ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა – ბაო 2023

2022 წლის 1 ნოემბერს  მარკეტინგის სახლი იწყებს ბრენდის აუდიტის ოლიმპიადას (ბაო–2023) სტუდენტებს შორის, რომელიც დამთავრდება ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენით 2023 წლის 15 იანვარს.

ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ქართველ სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. ბაო-2023 -ის მიზანია გამოავლინოს სტუდენტთა ცოდნა ბრენდის მართვის კანონების მიმართ და ასევე გზა გაუხსნას საქართველოში ბრენდინგის შესწავლას. სტუდენტებს, რომლებმაც შეისწავლეს ბრენდის დაგეგმვის, ბაზარზე იმპლემენტირების და მართვის მეტად რთული კურსი, ბაო-2023 დავალებას აძლევს გაანალიზონ ბრენდები და ამავე დროს განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:

  • ბრენდის მთავარი ფასეულობების სელექცია სტრატეგიულ ბრენდინგის საწყის ეტაპზე;
  • ბრენდის ელემენტების მოძიების სტრატეგია
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია;
  • ბრენდის რეზონანსის სტრატეგია;
  • ფასეულობით დაცვით ბრენდის მიწოდების ჯაჭვის განხორციელება;
  • ბრენდის სახელის შერჩევა, გმირები, აზრი, მორფემები და სხვა;
  • სეგმენტირება, თარგეთინგი, პოზიციონირება და დიფერენცირება;
  • ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები რეკლამა პიარი, პირდაპირი მარკეტინგი, პრომოცია, ბაზ-მარკეტინგი, და სხვა;
  • ბრენდის მანტრა და მისი პერსონალურობა;
  • ბრენდის პირველადი და მეორადი ასოციაციები და მათი მართვა;
  • ქვეყნის, როგორც წარმოშობის ადგილის როლი და ქვეყნის მარკეტინგი;
  • ბრენდის კაპიტალის მენეჯმენტისა და მისი გაზომვის სისტემების გამოყენება;
  • კვლევები ბრენდინგის განსახორციელებლად;
  • ბრენდის მიმართ მომხმარებლების ცნობიერება, ცოდნა , მგრძნობელობა და ქმედებები;
  • რეკომენდაციები თუ რა უნდა გააკეთოს ბრენდმა  2023 წელს და მომავალ წლებში.

2022 წლის 31 დეკემბრის, 12 საათამდე,  ამ საკითხების გათვალისწინებით სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ ბრენდის აუდიტის ესე, რომელიც შექმნილი უნდა იყოს: word document, 12 შრიფტით, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტილის (APA style) დაცვით.  უნდა იქნეს მითითებული ნაშრომის წყაროები და ბიბლიოგრაფია.