ელისაბედ ვორენი (Elizabeth Warren) და მისი უნიათო ბრენდინგი

Elizabeth Warren-ის ბრენდინგში ყველაზე საინტერესო მისი ფერთა პალიტრაა. სამწუხაროდ, ფერთა ეს პალიტრა საკმაოდ უგემოვნოა.

გამოცდილი და პატივსაცემი სენატორის ლოგოს დიზაინი მოსაწყენია. ლოგო, მინიმალისტური მუქი ლურჯი, სიტყვიერი მარკირების ნიშნით, კუთხოვანი შრიფტით, ერთი ხაზგასმით, უბრალოდ იკითხება „Warren“. ლოგოზე მეტი არც არაფერია ისეთი, რაც ყურადღებას მიიპყრობს ან სხვებისგან მას რაიმეთი გამოარჩევს…თქვენც მის მხოლოდ ორფეროვან ვერსიას ხედავთ არა? რა გაეწყობა.

Warren-ის ლოგოს ორფეროვან ვერსიაში შედის თეთრ ფერზე განთავსებული სიტყვიერი მარკირების ნიშანი, რომელიც ტალღის ქაფის საოცარი მწვანე ფერითაა ხაზგასმული.

მწვანე ფერზე აქცენტი, კანდიდატის ვებ-გვერდის დიზაინში ხაზგასმულია. ეს კარგი იქნებოდა, რომ მუქ-ლურჯ და მუქ-წითელ ფერებთან წყვილში არ ყოფილიყო. მაგრამ ეს ასე არ არის.

პოლიტიკური ბრენდინგის სტატუს-კვო კანდიდატებისაგან ნაციონალური ფერების გამოყენებას მოითხოვს. ეს მათ პატრიოტიზმის დემონსტრირებაში ეხმარება – და შემთხვევით გამვლელებს პოლიტიკური ბრენდის ადვილად ამოცნობის საშუალებას აძლევს.

ვეჭვობ, რომ სენატორის უნიკალური ინდივიდუალურობის და კონკურენტებისაგან მისი გამორჩევის მიზნით, ფერთა უხერხული პალიტრა ტრადიციული პრინციპების უფრო უნიკალურ ფერთან გაერთიანების მცდელობის შედეგს წარმოადგენს.

რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ფერთა პალიტრის გამო სენატორის საიტი თვალისათვის რთული წასაკითხია. ფერთა კომბინაციის წარუმატებელი ზემოქმედება მის ბრენდს და მის მესიჯს სერიოზულად ჩრდილავს.

 

ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ