4. ფილიპ კოტლერი: არის კი ამერიკა ნორდიკული კაპიტალიზმისათვის მზად?

თარგმნეს: ტრეისი ჯონსმა და კახაბერ ჯაყელმა

ნაწილი IV

რას ნიშნავს ნორდიკული კაპიტალიზმი და რაშია მისი ძირითადი უპირატესობები?

აქ ჩვენ განვიხილავთ ნორდიკულ კაპიტალიზმს (რომელსაც სკანდინავიურ კაპიტალიზმსაც უწოდებენ). ტექნიკურად სკანდინავიური კაპიტალისტური აზროვნება სამ ქვეყაას აღწერს: შვეცია, დანია და ნორვეგია. თუ ჩვენ დავუმატებთ ფინეთსა და ისლანდიას, მაშინ ჯგუფი უკვე ნორიკდული გახდება. ხუთი ნორდიკული ქვეყანა პრაქტიკულად იყენებს იმას, რასაც სხვადასხვაგვარად უწოდებენ ეკონომიკურ დემოკრატიას, სოციალ-დემოკრატიას ან კეთილდღეობის კაპიტალიზმს.

ნორდიკული ქვეყნები სარგებლობენ მსგავსი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით, აგრეთვე კულტურული გამოცდილებით. ნორდიკული ეკონომიკური მოდელი ეს არის კოლექტიური მოლაპარაკებების გზით საყოველთაო კეთილდღეობის და თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის სახელმწიფო – ძლიერი პროფკავშირით და სახელმწიფო სექტორში 30%-იანი დასაქმებით. წარმატებული მსხვილი და მცირე კომპანიები მუშაობენ, ექსპორტზე გადიან და კონკურირებენ მთელ მსოფლიოში.

ნორდიკული ქვეყნების მოქალაქეები ცხოვრების მაღალი დონით, საუკეთესო ჯანდაცვით და ბედნიერებით, ასევე თანასწორი შემოსავლებით ფაქტიურად ტკბებიან. ცხრილში 4 ნაჩვენებია ნორდიკული ეკონომიკის ძირითადი თავისებურებები და უპირატესობები.

ცხრილი 4. ნორდული ეკონომიკის ძირითადი თავისებურებები და უპირატესობები

  • კოლეჯში უფასო სწავლება
  • ყველა მოქალაქესათვის უფასო და საუკეთესო სამედიცინო მომსახურება
  • უფრო ხანგრძლივი შვებულება
  • შეღავათები მშობლებისათვის
  • ბავშვების და ხანდაზმულების მოვლა
  • ნორდული იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ცხოვრება ყველასთვის გაუმჯობესდეს.
  • ეს შეღავათები საშემოსავლო გადასახადების სისტემას შეესაბამება, რომლის ყველაზე მაღალი ფსონი 70%-ს შეადგენს.

აქ მოცემულია კიდევ რამდენიმე დამატებითი მახასიათებელი, რაზედაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ.

  • 2019 წელს ნორდული ქვეყნები შევიდნენ 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში (ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრია). აშშ-მ ბედნიერების დონის მიხედვით მხოლოდ მე-19 ადგილი დაიკავა.
  • ნორდულ ქვეყნებს ქვეყნების ათეულში, სადაც ჯანდაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, გამორჩეული ადგილები უკავიათ (2018 წლის მონაცემები. შვეცია, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ნიდერლანდები და ახალი ზელანდია). ჯანმრთელობის ხარისხით აშშ-ს მხოლოდ 35-ე ადგილი უკავია.
  • ეს გულისხმობს ძლიერ კორელაციას, თუ მარტო მიზეზობრივ-შედეგობრივ კავშირს ნორდულ პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკასა და მისი მოქალაქეების ბედნიერების დონეს და ჯანმრთელობის ხარისხს შორის.