სამედიცინო ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა მედ – ბაო 2023

2023 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრამდე  მარკეტინგის სახლი ახორციელებს სამედიცინო ბრენდის აუდიტის ოლიმპიადას მედ-ბაო 2023,   სპეციალურად  კავკასიის  უნივერსიტეტის  სტუდენტებს შორის, რომელიც დამთავრდება ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენით 2023 წლის 25 იანვარს.

სამედიცინო ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ჯანდაცვის ადმინისტრირების  სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. მედ-ბაო 2023 -ის მიზანია გამოავლინოს სტუდენტთა ცოდნა სამედიცინო ბრენდის მართვისათვის!  მონაწილეებმა ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:

  • სამედიცინო ბრენდის მისიის, ხედვის აუდიტი
  • სამედიცინო ბრენდის სეგმენტირების აუდიტი
  • სამედიცინო ბრენდის სტრატეგიული ნაწილის აუდიტი
  • 5 ნაპრალის მოდელით აუდიტი
  • სამედიცინო ორგანიზაციის TOWS აუდიტი
  • ბრენდის ფასეულობებით შეფასება
  • ბრენდის კვლევის სტრატეგია
  • ბრენდის მთავარი ფასეულობების სელექცია სტრატეგიულ ბრენდინგის საწყის ეტაპზე;
  • ბრენდის ელემენტების მოძიების სტრატეგია
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია;
  • ბრენდის რეზონანსის სტრატეგია;
  • ფასეულობით დაცვით ბრენდის მიწოდების ჯაჭვის განხორციელება;
  • ბრენდის სახელის შერჩევა, გმირები, აზრი, მორფემები და სხვა;
  • სეგმენტირება, თარგეთინგი, პოზიციონირება და დიფერენცირება;
  • ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები რეკლამა პიარი, პირდაპირი მარკეტინგი, პრომოცია, ბაზ-მარკეტინგი, და სხვა;
  • ბრენდის მანტრა და მისი პერსონალურობა;
  • სამედიცინო ბრენდის მენტალური რუქები
  • ბრენდის პირველადი და მეორადი ასოციაციები და მათი მართვა;
  • ქვეყნის, როგორც წარმოშობის ადგილის როლი და ქვეყნის მარკეტინგი;
  • ბრენდის კაპიტალის მენეჯმენტისა და მისი გაზომვის სისტემების გამოყენება;
  • სამედიცინო ბრენდის ელემენტები და კაპიტალი MMLTAP

2023 წლის 12 იანვრის , 12 საათამდე,  ამ საკითხების გათვალისწინებით სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამედიცონო ბრენდის აუდიტის ესე, რომელიც შექმნილი უნდა იყოს: word document, 12 შრიფტით, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტილის (APA style) დაცვით.  უნდა იქნეს მითითებული ნაშრომის წყაროები და ბიბლიოგრაფია.

წარმატებას გისურვებთ მარკეტინგის სახლი!