საომარი ოთახიდან ბრენდის აუდიტამდე – III

III

მენტალური რუქები (Mental Maps)

მენტალური რუკები და ძირითადი ბრენდების ასოციაციები.

თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი არის მენტალური რუქა. მენტალური რუქა ზუსტად ასახავს ყველა გამორჩეული ბრენდის ასოციაციას და რეაგირებას ახდენს კონკრეტულ სამიზნე ბაზარზე.

მომხმარებლების მოსაპოვებლად ერთ-ერთი უმარტივესი საშუალება მენტალური რუქის შექმნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მომხმარებელს ეკითხები – რას ნიშნავს ეს ბრენდი შენთვის? –  სხვანაირად რომ ვთქვათ – როცა შენ ამ ბრენდზე ფიქრობ, რა მოგდის თავში? ემპირიულად დასტურდება, რომ ყველა ბრენდს უნდა გააჩნდეს 5-10 ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ან განზომილება.

ვნახოთ რასთან ასოცირდება ასკანელის ბრენდი მიზნობრივი სეგმენტის გონებაში.

ფასეულობითი კვლევითი ანალიზი

ამ ორი ბრენდის შედარებისას გამოიკვეთა, რომ ასკანელის ბრენდმა მოიპოვა ლიდერის პოზიცია 1786 ქულით, ბადაგონი მას 67 ქულით ჩამორჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფასულობით კვლევითმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ ბრენდის ლიდერობა ქართულ ბაზარსა და ყველაზე მთავარი, მომხმარებლის გონებაში.

 

პროდუქტის ხუთი შრე

ფუნქციური პროდუქტი

ფუნდამენტური მოთხოვნილება ან სურვილი, რომელსაც მომხმარებლები აკმაყოფილებენ პროდუქტის ან მომსახურების მოხმარებით.

ასკანელის ფუნქციური ფასეულობებია: გემო, ხარისხი, სუნი, არომატი, ისტორია, გამოცდილება.

 

აქტუალური პროდუქტი:

პროდუქტის ვერსია, რომელიც შეიცავს მხოლოდ იმ ატრიბუტებს ან მახასიათებლებს, რომლებიც აბსოლუტურად აუცილებელია მისი ფუნქციონირებისთვის.

ასკანელის აქტუალური ფასეულობებია: ცნობადობა, ინფორმატიულობა, ხელმისაწვდომობა, ტრადიციულობა, მოთხოვნადობა.

 

მოსალოდნელი პროდუქტი:

ატრიბუტების ან მახასიათებლების ერთობლიობა, რომელსაც მყიდველები ჩვეულებრივ ელიან და თანხმდებიან პროდუქტის შეძენისას.

ასკანელის მოსალოდნელ ფასეულობებს მიეკუთვნება: სუნი, არომატი, ვიზუალი, ინტეგრირება, ჰარმონიულობა.

 

პერსპექტიული პროდუქტი:

დამატებითი ფუნქციების, უპირატესობების, ატრიბუტების ან დაკავშირებული სერვისების ჩართვა, რომლებიც ემსახურება პროდუქტის დიფერენცირებას მისი კონკურენტებისგან.

ასკანელის პერსპექტიული ფასეულობებია: თანამედროვეობა, ავთენტურობა, მრავალფეროვნება, სიძველე, გამოცდილება, ისტორია.

 

გაფართოებული პროდუქტი:

ეს მოიცავს ყველა იმ გაფართოებას და ტრანსფორმაციას, რომელიც შეიძლება განიცადოს პროდუქტმა მომავალში, სამომავლო მომხმარებელთა ლოიალობის უზრუნველსაყოფად. ბიზნესი მიზნად ისახავს გააოცოს და გაახაროს მომხმარებლები მომავალში პროდუქტების გაზრდის გზით.

ასკანელისთვის გაფართოებულ ფასეულობებად მიიჩნევა: არომატი, ვიზუალი (დიზაინი), ბოთლის ფორმა, ინტეგრირება, ალკოჰოლის შემცველობა, რომლებიც შეიძლება მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს.

 ამგვარად, ასკანელის ბრენდის აუდიტმა, ინვენტარიზაციამ, საძიებო კვლევამ, ფასეულობით კვლევითმა ანალიზმა,  პროდუქტის ხუთმა შრემ, მენტალურმა რუქებმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ასკანელის ბრენდის სიძლიერე.

ბრენდი, რომელიც უდავო ლიდერია ბაზარზე, მუდამ ცდილობს გახდეს კონკურენტებისგან გამორჩეული და დაიკავოს მტკიცე პოზიცია მომხმარებლის გონებაში. მტკიცედ შეინარჩუნოს საკუთარი მანტრა, როგორც ბრენდის სულისა და გულის გამოხატულება და შეასრულოს მომხმარებლისთვის მიცემული მთავარი დაპირება ყოველ განსაკუთრებულ შემთხვევა ახალ ისტორიად აქციოს, რათა თითოეული ისტორიის თანმხლები სასმელიც ისევე შეეხამებოდეს ამა თუ იმ ამბავს, როგორც მისი მოყოლისას არჩეული რიტმი თუ ტონალობა.

ეს ასკანელია!

ბრენდი, რომელიც არასდროს ივიწყებს საკუთარ იდენტობას!

გაუსინჯე გემო ახალ თავგადასავლებს და გააგრძელე შენი ისტორია!