თუ არ გინდა სხვის შექმნილ მომავალში „იჩანჩალო“ ხვალ, შექმენი მომავალი თავად

თანამედროვე კომპანიები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი ქმნიან მომავალს, მეორენი კი ამ შექმნილ მომავალში დაბნეულნი „მიჩანჩალებენ“. მცდელობები შექმნა „ხვალინდელი დღე“ გამოარჩევთ სხარტ ადამიანებსა და მათ კომპანიებს. მათ შორისაა გილ პერი და მის მიერ შექმნილი D-ID.

  • D-ID გახლავთ ისრაელის კომპანია, რომელიც საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობს თითქოს. ხომ გსმენიათ სახის ამომცნობი სისტემის შემქმნელების შესახებ. ჰოდა D-ID ამ სისტემის წინააღმდეგ ქმნის სახის ვერ-ამოცნობის პროგრამას, ანუ დე-იდენტიფიკატორს. რაშია მთავარი აზრი? თუ გნებავთ, რომ თქვენი სახე არ ამოიცნონ ვიდეოზე, რომელსაც იღებთ, მაშინ გამოიყენებთ ამ ებრაული კომპანიის მიერ შექმნილ ინოვაციას – სპეციალურ დე-იდენტიფიკაციის პროგრამას, რომელიც ისე შეგცვლით რომ „საკუთარი დედა ვერ გიცნობთ“. თან თქვენ სრულიად სერიოზული „სხვა სახე“ გექნებათ.

ამ სტარტ-აფ კომპანიის დამფუძნებელს გილ პერის (Gil Perry) გამოუმუშავდა სწორი მიდგომა კომპანიის წარმატების მოპოვების მეთოდის მიმართ. ის ამბობს რომ აუცილებელია გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები „მომავლის შესაქმნელად“:

  • პირველი ნაბიჯია აღმოაჩინო საყოველთაო პრობლემა ან უბრალოდ პრობლემა რომელიც ბევრს აწუხებს. როგორც ჩანს არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ დაფქსირდნენ საკუთარი სახით ვიდეო ფაილებზე ან სურათებზე.
  • მეორე ნაბიჯი, მოიგონო პრობლემის გადაჭრის უმოკლესი გზა – ამ მიმართულებით გილ პერიმ მოიწვია IT სპეციალისტი და ასევე მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები და მათ დე-ინდენტიფიცირების ალგორითმი შეაქმნევინა.
  • მესამე ნაბიჯია სიახლის გამოცდა – ამ პერიოდმა დე-იდენტიფიკატორისათვის კარგად ჩაიარა, ათასამდე იმიჯი იქნა შეცვლილი და პიროვნებები ვერავინ იცნო.
  • მეოთხე ნაბიჯია ინვესტორის ძებნა სერიული წარმოებისათვის. აქაც დაინტერესებამ თავისი გაიტანა. ახალ წამოწყებულმა ებრაულმა ბიზნესმა საზოგადოების დაინტერესება შეძლო – სპეციალურმა კომპანიებმა: AXA Ventures, Y Combinator, AI Alliance, Hyundai, Omron, Maverick (U.S.) and Mindset, კომპანიას წარმატებით დაუფინანსა სამომავლო განვითარება და გილ პერის საქმემ უკვე $13.5 მილიონი დოლარი აკრიფა.

რას გვპირდება მომავალი? D-ID-ის შესახებ განვითარებული მარკეტინგული კონტენტი სავარაუდოდ ბევრ ინვესტორს მოიზიდავს მომავალშიც. თუ ის აქციებს გაჰყიდის, მასში ფულს მრავალი დააბანდებს, რადგანაც ამ სახის ციფრული პროდუქტი, სამწუხაროა, მაგრამ ბევრ კომანიას სჭირდება. თუ სხვა გიგანტები ქმნიან სახის იდენტიფიკატორს, იმწამსვე გაუჩნდება მრავალს საპირისპირო ზრახვა, რაც „ფეისის დე-იდენტიფიცირებას“ მოითხოვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კომპანია განვითარდება.

მარკეტინგის სიბრძნით, D-ID-ის კიდევ ერთი პრიორიტეტი გააჩნია. იგი ქმნის ახალ კატეგორიას. დიდი მარკეტოლოგი დევიდ ჯეი ააკერი მუდამ ამბობს „შექმენი შენი კატეგორია, რომელშიც შენ იქნები პირველი“.

დევიდ ააკერის სიტყვებიდან გამომდინარე D-ID ქმნის სრულიად ახალ კატეგორიას, რომელსაც ქვია სახის დე-იდენტიფიცირება. ამ კატეგორიაში იგი იქნება დასაწყისში მარტო, მოხსნის ყველანაირ „ნაღებს“, ხოლო მომავალში აუცილებლად აღმოჩნდება მწვავე კონკურენციაში შემომტევ კომპანიებთან, რომლებიც არსებულ ბიზნესში ახალი იდეებით შემოიჭრებიან.

ავტორი: ივანე კერესელი