ციფრული მარკეტინგის განვითარება – IX

ავტორი: სანდრო მაისურაძე

 

X თავი

სტივენ ჰოკინგის სიტყვებია:“ ვშიშობ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს ადამიანები“, „თუკი ადამიანები ქმნიან კომპიუტერულ ვირუსებს, ვიღაც შექმნის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც გააუმჯობესებს და ჩაანაცვლებს საკუთარ თავს“, „ეს იქნება სიცოცხლის ახალი ფორმა, რომელიც ადამიანებს ჩაანაცვლებს“.როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს არის ანთროპოცენტრისტული გამოვლინებები და არაფერი მეტი. მოდით ამ საკითხს ფართო კუთხით შევხედოთ. ადამიანებს შეუძლიათ იმის შექმნა, რაც თვით ღმერთმაც ვერ შეძლო, უნაკლო არსების. თუკი ეს შესაძლებელია რატომ არ უნდა შექმნან? მის შექმნას დისტოპიური შედეგები მოჰყვება? შეგახსენებთ,რომ  ხელოვნური ინტელექტი ჩატვირთული ინფორმაციის მიხედვით ვითარდება. თუ ასეა, არ მივცეთ მას წვდომა გლობალურ ქსელზე და ვამუშავოთ ლოკალურ ქსელზე , ამავდროულად ნუ ჩავუტვირთავთ მასალას რაც მას ტოტალიტარისტად აქცევს და პრობლემაც მოგვარებულია. AGI უნდა განვითარდეს! მათ გარეშე ადამიანები საბოლოოდ ამოწურავენ ყველა რესურსს, რაც დედამიწაზე დარჩა. AGI-ს შეუძლია დაგვეხმაროს ადეკვატური, რაციონალურად განსაზღვრული გადაწვეტილებების მიღებაში, დაზოგოს ჩვენი დრო, საგრძნობლად განავითაროს მედიცინა და იმ შემთხვევაში თუ ის ჩვენზე უკეთესი იქნება დაე იყოს ასე!!!

რადგანაც ხელოვნურ ინტელექტის რაობაზე უკვე ვისაუბრეთ, მოდით გადავიდეთ ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მარკეტინგის კომბინირებულ მოდელზე.

 

ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მარკეტინგის კომბინირებული მოდელი

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნეს ოპერაციებში და პრაქტიკაში გახდა ძალიან აუცილებელი პროცედურა გახდა. ციფრული თანამედროვე ორგანიზაციების ნაწილმა ანუ მან, ვისაც გააჩნია მოწინავე ციფრული პრაქტიკა ,უკვე აქვთ განსაზღვრული AI(ხელოვნური ინტელექტის) სტრატეგია, ხოლო ბიზნეს აღმასრულებლების დიდი ნაწილი  ეთანხმება იმას, რომ AI ინკორპორაცია მათ კომპანიას აძლევს კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების საშუალებას. ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ათეულობით ინდუსტრიას. ფინანსებიდან დაწყებული ტექნიკითა და საცალო ვაჭრობით დამთავრებული, ხელოვნური ინტელექტი ცვლის ბრენდების საქმიანობას. ციფრული მარკეტინგისთვის, ეს ცვლა განისაზღვრება, როგორც ბრენდის აუდიტორიასთან დაკავშირების გზის ცვლა.დავფიქრდეთ რა შეუძლიათ თანამედროვე AI მოწყობილობებს? კომპიუტერული სისტემები ადამიანების მსგავსად მუშაობენ ისეთი ამოცანებით, როგორიცაა ხმის ამოცნობა, ვიზუალური აღქმა, თარგმანი და გადაწყვეტილებების მიღება, რაც ადრე საჭიროებდა ადამიანის ინტელექტს, მაგრამ  ახლა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს ეს ამოცანები,რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე განვითარდა ე.წ AGI. მარკეტინგული საიტი wishpond-ი ამბობს, რომ 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრის საერთო ბიუჯეტი 190 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის მომხმარებელთან დაკავშირებულ მომსახურებას ციფრული მარკეტინგისთვის ეფექტურობის გაზრდით და მოახდენს მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციას.ახლა კი მოდით გადავიდეთ მაგალითებზეც.როგორც ზემოთ აღვნიშნე ინტერნეტში AI– ს ერთი გავრცელებული მაგალითია ჩეთბოტების გამოყენება მომხმარებლებისათვის მომხმარებლის მომსახურების უზრუნველსაყოფად.მოდით ვნახოთ რას ემსახურება ჩეთბოტი

მომხმარებლებს შეუძლიათ ჩეთბოტს დაუსვან კითხვები პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით. ავტომატიზირებული მისასალმებელი შეტყობინების შემდეგ, ბრენდებს შეუძლიათ აირჩიონ მომხმარებლების გადაყვანა კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელთან პირდაპირ ჩეთში, ინტერაქციის გამარტივების მიზნით. მაგრამ ჩემი და ასევე ამერიკელების აზრითაც ,ჩეთბოტების საუკეთესო თვისება არის 24 საათის მომსახურების გაწევა, კვირაში შვიდი დღე.

ციფრული მარკეტინგის ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი მაგალითია შინაარსის პერსონალიზაცია, რომელსაც მომხმარებელი ხედავს ვებსაიტის დათვალიერებისას.მოდით ამას უფრო სკრუპულოზურად აგიხსნით. ხელოვნური ინტელექტს შეუძლია თვალყური ადევნოს მომხმარებლის ხარჯვის ჩვევებს და ჩაწერონ რა არის მათი პრეფერენციები. ამის შემდეგ, AI- ს შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია ბაზარზე მსგავსი პროდუქტების მომხმარებლებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ დაინტერესებულნი იქნებიან. ეს გაყიდვების გაზრდაზე მორგებული ანალიტიკური პროცესი ამავდროულად დაგეხმარებათ თქვენი აუდიტორიის ბაზის სეგმენტირებაში.

ზემოთ აღნიშნული მაგალითები ნათლად  აჩვენებს იმ ფაქტს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ციფრულ მარკეტინგში სივრცეს, ეხმარება ბრენდებს გაზარდონ პროდუქტიულობა, რის შედეგადაც გაიზრდება რენტაბელურობაც და შემცირდება დანახარჯებიც, რადგან ოდესღაც ბიზნესი მოითხოვდა ადამიანის შრომას და ინტელექტს, ახლა კი ნაწილობრივ მათი AI-თ ჩანაცვლებაა შესაძლებელი.

რადგანაც AI-ს თანამედროვე მაგალითებზე უკვე ვისაუბრეთ, მოდით მისი ინსტრუმენტებიც განვიხილოთ.

AI-ს თანამედროვე, საჭირო ინსტრუმენტებია: Google Cloud AI, Market Brew, Emarsys, Siftrock, Blueshift, Zoomph და ასე შემდეგ, მოდით მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

თუ გსურთ შექმნათ თქვენი საკუთარი ჩეთბოტი ამისთვის ყველაზე ოპტიმალური საშუალება Google Cloud AI გახლავთ. ციფრული მარკეტინგის მრავალი პროფესიონალისთვის, ეს არის უსაფრთხო და მარტივი ინსტრუმენტი ფართომაშტაბიანი AI  სერვისებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე წინასწარ მოდიფიცირებული მოდელი ან თავად  დააკონფიგურიროთ AI Cloud-ზე დაფუძნებულ პლატფორმაზე. ასევე რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს Google Cloud AI-ში არის ის , რომ მარტივად შეგიძლიათ მოახდინოთ AI-ს  ინტეგრირება თქვენს ვებგვერდზე.

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც აინტერესებს,როგორ მუშაობს SEO. Market Brew კი  ეხმარება SEO-ს პროფესიონალებს გააცნობიერონ საძიებო სისტემების ცვალებადი ლანდშაფტი. უმეტესწილად, საძიებო სისტემებში ცვლილებების ამოქმედებას შეიძლება 60 დღე დასჭირდეს, მაგრამ Market Brew– ის ახალი პროგნოზირების სერვისებით შეგიძლიათ განაახლოთ და შეცვალოთ თქვენი რეიტინგი მხოლოდ საათნახევარში.

ზემოთ პერსონალიზაციაზე უკვე ვისაუბრე, თუმცა მისი ინსტრუმენტი არ გვიხსენებია და ეს Emarsys-ი გახლავთ. Emarsys არის AI- ზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება ბრენდებს პერსონალიზაციაში. თუ თქვენ ცდილობთ AI-ს დახმარებით შეაგროვოთ ინფორმაცია და დააგროვოთ გამოცდილება  თქვენი მომხმარებლის შესახებ , რაც თავისთავად  გაზრდის  გაყიდვებს ეს არის ინსტრუმენტი თქვენთვის.

შემდეგი AI ინსტრუმენტი უშუალოდ Email-ს უკავშირდება. Siftrock მუშაობს როგორც მარკეტინგული ავტომატიზაციის დანამატი, რომელსაც შეუძლია ავტომატურად მიაწოდოს კონკრეტული შეტყობინებები გარკვეულ მომხმარებლებს Email-ზე.

Zoomph არის AI ინსტრუმენტი, რომელიც ზომავს სპონსორობას, აუდიტორიის ქცევას და ROI-ს(განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებულ სარგებელს, რომელიც გამოიყენება ინვესტიციის ეფექტურობის, მომგებიანობის შესაფასებლად ან სხვადასხვა ინვესტიციების ეფექტურობის შედარების მიზნით.) სოციალურ პლატფორმებზე. ეს ინსტრუმენტი ასევე თვალყურს ადევნებს თქვენს ბრენდს უახლეს ტენდენციებს, რათა ხელი შეუწყოს ჩართულობას და გაზარდოს ბრენდის ცნობადობა სოციალურ მედიაში.

Blueshift არის ინსტრუმენტი, რომელიც თვალყურს ადევნებს თითოეულ ინდივიდუალურ მომხმარებელს და აცხადებს, თუ რომელი მარკეტინგული ქმედებებია ყველაზე რელევანტური მათი ქმედებების  ისტორიის საფუძველზე. ეს დაეხმარება თქვენს გუნდს გაყიდვების მართვაში და ამავდროულად შემოსავლების გაზრდაზე იქნება კოორდინირებული.

ფოტო 22 How ARTIFICIAL INTELLIGENCE(AI) is Changing the World of Difital Marketing

ჩემი ერუდირულობა მაქსიმალურად გამოვიყენე , რათა საკმაოდ სკრუპულოზურად გადმომეცა AI-ს რაობა და მისი როლი ციფრულ მარკეტინგში. ასევე ავხსენი თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ციფრული მარკეტინგის ფუნქციონირებას იმის გამო,რომ AI ადამიანის ფუნქციური ეკვივალენტი ხდება.

 


გამოყენებული წყაროები

Buyer, L. (2020 წლის 30 July). Marketing Disrupted: 5 Ways AR & VR Are Reshaping Digital Marketing. მოპოვებული searchenginejournal: https://www.searchenginejournal.com/digital-marketing-realities-virtual-augmented/375611/#close-დან

USAID. (2018). ციფრული მარკეტინგი, გზა საკუთრებიდან წარმატებულ ბიზნესამდე. მოპოვებული zrda.georgianeo.ge: http://zrda.georgianeo.ge/Files/cifruli%20marketingi-2018.pdf-დან