ჯანდაცვის მარკეტინგი – ბრენდის აუდიტი ბაო-2023
ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი
შესავალი
ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დავადებათა ცენტრი 1976წელს ნოდარ ბოხუამ დაარსა, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1980წელს რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, ცენტრში დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოსი ცენტრში დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. საქართველოსი სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის განვითარებაში უდიდესი წვლილი პროფესორმა ნოდარ ბოხუამ შეიტანა, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოკლე დროსი ჩვენს ქვეყანაში მძლავრი სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ჩამოყალიბდა, სადაც დღეს სრულდება ყველა სახის ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე და მის ვისცერალურ და ბრაქიოცეფალურ ტოტებზე, კიდურის მაგისტრალურ არტერიებზე.
- როგორია სამედიცინო ორგანიზაციის მომხმარებელთა / პაციენტთა დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ფსიქოლოგიური და ქცევითი პორტრეტი?
ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრიში როგორც მოზრდილ, ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტების სამედიცინო დახმარებას ახორციელებს. მის სახელთან ასოცირდება ქვეყნის ნომერ პირველი ანგიოლოგიური,კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისი, სამედიცინო ცენტრი დაარსების დღიდან მაღალი პროფესიონალიზმისა და ლიდერი ბრენდის სინონიმად იქცა ცენტრის პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ არის საქართველოს მოქალაქე, ცენტრს ხშირად მომართავენ როგორც მეზობელი, ასევე განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები. ცენტრთან თანამშრომლობს საქართველოში უცხოელ დიპლომატთა წარმომადგენლობები (აშშ-ს, გერმანიის, იაპონიის საელჩოები) როგორც მათი თანამშრომლების, ასევე მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად. აქვე ერთმნიშვნელოვნად აღსანიშნავია, რომ ცენტრი აქტიურად მკურნალობს აფხაზეთში მყოფ, სოციალურად დაუცველ მოსახელობას.
- რა პროდუქტს და სერვისს აწვდით თქვენს მომხმარებელს და რომელი მთავარი ინსირატორული დეტალი ან დეტალების ნაკრები იწვევს მომხმარებლის მიერ შექმნილ მოთხოვნას?
ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე აპარატურით. ცენტრი არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მუდმივად გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული სერვისით, თუმცა მის ძირითად მიმართულებად ამ დრომდე რჩება ანგიოლოგიის, კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სრული სპექტრი. სამედიცინო ცენტრის მოზრდილთა კარდიოლოგიურ დეპარტამენტს გააჩნია ევროპული ლაბორატორიული აკრედიტაცია. მოზრდილთა თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული ოპერაციების ხარისხის გარე კონტროლის შეფასება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება შეერთებული შტატების ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლის მიერ, ხარისხის გაუმჯობესების საერთაშორისო კოლაბორაციის ფორმატში.
2017 წლის განმავლობაში ცენტრში განხორციელდა 18528 ამბულატორიული ვიზიტი, მათ შორის 5812 პირველადი. სტაციონარი გაშლილია 60 საწოლზე. წლის განმავლობაში სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 3007 პაციენტს, ჯამში ჩატარებულია მოზრდილთა 631 კარდიოქირურგიული ოპერაცია, 1170 ანგიოგრაფიული და 271 არითმოლოგიური გამოკვლევა. წლის განმავლობაში სტაციონარიდან გაწერილი პაციენტების მიერ გატარებულია 16124 საწოლდღე.
2020 წლიდან ცენტრის ამულატორიულ სერვისებს უკვე დაემატა პულმონოლოგია.
- რა უნიკალური, ტექნოლოგიური, ტექნიკური, ცოდნაზე დაფუძნებული და გამოცდილებით დადასტურებული უნიკალური კომპეტენციები გააჩნია თქვენს სამედიცინო ორგანიზაციას რომ არსებული პროდუქტები და სერვისები სწორედ თქვენ უფრო ეფექტურად შექმნათ და მიაწოდოთ დადასტურებულ მომხმარებელს, ვიდრე თქვენმა კონკურენტმა სამედიცინო ორგანიზაციებმა?
ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის ცენტრის ერთერთ ინოვაციურ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში მინიინვაზიური კარდიოქირურგია რომელიც ყველაზე მოთხოვნად სერვისად ითვლება, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ასევე უცხოელ პაციენტებში.
ცენტრში მუშაობს ფსიქო-სოციალური სამსახური, რომელიც მთლიანად ორიენტრირებულია პაციენტებზე. გამოცდილი და პროფესიონალ ფსიქოლოგთა გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ პაციენტებს შეუმსუბუქოს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი.
არითმოლოგიის სამსახური უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სპექტრს როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტთათვის. ცენტრში საქართველოში პირველად ჩატარებულია მუდმი პეისმეკერის იმპლანტაცია როგორც ეპიკარდული მიდგომით, ასევე ჰიბრიდული პროცედურის საშუალებით ელექტროდების იმპლანტაცია ტრანსატრიალური გზით. სამედიცინო ცენტრში ხორციელდება წინაგულოვანი ფიბრილაციის კათეტერული აბლაცია ფაზური რადიოსიხშირის PVAC Gold კათეტერის გამოყენებით.
- როგორია თქვენი ორგანიზაციის დაპირება საზოგადოებას?
ხარისხი
#შენთვის, #შენიგულისთვის
- როგორ მოახდენთ (ან ახდენთ) სამედიცინო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანების ადამიანური კაპიტალის ზრდას და რა სპეციალური ტექნოლოგიური სისტემა გაქვთ ამისათვის დადასტურებული?
საქართველოში მოზრდილთა კარდიოქირურგიული სამსახურის შექმნის იდეას თავიდანვე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ამერიკიდან და ევროპიდან. ისინი აქტიურად ეხმარებოდნენ ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვაში.
სამედიცინო პერსონალი მუდმივად გადის ტრეინინგებს და გადამზადების კურსებს უცხოურ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო თვით ცენტრს სტუმრობენ მსოფლიოს წარმატებული პროფესიონალები. 2016 წელს სამედიცინო ცენტრში რამდენჯერმე ვიზიტი განახორციელდა და სამედიცინო მომსახურება გაწია ისეთმა წამყვანმა უცხოელმა სპეციალისტებმა, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლის წამყვანი კარდიოქირურგი კრისტოფერ ბარდი და საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური ქირურგიის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ევროპის ენდოკრინოლოგიური ქირურგიის ასოციაცის ხელძღვანელი, პროფესორი მეთე დურენი.
- როგორია თქვენი ორგანიზაციის საბაზრო ქცევის ფილოსოფია, რისთვისაც უნდა გამოგარჩიოთ საბოლოო მომხმარებელმა და საზოგადოებამ მოგაქციოთ ყურადღება?
სამედიცინო ცენტრი არის ქვეყნის მასშტაბით ამ დარგის პიონერი და ფუძემდებელი. მისი პერსონალი სპეციალურად მომზადებულია იმისთვის, რომ მოახდინოს მოზარდის და მოზრდილის დროული დიაგნოსტირება და თანამედროვე მკურნალობა. ყველა ჩვენი ექიმი სრულყოფილად ფლობს გულის თანდაყოლილ და შეძენილ კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყველა მეთოდს. (ტრანსეზოფაგალური ექოკარდიოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფიული კვლევა). სწორედ ამიტომ, პაციენტთა უმეტესობა დიაგნოსტიკის მიზნით აღარ საჭიროებს ინვაზიური მეთოდით ანგიოკარდიოგრაფიის ჩატარებას. სასწრაფო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის ქირურგიის სამსახურის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ქირურგიული სერვისების სრული სპექტრის დახმარების აღმოჩენა.ცენტრი იყენებს გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიაში არსებულ უახლეს მიდგომებს, ოპერაციულ ტექნიკას, ტექნოლოგიებსა და მასალებს. ექიმების კვალიფიკაციასთან ერთად, ეს ქმნის პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, მაქსიმალურად ეფექტური სამედიცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაა ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში სამედიცინო ცენტრის პათოლოგიების სამედიცინო სტატისტიკა – პაციენტთა გადარჩენის, წარმატებული ოპერაციების და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გამოჯანმრთელების, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობებსების მაჩვენებლები არანაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან, აღიარებულ, ლიდერ სამედიცინო დაწესებულებებში. ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ გვაძლევს საშუალებას უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანად გავზარდოთ ტრანსკათეტერული ჩარევების სპექტრი და ფეხი ავუწყოთ დასავლურ ინტერევნციულ კარდიოვასკულურ მედიცინას.
აღნიშნული სერვისების გათვალისწინებით კლინიკა ყოფს რამოდენიმე ქვე- ბაზარს. აღნიშნული ბაზრების კვლევისათვის უნდა დასვათ ორი მარტივი შეკითხვა: როგორ იზრდება მოთხოვნილება და რა ტემპით ხდება სერვისის ბაზრის ზრდა ? და რა წილი აქვს თითოეულ სერვისს თავის ბაზარზე?
ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ბოსტონ კონსალტინგ ჯგუფის მატრიცა, სადაც გვაქვს 4 სხვადასხვა სიტუაცია.
ვარსკვლავი: თანდაყოლილი მანკების პათოლოგიების ქირურგია და კონსულტაცია.
მეწველი ძროხა: FNDC1A – გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია
კითხვის ნიშანი – თორაკალური ქირურგია, ვინაიდან ხშირია გულის პათოლოგიებთან ერთად თორაკალური ნოზოლოგიის ქვეშ არსებული დაავადებები, სუბ სერვისი, რომელიც დამოუკიდებლადაც არსებობს.
მშიერი ძაღლი – პულმონოლოგია, ცალკე სერვისად არსებული. მიუხედავ იმისა, რომ პაციენტების რაოდენობა ბევრია, ხშირია გართულებული შემთხვევები და მიუხედავად ბაზარზე მისი მაღალი მოთხოვნისა, ვერ იკავებს ბაზარზე სათანადო წილს. ამიტომ საჭიროა მარკეტინგული დიაგნოსტირება, კვლევა და ბაზრის განვითარება.
ხარისხი
ფასი
არსებული კლინიკა არის სწრაფად ზრდადი, იმისათვის რომ გახდეს ვარსკვლავი
- საჭიროა შესწავლა ბაზრის და მაღალო ცნობიერება
- კონკურენტების შესწავლა
- ინოვაციური პტოექტები
- პენეტრაციის სტრტეგია
მნიშვნელოვანია სამედიცინო სეგმენტების 7P მარკეტინგული მატრიცა.
Product – სამედიცინო სერვისები რომლებიც ექსკლუზიური მოდელით სარგებლობენ, თანდაყოლილი მანკების ინტერვენცია და სხვა მრავალი
PLACE – ადგილი, მუნიციპალურად ხელმისაწვდომი, თავისუფალი პარკინგი, ემერჯენსისასთვის ხელმისაწვდომი
Price – დაფინანსება ხდება როგორც საყოველთაო, ასევე კერძო სადაზღვევო კოპმანიების მიერ. თუმც აქტიური გახლავთ ასევე ჯიბიდან გადახდა. გაკვეულ დღეებში გამოცხადებულია აქციები და ფასდაკლებები როგორც რადიოლოგიურ, ასევე ლაბორატორიულ კვლევებზე.
PROmotion – სლოგანი: შენთვის, შენი გულისთვის, კარგად და სტრუქტურულად გამართული სოციალური გვერდი, სხვადასხვა მედია საშუალებებით ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა სეგმენტისათვის.
People – ადამინებს უჩნდებათ დადებითი ასოციაციები.
Process -პროცესების ხარისხების გამჭირვალობას ადასტურებს ეპიდვითარების კვლევა, ანტიბიოტიკების ნორმატიული ხარჯვა, ინფექციონისტზე გადახდილი დაბალი ანაზღაურება ( რადგან ნაკლებია შიდა ინფექციების განვითარების რისკი)
Phisical Evidence – სპეციფიშვიდი პასტელის ფერები,ური ნეიტრალური სისუფთავის სუნი, ფერი ლურჯი, დამფუძნებლის ავტოგრაფით, დადებითი ევიდენსები
დღეს მსოფლიო ჯანდაცვა აქტიურად დგას ორგანოთა ტრანსპლანტაციის გამოწვევის შესახებ. ყოფილ პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველაზე აქტიური ტრანსპლანტაცია ბელორუსიაში გახლავთ.
ბაზრზე შეღწევისათვის კლინიკა იყენებს 5 სხვადასხვა კომბინაციას:
- არსებული სერვისი/პროდუქტი არსებულ ბაზარზე – ეს გახლავთ გულის თანდაყოლილი პათოლოგიებისა და შეძენილი კარდიოქირურგიული ქირურგიული ჩარევები – ბაზრის პენეტრაცია.
- არსებული სერვისის გაფართოვება- ბაზრის გაფართოება
- დონის ინტერვენცია – ბაზრის განვითარება
- ახალი სერვისი ახალი ბაზარი – გულის ტრანსპლანტაცია(ახლო მომავალში)
- ახალი გამოწვევა -პრეზიდენტის ფონდის დახმარებით ონკოჰემატოლოგიის განვითარება.
დარეჯან გეგეჭკორი
კავკასიის უნივერსიტეტი