შესაძლებლობების ზღვარს მიღმა ჩადენილი საქმიანი ცოდვები – IV

ცოდვა 5: Feeding Problems and Starving Opportunities
კვებავ პრობლემებს და აშიმშილებ შესაძლებლობებს

რამდენად ხშირად გვხვდება კომპანია, რომელიც მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული? ბაზრის მთავარი სამიზნის – მომხმარებლის ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და კომპანია, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს ინოვაციებსა და ახალ ტენდენციებს ერთმანეთს უსადაგებს. ძალიან იშვიათია დღეს ისეთი საერთაშორისო კომპანიის მოძებნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული და მუდმივად ახალ ბრენდს ავითარებს. როგორც წესი, კომპანიებს ერთი კონკრეტული ბრენდი ჰყავთ და მისი კონცეფციის ირგვლივ ვითარდებიან. ამ მიმართულებით P & G სრულებით გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს და არა ერთი, არამედ უამრავი სამომხმარებლო ხაზი განავითარა. მისი კონკურენტული უპირატესობა დიფერენციაციის სტრატეგიაში მდგომარეობს, სწორედ ამიტომ, ცდილობს იყოს ყველასგან განსხვავებული.

მოგეხსენებათ კომპანიები ხშირად არ იყენებენ შესაძლებლობებს და მუდმივად პრობლემების აღმოფხვრაზე არიან ორიენტირებულნი.

Procter & Gamble – ს არც ეს ცოდვა არ აქვს ჩადენილი, რადგან პირიქით, მუდმივად კვებავს საკუთარ შესაძლებლობებს. გიგანტი ინდუსტრია უფრო და უფრო მეტად ფართოვდება და გზას უხსნის ახალი ბრენდების ფართო არეალს.

P&G-ში ინოვაცია არის ის, რაშიც საუკეთესოები არიან. მათ უყვართ პრობლემების გადაწყვეტის პოვნა. ყოველთვის ეძებენ გზებს ბიზნესის ყველა ასპექტის ხელახლა გამოგონებისთვის. ინოვაციებთან ერთად, პოულობენ ადამიანებში შთაგონებას – მათ საჭიროებებს, ღირებულებებს, სურვილებსა და ვნებებს და მათ გულში და გონებაში თავისუფლად აღწევენ და მტკიცედ იმკვიდრენებ ადგილს.

კომპანია განვსაზღვრავს მომხმარებელთა დიდ პრობლემებს, რომლებიც დღეს არ არის დაკმაყოფილებული და ეძებენ ბიზნეს და ტექნოლოგიურ პარტნიორებს მათ გადაჭრაში. იყენებენ ყველანაირ რესურსებსა და გამოცდილებას ბრენდების შემუშავების, ტესტირებისა და დახვეწისთვის, რათა გრძელვადიან წარმატებას მიაღწიონ.

ტექნიკური ინოვაციები და უპირატესობები

Procter & Gamble კომპანია 186 წლისაა, მაგრამ პირველად გამოჩნდა CES-ზე, ლას-ვეგასში ტექნოლოგიურ დიდ გამოფენაზე. კომპანია დღეს ჩნდება იგივე გეგმით – გააუმჯობესოს ჩვეულებრივი პროდუქტები ხელოვნური ინტელექტის, სენსორების და სხვა ტექნოლოგიით. დიახ, არ მოგესმათ კომპანია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მისი საშუალებით ცდილობს კაცობრიობას ახალი ინოვაციები შესთავაზოს.

CES 2020-ის ერთ-ერთ პირველ ოფიციალურ ღონისძიებაზე P&G-მ აჩვენა ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელიც დაკავშირებული იყო ბავშვის მოვლის სისტემასთან, კბილის ჯაგრისი თანამედროვე სამყაროში, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად კარგად იხეხავთ კბილებს, ჭკვიანი სუნამოს დიფუზორი, საპარსი, რომელიც შექმნილია განსხვავებული მოხმარების კუთხით და Opte-ის ნაოჭების მოსაშორებელი საშუალება, რომელმაც ასევე მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება.

P&G სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობით მუდმივად ცდილობს მომხმარებლის ყურაღების მიპყრობას და ბაზრის მტკიცე სტანდატებზე მორგებას, ამიტომ შექმნა ისეთი ტექნოლოგიური პროდუქცია, როგორიცაა:

Lumi – უკავშირდება ბავშვის მოვლის საშუალებებს;

P&G მას უწოდებს მსოფლიოში პირველ ინოვაცირ ბავშვთა მოვლის სისტემას. ის ახდენს ბავშვის ვიდეო სენსორულ მონიტორინგს, რათა მშობლებს ბავშვის კონტროლის საშუალება მისცეს, მაშინ როდესაც მისგან მოშორებით არიან. როგორიცაა ძილის, კვების და საფენების გამოცვლის გაკონტროლების საშუალება. იგი იყენებს რალურ დროში ჰოლისტიკურ ხედვას – ყველაფერი ერთ ადგილას.

მშობლებს შეუძლიათ ერთი შეხედვით იცოდნენ, როგორ არის მათი ბავშვი და წინასწარ განსაზღვრონ მათი საჭიროებები.

“Lumi helps you track your baby.“

Smart toothbrush – Oral-B Sense არის კბილის გახეხვის სისტემა Wi-Fi-ზე ჩართული ბაზით, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში უკუკავშირს. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კავშირი მობილურ მოწყობილობაზე, როცა კბილებს იხეხავთ.

“Oral-B Sense toothbrush gives you real-time feedback”

Oral-B iO toothbrushOral-B iO-ს აქვს მაგნიტური დისკი, რომელიც შეუფერხებლად აწვდის ძალას ჯაგარისის წვერს, რაც საშუალებას აძლევს ჯაგრისს კბილის მოსაპრიალებლად.

მას ასევე აქვს გონიერი წნევის სენსორი, რომელიც გეხმარებათ სწორად გაიხეხეოთ მწვანე ფერის გამოსახულებით, როდესაც ზეწოლის სწორ დონეა, ხოლო წითელი – ნიშავს, რომ ძალიან ძლიერად იხეხავთ.

Smart fragrance – Airia ჭკვიანი სუნამოების სისტემაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ თქვენი სახლის ატმოსფერო ერთი ღილაკის შეხებით. ის საშუალებას გაძლევთ, ზუსტად აკონტროლოთ თქვენი სახლის სუნამოები და შეიძლება ჩართოთ ან გამორთოთ ისინი დღის კონკრეტულ მონაკვეთში.

“Airia can distribute fragrances through your whole home.”

Better razors – P&G-ის GilletteLabs აჩვენებს ტექნოლოგიით დატვირთულ ორ საპარსს. Gillette Treo საპარსი შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ მის მომხმარებლებს საშუალება მისცეს სხვისი დახმარებით გაიპარსონ წვერი და გამიზნულია მომვლელებზე, რათა დაეხმარონ სხვებს და იზრუნონ საყვარელ ადამიანებზე.

“Gillette Treo lets you shave somebody else.”

P&G Ventures’ Opte – ერთ-ერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დაბრუნდება CES-ში მეორე პერსპექტივით არის Opte Precision Wand, რომელიც მზადდება 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. დაიტანება სახეზე არსებულ ლაქებზე და მისი შესხურებით ქრება ყველანაირი უსიამოვნო ლაქა, ტოვებს იმის იმიტაციას, თითქოს მაკიაჟი სრულყოფილად გაკეთებული გქონდეთ.

“Opte removes your blemishes, temporarily.”

ამგვარად, აღნიშნული თანამედროვეობაზე მორგებული ტექნოლოგიები იმის ნათელი დასტურია, რომ კომპანია მუდმივად ფეხს უწყობს ინოვაციურ გამოცდილებას, ზრუნავს მომხმარებელზე და მათი საჭიროების დაკმაყოფილებას ყოველთვის ცდილობს სამომავლო ტენდენციებიდან გამომდინარე. ამასთან, უწყვეტად აფართოვებს საკუთარ სამომხმარებლო ინდუსტრიას.

შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო კომპანია იყენებს მომავლის შესაძლებლობებს და არ აფერხებს წარსული, არამედ კომპანიაში მომუშავე გუნდის ყველა წევრი მუდმივად კვებავს შესაძლებლობებს და აშიმშილებს წარსულ უარყოფით გამოცდილებებს.

საბოლოოდ, როგორც ადამიანები, ასევე კომპანიები თვითნებურად უამრავ ცოდვებს ჩადიან. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის, წარმატებული ბიზნესის ძირითადი ორიენტირი ხომ მოგების მიღებაა. მოგება კი დამეთანხმებით უამრავ რისკს და ბრძოლას მოითხოვს. ამ ბრძოლის ველზე ბევრი ბიზნესი იღუპება, ბევრიც წინ მიიწევს და უამრავ შეცდომას უშვებს. შეცდომა გამოსწორებადია, მაგრამ ცოდვა? თან მომაკვდინებელი? – მთელ ბიზნესს ანადგურებს. თანამედროვე მენეჯმენტის მამა პიტერ დრაკერი სწორედ ამ ცოდვებზე გვესაუბრა, საბედნიეროდ, დიდი ინდუსტრიის გიგანტს Procter & Gamble – ს 5 ცოდვიდან მხოლოდ 3 აღმოაჩნდა, თუმცა მისი მასშტაბები არც ისე დიდი იყო და კომპანიამ მაინც შეძლო აღორძინება.

ამგვარად, მთავარი ის კი არაა რა ცოდვას ჩაიდენ, არამედ შეგეძლება თუ არა მისი აღიარება და არის თუ არა გამოსწორებადი, რადგან ცოდვამ კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა შეუტიოს. ფაქტია, რომ P & G – მა ამის თავიდან აცილება შეძლო. P & G – ეს არის კომპანია, რომელიც მუდმივად წინ მიისწრაფვის, არასდროს წყვეტს განვითარებას და მჯერა, რომ კიდევ უამრავ ბრენდს შექმნის და მსოფლიოს საზღვრებს დაიპყრობს.

ხოლო რაც შეეხება, შესაძლებლობების ზღვარს მიღმა ჩადენილი ცოდვები ალბათ კვლავაც ბევრი ექნება კონკურენტებთან და საკუთარ თავთან სიკვდილ – სიცოცხლის ჭიდილში.

ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი