5. ფილიპ კოტლერი: არის კი ამერიკა ნორდიკული კაპიტალიზმისათვის მზად?

თარგმნეს: ტრეისი ჯონსმა და კახაბერ ჯაყელმა  

ნაწილი V

როგორ გადავაქციოთ ამერიკული კაპიტალიზმი ნორდიკულ კაპიტალიზმად?

აქვს კი ამერიკას ინტერესი, ნებისყოფა და შესაძლებლობა აამოქმედოს კაპიტალიზმის ამგვარი ფორმა, რომელიც ამერიკელების უმრავლესობის ცხოვრებას გააუმჯობესებს, ბედნიერს გახდის და მათ შემოსავლებს გაზრდის?

მოდით შევხედოთ, ამერიკელების საკმარისი რაოდენობა ნორდიკულ კაპიტალიზმში თუ ხედავს პერსპექტიულ და საუკეთესო ეკონომიკურ სისტემას. 2011 წელს, ორმა ამერიკელმა სოციოლოგმა Michael I. Norton-მა (Harvard Business School) და Dan Ariely-მ (Duke University) კვლევა გამოაქვეყნეს. ამერიკელ რესპოდენტებს შესთავაზეს:

  1. შეეფასებინათ ქვეყანაში ამჟამად არსებული კეთილდღეობის დონე, და
  2. აშშ-თვის სიმდიდრის გადანაწილების საკუთარი იდეალური ვარიანტი წარმოედგინათ.

კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელებმა კეთილდღეობის არსებული ამჟამინდელ უთანასწორობის დონე საკმაოდ სერიოზულად შეაფასეს. ყველა ამ შედეგმა აჩვენა, რომ რესპოდენტების მიერ სიმდიდრის იდეალური გადანაწილება უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე არსებული.

შემდეგ რესპოდენტებს, ქვეყანაში სიმდიდრის გადანაწილების სამ ალტერნატიულ ვარიანტს შორის, არჩევანის გაკეთება შესთავაზეს.

  1. აშშ-ში სიმდიდრის მიმდინარე გადანაწილება,
  2. სიმდიდრის სრულად თანაბარი გადანაწილება
  3. სიმდიდრის გადანაწილება – შვეციაში შემოსავლების გადანაწილების ტოლფასი (შვეცია დასახელებული არ იყო)

შედეგი: ამერიკელების 92%-მა შვეციაში არსებულ სისტემას მიანიჭა უპირატესობა. ხოლო 77%-მა სრულად თანაბარ გადანაწილებას მიანიჭა უპირატესობა. ხოლო 51%-მა შვეციურ სისტემას თანაბარი გადანაწილება ამჯობინეს. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამერიკელების უმრავლესობა თვლის, რომ შვეციაში, ამერიკასთან შედარებით, უფრო კარგი სოციალური წესრიგია.

სამწუხაროდ, კვლევაში გამორჩენილია ის ფაქტი, რომ ნორდიკული ქვეყნების მოქალაქეები ყველა ამ სიკეთეს გარკვეული საზღაურის ფასად იღებენ. აშშ-ში საშემოსავლო გადასახადის ყველაზე მაღალი ზღვრული განაკვეთი 37%-ია. ნორდიკულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 70%-ს სეადგენს, რაც აშშ-ში არსებულ მაქსიმალურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. თუ აშშ ნორდიკული ეკონომიკის მსაგვსად იმოქმედებდა, მაშინ ამერიკელების უმეტესობისათვის გადასახადები საკმაოდ მაღალი იქნებოდა, განსაკუთრებით კი მდიდარი ამერიკელებისათვის.

ჩვენ უნდა ვკითხოთ ამერიკელებს, სურთ კი იცხოვრონ სკანდინავიური კაპიტალიზმიდან გამომდინარე მშვენიერ პირობებში და გადაიხადონ მნიშვნელოვნად გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი. სავარაუდოდ, ამერიკელი ფილოსოფოსი Oliver Wendell Holmes, Jr. იტყოდა „დიახ“. მისი ციტატა: „მე მომწონს გადასახადების გადახდა. მისი საშუალებით ცივილიზაციას ვყიდულობ“.

არსებობს იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ ამერიკელების მნიშვნელოვანი რაოდენობა შვედური კაპიტალიზმის მომხრეა და მზად არიან უფრო მაღალი გადასახადები გადაიხადონ. სენატორებმა Bernie Sanders-მა და Elizabeth Warren-მა დიდი პოპულარობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამერიკელებს შორის მოიპოვეს, როდესაც საპრეზიდენტო მარათონში მოპნაწილეობდნენ. Bernie Sanders-ის ძირითადი შეთავაზებები მოცემულია ცხრილში 5.

ცხრილი 5. საპრეზიდენტო კანდიდატის Bernie Sanders-ის პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებები

  • სამედიცინო დაზღვევა ყველას
  • კოლეჯში სწავლა უფასო უნდა იყოს.
  • ხელფასი საარსებო მინიმუმამდე უნდა გაიზარდოს.
  • პროფკავშირებმა მშრომელებს ხმის უფლება უნდა მისცენ.
  • Free child care and Pre K for all.
  • ინვესტიციები სახელმწიფო განათლებაში.
  • მდიდრებისათვის საგადასახადო განაკვეთების გაზრდა.
  • ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა.
  • რასობრივი სამართლიანობა.

Sanders-ის წინადადებები დეტალურად აღწერს ნორდული ქვეყნების პოლიტიკას.

რიგი ამერიკელი მილიარდელი და ორგანიზაცია უფრო სამართლიან კაპიტალისტურ ეკონომიკას ემხრობიან. იხილეთ ცხრილი 6.

ცხრილი 6. მოვლენები, რომელიც უფრო სამართლიან კაპიტალისტურ ეკონომიკის სასარგებლოდ მეტყველებს

  • დაპირებული შენატანები. Bill Gates-მა და Warren Buffett-მა 22 ქვეყნის 204 მილიარდელთან ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც მილიარდელები მზად იყვნენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საკუთარი თანხის ნახევარი საქველმოქმედო მიზნებისთვის მოეხმარათ. კონტრაქტი არ კარნახობს როგორ უნდა დაიხარჯოს თანხები და არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ არის. დღეის მდგომარეობით შენატანი 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.
  • პატრიოტი მილიონერები. ისინი ლობირებენ კონგრესს, რათა მდიდრებზე ფედერალური გადასახადები გაიზარდოოს და საგადასახადო ხარვეზები აღმოიფხვრას. ისინი თვლიან, რომ არც ერთ მილიონერზე გადასახადის იმაზე ნაკლები საპ[როცენტო მაჩვენებელი არ უნდა იყოს, ვიდრე ეს საშუალო კლასის ამერიკელზეა.
  • რამდენიმე აღმასრულებელმა დირექტორმა ბონუსზე უარი განაცხადეს. Virginia Rometty-მ, IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კომპანიის საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, 8 მილიონი დოლარის ოდენობის პრემიაზე უარი განაცხადა. Barclay-ის აღმასრულებელ დირექტორი Antony Jenkins, ზედიზედ პეორე წელი უარს ამბობს ყოველწლიურ პრემიაზე, 2,8 მილიონი დოლარის ოდენობით. მან განაცხადა, რომ „ეს არასწორი იქნებოდა“. Larry Ellison-მა Oracle-დან ბონუსზე უარი თქვა.

ცხრილში 7 ჩამოთვლილია მდიდარი დისიდენტები, რომლებიც უფრო პროგრესულ კაპიტალიზმს ემხრობიან.

ცხრილი 7. მილიარდელები, რომლებიც პროგრესული კაპიტალიზმს ემხრობიან

  • Nick Hanauer, “უფრთხილდით, ამხანაგო პლუტოკრატებო, ფიწლები მოდიან.”
  • Ray Dalio, ჰედჯ ფონდის Bridgwater Associates-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ 1980 წლიდან ქვედა კლასის წარმომადგენლების 60%-ში შემოსავლები არ გაზრდილა, მაშინ როდესაც ზედა ფენის 10%-ში შემოსავლები გაორმაგდა, ხოლო 1%-ის – გასამმაგდა.
  • Marc Benion, Salesforce-ის აღმასრულებელ დირექტორს სურს, რომ სან-ფრანსისკომ მსხვილ კომპანიებს გადასახადები გაუზარდოს, რათა შეაგროვოს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ ბიუჯეტი გააორმაგოს და ქალაქის უსახლკარო მოსახლეობა საცხოვრებლით უზრუნველყოს.
  • Abigail Disney, George Soros, და the Pritzkers, სიმდიდრეზე ზომიერი გადასახადის მომხრეები არიან, 1%-ის ფარგლებში.
  • The B Team are several leading CEOs who want to develop a new tax framework with a set of responsible tax principles. The group and several other high rank executives. ეს არის რამდენიმე წამყვანი აღმასრულებელი დირექტორისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ახალი საგადასახადო სისტემის შექმნა სურს, რომელშიც ასახული იქნება გონივრული საგადასახადო პრინციპების ნაკრები.ჯგუფში შედიან Paul Polman, Indra Nooyi, Muhammad Yunus, Ratan Tata და რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი.
  • Bill Gates და Warren Buffett, დაპირებული შენატანები.
  • პატრიოტი მილიონერების მოძრაობა.

საინტერესოა Bill Gates-ის ქეისი. Gates-მა, 1975 წელს დაარსა Microsoft. იმ პერიოდში ზღვრული საგადასახადო განაკვეთი 70%-ს შეადგენდა, ხოლო გადასახადი უძრავ ქონებაზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ეს არ გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი და Gates-მა კომპანია დაარსა.

არც Walt Disney-მ ან Richard Branson-მა შეწყვიტეს საკუთარი ბიზნესის გაფართოება, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადები საკმაოდ მაღალი იყო. ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი გატაცებულია საკუთარი ბიზნესით და მოგება – ერთადერთი მოტივაცია არ არის.