სამედიცინო ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა მედ – ბაო 2023
2023 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრამდე მარკეტინგის სახლი ახორციელებს სამედიცინო ბრენდის აუდიტის ოლიმპიადას მედ-ბაო 2023, სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, რომელიც დამთავრდება ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენით 2023 წლის 25 იანვარს.
სამედიცინო ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ჯანდაცვის ადმინისტრირების სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. მედ-ბაო 2023 -ის მიზანია გამოავლინოს სტუდენტთა ცოდნა სამედიცინო ბრენდის მართვისათვის! მონაწილეებმა ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:
- სამედიცინო ბრენდის მისიის, ხედვის აუდიტი
- სამედიცინო ბრენდის სეგმენტირების აუდიტი
- სამედიცინო ბრენდის სტრატეგიული ნაწილის აუდიტი
- 5 ნაპრალის მოდელით აუდიტი
- სამედიცინო ორგანიზაციის TOWS აუდიტი
- ბრენდის ფასეულობებით შეფასება
- ბრენდის კვლევის სტრატეგია
- ბრენდის მთავარი ფასეულობების სელექცია სტრატეგიულ ბრენდინგის საწყის ეტაპზე;
- ბრენდის ელემენტების მოძიების სტრატეგია
- ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია;
- ბრენდის რეზონანსის სტრატეგია;
- ფასეულობით დაცვით ბრენდის მიწოდების ჯაჭვის განხორციელება;
- ბრენდის სახელის შერჩევა, გმირები, აზრი, მორფემები და სხვა;
- სეგმენტირება, თარგეთინგი, პოზიციონირება და დიფერენცირება;
- ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები რეკლამა პიარი, პირდაპირი მარკეტინგი, პრომოცია, ბაზ-მარკეტინგი, და სხვა;
- ბრენდის მანტრა და მისი პერსონალურობა;
- სამედიცინო ბრენდის მენტალური რუქები
- ბრენდის პირველადი და მეორადი ასოციაციები და მათი მართვა;
- ქვეყნის, როგორც წარმოშობის ადგილის როლი და ქვეყნის მარკეტინგი;
- ბრენდის კაპიტალის მენეჯმენტისა და მისი გაზომვის სისტემების გამოყენება;
- სამედიცინო ბრენდის ელემენტები და კაპიტალი MMLTAP
2023 წლის 12 იანვრის , 12 საათამდე, ამ საკითხების გათვალისწინებით სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამედიცონო ბრენდის აუდიტის ესე, რომელიც შექმნილი უნდა იყოს: word document, 12 შრიფტით, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტილის (APA style) დაცვით. უნდა იქნეს მითითებული ნაშრომის წყაროები და ბიბლიოგრაფია.
წარმატებას გისურვებთ მარკეტინგის სახლი!