მოქმედებს კი ბრენდის უპირატესობა ქართულ პოლიტიკაში?

თუნდაც სამომხმარებლო ბაზარზე ბრენდის კაპიტალის მქონე პროდუქტი მომხმარებელთან დაკავშირებული, შემდეგი ექვსი მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს, იგივეს ვხედავთ პოლიტიკურ ბაზარზეც. მოდით ჯერ განვიხილოთ სუპერმარკეტი ფრესკო და იქ არსებული პროდუქტები რომელთა შორის ცნობილი ბრენდიც შეიძლება ერიოს. რას ვამჩნევთ? ბრენდის მიმართ გამოხატულია:

  1. პროდუქტის ან სერვისის შესრულების უკეთესად აღქმა;
  2. ლოიალობის გაზრდა და კონკურენტული მარკეტინგული ქმედებებისადმი და მარკეტინგული კრიზისების მიმართ მოწყვლადობის შემცირება;
  3. ფასების ზრდაზე მაღალი მარჟა და უფრო არაელასტიური რეაქციები და ფასების კლებაზე ელასტიური რეაქციები;
  4. სავაჭრო თანამშრომლობის და მხარდაჭერის გაფართოება;
  5. მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტურობის ზრდა;
  6. ბრენდის წარმატებული ლიცენზირების და გაფართოების შესაძლებლობა.

ეხლა დავაკვირდეთ პოლიტიკურ ბაზარს და ვთქვათ თუ რომელი შეიმჩნევა ამათ შორის:

  1. პოლიტიკური სერვისის შესრულების უკეთესად აღქმა – ბოლო ხანები საზოგადოება უფრთხის პოლიტიკოსებს და უფრო მეტად არაპროფესიონალი პოლიტიკოსების მიმართ გამოხატავს თავის კმაყოფილებას, ანუ ეს ფაქტორი გამოირიცხა;
  2. ლოიალობის გაზრდა და კონკურენტული მარკეტინგული ქმედებებისადმი და კრიზისების მიმართ მოწყვლადობის შემცირება – პირიქით , რაც უფრო მეტი პოლიტიკოსი გადაჰყვება კრიზისს საზოგადოებას უფრო გახარდება. ანუ ეს ფაქტორიც არ მოქმედებს;
  3. ფასების ზრდაზე მაღალი მარჟა და უფრო არაელასტიური რეაქციები და ფასების კლებაზე ელასტიური რეაქციები – აი ამ ფაქტორის მიმართ გვაქვს ასევე საზოგადოების მეტად უარყოფითი დამოკიდებულება, ისინი არ არიან დამჯერე ბავშვების“ როლში;
  4. სავაჭრო თანამშრომლობის და მხარდაჭერის გაფართოება. ზოგადად სიყვა სავაჭრო გამოვრიცხოთ და თანამშრომლობით შევცვალოთ. ალბათ ეს ფაქტორი იმუშავებს და იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ბაზარზე;
  5. მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტურობის ზრდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკის და პოლიტიკოსის ბრენდის წარმატებისათვის კომუნიკაციების და მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციების მიშვნელოვნება;
  6. ბრენდის წარმატებული ლიცენზირების და გაფართოების შესაძლებლობა. ეს ფაქტორი რა თქმა უნდა პოლიტიკაში არ გვაქვს, ლიცენზირებას ცვლის საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ის რას მუშაობს ამერიკის სენატში, არ მუშაობს საქართველოში.

ამრიგად შევთანხმდეთ, რომ ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე 6 უპირატესობიდან ქართულ პოლიტიკურ ბრენდს ერთადერთი დარჩა – ეფექტურად გამოიყენოს და მართოს საკუთარი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, ამავე დროს იზრდება პოლიტიკური ბაზრის კვლევების მნიშვნელობა და კონტენტ მარკეტინგის როლი პოლიტიკაში.

ავტორი: ივანე კერესელი