“წისქვილი ჯგუფი” – ბრენდის აუდიტი – I-III ნაწილი

ავტორი: სანდრო მაისურაძე, IBSU

 ამ ნაშრომმა მოიპოვა I ადგილი ბრანდის აუდიტის ოლიმპიადაში ბაო -2022

შესავალი

ჩემთვის იმ ბრენდის შერჩევა, რომელსაც მარკეტინგულ აუდიტს ვუტარებ ყოველთვის კომპლიკაციური საქმეა. ბრენდის შერჩევას 2 დეტერმინანტის მიხედვით ვახდენ. პირველი დეტერმინანტი ეს ბრენდის პოზიციონირებაა. ხოლო მეორე კონოტაციური დეტერმინანტი ხშირ შემთხვევაში სუბიექტური იდეაფიქსია. მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მარკეტინგული აუდიტის ამჟამინდელი სამიზნე სარესტორნო ქსელი – წისქვილი გამხდარიყო. იმისთვის , რომ ჩვენი დესკრიფციული ობსერვაცია  სკრუპულოზური  და სუბსტანციური აღმოჩნდეს, მე ვაპირებ , რომ განვიხილო ამ ბრენდის ნებისმიერი ტრანსპარენტული თუ ლატენტური დეტალი , მოვახდინო ამ დეტალების ინტეგრაცია და შევქმნა ისეთი კონცეპტუალური ექსპოზიცია, რომელიც არა მხოლოდ დესკრიფციული ხასიათის იქნება, არამედ მკითხველში იქონიებს ერისტიკულ გავლენას და მასაც შეაყვარებს ამ ბრენდს, ვისაც ჯერ არც კი გაუგია ამ ბრენდის შესახებ.

მოდით დავიწყოთ უშუალოდ იმ გენერალური ინფორმაციით, რასაც ჩვენ  ამ ბრენდის შესახებ ვფლობთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია რესტორანი წისქვილი 2002 წლიდან ფუნქციონირებს, თანაც საკმაოდ რენტაბელურად. ის ოთხი განსხვავებული კონცეფციის რესტორნისგან შედგება, ინარჩუნებს მაღალი ხარისხის მომსახურებას და წარმოადგენს თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ ადგილს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა სპონტანურად და კაზუალურად , თუ პირიქით კაუზალურად და სწორი ბრენდინგით? სწორედ ამის ვალიდაციაა ჩვენი საქმე ახლა. იმისთვის, რომ ჩვენი ანალიზი გამოვიდეს ზუსტი, საჭიროა , რომ ის იყოს რაციონალური, ხოლო იმისთვის, რომ ის იყოს რაციონალური,  აუცილებელია ანალიზი იყოს კონსისტენტური ფაქტებით შექმნილი ინდუქციით, ან დეტერმინისტული ზოგადი დებულებებიდან შექმნილი დედუქციით. ასე რომ ჩემს ნაშრომში ვერ შეხვდებით ექსპრესიასა და ემოციებს, ჩემი აზრით ის ნაშრომს ფიქციურ ნარატივად აქცევს, რაც ჩემს მიზანს საერთოდ არ წარმოადგენს.

წისქვილი ჯგუფი“ – ბიზნეს პორტფელი

საწყის ეტაპზე  დავიწყებ იმის ახსნას თუ  რას გვიჩვენებს ბიზნეს პორტფელი ანუ ავხსნი თუ საერთოდ რატომ დავიწყე ამაზე საუბარი. გარდა იმისა, რომ ბიზნეს პორტფელი არის მარკეტინგული სტრატეგიის დადგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და სიმულტანურად ის გვიჩვენებს კომპანიის წარმომადგენელ ბიზნესებსა და პროდუქტებს, მისი დახმარებით ასევე საკმაოდ ადვილად შეიძლება მოცემული ბიზნესის პროდუქციის დიფერენცირების დანახვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე წისქვილის სარესტორნო ქსელი რამდენიმე  რესტორნისგან შედგება, თუმცა მოდით უფრო სკრუპულოზურად ჩავწვდეთ თუ რის ინკლუზიას ახდენს ეს რესტორნები.

იმისთვის , რომ ბიზნეს პორტფელის ექსპოზიცია თქვენთვის უფრო ექსპლიციტური იყოს, აქვე გეტყვით, რომ წისქვილის ბიზნეს პორტფელი რესტორნებისგან და მზა საკვების ქვე ბრენდებისგან შედგება.

რესტორნები

საწყის ეტაპზე განვიხილავ თუ რა სახის რესტორნებისგან შედგება „წისქვილი ჯგუფის“ ბიზნეს პორტფელი. შეგახსენებთ , რომ „წისქვილი ჯგუფის“ ბიზნეს პორტფელის კარდინალური ნაწილი სწორედ მათი პრეფერენციული, ესთეტიკური, აკურატული და მდიდრული რესტორნები გახლავთ. ეს რესტრონებია : ლუდის მოედანი, ეთნო წისქვილი, ღვინის ეზო, წისქვილი წყნეთში და წისქვილი ვაკეში.

ლუდის მოედანი

თავდაპირველად  მსურს დავიწყო ლუდის მოედნით. ლუდის მოედანი მდებარეობს  ბელიაშვილის ქუჩაზე.როდესაც რესტორანში შევდივართ გვერდს ვერ ავუვლით იმ  ექსტრაორდინარულ ექსტერიერსა და ინტერიერს, რომელსაც ამ რესტორნის ეკლექტიკური დიზაინი ქმნის. რესტორნის ინტერიერი და ექსტერიერი ძველებური და თანამედროვე დიზაინის სინთეზს წარმოადგენს. რაც რესტორნის  დიფერენცირებულ სეგმენტირებას უწყობს ხელს, რადგან საზოგადოების ნაწილს ვინტაჟური სტილი იზიდავს, ხოლო ნაწილს მოდერნისტული.

ლუდის მოედანი რამდენიმე დარბაზისგან შედგება და ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად სტუმრებს გრილისა და თონის მენიუს სთავაზობს, სადაც კერძები მათ თვალწინ მზადდება და ცხვება.ასევე აქ შეხვდებით  სხვადასხვა სიროფისგან მომზადებული ქართულ გამაგრილებელ სასმელს „ლაღიძის წყალს“.  რესტორანში მისი დაგემოვნებაცაა შესაძლებელი.

ლუდის მოედანზე ასევე ნახავთ ე.წ „ბახუსოლოგს“. ის არის პიროვნება, რომელიც თავისი კერძებით  ზრუნავს სტუმრებისთვის დადებითი განწყობის შექმნაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ საღამოს 20 საათიდან სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ცოცხალი მუსიკით.

 

ნაწილი II

ეთნო წისქვილი

მოდით გადავიდეთ იმ რესტორანზე, რომლითაც ამ ბრენდმა ფუნქციონირება დაიწყო 2002 წელს .ალბათ გაჩნდება კითხვა, თუ რა გამოყოფს ამ რესტორანს სხვა ტრივიალური რესტორნებისგან? დავიწყოთ იმით, რომ მთავარი პრეფერენცია რაც ამ რესტორანს გააჩნია არის ბუნებრივი ჩანჩქერი და უძველესი წყლის წისქვილი. ინტერიერის ეს ორი ნიმუში რესტორნის კლიენტებს უფრო ტაქტილურ პერცეფციას უქმნის და კლიენტი შესვლისთანავე ხვდება, რომ ეს არა მხოლოდ  უტრირებული პომპეზურობის ადგილი, არამედ ეგზისტენციალური საზოგადოების ჰედონისტური სიამოვნების დაკმაყოფილების ადგილიცაა, რაზეც დრეს კოდი Business Casual-იც მეტყველებს. წმინდა ქართული აგურით აშენებული რესტორანი და ინტერიერში შენარჩუნებული ბუნებრივი კლდე  სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უქმნის.

გარდა ამისა, ეთნო წისქვილის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი მისი სხვადასხვა კონცეფციის დარბაზებია, რომლებიც დატვირთულია უძველესი სამუზეუმო ექსპონატებით.ძველი ქართული ჩუქურთმებიანი აივნები, ტრადიციული ქართული ჭურჭელი და შუა საუკუნეების საქართველოს სხვადასხვა ნივთები სტუმრებს უძველესი საქართველოს წარმოდგენის საშუალებას აძლევს. ამ ექსპონატებმა  ამ ადგილს  რესტორანი-მუზეუმის მნიშვნელობა მიანიჭა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ამ რესტორნის  მთავარ მიზანს –  მრავალსაუკუნოვანი ქართული ისტორიის, სტუმართმასპინძლობისა და უძველესი ტრადიციული სამზარეულოს შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.ამ ყველაფრის გარდა ამ რესტორანში „წისქვილი ჯგუფი“ მიმართავს  ბაზ მარკეტინგსაც და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ეთნო წისქვილი სტუმრებს ყოველ საღამოს ნაციონალური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის პროგრამას სთავაზობს.

ღვინის ეზო

დამეთანხმებით,რომ  ქართული რესტორნისთვის ღვინო კომპლემენტია. ნებისმიერ ქართულ რესტორანში ღვინის ხარისხი რესტორნის ხარისხზეც საკმაოდ სენსიტიურად მოქმედებს. ეს საქართველოს შემთხვევაში უბრალო ფუნდამენტია. აღსანიშნავია, რომ ეს ტოპიკური და სტაციონალური ფუნდამენტი პირველად სწორედ „წისქვილი ჯგუფმა“ დაინახა და იმპლემენტაციაც მალევე მოახდინა.

„წისქვილი ჯგუფმა“  3 წლის წინ  ქართულ სარესტორნე სივრცეში ახალი კონცეფციის მქონე რესტორანი -„ღვინის ეზო“ წარადგინა.რესტორნის ფილოსოფია აქაც პერპეტუალური იყო , თუმცა ღვინო ამჯერად წინა პლანზე იყო წამოწეული. ეს არის ადგილი, სადაც ქართული ტრადიციული სამზარეულოს და თეატრალური წარმოდგენის სინთეზი პათოსურ  შთაბეჭდილებას ქმნის. რესტორნის ინტერიერში ძველი ქართული აივნები, არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი უძველესი სამუზეუმო ექსპონატები და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ელემენტები, კერძოდ კი დარბაზის შუაში მოქცეული სვანური ქვის ღუმელი ჯადსონურ გარემოს ქმნის და სტუმრებს წინა საუკუნეების სამეფო სასახლეს აცნობს.

გარდა ინტერიერის ელემენტებისა, აქ წისქვილის ჯგუფმა კრეატიული ბაზ მარკეტინგით- თეატრალური წარმოდგენებით ქართული კულტურისა და  ტრადიციების რევიტალიზაცია. თეატრალური წარმოდგენები ეხება ძველ ქართველ გმირებს და პერსონაჟებს. აქ ენთუზიაზმს არა მხოლოდ ეს თეატრალური წარმოდგენები იწვევს , არამედ ისიც , რომ ამ თეატრალურ წარმოდგენებს ინტერაქციული ხასიათი აქვს, რაც მსახიობებსა და სტუმრებს შორის უშუალო კონტაქტში გამოიხატება.

წისქვილი წყნეთში

აღსანიშნავია, რომ „წისქვილი ჯგუფს“ არც ესთეტიკაში აქვს პრობლემები. მათ კარგად იციან, რომ არსებობს მომხმარებლებში არსებობს ისეთი სეგმენტიც, რომელიც არა პომპეზურ გარემოს, არამედ ესთეტიკასა და სიმყუდროვეს აფასებს რესტორანში. სპეციალურად ასეთი სეგმენტისთვის „წისქვილი ჯგუფმა“ შექმნა წისქვილი წყნეთში. ეს რესტორანი წისქვილის სხვა რესტორნებთან შედარებით კონტრასტულია, ის ბუნებასთანაა ინტეგრირებული და გარემო უფრო მყუდრო და რომანტიკულია.  სტუმრების თვალწინ მომზადებული უგემრიელესი ქართული კერძები, კერძოდ კი დარბაზში ძველებურ ბუხარში მოხარშული ხინკალი, მაგიდასთან მოძრავ ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპური ტრიოს მიერ მუსიკალური გაფორმების თანხლებით სტუმრებს უნიკალურ მომსახურებასა და გამოცდილებას სთავაზობს.

 

III ნაწილი

წისქვილი ვაკეში

ახლა კი მსურს წარმოგიდგინოთ „წისქვილი ჯგუფის“  ჩემი ფავორიტი რესტორანი. ეს არის წისქვილი ვაკეში. მე ამ რესტორანს საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ(კვირაში 2 ჯერ მაინც). ალბათ იკითხავთ თუ რით დაიმსახურა ამ რესტორანმა ჩემში პათეტიკური  პერცეფცია.  მე ძალიან ვაფასებ დასავლურ სამზარეულოსა და კულტურას. თუ თქვენც ჩემსავით მაღალი სტანდარტები გაქვთ, მაშინ ეს რესტორანი თქვენთვისაა. “წისქვილი ვაკეში” ქართულ-ევროპული სამზარეულოს მქონე რესტორანია, სადაც როგორც ტრადიციულ, ასევე მთავარი (შეფ) მზარეულის სპეციალური კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. თუმცა ესთეტიკა აქ არ მთავდება. რესტორანთან არსებულ მარანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გასინჯონ მცირე მეღვინეების განსაკუთრებული ღვინის სახეობები. დაათვალიერონ ქართული ღვინის უძველესი ისტორიის ამსახველი ნივთები.სხვა რესტორნების მსგავსად აქაც  ინტერიერი დატვირთულია ძველი სამუზეუმე და საინტერესო ექსპონატებით რომელიც განსაკუთრებულ ჰაბიტუსს სძენს რესტორანს. თუ ჰარმონია და სიმყუდროვე მოგბეზრდებათ აქ სასიამოვნო მუსიკის მოსმენაცაა შესაძლებელი.

ქვე ბრენდები

„არიქა“

როგორც ზემოთ აღვნიშნე , „წისქვილი ჯგუფი“ ნახევარფაბრიკატების და მზა კერძების ბაზარზეც მოღვაწეობს. ამ ბაზარზე მისი ქვე ბრენდი „არიქა“ გახლავთ.  „არიქა“ სწრაფ კვებაზე მორგებული ქართული სამზარეულოს მქონე სივრცეს წარმოადგენს მოდერნიზებული და კომფორტული ვიზუალით.

„ წისქვილი ჯგუფმა“ იცის , რომ „დრო ფულია“ სწორედ ამის ინსპირაციით შექმნა მან „არიქა“ დასაქმებული სეგმენტისთვის, რადგან ამ სეგმენტს სარესტორნო მომსახურების მიღების ან საკვების სახლში მზადების დრო არ აქვთ. ბრენდის უპირატესობაც სწორედ იმაში  მდგომარეობს , რომ ყველაზე მოთხოვნადი კერძები, რომელსაც წისქვილი ჯგუფი აწარმოებს , დააგემოვნონ მინიმალურ დროში.

„ზელა“

სამწუხაროდ „ზელაზე“ იმდენის თქმა არ შეგვიძლია, რამდენიც წისქვილის სარესტორნე ქსელზე ვისაუბრეთ, რადგან „ზელა“ ძალიან ახალგაზრდა ბრენდია. ეს არის სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს პროდუქციას. ჩემი აზრით ბრენდის ოპერირება ჯერჯერობით რენტაბელური და ეფექტიანია, რადგან შეგახსენებთ, რომ ეს ბრენდი შეიქმნა პანდემიის პირობებში, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუშლიდა მის ფუნქციონირებას , თუმცა შედეგი აშკარააა, ბრენდი ცოცხალია და აგრძელებს ფუნქციონირებას.