Apple-ის მიკრო და მაკრო გარემო
Apple არის ამერიკული კომპანია,რომელიც ჩამოაყალიბა სტივ ჯობსმა და მისმა მეგობრებმა 1976 წელს. Apple-ის პროდუქტებმა რევოლუცია მოახდინა სამომხმარებლო ელექტეონულ ინდუსტრიაში. Apple მსოფლიო ბაზარზე ცნობილია თავისი ინოვაციური პროდუქტებით.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვიხილოთ Apple-ის მიკრო და მაკრო გარემო,რაც მის სრულიად შეცნობაში დაგვეხმარება.
მიკრო გარემო
1.მომწოდებლები-მომწოდებლები არიან დაინტერესებული მხარეები ბიზნესში,რომლებიც აწვდიან კარგ საქონელსა და მომსახურებას საკუთარი მიზნების მისაღწევად. მიმწოდებლის უსაფრთხოებისთვის,პროგნოზირებადობა და დამაკმაყოფილებელი ზღვრები ძალიან მნიშვნელოვანია.
2.ჩინეთი-დაბალი გადასახადების გამო ჩინეთი Apple-ის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.საკონტრაქტო ქარხნები და Apple-ის დანარჩენი მიმწოდებლები,რომლებიც ყიდიან მასალებს,როგორიცაა შუშა და კაბელი,ფართოვდებიან და ითვისებენ უფრო მეტ ლოკაციას ჩინეთში,ვიდრე სხვა ქვეყნებში.ერთ-ერთ საშიშროება რაც Apple-ს შეიძლება შეექმნას აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის გამო არის ის,რომ მას(ჩინეთს) აქვს რეალური პოტენციალი გავლენა მოახდინოს Apple-ის როგორც ჩიპების,ასევე სრულიად მზა ტელეფონების მიწოდებაზე.
3.მომხმარებელი-მომხმარებლები არის ჯგუფი,რომელსაც აქვს პოტენციალი ან რეალური ინტერესი ან გავლენა ბიზნეს უნარზე,რომ მიაღწიოს წარმატებას.
4.სამიზნე აუდიტორია-Apple არის პრემიუმ ბრენდი რომელის სამიზნე აუდიტორია არის ადამიანები რომლებსაც აქვთ შედარებით მაღალი შემოსავალი. თუნდაც აღმასრულებელი დირექტორი ან მენეჯერები. გარდა ამისა Apple-ის სამიზნეები არიან სტუდენტები,რაც ასევე ხელს უწყობს იმ ფაქტს რომ მშობლებმა ან მეურვეებმა შეიძინონ Apple-ის პროდუქტი მათთვის.აქედან გამომდინარე,ნათელია რომ Apple-ის ძირითადი სამიზნე თინეიჯერები და შედარებით მაღალი შემოსავლიანი ადამიანები არიან.
5.კონკურენტები-კონკურენტები ტექნოლოგიური ტერმინით ნიშნავს კომპანიას,რომელიც კონკურენციას უწევს სხვას თავისი ადგილის შესანახად.იმისთვის რომ კომპანია იყოს წარმატებული მომხმარებელთა უფრო დიდი ღირებულებები და კმაყოფილებები უნდა უზრუნველყოს კომპანიამ კონკურენტებთან შედარებით.ამიტომ,მარკეტოლოგებმა უნდა მიიღონ განსხვავებული მიდგომა,რადგან აჯობონ მათ კონკურენტებს.
მაკრო გარემო
1.ტექნოლოგიური(Technological)-ეს ფაქტორები ეხება ტექნოლოგიების ინოვაციებს,რომლებსაც შეუძლიათ დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ ინდუსტრიასა და ბაზრის ოპერაციებზე,როგორიცაა ინოვაციების დონე,ავტომატიზაცია და კვლევა-განვითარება. ინოვაციებმა გამოიწვია ის,რომ კომპანიები ბევრად მეტს გამოიმუშავებენ,ვიდრე სხვები,რომლებიც უბრალოდ ეყრდნობიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.Apple ყოველთვის იყო ტენდენციების დამდგენი სამომხმარებლო ელექტრონიკის ბიზნესში თავისი ინოვაციური იდეების გამო.
2.დემოგრაფია-Apple-ის პროდუქტები ცნობილია,როგორც უნიკალური,ინოვაციური პროდუქტებითა და მაღალო ფასებით.ეს მახასიათებლები Apple-ს აქცევს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას მსოფლიოში,რადგან ის ხდება სოციალური სტატუსის სიმბოლო და უფრო სასურველი მომხმარებლებისთვის.
3.ეკონომიკური ფაქტორები-ეკონომიკური ფაქტორები ეხება ფინანსური ხასიათის უარყოფით და დადებით ასპექტებს,რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის მთლიან მოგებაზე.ამ ფაქტორებიდან რამდენიმეs მოიცავს:
ვალუტის კურსი: აშშ დოლარი ყოველ დღე სულ უფრო ძლიერი ხდება,რაც უარყოფით გავლენას ახდენს apple-ის შემოსავლენზე,რადგან მისი მთლიანი გაყიდვების 63% საერთაშორისო ბაზარზეა.ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 2014 წელს წამოიწყო ვალუტის ჰეჯირების პროგრამა,რომლის მიზანი იყო აშშ დოლარის მიმდინარე ვალუტის გაცვლითი კურსების ეფექტების შემცირება.
4.პოლიტიკური-პოლიტიკური ფაქტორი ეხება იმ გზას და ხარისხს,რომლითაც მთავრობა ერევა ბიზნესის ეკონომიკაში.ეს ფაქტორები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკას,სავაჭრო შეზღუდვებს ან საგარეო სავაჭრო პოლიტიკას და აშ.
აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის გავლენა: 2018 წელს Apple-ის შემოსავალზე უარყოფითად იმოქმედა პეკინის შურისძიებამ.ჩინეთმა დააწესა 60მილიონი დოლარის ტარიფი ამერიკულ იმპორტზე,რაზეც ტრამპმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფით უპასუხა.თუ ეს ომი გააგრძელებს გამწვავებას აშშ-ში ჩინურ ყველა იმპორტზე ამომწურავი ტარიფების დამატებით,აიფონების ჩინეთში შემოტანა შესაძლოა მძიმედ დაიბეგროს,რაც გაზრდის მათ ისედაც გამოძალულ ფასებს და გაზრდის მოთხოვნა მათ პროდუქტებზე ჩინეთში.
5.ეკოლოგიური-მარკეტინგულ მიქსში ეკოლოგიური ფაქტორები უყურებს ადამიანებისა და გარემოს შორის ურთიერთობას,როგორიცაა კლიმატის ცვლილება,დაბინძურების კონტროლი და ენერგისს დაზოგვა.
გადამუშავება და ეკონომური შეგუთვა: 2017 წელს Apple-ის შეფუთვის 100% იყო მართული ტყეებიდან,კონტროლირებადი ხის ან მათივე პროდუტების გადამუშავებული წყაროებიდან.Apple-მა ასევე დაიწყო პლასტიკური კომპონენტების ჩანაცვლება.ამის ნათელი მაგალითია 2017 წელი,როდესაც მათ 29%-ით შეამცირეს პლასტმასის გამიყენება.
Apple რომ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და წარმატებული ბრენდია, ამას მისი როგორც მოყვარულნი ასევე მოძულენიც ერთხმად აღიარებენ. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ძალუძს ჩვეულებრივი პრესკონფერენცია აქციოს გლობალურ მოვლენად და მილიონობით ლოიალური ფანი თუ ცნობისმოყვარე ადამიანი მიაჯაჭვოს მონიტორებს, პრეზენტაციის პირდაპირ ეთერში საყურებლად. მიუხედავად მაღალი ფასებისა, Apple-ის პროდუქცია უდიდესი მოთხოვნით, პოპულარობითა და პრესტიჟულობით სარგებლობს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
სტუდენტი: ქეთევან უბილავა; ციცო ციცვიძე
ლექტორი:კახაბერ ჯაყელი