მარკეტინგი და სუმო

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიები საკუთარი პროდუქციის ცნობადობის ასამაღლებლად ხშირად იყენებენ სპორტის ამა თუ იმ სახეობას, მათ შორის ძალისმიერ, საჭიდაო სახეობებსაც. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იაპონური ნაციონალური ჭიდაობა სუმოა. სპორტული მარკეტინგის თვალსაზრისით სუმო საკმაოდ საინტერესო და იშვიათი შემთხვევაა. თუმცა სანამ სუმოს უშუალოდ მარკეტინგული კუთხით განხილვას დავიწყებდეთ მოდით მოკლედ გადავხედოთ სუმოს ისტორიას.

სიტყვა სუმო იაპონური იეროგლიფებით იწერება და ქართულად „ურთიერთცემას“ ნიშნავს. სუმოს დაბადების ოფიციალურ თარიღად ახ.წ 712 წელი ითვლება. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი იაპონური კულტურის განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუმო იაპონიის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე იაპონელი ხალხის საყვარელი და მათში ყველაზე მეტად ყურებადი სპორტის სახეობაა. იაპონელებს სუმო განსაკუთრებით მოსწონთ მისი ღირსებებისა და თვითკონტროლს გამო. ასევე იმის გამო რომ სუმო მკარად იცავს და ინარჩუნებს ამ სპორტში დამკვიდრებულ უძველეს იაპონურ ტრადიციებს. მეტოქეების ფერადი მავაში სა (მუცლის ქამარი) და განსაკუთრებული თმის ვარცხნილობის ოიჩ ოს  (გინკგო-ფოთლის ნასკვი) სტილი უძველესი დროის იაპონურ იერს მოგვაგონებს. დოჰიოს (ჩალის ამაღლებული სცენა) განლაგების წესები კი შერწყმულია შინტოს რელიგიურ ცერემონიასთან.ეს სპორტი იდეალური საშუალებაა უძველესი იაპონური ტრადიციების და კულტურის შემოსანახად და ახლი თაობებისათვის გასაზიარებლად.

ამ ყოველივეს გამო იაპოელი საზოგადოება და მათი ხელისუფლება უდიდეს ფულად რესურსს დები სუმოს პოპულარიზაციასა და განვითარებაში. დღეს იაპონელ მამაკაცთა უმრავლესობა სპორტის ამ სახეობას მისდევს უმაღლესი სკოლების კლუბებსა თუ უნივერსიტეტებში,  ქვეყანაში არსებობს სუმოს ფედერაცია, რომელიც მის არსებობას და განვითრებას უზრუნველყოფს. ფედერაცია ძირითად შემოსავალს ხელისუფლებისაგან დამტკიცებული ბიუჯეტიდან და ბილეთების გაყიდვით მიღებული თნხიდან იღებს.2015-2018 წლის მონაცემებით სუმოს ტურნირებს ლაივში ყოველწლიურად 700000-800000 იაპონელამდე ესწრება. ყოველწლიურად იაპონიის სუმოს ფედერაციის სანქციით ექვსი თხუთმეტდღიანი სუმოს ტურნირი ტარდება: ამათგან სამი ტოკიოში (იანვარი, მაისი და სექტემბერი) და სამი ოსაკაში, ნაგოიასა და ფუკოუკაში (მარტი, ივლისი და ნოემბერი).ტელარხები სუმოს ორთაბრძოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასცემენ, რომელიც დაახლოებით  4 საათზე იწყება და 6 საათამდე გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები იაპონური სათვისტომოს მეშვეობით, სუმომ აღიარება მოიპოვა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ამ სპორტის გავლენის ძირითად არეალად მაინც მხოლოდ იაპონია რჩება, სწორედ ამიტომ სუმოს სპორტული მარკეტინგის თვალსაზრისით იყენებენ ის კომპანიები, რომლეთაც იაპონურ ბაზარზე დამკვიდრება სურთ. იაპონია დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანაა, მაშასადამე იაპონური სასაქონლო ბაზრებიც საკმაოდ მასშტაბური და განვითარებულია. სწორედ ამიტომ, ასეთი კომპანიების რიგებს  მიეკუთვნება გიგანტური მულტინაციონალური კომპანიების უდიდესი ნაწილი.

რეკლამის განთავსების თვალსაზრისით კი სუმო ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სპორტის სახეობაა მსოფლიოში. კომპანიებს არა აქვთ საშუალება წარმატებული და ცნობილი სუმოისტები თავიანთ სახეებად გამოიყენონ, რადგან ფედერაციის მოთხოვნით სუმოისტების უმრავლესოსობა ცხოვრობს სუმოს საერთო საცხოვრებლებში, რომელსაც ჰეა ეწოდება. ასეთ საცხოვრებლებში სუმოისტის ცხოვრება მკაცრად კონტროლდება და მათ არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა სარეკლამო კამპანიებს თუ სხვა მარკეტინგული სახის ღონისძიებებში.

ამ სპორტის სახეობაში რეკლამის ოფიციალურ დონეზე განთავსების მხოლოდ ორი გზა არსებობს:

  1. ფედერაციის სპონსორობა ან პარტნიორობა;
  2. ტურნირების გამარჯვებულების დაჯილდოვებაში მონაწილეობის მიღება.

მაკუნოუჩის დივიზიონის თამაშის დაწყებამდე დამსწრეებს შეუძლიათ იხილონ ბანერები, რომლებზეც იმ კორპორაციების სახელებია გამოსახული, ვინც ფულადი ჯილდო დააწესა ტურნირისთვის.

არაოფიციალურად კი  მსოფლიოს არაერთი წამყვანი კომპანია თუ კორპორაცია იყენებს სუმოს პოსტერებს, ატრიბუტიკას თუ სიმბოლიკას თავისი პროდუქციის ცნობადობის ასამაღლებლად.

დღესდღეისობით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი სარეკლამო პოსტერების ნახვა რომელზეც სუმოს სხვადასხვაგვარი სიმბოლიკაა გამოსახული. იმ მრავალ კომპანიას შორის რომლებმაც სუმოს სიმბოლიკა სარეკლამოდ გამოიყენეს შედიან ისეთი კომპანიები როგორიცაა საავტომობილო გიგანტები მერსედესი, ფოლკსვაგენი და ჰიუნდაი ასევე კორპორაციები: ადიადასი, ნაიკი, პუმა. კომპანიები: ვაილდკრაფტი, ბიგ იელოუ, იამ იამ, ბერტ ბოტინო, USPS, მელო და ა.შ.

 

 

როცა სუმოზე ვსაუბრობთ, გვახსენდება რომ გვაქვს უნიკალური სპორტი – ჭიდაობა. ქართული ჭუდაობა მეტად ეფექტური და სანახაობით გამორჩეული ასპარეზობაა. აქვს რაინდული წესები და ასევე უძველესია. დასანანია რომ ქართული ჭიდაობა ჯერ არ არის მსოფლიო დონის სპორტული ბრენდი. ამ მიმართულებით ქართველებს ნაბიჯები არც გადაგვიდგია. მიუხედავად არსებული სიტუაციისა ქართულ ჭიდაობაში, ვფიქრობთ რომ მარკეტინგის გამოყენებით შევძლებთ სწორედ ქართული ეროვნული ჭიდაობის ბრენდად ქცევას. სუმოს მაგალითი იმისაკენ მიგვითითებს, რომ ეროვნული სპორტი სწორი მენეჯმენტითა და მარკეტინგით აუცილებლად გახდება ქვეყნის იმიჯი და მსოფლიოში ცნობილი და სასახელო საბაზრო ფასეულობა.

ავტორები: დავით კობიძე, გიორგი ჩუბინიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის პროგრამა