შექმენი ქართული ბრენდი – შენEAT

ნანა კარაია, IBSU, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა

ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი

 

„მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ – ამ იდეით, კომპანია More Beauty-მ, ევროპის სანდო  ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია ერთ სივრცეში მოაქცია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს Morebeauty.ge სახლიდან გაუსვლელად ათასობით მომხმარებელს, უკვე ერთ წელზე მეტია, სთავაზობს.კომპანიის სურვილია მაღალი, ევროპული ხარისხის პროდუქტისა და სერვისის სტანდარტის დანერგვა საქართველოში. კომპანიას ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს,რომლებიც ყოვედღიურად თუ არა ყოველთვიურად იძენენ მათ ახალ პროდუქციას. კომპანია განსაკუთრებულად ზრუნავს თავიანთ მომხმარებლებზე, მიუხედავად იმისა,რომ ისინი ძირითადად ონლაინ გაყიდვებით სარგებლობენ,ნებისმიერ მომხმარებელს  შეუძლია მივიდეს ფილიალში და წინასწარ დატესტოს ის პროდუქტი, რომლიც შეძენის სურვილიც აქვს.

„More beauty”-ს მომხმარებლები იმდენად დამოკიდებულნი არიან ამ ბრენდზე, რომ თითოეულ სიახლეს ადევნენებ თვალს, მონაწილეობენ კომპანიის გათამაშებებში და ხშირად ერთ მომხმარებლებს „More beauty“-ის ორი პროდუქციაც კი მოუგია გათამაშებაში.

კომპანიას ძირითადად ერთგული მომხმარებლები უფრო მეტი ჰყავს ვიდრე შემთხვევითი, ამის მიზეზი კი ის არის რომ მომხმარებლებს მოსწონთ განსხვავებული პროდუქცია, მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ სალონური ეფექტის მიღება ეს კი სწორედ „More beauty”-ის დამსახურებაა. ამავე ბრენდის მომხმარებლები ვფიქრობ, იშვიათად იყენებენ ბრენდის კონკურენტ პროდუქციას. ვფიქრობთ, თუ ბრენდი გამორჩეული და განსხვავებული იქნება, რაც არუნდა კარგი კონკურენტი ჰყავდეს ერთგულ მომხმარებელს სურვილიც კი არ ექნება სხვა პროდუქციის. ამავე დროს მნიშვნელოვანია დემოგრაფიული სეგმენტირება და  ენგელის კანონი.

ბეიბი-ბუმერები არიან ბავშვები ,რომლებიც ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოევლინენ 1946-1964 წლებში.ბეიბი-ბუმერები სწორედ ის ადამიანები იყვნენ,რომლებმაც ახალ ცხოვრებაში შეაბიჯეს ფეხი,ისინი თვითონ ქმნიდნენ ყოველივე ახალს. ისინი ცხოვრებას სტაბილურად უდგებოდნენ. განსაკუთრებით ასაკოვანი ბუმერების წლები აღწევდა პიკს, ისინი ცდილობდნენ შეეჩერებინათ წლები, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებდნენ . იმისათვის, რომ თავი უფრო ახალგაზრდულად ეგრძნოთ მათი შემოსავლების ხარჯვა პიკს აღწევდა.მათ სურდათ ახალი ცხოვრების შექმნა,ისინი ისწრაფვოდნენ სიახლეებისკენ .ქმნიდნენ ფუფუნების საგნებს და უფრო მომგებიან ბაზრებს.ბუმერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის,რომ ასაკოვნები არ ყოფილიყვნენ. ზრუნავდნენ საკუთარ თავზე, ერთობოდნენ, კუნძულებზე ისვენებდნენ და ცდილობდნენ ისე ეცხოვრად,როგორც ნებისმიერ ახალგაზრდას.

საქართველოში ბეიბი-ბუმერების თაობა დღეს ძირითადათ კონსერვატორულია. მათთვის ბევრი ახალი ბრენდი უნდა შევქმნათ. ასევე ამ ფენის სოციალური მოთხოვნები უნდა შევისწავლოთ და დავაკმაყოფილოთ!

X თაობა შობადობის კლება, სწორედ ეს იყო 45-მილიონიანი ახალი თაობა, რომლებმაც ბუმერები ჩაანაცვლა. ამ თაობის წარმომადგენლები ცხოვრებისეული გამოცდილებით იყვნენ გამორჩეულები. ეს იყო ის თაობა, რომელიც ისწრაფვოდა დამოუკიდებლობისაკენ. ამ დროს დაიწყეს დედებმა მუშაობა, შვილებმა კი დამოუკიდებლად ცხოვრება.წარმატების მიუხედავად ისინი ნაკლებად  მატერიალისტები, და მეტად რომანტიკოსები იყვნენ. ეს ის თაობაა , რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გართობა, ინტერნეტი და თავისუფალი ცხოვრება. ისინი არცხოვრობენ გარეუბნებში, x თაობა ძირითადად სხვენებში, ბინებში და ქალაქის სახლებში ცხოვრობენ.

Y თაობა ამ თაობამ ბავშვებისა და თინეიჯერების უზარმაზარი ბაზრების რეფორმირება მოახდინა. ეს ის თაობა იყო, რომლებიც თითქმის გაუსწორდნენ ხარჯებით ბუმერების თაობას. y თაობის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მისი დამოკიდებულება კომპიუტერების და ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. ამ თაობის ადამიანები არიან მოხერხებულები, გონიერნი და მცოდნენი. მათ უყვართ რეკლამები, მაგრამ ისეთი რეკლამები არა ,რომლებითაც ხალხს დასცინიან.დროთა განმავლობაში ეს თაობა გახდება იმაზე მეტი ვიდრე ბუმერები იყვნენ.

ქართველი Y – ბი მარკეტინგს უფრო მეტად უნდა აინტერესებდეს, ვიდრე ეს დღეს ხდება. რომელ ბრენდს ქმნიან მათთვის? აი მაგალითად – იკანო , სწორედ რომ ამ სეგმენტის ბრენდია. იკანო ძვირფასი და ქვეშეცნობილზე ორიენტირებული ბრენდია.

ეხლა კი ვისაუბროთ კანონზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია – ენგელის კანონის მიხედვით ადამიანების შემოსავლის ზრდასთან ერთად გაიზარდა დანახარჯებიც. საბოლოოდ ეკონომიკის ფაქტორთნ მივედით!

მომხმარებლებთან მუშაობის  კარგი მაგალითი მოგვცეს ქართულმა კომპანიებმა,  რომლებმაც პანდემიის პირობებში დისტანციური მომსახურება შექმნეს.

მაგალითად ასეთია  – შენEAT.

შენeat კონცეფცია ასეთია:

„წავახალისოთ ყველა, ვისაც უყვარს, ეხერხება, ნაკლები გამოცდილება აქვს, მაგრამ დიდი სურვილი – სახლში, მარტივად, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მოამზადოს გემრიელი, განსხვავებული და ჯანსაღი კერძი.

მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი მენიუთი ხელი შეუწყოთ მომხმარებელს გასტრონომიული დღისა თუ კვირის დაგეგმვაში“.

ფანტასტიურია.

მიუხედავად იმისა,რომ მათ არ ჰქონდათ სახლში მიტანის სერვისი, იმისათვის, რომ დაეცვათ თავიანთი მომხმარებელი დაიწყეს ნებისმიერ რეგიონში ქვეყნის მასშტაბით მიწოდება. შენeat,  „More beauty“, „Janini“, „გრევ“ და სხვა კომპანიებმა შექმნეს ახალი სერვისები.

ბრავო მათ მარკეტინგს!