ფასი თუ ხარისხი?

ლანა ჯალაღონია და თაირა მაღლაკელიძე
IBSU მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა,
ხელმძღვანელი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი

ადამიანები განსხვავდებიან, შესაბამისად განსხვავდება მათი გადაწყევტილებები, პრიორიტეტები თუ გემოვნება. ისინი ყოველდღიურად დახლების წინ ირჩევენ პროდუქტს, რომელიც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ზოგისთვის კი ეს არის ფასი, ზოგისთვის გემო და ზოგისთვის კიდევ ხარისხი, საინტერსო კი ისაა, თუ რომელს ანიჭებს მომხმარებლის უმეტესობა უპირატესობას, ფასს თუ ხარისხს?

ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის განაცემად მაგალითად მოვიყვანოთ ქართული ჩაის ბაზარი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია და დიდი ხანია ქართული წარმოების ჩაი უცხოური ქვეყნების მაღაზიათა დახლებსაც ამშვენებს. ჩვენს ქვეყანაში, მომხმარებელთა უმრავლესობას ჩაის ხსენებაზე “გურიელი“ ახსენდება, რაც ამ კომპანისს სწორი მარკეტინგის დამსახურებაა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ  ჩაი “გურიელი“ ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე, იგი მომხმარებელს სთავაზობს საკმაოდ გემრიელ და ხარისხიან პროდუქტს, ბიუჯეტურ ფასად, რის გამოც ფასეულობათა განაცხადში “იგივე-ნაკლებით“ ჯგუფში შედის. ვერ ვიტყოდი, რომ ჩაი “გურიელი“ რაიმე გამორჩეული გემოთი განსხვავდება მისი კონკურენტებისგან, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ წერტილში (და არა მარტო), ასევე ჩაის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული მათ ონლაინ ვებ-გვერდზე, რომელიც გამოირჩევა სიმარტივით და დახვეწილი დიზაინით, ასევე დახვეწილია თვითონ ჩაი “გურიელის“ შეფუთვაც, შესაბამისად მომხმარებელი ნამდვილად არ დარჩება უკმაყოფილო მისი შეძენისას, რადგან ეს ჩაი ნამდვილად ღირს იმად, რასაც მასში ვიხდით.

ჩაი გურიელის მაგალითზე განვიხილეთ ჩაი რომელიც არის ბიუჯეტური და ჯდება საშუალო სტანდარტებში, მაგრამ არსებობს ხალხი რომელიც მზადაა გადაიხადოს მეტი და მიიღოს მათალი სტანდარტის პროდუქტი, ამ უკანასკნელს კი კომპანია “მანნა“ აკმაყოფილებს, მისი ჩაი ჩამოირჩევა მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული გემოთი, მაგრამ აქვს შესაბამისი ღირებულებაც, ამიტომ იგი ფასეულობათა განაცხადში მიეკუთვნება “მეტი-მეტით“ ჯგუფს. მანნა მომხმარებელს სთავაზობს დაუვიწყარ გემოს, განუმეორებელ ხარისხთან ერთად, მას ასევე აქვს ბიოდეგრადირებადი შეფუთვა დახვეწილი და სასიამოვნო დიზაინით, რომელიც, რა თქმა უნდა, მომხმარებელს ეხმარება არჩევანის გაკეთებაში, მანნაზე ინფორმაციის მოძიება ისეთივე მარტივია, როგორც გურიელზე, შესაბამისად ეს გარემოება მომხმარებლის ნდობის მოპოვებაში ეხმარება კომპანიას. აქედან გამომდინარე ჩაი “მანნა“ მის მომხმარებელს სთავაზობს ზუსტად იმას რასაც ისინი ითხოვენ.

საბოლოოდ პასუხი კითხვაზე “ფასი თუ ხარისხი?“ მეტწილად დამოკიდებულია ადამიანთა გემოვნებასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან ნაწილისთვის “გურიელი“ შეიძლება იყოს იდეალური მისი ფასიდან გამომდინარე, ნაწილისთვის კი “მანნა“ როემლსაც დაუვიწყარი გემო აქვს.