყიდვა-გაყიდვის ბევრი მეთოდი არსებობს. პირველი, ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ ბინა, სახლი. თქვენ ყიდულობთ ბინას, სახლს, აკეთებთ რემონტს შემდეგ კი ყიდით. ბევრი ადამიანი რამდენიმე სახლს ფლობს და იჯარით გასცემს. სხვები Airbnb-ს, როგორც მთელი სახლის ან ნაწილის იჯარით გადაცემის საუკეთესო საშუალებად, ისე იყენებს. VRBO ან Home Away-ის საშულებით შეგიძლიათ დასასვენებელი სახლების იჯარით გაცემა.

მანამ, სანამ ამას გააკეთებთ, დარწმუნდით, რომ იცით, მიმდინარე ბიზნესს ციკლში სად ვიმყოფებით. თქვენ ხომ არ გსურთ დაიწყოთ პოტენციურად სარისკო ინვესტიციები, თუ უძრავი ქონების ბაზარი ჩამოშლას აპირებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, საცხოვრებელში, მისი ყიდვის გარეშე, ინვესტირება. შეგიძლიათ სახლების მშენებლების აქციების შესყიდვა. საცხოვრებელი ბაზართან ერთად აქციების ფასი ეცემა ან იზრდება. სხვა მეთოდი გულისხმობს „უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტში“ ინვესტირებას.  მათ აქციებზე ფასი საცხოვრებელი უძრავი ქონების სფეროში არსებულ ტენდენციებს რამდენიმე წლით ჩამორჩება.

პროფესორი კახაბერ ჯაყელი