Tesla-ს კონკურენტების ანალიზი

ავტორი: ალინა აკობაშვილი, IBSU

ყოველდღიურად ელექტორ მანქანების წარმოება და მათზე მოთოვნა იზრდება. არაერთმა ცნობილმა მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ დაიწყო ელექტრო მანქანების წარმოებაზე მუშაობა და მათი წარმატებით გამოშვება ბაზარზე. რა თქმა უნდა როდესაც ვიწყებთ ელექტრო მანქანებზე საუბარს თავდაპირველად მხოლოდ Tesla გვახსენდება, ეს ბუნებრივია რადგან სწორედ მოცემულმა კომპანიამ დაიწყო პირველად ელექტრო მანქანების წარმოება და დღეს ბაზრის ლიდერია ამ სფეროში. კომპანიამ მისი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის წყალობით მიაღწია უდიდეს წარმატებას და დღეს მისი სახელი ყველა ადამიანის გონებაში მნიშვნელოვან ადგილის იკავებს.

მართალია Tesla ელექტრო მანქანების წარმოებაში ბაზრის ლიდერია, თუმცა დროთა განმავლობაში ბაზარზე ახალი ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანიები ჩნდებიან, რომლებიც Tesla-თვის საფრთხეს წარმოადგენენ და მისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. ამიტომ თითოეული კონკურენტის ანალიზი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ Tesla-მ ბაზარზე ლიდერობა შეინარჩუნოს და კვლავ შეძლოს მომხმარებელთა გულში პირველი ადგილის დაიკავება.

რასაკვირველია კომპანიის კონკურენტებად შეიძლება განვიხილოთ თითოეული ავტომანქანის მწარმოებელი კომპანია და ასევე კონკრეტულად ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანიებიც. თუმცა მათგან ალბათ უფრო მეტად საყურადღებო ელექტრო მანქანების ბაზარია. ტესლასთვის ასევე დიდ საფრთეს წარმოადგენს ჩინურ ბაზარზე არსებული ელექტრო მანქანების კომპანიები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად იზრდებიან. ამასთან ერთად მისი კონკურენტები არიან: Ford, Toyota, Audi, Lucid Motors, XPeng.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2019 წელს გაიყიდა 91 მილიონზე მეტი მანქანა, მათგან ელექტრო მანქანების წილი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში იზრდება, ამერიკის პრეზიდენტმა, ბაიდენმა, კი გამოაცხადა რომ ამერიკაში 2030 წლისთვის 50% გაყიდული მანქანებიდან უნდა იყოს ელექტრო მანქანა. რასაკვირველია ეს Tesla-თვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა სხვა ტრადიციული მანქანების მწარმოებელმა კომპანიებმაც, როგორიცაა General Motors და Volkswagen ასევე განაცხადეს, რომ მათი მიზანია 2035 წლისთვის სრულიად ელექტრო მანქანები აწარმოონ. ამასთან ერთად Mercedes-მა და Lexus-მა დაანონსეს, რომ ისინიც აპირებენ ელექტრო მანქანების წარმოებას სამომავლოდ, როგორც ვხედავთ EV ბაზარი იზრდება და ტესლას სერიოზული კონკურენტები უჩნდებიან.

კომპანიის ახალი კონკურენტია Lucid Motors რომელიც აწარმოებს ელექტრო მანქანებს და ტესლას Model S-ის პირდაპირ კონკურენტად შეიძლება მოვიაზროთ, ასევე აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია 836 კილომეტრის გავლა ხოლო ტესლას მაქსიმალური დაფარვა არის 650 კილომეტრი.

XPeng ასევე არის ტესლას კონკურენტი, რომელიც არის ჩინური კომპანია მის ერთ-ერთ მოდელს შეუძლია 705 კილომეტრის გავლა ერთ დატენვაზე რაც ტესლას ბატარეების სიმძლავრეს აღემატება, და ასვე არის ბიუჯეტური მანქანა და მის კონკურენტად შესაძლებელია ტესლას მოდელი 3 ჩავთვალოთ.

საფრთხეები ჩინეთში

Tesla-მ მოახერხა და შეაღწია ჩინეთის ბაზარზე, ადგილობრივი ხელისუფლება თავდაპირველად ხელს უწყობდა კომპანიას, რათა მისი მანქანების ჩნეთში რეალიზაცია მომხდარიყო, მათ ტესლა გადასახადებისგანაც კი გაანთავისუფლეს, ამან ხელი შეუწყო ჩინეთის ბაზარზე ახალი ელექტრო მანქანების წარმოებას და კონკურენციის გაზრდას. დღესდღეობით კი ჩინეთს სულაც არ ჭირდება ტესლას მანქანები რადგან გამოჩნდნენ ადგილობრივი მწარმოებლებიც, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნა.

მიუხედავად, იმისა რომ ტესლას საფრთეს უქმნიან მისი კონკურენტები კომპანია მაინც ნომერი პირველია ელექტრო მანქანების წარმოებაში, მას აქვს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანები. შესაძლოა მისი ზოგიერთი კონკურენტი უკეთეს ბატარეებს გვთავაზობს, მაგრამ ტესლას აქვს სხვა დამატებითი ღირებულებები, როგორიცაა ავტოპილოტი, რომელიც მაქსიმალურ უსაფრთხოებას სთავაზობს მგზავრებს. მართალია ავტოპილოტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები არის, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ ტესლას ყავს ყველასგან გამორჩეული ლიდერი ილონ მასკი, ვისაც ყოველთვის შეუძლია იყოს ყურადღების ცენტრში, მას შეუძლია თითოეული სიტუაცია მის სასარგებლოდ გამოიყენოს, ეს არის ინოვაციური პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რაც მთავარია არის ყოველთვის ოპტიმიზმით განწყობილი რაც მას ეხმარება, რომ უფრო და უფრო მეტ წარმატებასა მიაღწიოს.