როგორ გავხდეთ მარკეტინგ ინფლუენსერი საქართველოში?

მოგიწოდებთ გახდეთ ინფლუენსერები, გააცნოთ საზოგადოებას ან მის მცირერიცხოვან ჯგუფს თქვენი იდეალები, ან სულაც მარტივი ცხოვრების წესები უკარნახოთ, ან იქნებ განკურნოთ ისინი მავნე ჩვევებისაგან, იქნებ გაიყოლიოთ ისინი თქვენს მოგზაურობებში, ან მოუყვეთ მათ ისტორიები და დაატყვევოთ მათი გონება თქვენი საზრისიანობითა და განჭრიახობით, იქნებ ასწავლოთ მათ მებაღეობა, ძაღლის გაზრდა, ოჯახის შექმნა, ანეგდოტების მოყოლა, ორატორული ხელოვნება.

დაიფიქრდით, აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს თავში რაიმე განსაკუთრებულს და სწორედ ამ მიმართულებით იქნებით – ინფლუენსერი!

დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, სადაც სოციალური ქსელებით ხდება ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და მართვა, მნიშვნელოვანი გახდა ინფლუენსინგი და ინფლუენსერების, ანუ გავლენიანი, ცნობადი ადამიანების რეკომენდაციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება.

დღესდღეობით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი არის ჩართული Facebook-ში , ხოლო Instagram-ს 1 მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს. რათქმაუნდა ეს ფაქტი იმის მიმანიშნებელია, რომ თუ ადრე ინფლუენსერები მხოლოდ ტელევიზიით, პრესით და რადიოთი გვევლინებოდნენ ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და მნიშვნელოვნად იმატა ინფლუესერთა ჯგუფმა. ამ ყველაფრის მიზეზი კი სოციალური ქსელებისადმი ასეთი დიდი მოთხოვნა გახდა.

ინფლუენსერი შეიძლება იყოს:

  • ბლოგერი,
  • ვლოგერი,
  • ჟურნალისტი,
  • ცნობადი სახე,
  • უცნობი სახე
  • ექსპერტი
  • უბრალოდ, სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.

რას ნიშნავს ვლოგი და ვინ არიან ვლოგერები?

საშუალო მოცულობის ვიდეოს,რომელიც ატვირთულია სოციალურ ქსელში ან LIVE სტრიმს,რომელსაც თვალს ადევნებს მაყურებელი ეწოდება ვლოგი, ხოლო ვლოგინგის წყაროდ ითვლება Youtube. პირველ ვლოგერად მიჩნეულია ჯოუდ კარიმი,40 წლის ინგლისელი ახალგაზრდა,რომელიც ასევე Youtube-ის ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება. 2005 წლის 23 აპრილს მან ატვირთა ამ ქსელში პირველი ვიდეო სახელწოდებით Me at the zoo, რომელსაც 89 მილიონი ნახვა აქვს.

საქართველოში ყველაზე წარმატებულ ვლოგერად ითვლება არასრულწლოვანი ემილია.მას  319  ათასზე მეტი გამომწერი  ჰყავს ,რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვის  ვლოგისთვის რეკორდულად  დიდი რიცხვია. ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რამდენადაც ბავშვები არიან დამოკიდებული ამ ჩენელზე,იმდენად ვერ იტანენ უფროსები.

ემილია ძალიან საინტერესო ადამიანია ! ვიდეოს რომელსაც ქვია – ემილია მშობლებთან ერთად თამაშობს “გამოიცანი რას ვფიქრობ” –  ჰყავს 1,058,144 მნახველი, აი დიდი წარმატება!!!!

6 საათის წინ დადებულ ვიდეოში ემილია საუბრობს ჩიკორის ჩირზე, მისი შეკვეთა სახლიდან შეიძლებაო ამბობს ემილია და მამიკო რეკავს ამ პროდუქტის შესაკვეთად! ვაა, აი სხარტი მარკეტინგი!  ამ ვიდეოში ემილიასთან ერთად საოცრად საყვარელი დანიელაც ჩანს! წარმატება და სიხარული ამ ნიჭიერ ბავშვებს .

მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ვლოგერად 2019 წლის მონაცემებით ითვლება შვედი ალექს ფელბერგი იგივე PewDiePie, რომელსაც 103 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი ვიდეობი გაჯერებულია ვიდეო თამაშებით. 2019 წლის მონაცემებით მხოლოდ 1 წელიწადში მან მოახერხა 13 მილიონი დოლარის გამომუშავება. შეგახსენებთ, რომ ის მხოლოდ 30 წლისაა. შვედმა ვლოგერობა 2010 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებულია ამ სფეროში.

ვინ იყო პირველი ბლოგერი და რა განსხვავებაა ვლოგინგში?

ბლოგები ონლაინ კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბლოგერს თავისუფლად შეუძლია წეროს ქვეყანაში არსებულ განუკითხაობაზე. ყველას, ვინც მისი რესურსის  მომხმარებელია, აუცილებლად  გაუჩნდება  პროტესტი არსებულ რეალობაზე და გაუცემელ შეკითხვებზე პასუხების მოთხოვნას დაიწყებს, რამაც შესაძლოა არასასურველი არეულობაც კი გამოიწვიოს. თავისუფალი  ბლოგერი შეგვიძლია თვითდასაქმებული ჟურნალისტის  რანგში გავიყვანოთ (თუმცა,ზოგიერთი ჟურნალისტიც ეწევა ბლოგერულ საქმიანობას). ანუ ბლოგერი არის ადამიანი, რომელიც წერს სხვადასხვა საკითხზე და ჰყავს აქტიური მკითხველი. პირველ ბლოგერად აღიარებულია ჯასტინ ჰილმანი,რომელიც 1994 წელს “Swarthmore”-ის სტუდენტი გახლდათ. რასაკვირველია, ამ დროს მას ბლოგერს არავინ ეძახდა და მას მხოლოდ პირად გვერდზე მომუშავედ მოიაზრებდნენ. 1997 წლამდე სიტყვა ბლოგერს არავინ იყენებდა, ამ სიტყვის შემქმნელად მოიაზრება ჯონ ბარგერი. 1998 წელს აღინიშნა ბლოგის პირველი ცნობილი შემთხვევა ტრადიციულ  საინფორმაციო საიტზე, როდესაც ჯონათან დუბმა ბლოგი გააკეთა „Hurricane Bonnie for The Charlotte Observer“. როდესაც გვაქვს წარმოდგენა ვლოგინგზე და ბლოგინგზე, შეგვიძლია განვასხვაოთ ისინი. თუ ბლოგინგი არის „სტატია“, რომელსაც აკეთებს ადამიანი თავისი მკითხველისთვის, ვლოგინგი მისი „განახლებული“ ვერსიაა და მკითხველი ჩანაცვლებულია მაყურებლით. თუ აქამდე წარმატებული ინფლუენსერები იყენებდნენ რადიოს, ტელევიზიასა და პრესას, ახლა ისინი ჩაანაცვლეს სოციალურმა ქსელებმა. წარმატებულ ვლოგერი უკვე ავტომატურად ხდება ინფლუენსერი, ის იქცევს კომპანიების ყურადღებას და ხდება მოთხოვნადი ბაზარზე.

დღეის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ინფლუესერად მოიაზრება, წარმატებული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. მისი ვლოგების წყაროს წარმოადგენს Instagram, სადაც 212 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ფეხბურთელი დაიბადა 1985 წელს ფენშალში, პორტუგალიაში. მისი ოჯახი არასდროს გამოირჩეოდა სიმდიდრით, მაგრამ შრომისმოყვარე ახალგაზრდამ შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და შემდეგ ყველაზე გავლენიანი ინფლუესერი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ვიდეოები ხშირად ეხება მოტივაციასა და შრომისმოყვარეობას.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მარკეტინგ ინფლუენსერობა რთული, მაგრამ არა მიუღწეველი მისიაა.

თუ ხარ:

  • შემოქმედებითი,
  • კომუნიკაბელური,
  • კრეატიული,
  • ამბიციური,
  • საჯარო ტიპის ადამიანი, რომელსაც უყვარს გამჭვირვალობა,
  • შეგიძლია განსაზღვრო შენი მიზნები,
  • გაქვს უნარი დაგეგმო სხვადასხვა ღონისძიებები,
  • რაც მთავარია შექმნა კონტენტი,რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და განვითარებადი,
  • წერ და საუბრობ მიმზიდველად,
  • ხუმრობ ისე რომ იცინიან,
  • წერ ისე რომ ამახსოვრდებათ თუ რას ამბობდი –

აუცილებლად მიიქცევ ადამიანების, სოციალური ჯგუფების, მომხმარებლების, სხვადასხვა კომპანიების ყურადღებას.
პირველ ეტაპზე ეს რთული დავალება იქნება,მაგრამ თავდაუზოგავი შრომითადა მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია გქონდეს რწმენა და შრომა.

მოინდომე აუცილებლად და ყველაფერი მაგრად იქნება!

ავტორები: ლიზა ბუაჩიძე, ლაშა რამიშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა