შავი პარასკევი – ფინანსური კრიზისიდან სავაჭრო მანიამდე

სტატიაზე მუშაობდა მედეა ჯინჭარაძე

კრიზისულ თუ არაკრიზისულ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ამჯობინებს პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენას მადლიერების კვირაში, შავ პარასკევს. ესაა ნოემბრის ბოლო პარასკევი, როცა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ეძლევათ ადამიანებს შესაძლებლობა განსაკუთრებული, გრანდიოზული ფასდაკლებებით ისარგებლონ. ე.წ Black Friday ითარგმენა როგორც შავი პარასკევი. ეს უკანასკნელი კი მრავალი წელია არამარტო მომხმარებლებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც განსაკუთრებულ ტრადიციად იქცა. შავი პარასკევის ისტორია ამერიკიდან იღებს სათავეს და სწორედ ამ მიზეზით, პარასკევი აშშ-ს რამდენიმე შტატში დასვენების დღედ აღიქმება.

საცალო ვაჭრობის აყვავების პერიოდი, ცნობილი როგორც შავი პარასკევი, მადლიერების დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცაღა ამ სადღესასწაულო ტრადიციას ბევრად ბნელი ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

საინტერესოა იმის ჩაშლა თუ საიდან მოდის ეს ტერმინი და რა ისტორიაა მასთან დაკავშირებული. არაერთ წყაროს თუ დავუჯერებთ, პირველად ტერმინი “შავი პარასკევი” აშშ-ში მეცხრამეტე საუკუნეში გამოიყენეს. თავდაპირველად კი აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა არა მადლიერების შემდგომი სადღესასწაულო შოპინგის აღსაღნიშნად, არამედ ფინანსური კრიზისისთვის. უფრო კონკრეტულად, ეს ეხებოდა აშშ-ს ოქროს ბაზრის კრახს 1869 წლის 24 სექტემბერს. ეს უკანასკნელი კი უკავშირდება ორი დაუნდობელი, უმოწყალო ადამიანის სახელს. ესენი არიან საკმაოდ ცნობილი უოლ სტრიტის ფინანსისტები ჯეი გოლდი და ჯიმ ფისკი, რომლებიც მუშაობდნენ ერთად ერთ “საქმეზე”, რაც მოიაზრებდა ერის მფლობელობაში არსებული ქონების შეძენას იმ რაოდენობით, რამდენსაც ისინი გაწვდებოდნენ. გასაკვირი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ რეალურად მათი ამგვარი ქცევა განპირობებული იყო მომავალში დიდი მოგების მიღებით. საბოლოოდ კი  სექტემბრის ამ პარასკევს, მათი შეთქმულება ჩაიშალა. ამერიკის ოქროს ბირჟაზე კრიზისი დაიწყო, რომელიც უფრო და უფრო მძაფრდებოდა, შედეგად კი არაერთი ადამიანი გაკოტრდა უოლ სტრიტის ბარონებიდან ფერმერებამდე.

ბოლო წლებში, ზედაპირზე ამოვიდა კიდევ ერთი მითი, რომელიც განსაკუთრებით მახინჯ ელფერს აძლევს ტრადიციას. ეს გასაკვირი არ იქნება მას შემდეგ როცა გაიგებთ, ამ მითის იდეას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ 1800-იან წლებში სამხრეთ პლანტაციების მფლობელებს შეეძლოთ დამონებული მომუშავეების ყიდვა გარკვეული სახის ფასდათმობით სწორედ ამ დღეს, მადლოერების დღის მეორე დღეს. შავი პარასკევის წარმოშობის ამგვარმა ვერსიამ ბუნებრივია ადამიანებს ამ დღესასწაულის საპირწონედ ბოიკოტისკენ უბიძგა, თუმცაღა როგორც შემდეგში გაირკვა მას ფაქტობრივი საფუძველი არც ქონია.

თუმცაღა ნიშნადობლივია იმის აღნიშვნა, რომ შავი პარასკევის მიღმა არსებული რეალური ისტორია არც ისეთი მზიანია, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ადამიანების ვიტყოდი უდიდესი ნაწილი სწორედ ამ დღიდან იწყებს საშობაო ვაჭრობას და არა მხოლოდ. ისინი იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს, ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა თუ სამომავლო ტექნიკას. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, ქალაქ ფილადელფიაში პოლიციის ერთ-ერთმა წევრმა გამოიყენა ეს ტერმინი იმ ქაოსისთვის ხაზგასასმელად, რომელიც მადლიერების მეორე დღეს მოყვა. მაშინ როდესაც გარეუბნის მყიდველების  დიდი “დაჯგუფება” და ტურისტების ლაშქარი ქალაქში “შეიჭრა” არმია-საზღვაო ძალების დიდი ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად, რომელიც ყოვეწლიურად შაბათობით იმართებოდა ხოლმე.

ფილადელფიაში იმდენად რთული მდგომარეობა იყო, რომ პოლიციის ოფიცრებს დამატებითი საათების მუშაობას ავალდებულენდნენ, დასვენების დღეებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისინი მუშაობდნენ გამუდმებით, დაუღალავად, დღისით თუ ღამით, რათა როგორმე გამკლავებოდნენ საცობებსა და გადაჭედილ ადგილებს. მეტიც, სწორედ ეს პერიოდი იქცა მაღაზიის ქურდების აყვავების ხანად, რაც კიდევ უფრო მეტად თრგუნავდა ფილადელფიის პოლიციას.

1961 წლისთვის ტერმინმა “შავი პარასკევი” დიდი პოპულარობა ჰპოვა ფილადელფიაში.  ამასთან, ქალაქის ვაჭრები და აქტივატორები წარუმატებლად ცდილობდნენ ზემოაღნიშნულის შეცვლას “დიდი პარასკევით” იმ მიზეზით, რომ მისთვის უარყოფითი კონოტაციები მოეშორებინათ. ტერმინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაცილებით გვიან შევიდა. 1980-იანი წლების დასარულს კი საცალო მოვაჭრეებმა იპოვეს გზა, რომლითაც შეძლებდნენ განეახლებინათ შავი პარასკევი. განახლებული და სახელცვლილი შავი პარასკევი კი უცილობლად დადებითი ემოციების აღმძვრელი უნდა ყოფილიყო, ნაცვლად ნეგატივისა. იგი დადებითად უნდა ასახულიყო როგორც თავად ვაჭრებზე, ისე მომხმარებლებზე. დროთა განმავლობაში კი ეს დღე ფასდაკლების დღედ იქცა და ტრადიციამ ევროპისა თუ აზიის ქვეყენბშიც მოიკიდა ფეხი.