2021 წლის საკვანძო მარკეტინგული ტრენდები

ნაწილი II

ციფრული სამომხმარებლო აპლიკაციები და მართვის პორტალები

ნორმალურ პირობებში მომხმარებლების ინტერესების და ქცევის განსაზღვრა რთულია. COVID-19 გამოჩენასთან, როდესაც აუცილებელი გახდა სახლში დარჩენა – ერთი რამ განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა: მომხმარებლებს ინფორმაციაზე 24 სთ-იანი, ადვილად მართვადი წვდომა სურთ.

unlimited wash club-ის წევრებისათვის, ასევე ერთჯერადი რეცხვის ბარათის მქონე მომხმარებლებისათვის online wash პორტალი შესანიშნავი საშუალებაა, რათა გაფართოვდეს მათი შესაძლებლობები – ინფორმაციის წაშლაზე წვდომა გამარტივებულია, შეუძლიათ unlimited wash club-is ბარათის შეძენა და კლუბის წევრობის მართვა.

გასულ წელს, ჩვენმა კომპანიამ, Express Wash Concepts-მა საკუთარი პორტალი ჩაუშვა. აქაუნთის შექმნის შემდეგ, unlimited wash club-ის წევრებს ადვილად შეუძლიათ ანგარიშების მართვა, მაგალითად გადახდის და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, რეცხვის შემოთავაზებული პაკეტების ცვლა, საჩუქრად გადაცემა ან სასაჩუქრე ბარათის ყიდვა. საცალო მომხმარებლებს შეუძლიათ unlimited wash club -ის წევრობის და ერთჯერადი რეცხვის, სასაჩუქრე ბარათების შეძენა, რომელიც ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ.

მომხმარებლის პორტალების გარდა, მობილურის აპლიკაციები აგრძლებენ სრულყოფას და ავტოსამრეცხაოების ოპერატორებისათვის განსაკუთრებით პოპულარულ აპლიკაციას წარმოადგენს. Peoria, Arizona-ში განლაგებული ავტოსამრეცხაო Mr. Shine flex service მობილურ აპლიკაციას მუდმივი მომხმარებლების მოსაზიდად იყენებს, რომლებსაც, შემდგომ ადვილად შეუძლიათ შესთავაზონ კომპანიის მარკეტინგული კამპანიები, როგორიცაა unlimited club და სხვა აპლიკაციები.

„2021 წელს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ვაიძულოთ მომხმარებლები geofence-ის კამპანიის, სოციალურ ქსელებში მარკეტინგული ძალისხმევების, საიტებზე რეკლამის დახმარებით გამოიწერონ ჩვენი მობილური აპლიკაცია. აპლიკაციის გადმოწერის შემთხვევაში ვთავაზობთ ერთ უფასო რეცხვას და ვგრძნობთ, რომ ეს მაცდუნებელი წინადადებაა და საუკეთესო საშუალება აიძულო მომხმარებელი გახდეს Mr. Shine-ის ლოიალური კლიენტი“, – ამბობს მარკეტინგის მენეჯერი. „ჩვენ მომხმარებელზე ინფორმაციას ვაგროვებთ, შეგვიძლია სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით push შეტყობინებები, აგრეთვე უამრავი ელექტრონული წერილები და ტექსტების დავუგზავნოთ. ჩვენ მოგვწონს ამგვარი მიდგომა, ვინაიდან თანმიმდევრულ მუდმივ და არა ერთჯერად მომხმარებლებს ვიღებთ.“

ბეთ მარტინი,
დეიტონის ავტო სამრეცხაოების მარკეტინგული სტრატეგიის ავტორი