ინფლუენსერი ქართულ მარკეტინგში

Influence – გავლენა/გავლენა არის ძალა, მოახდინოს მნიშვნელოვანი ზემოქმეთება ვინმეზე ან რამეზე.

ეს არის ამ სიტყვის პირდაპირი დეფინიცია, რაც 21 საუკუნეში ადამიანებმა პრომოციის საკმაოდ კარგ გზად აქციეს.დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, სადაც სოციალური ქსელებით ხდება ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და მართვა, მნიშვნელოვანი გახდა ინფლუენსინგი და ინფლუენსერების, ანუ გავლენიანი, ცნობადი ადამიანების რეკომენდაციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება.

დღესდღეობით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი არის ჩართული სოციალურ ქსელ Facebook- ში, ხოლო Instagram-ს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს აქტიურად. საქართველოში facebook-ზე 2 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამდენი ადამიანის გაერთიანება ერთ სივრცეში, მნიშვნელოვნად იპყრობს მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტების ყურადღებას, როგორც ისინი იტყვიან, სადაც არის, ან ჩნდება აუდიტორია, აქტუალური ხდება მათი ინფორმირება და მათზე გავლენის მოხდენა.2018 წელს 200 მილიონამდე აშშ დოლარი ჩაიდო ინფლუენსერ მარკეტინგში მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მეტი ინფლუენსერ კამპანია განხორციელდა:

  • ინსტაგრამზე – 80%;
  • ფეისბუქზე – 47%;
  • იუთუბზე – 37%.

მარკეტერების, კომუნიკაციისა და პიარის სპეციალისტების 73% მსოფლიოს მასშტაბით ირჩევს ბრენდების პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერების გამოყენებას. ახლა კი დაწვრილებით განვიხილოთ ინფლუენსინგის დეტალები.

ვინ არიან ინფლუენსერები და რას აკეთებენ ისინი ბრენდებისთვის?

გავლენა და გავლენიანი ადამიანები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. უბრალოდ, შეიცვალა გავლენის საშუალებები. თუ ადრე გავლენა ძირითადად ტელევიზიაში, პრესაში და რადიოში ნაწილდებოდა, ახლა ახალი მედია და სოციალური ქსელები ქმნიან საინფორმაციო ამინდს. ინფლუენსერები თავიანთ ჯგუფში გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც ან თავისი საქმიანობით გახდნენ ცნობილები და სანდოები, ან სპეციალური კონტენტის შექმნით სოც. ქსელებში მოიპოვეს გავლენა და პოპულარობა. მათ ჰყავთ საკმაოდ დიდი აუდიტორია, მეგობრები/მიმდევრები და შეუძლიათ ბრენდისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა, ბრენდის სწორ სეგმენტზე გათვლა ამ სეგმენტზე მორგებული კონტენტის და გზავნილის შექმნა, ასევე, მათი ჩართვა დისკუსიაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ყიდვით მთავრდება. საკმაოდ კარგი და ხარჯთეფექტიანი საშუალებაა ბრენდისთვის.

ინფლუენსერები არიან ინდივიდუალური პირები, რომლებსაც აქვთ ცოდნა, გამოცდილება, ავტორიტეტი და მათ მიერ დაგეგმილი ქმედებების მეშვეობით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანებზე და ჯგუფებზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურნი არიან თავიანთ სფეროში, ქმნიან სპეციალურ ინფორმაციას, ყავთ მიმდევრები და გამომწერები სოციალურ ქსელებში, იყენებენ აქტიურად ახალი მედიის არხებს და საშუალებებს ბრენდების, პროდუქტების პოპულარიზაციისთვის და გაყიდვების სტიმულირებისთვის.

ინფლუენსერი შეიძლება იყოს: ბლოგერი, ვლოგერი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე, ექსპერტი ან უბრალოდ, სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.

რატომ გახდა საჭირო ინფლუენსერები და თუ არის მოთხოვნა საქართველოში მათზე?

ახალი მედიის, სოციალური ქსელების და დიჯიტალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვანი გახადა ბრენდებისთვის ინფლუენსერების გამოყენება. ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე გვაქვს. საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები საქართველოში გვთხოვენ ინფლუენსერებთან მუშაობის სტრატეგიის შემუშავებას, მოთხოვნა მზარდია და სამომავლოდ უფრო მეტი ბრენდი დაინტერესდება ინფლუენსერების მუშაობით და შედეგებით.

Influencer.ge

ინფლუესინგში ჩვენი ქვეყნის პირველი ნაბიჯების გადადგმასთან ერთად შეიქმნა ვებ-გვერდიც რიმელიც კომპანიებს ეხმარება ინფლუენსერებთან კავშირში.

რა არის influencer.ge

influencer Tbilisi – გავლენა ყველაზე მეტად ფასობს დღეს. ბრენდებს სჭირდებათ გავლენიანი ადამიანების რეკომენდაციები, ცნობადობის შექმნა და გაყიდვების სტიმულირება. სწორედ ინფლუენსერ თბილისი აკავშირებს ბრენდებს და გავლენიან ადამიანებს, ინფლუენსერ თბილისი ქმნის და ანვითარებს კომუნიკაციის პლატფორმას ახალ მედიაში, რაც ეხმარება ბრენდებს სასურველი აუდიტორის პოვნაში, სწორად გაგებასა და ყიდვის სურვილის გაჩენაში.

ინფლუენსერ თბილისი ბაზარზე სამი ძირითად მომსახურებით არის წარმოდგენილი: ინფლუენს სტრატეგია, ინფლუენს ღონისძიება და ინფლუენს კონსულტაცია.

 

 

ქართული ინსტაგრამ ინფლუენს სივრცე

წარმოუდგენელია რატომ მაგრამ, ფაქტია, რომ მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოშიც ყველაზე დიდი პოპულარობით ინსტაგრამ ინფლუენსინგი ლიდერობს. მინდა განახოთ რამდენიმე ქართველი ინფლუენსერი:

 

@lasha_chkhaidze

კონტენტი: ტატუ ხელოვნება.

 

 

 

 

 

 

@sazinabeauty

კონტენტი: თავის მოვლა.
 

 

 

 

 

 

 

@mari_nakani

კონტენტი: ფოტოხელოვნება.

 

 

 

 

 

 

 

@salomematsaberidze

კონტენტი: მოდა.

 

 

 

 

 

 

ბოლოს კი რამდენიმე ქართველი ინფლუენსერის ინტერვიუ გვინდა შემოგთავაზოთ.

მათ სამ მნიშველოვან კითხვაზე გაგვცეს პასუხი:

  • რატომ გადაწყვიტეთ ინფლუენსერობა?
  • თქვენი აზრით უწყობს თუ არა საქართველო ფეხს მსოფლიო ინფლუენსინგს?
  • და ბოლოს რამდენად მნიშვნელოვანია ინფლუენსინგი ბიზნესში?

@tamarichikhladze

თავიდან ასეთი განზრახვა არ მქონია, ყველაფერი დალაგდა და განვითარდა ისე რო ესე გამოვიდა. ვაკეთებდი იმას რაც მომწონდა და აღმოჩნდა რო ვაკეთებდი ისე, მოსწონდათ სხვებსაც.ჩემი პოსტების ხარისხის გაზრდის პარალელურად გაიზარდა გამომწერების რაოდენობა. რაც შეეხება საქართველოში ინფლუენსინგს, მსოფლიოს ფონზე რო განვიხილოთ ცოტა ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, საქართველოშიბევრი კომპანია აზრზე არაა ინფლუენსერ მარკეტინგის და ბევრას ინფლუენსერი მხოლოდ ცნობილი სახეები გონიათ რომელიც კონკრეტულ პროდუქტს ფულის სანაცვლოდ რეკლამას უკეთებს და რეალურად არასოდეს გამოიყენებს და არ აირჩევს და არ ურჩევს მეგობარს. ხოლო რაც შეეხება ინფლუენსერ მარკეტინგის მნიშვნელობას და აუცილებლობას,მეც მყავს ფავორიტი ინფლუენსერები რომელთაც ვადევნებ თვალს და მათი რჩევით სხვად სხვა პროდუქტი მიყიდია. ჩემი აზრით ბევრად სანდო და დამაჯერებელია როდესაც შენი საყვარელი ინფლუენსერი რაღაც პროდუქტს რეკლამას უკეთებს და შენ ხედავ როგორ მოიხმარს რეალურად ამ პროდუქტს და არა ცნობილი ადამიანის მიერ გაკეთებული რეკლამა, რომელიც ზუსტად იცი რო ფულის სანაცვლოდ აკეთებს, ასევე მნიშვნელოვანია კონტენტით სწორად შეარჩიოს კომპანიამ ინფლუენსერი და უნდა იცოდეს რა აუდიტორიას ფლობს მის მიერ შერჩეული ინფლუენსერი და იქნება თუ არა ეს აუდოტორია ასევე დაინტერესებული ამ კომპანიის პროდუქტით.

 

@mariam_karbaia

მოკლედ ინფლუენსერი არ ვარ, უნრალოდ ძალიან მომწონს ფოტოები გადაღება და გაცვლითით რომ ვიყავი ასე თუ ისე ბევრი ვიმოგზაურე და ასეთი ფიდი გამოვიდა. საქართველო ცდილობს ჩემი აზრით მაგრამ ცოტა არ იყოს და შორს არის ჯერ კიდევ რადგან ინფლუენსინგი უდიდეს შრომას მოითხოვს მე როცა უცხოელ ბლოგერებს და ინფლუენსერებს თვალს ვადევნებ კონკრეტული ბლოგერს კონკრეტული ფიდი აქვს და საქართველოსი ბოუთის ბლოგერს თავლი რომ ადევნო (მაგალითი ავიღოთ) ბიუთის გარდა ნახავ როგორ აკეთებს საჭმელებს, როგორ უვლის ბავშვს, ქმარს, ნათესავებს, ტანსაცმელს.

დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან თუ ბევრი გამომწერი გყავს და ბევრს შრომობ და აკეთებ იმას რაც მოგწონს აი ძაან მაგრად ყველა კომპანიას აწყობს ფიდიდან გამომდინარე კოლაბორაცია რადგან ძალიან ზრდის პროდუქტის პოპულარიზაციას და გაყიდვას.

 

@anixavtasii

ინფლუენსერობა არ გადამიწყვეტია ნამდვილად, ეს ყველაფერი ნელნელა მოიტანა დრომ. ესე უცებ ავდგე და ინფლუენსერი გავხდე არ არსებობს. შეიძლება ბლოგერი იყო, მაგრამ ის რომ შენი პროფილით ხალხზე მცირე გავლენა მოახდინო ამას ჩემი აზრით სხვა ბევრი რამ სჭირდება ვიდრე სურვილია. ცოტა ბურუსი აქვს ბევრ კომპანიას ამ მხრივ, მაგრამ მეტწილად კი უწყობს ფეხს. და ჩემი წარმოდგენოთ სულ ცოტა ხანში უფრო აქტიურად აღიარებენ ინფლუენსერებს ქართულ ბაზარზე. ადრე თუ იყოგაზეთში, რადიოში რეკლამა, მერე ტელევიზორში და ა.შ ეხლა უკვე ეს ხანა გადავიდა. ბიზნესის წარმომადგენლებიც და ხალხიც მიხვდა, რომ გამოპრანჭული ცნობილი სახე უკვე არადაჯერებლად ჩანს და ურჩევნიათ მათნაირი თუნდაც დიასახლისისგან (პირობითად) მოისმინოს ნამდვილი გამოცდილების შედეგი სიტყვები ვიდრე დაზეპირებულო ფრაზები. მოკლედ ჩემი აზრით გულწრფელობა ბიზნესში მთავარია და ინფლუენსერიც გულწრფელობაზე დგას.

 

ავტორები: ლიზა ბუაჩიძე, ლაშა რამიშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა