Starbucks-ის კონკურენტების ანალიზი

ავტორი: მედეა ჯინჭარაძე

Starbucks-ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელი, რომელიც “ყავის გიგანტის” სახელწოდებითაა ცნობილი. იგი 1971 წელს, სიეტლში (აშშ) წარმოიშვა და მას შემდეგ იგი ლიდერის პოზიციას დღემდე ურყევად ინარჩუნებს. იგი მსოფლიოს მასშტაბით 33,669 ლოკაციას ფლობს 83 ქვეყანაში, რაც მას განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. ზოგადად, კონკრეტული კონკურენტების განხილვისას ხშირად ვაწყდებით ისეთ დამოკიდებულებას, სადაც ხშირია აღნიშნული კომპანიის განდიდება, იმ თვალსაზრისით, რომ იგი კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს. ანუ, რომც არ იყოს ასე, მაინც იქმნება ისეთი სურათი,რაც კონკურენტების მინუსების გამოკვეთით გასაანალიზებელი კომპანიის პლუსებს უსვამს ხაზს. თუმცაღა, კომპანია სტარბაქსის პოზიციონირება ბაზარზე იმდენად ღრმაა, რომ იგი ნამდვილად არ მოითხოვს კონკურენტების სირთულეებისა თუ მინუსების გამოკვეთას.

კომპანია ლიდერობს აშშ-ს ყავის ბაზარზე 39.8%-იანი წილით, რაც ცალსახად მიუთითებს მის, როგორც კომპანიის პოზიციონირებაზე ამერიკის ბაზარზე. ბრძოლა მსოფლიოს ყავის მეფის ლიდერობისთვის რამდენიმე წელია მიმდინარეობს Starbucks-სა და მის კონკურენტებს შორის Dunkin’ Donuts-სა და McDonald’s-ს შორის, რადგან ისინი არიან კორპორაციები რომლებიც იბრძვიან პირველობისთვის ამ ინდუსტრიაში. ამას გარდა, ყავის დაგემოვნება მომხარებლებს სხვა არაერთ ქსელშიც შეუძლიათ, რომლებიც განსაკუთრებულ კონკურენციას სტარბაქსს სწორედ მათ მიერ შეთავაზებული ფასებით უწევენ, ესენია მაგ: Costa Coffee, Lavazza, Folgers და სხვა.

სტარბაქსი მომხმარებლებს სთავაზობს მრავაფეროვან პროდუქტსა თუ მომსახურებას. სწორედ ესაა მიზეზი, იმისა, რომ კომპანიას არაერთი მეტოქე გამოუჩნდა ცალკეულ ინდუსტრიებში.
ნიშანდობლივია ვახსენოთ კომპანიის სტრატეგია, რაც მის ღირებულებებს უსვამს ხაზს. კომპანიის სტრატეგია ემყარება მომხმარებელთა სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას, ასორტიმენტის გაზრდასა და გამრავალფეროვნებას. ასევე მაღაზიის ქსელების რაოდენობების ზრდას, რომელშიც იგი ნამდვილად პიონერია, რადგან იგი თითქმის ყველა კუთხეში ხვდება მომხმარებელს, რაც ავტომატურად გვაუწყებს იმას, რომ კომპანია ზრუნავს ისევ და ისევ თავის ერთგულ მომხმარებლებზე.

ახლა კი განვიხილავ სტარბაქსის ოთხ ცალსახა კონკურენტს მსოფლიო ბაზარზე

1) Costa Coffee

Costa Coffee, რომელიც დაარსდა 1971 წელს ძმები კოსტას მიერ, არის მსოფლიოში სიდიდით მეორე ყავის ქსელი Starbucks-ის შემდეგ, 3800 ლოკაციით მთელ მსოფლიოში. გასულ წელს კომპანიაში 18400 ადამიანი იყო დასაქმებული. სტარბაქსის არსებულ კონკურენტებს შორის Costa Coffee ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს მხოლოდ თავის ბრენდის ყავას სთავაზობს, განსხვავებით სხვა ქსელებისგან, ვინაიდან სტარბაქსის ყველა კონკურენტს აქვს პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანი. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული კომპანია, 2018 წელს შეიძინა Coca-Cola-ს ბრენდმა 9 მილიარდ აშშ დოლარად. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კომპანიის ამბიციები, რაც ეხება ჩინეთის ბაზარზე გაფართოებას. იგი აპირებს აღნიშნულ ბაზარზე 1200 დამატებითი ლოკაციის გახსნას, რაც ვფიქრობ საკმაოდ სტრატეგიული და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კომპანიის შემდეგი განვითარებისთვის, რადგან როგორც ცნობილია ჩინეთის ბაზარი კომპანია სტარბაქსისთვისაც საკმაოდ მომგებიანი და წარმატებულია. რასაკვირველია კომპანიის ქსელების რაოდენობა სტარბაქსს კონკურენციას ვერ გაუწევს და სამომავლოდაც ძალიან გაუჭირდება, თუმცა აღსანიშნია მისი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ყავის მაღაზია გახსნას მსოფლიოს არაერთ წერტილში. სწორედ ამ მიზეზით მან წამოიწყო კამპანია, რომელიც გულისხმობს რეკლამებს წარწეროთ “A Coffee for every mile”-ყავა ყოველ მილში. აქვე უნდა აღნიშნოს კომპანიის ახალი ხაზი, ე.წ, დაკონსერვებული ყავა, რომლის კოცეფციაც გულისმხობს ყავას ნაკლები შაქრითა და მეტი კოფეინით.

2) Dunkin Donuts

დანკინი არის საკმაოდ ცნობილი ბრენდი შეერთებულ შტატებში. იგი არის სწრაფი კვების ობიექტების მერვე უდიდესი ქსელი მსოფლიოში, სტარბაქსის შემდეგ. იგი დაარსდა 1950 წელს, რომელიც მომხამრებლებს სთავაზობს ყავასთან ერთად, უგემრიელეს დესერტს- დონატებს (ტკბილ ფუნთუშებს), ამას გარდა ვხვდებით სხვადასხვა სახის ცომეულსა თუ საუზმის შესანიშნავ ალტერნატივებს, ცხელ თუ ცივ სასმელებს, სენდვიჩებს თუ სხვას. მარტივად რომ ვთქვათ, პროდუქტის ასორტიმენტის თვალსაზრისით დანკინი ნამდვილად არის სტარბაქსის კონკურენტი. იგი საკმაოდ ცნობილი გახდა მსოფლიოს მრავალი წერტილისთვის, იგი ოპერირებს 35 ქვეყანაში, ჯამში 11500-ზე მეტი ლოკაციით. კომპანიის ყოფნა და ოპერირება მსოფლიოს 35 ქვეყანაში ცალსახად მეტყველებს მისი წარმატების ისტორიაზე, თუმცაღა სტარბაქსის დაჯაბნას ვერც ამით ახერხებს. ამასთან, აშშ-ში სტარბაქსს აქვს 15000+ ლოკაცია, განსხვავებით დანკინის 8500 ლოკაციისა. მეტიც, დანკინის წლიური ბრუნვა 1,5 მილიარდ დოლარზე ნაკლებია, ხოლო სტარბაქსის წლიური შემოსავალი 23 მილიარდ დოლარს შეადგენს.

3) McDonald’s McCafe

კომპანია სტარბაქსის კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტია McCafe, რომელიც დაარსდა 1993 წელს მელბურნში, ავსტრალიაში, როგორც მაკდონალდსის ფილიალი. კომპანია აწარმოებს და ყიდის ესპრესოზე დაფუძნებული მაღალი კლასის სასმელების ფართო არჩევანს შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში. იგი სტარბაქსის მსგავსად მომხარებლებს პროდუქციის საკმაოდ მრავალფეროვან ალტერნატივებს სთავაზობს, რაშიც იგულისხმება არამხოლოდ ყავისა და სასმელების შეთავაზება, არამედ საკვების. აღნიშნული ყავის სახლი სტარბაქსის პირდაპირი კონკურენტია, ვინაიდან მან შეძლო და ამ ინდუსტრიაში გარკვეული სახის ინივაციები შესთავაზა ლოიალურ მომხარებლებს, რაშიც მოიაზრება სხვადასხვა ხილის სმუზების წარმოება. კომპანია ინვესტიციებს დებს ახალ აღჭურვილობებში, რათა მის მიერ წარმოებული ყავის ხარისხი შენარჩუნებულ ან გაუმჯობესებულ იქნას. სტარბაქსი მართლია თავის საქმეში უპირობა ლიდერია, თუმცაღა ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში სიდიდით პირველ ადგილს სწორედ McCafe იკავებს.

4) Lavazza

იტალიური კომპანია Luigi Lavazza აწარმოებს ყავის სხვადასხვა არომატებს. იგი სტარბაქსის კონკურენტებს შორის და თავად სტარბაქსთან შედარებითაც ყველაზე ძველია, დაარსდა 1895 წელს ტურინში, იტალიაში. კომპანია Lavazza- ყავის ბრენდი კარგად არის ცნობილი იტალიის მოსახლეობისათვის და იტალიაში ჩასული ტურისტების დიდი ნაწილიც ხშირად ცდილობს მის დაგემოვნებას. კომპანიას სურდა ფესვები გაედგა საზღვრებს გარეთაც და გადაწყვიტა ქსელური მაღაზიების ჩაშვება შეერთებული შტატებისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე.

რაც საკმაოდ სტრატეგიული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან მას დიდი წარმატება ხვდა წილად და დღეს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მან მოახერხა რეპუტაციის შექმნა არამხოლოდ იტალიის ბაზარზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. საბოლოოდ, ეს იტალიური კომპანია სტარბაქსის ღირსეულ შემცვლელად შეგვიძლია მოვიაზროდ, რადგან იგი იმავე ინდუსტრიაშია, რაშიც starbucks-ი, იმავე თუარა საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხისთვისაა ცნობილი მისი ყავის გემო, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვხვდებით მისი ყავის ქსელებს, და გემოც ბევრისთვის საკმაოდ კარგია.