ტოტალიტარიზმის აჩრდილი – II

ანტიტოლერანტობის ახალი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში უდიდესი დანაშაული ჩვენ უნივერსიტეტებს მიუძღვის.

ედვარდ სკიდელსკი

ნაწილი II

გენდერული ვოლუნტარიზმი ბრიტანული განათლების ოფიციალური პრინციპი გახდა

უკანასკნელ წლებში, თვითდამკვიდრებისაკენ მოწოდება განსაკუთრებით ხმამაღლა ერთი მხრიდან გაისმოდა. არსებობს მრავალრიცხოვანი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს იყო ქალი ან მამაკაცი, მაგრამ არცერთი მათგანი მეცნიერებით ან გონებით დადგენილი არ არის. მაგრამ Stonewall-ის და სხვა გავლენიანი ლობისტების პატრონაჟით ერთიანმა მოსაზრებამ საჯარო დისკურსზე ფაქტიური მონოპოლია მოიპოვა: იყო მამაკაცი ან ქალი – ნიშნავს, დამოუკიდებლად გარეგნობისა, ანატომიისა ან სხვისი აზრებისა,  „საკუთარი თავის“, როგორც მამაკაცად ან ქალად „იდენტიფიცირებას. ამ მოსაზრების, თუნდაც ფილოსოფიური დისკუსიით, ეჭქვეშ დაყენება არის ტრანსფობიური სიძულვილი, რომელიც დანაშაულია. „ზოგიერთ ქალს პენისი აქვს. უნდა შეეგუოთ.“

მოსალოდნელი იყო, რომ უნივერსიტეტები, გამოხატვის თავისუფლების თვითგამოცხადებული ბასტიონები, იდეების ამ ახალი საკამათო ნაკრების განხილვისას წამყვან როლს ითამაშებდნენ. ნაცვლად ამისა, აღმასრულებლის როლი იკისრეს. ბრიტანული უნივერსიტეტების დიდი ნაწილი Stonewall-ის „დივერსიფიკაციის ჩემპიონები“ არიან, რაც გენდერული იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით Stonewall-ის ხაზის რეალიზაციის მიმდევრობას ნიშნავს.

თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის დისიდენტებზე „ნადირობა მიდის“ – ისინი ცენზურის გავლენის ქვეშ ხვდებიან, ხოლო ზოგჯერ უნივერსიტეტიდანაც რიცხავენ. ბევრი დუმილს ამჯობინებს. ჰაერი შიშითა და სირცხვილით არის გაჟღენთილი. ერთი ანონიმი კრიტიკოსი წერს, რომ მას კოლეგები და მეგობრები გაურბიან, თავს არიდებენ ე.წ. „დანაშაულში თანამონაწილეობას“. მეორე აღიარებს, რომ „დავისა და კონფლიქტის შიშით დათრგუნულია.“ მართალია, რომ გამთენიისას Black Marias არ არის – ჯერ-ჯერობით მაინც. მაგრამ, ძირითადი ტოტალიტარული პრინციპი უკვე აღიარებულია: ამჟამად, გენდერული ვოლუნტარიზმი ბრიტანული განათლების ოფიციალურ პრინციპს წარმოადგენს, ისევე როგორც დიალექტური მატერიალიზმი საბჭოთა განათლების ოფიციალური პრინციპი იყო.

ლიბერალური საზოგადოება რაღაც უფრო რაღაც მაღალის, ვიდრე პარტია ან ფრაქციაა, ერთგულებაზე, არგუმენტაციის ერთიან სტანდარტებზე საუბრობენ.

ტოტალიტარული სულისკვეთებისათვის და არა მხოლოდ მისთვის, ანტი-ტოლერანტობა არსებითია. ყველა მნიშვნელოვანი ავრაამული რელიგიები, სადაც კი შესაძლებლო აქვთ, ემორჩილებიან მეფსალმუნის მითითებას – „ბოროტ ორატორს დედამიწაზე დამკვიდრების საშუალება“ არ მისცენ. ის რაც ტოტალიტარულ ანტი-ტოლერანტობას განასხვავებს რელიგიური ანტი-ტოლერანტობისაგან – არის საქმისადმი სრული, ფანატიკური ერთგულება. ყველას, არა მხოლოდ ბოროტებისაგან თავის შეკავება, არამედ სიკეთის გულწრფელი პრომოციაც გვევალება. ნეიტრალიტეტი კვამლის ერთგავრი ფარდაა. სიჩუმე – ღალატი. „თუ თქვენ გადაწყვეტილების ნაწილი არ ხართ, მაშინ პრობლემის ნაწილი ხართ.“

„ან-ან“ სტილის კლასიკური გამომხატველი გახლდათ ლენინი, რომელიც სტილს ეფექტურად იყენებდა, რათა თავის მომხრეებს შორის დამოუკიდებლად მოაზროვნეები გაეჩუმებინა. „ერთადერთი არჩევანი – ან ბურჟუაზია, ან სოციალისტური იდეოლოგია“, – წერდა ლენინი 1901 წელს. „შესაბამისად, რაიმე სახით სოციალისტური იდეოლოგიის დაკნინება, სულ მცირე ხარისხით მისი უგულვებელყოფა – ნიშნავს ბურჟუაზიული იდეოლოგიის განმტკიცებას.“ ლენინის ლოგიკა შეუბრალებელი იყო. ვინაიდა მარქსიზმი სრულ ჭეშმარიტებას მოიცავდა, თუნდაც ერთი, მცირე ნაბიჯით მისგან დაშორება – „ობიეტურად“, როგორც მას უყვარდა თქმა, ანუ განზრახვებისაგან დამოუკიდებლად, – ნიშნავს დადგე ტყუილის და რეაქციის მხარეზე. არ იქნება არანაირი შუალედური გზა, არანაირი კომპრომისი.

მოძრაობა The Black Lives Matter რევოლიციური მაქსიმალიზმის ლენინურ ტრადიციას აგრძელებს. ისეთი ლოზუნგები, როგორიცაა „სიჩუმე – ძალადობაა“ და „საკმარისი არ არის არ იყო რასისიტი, უნდა იყო ანტირასისტი“, განკუთვნილია იმისთვის, რომ ყველა, ვინც მოკავშირე არ არის, გახდეს მტერი. თითოეული უნდა „ჩაეწეროს“, მოხვდეს „ბორტზე“. ისინი, ვინც  საკუთარი დროის სხვა საშუალებებით გატარებას ანიჭებენ უპირატესობას, ან მოღალატეები (აფრო-ამერიკელების შემთხვევაში), ან რასიტები (თეთრკანიანების შემთხვევაში) არიან.

ესეთია იმ რიტუალური ჟესტების მნიშვნელობა, რომელსაც BLM გაოგნებულ საზოგადოებას თავს ახვევს. თუ, თქვენს გარშემო ყველა მუშტს სოლიდარობის ნიშნად მაღლა წევენ ან მუხლზე იჩოქებენ, იგივეს გაკეთებაზე უარის თქმა ოპოზიციური შეხედულების გამომხატველ ნიშნად ითვლება. ნეიტრალიტეტი გამოსავალი ვარიანტი არ არის. თქვენ ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენს წინააღმდეგ.

მაგრამ ტოტალური ლოიალურობისაკენ სწრაფვა მხოლოდ ზეაწეული ხელებით და მუხლებში მოხრილი ფეხებით არ კმაყოფილდება. ის ფსიქიკაში ღრმად შეჭრას, დაფარული წინააღმდეგობების და ძლიერი მიდრეკილებების გამოვლენას ცდილობს, ეს კი თვითანალიზსა და თვითკრიტიკას მოითხოვს. ამიტომ, BLM აქტივისტები გააფთრებით უარყოფენ იმ თეთრკანიანთა პროტესეტებს, რომლებიც თავს რასისტებად არ თვლიან. ყველა თეთრკანიანი რასისტია, თუნდაც „პოტენციურად“ ან „სტრუქტურულად“ – მტკიცებულებები, რომლის ფალსიფიცირება შეუძლებელია. მოძრაობის წევრების მკვეხარე სიტყვებით – მათ საკუთარი დანაშაული უნდა აღიარონ – ან „საკუთარ პრივილეგიებზე დაფიქრდნენ“, თუ, რათქმაუნდა „მოკავშირეების“ სტატუსის მიღება სურთ.

ჩემი ერთი ნაცნობი ჩინელი მეცნიერი ამბობს, რომ პეკინისგან და შანხაისგან განსხვავებით, ბრიტანეთში თავს უფრო დაუცველად გრძნობს.

ზოგჯერ, სწორედ მათ დასახმარებლად იგონებენ რიტუალებს. მაგალითად, „პრივილიგირებული გასეირნების“ მონაწილეებს თითოეულ უპირატესობაზე, რომლითაც სარგებლობენ, ერთი ნაბიჯის გადადგმას სთხოვენ (უპირატესობად ითვლება: იყო თეთრკანიანი, მამაკაცი, ჰეტერო, ცისგენდრი და ა.შ.), და ერთ ნაბიჯი უკან – თითოეული ნაკლის შემთხვევაში. ამის შემდეგ მათ სთავაზობდნენ დაფიქრებულიყვნენ იმის შესახებ, რაც „გასეირნების“ დროს შეიტყვეს. მრავალ დაწესებულებაში, საჯარო შეურაცხოფის ეს მაოისტური სავარჯიშო, დივერსიფიკაციის ტრეინინგში სასწავლო სემინარების ნაწილი გახდა.

ყოველდღიურობა ტოტალიტარული პროექტის კიდევ ერთი მიზანია. გენდერულ და რასობრივ თეორიაზე გაზრდილი გონებისათვის, კორიდორში არაფორმალური საუბარი ან სამუშაოს შემდეგ პაბში სასმელის მიღება – არ არის მხოლოდ უწყინარი პირადი საქმე, როგორც ჩვენ გვგონია. ეს პატარა შეურაცხყოფების და დამცირების დანაღმული ველია – ან „მიკროაგრესიები“, როგორ უწოდებენ. მიკროაგრესია – პატარა დამცირებაა, რომელსაცც, როგორც ამბობენ, უმცირესობათა წარმომადგენლები ყოველდღიურად განიცდიან. მაგალითებში (ციტირება ლიტერატურიდან) შედის კომპლიმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ინგლისურად კარგად საუბრობთ, თქვენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდებით და გეკითხებიან: „საიდან ხართ?“

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიკროაგრესია მისი გამომხატველისათვის შეიძლება უნებლიე ან უჩინარიც კი იყოს. ის, რაც მას, როგორც მიკროაგრესიად განსაზღვრავს არის შეშფოთება, რომელსაც „მსხვერპლში“ იწვევს. ამგვარად, ყველაფერი, რაც შეილება, შეიძლება იყოს მიკროაგრესია მანამ, სანამ აღიქმება, როგორც მიკროაგრესია. ამ განსაზღვრებას არ აქვს არც იურიდიული და არც სამეცნიერო ფასეულობა. მიუხედავად ამისა, ამჟამად მიკროაგრესია საკმაოდ სერიოზულად აღიქმება, განსაკუთრებით კამპუსებში, სადაც შევიწროებაში ბრალდების საბაბი შეიძლება გახდეს. ბრიტანულ უნივერსიტეტებში რასიზმის შესახებ ანგარიში, რომელიც გასულ წელს თანასწორობის და ადამიანთა უფლებების კომისიამ გამოაქვეყნა, შემდეგ მამხილებელ განცხადებას შეიცავს:

მიკროაგრესიის ჩამდენ პირს, შესაძლოა არ ჰქონდეს დევნის  განზრახვა. ამიტომ საკითხი, რამდენად შეესაბამება მათი ამგვარი ქცევა შევიწროებას, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა მან მსხვერპლზე.

ფილოსოფიური და იურსიპუდენციის თვალსაზრისით ამგვარი მტკიცება კატასტროფაა. ეს დანაშაულებრივი განზრახვის (mens rea) ტოლფასია, განზრახვა გააკეთო ის, რაც არასწორია, რაც ყველა ცივილიზირებულ სამართლებრივ სისტემებში დანაშაულის არსებით კომპონენტს წარმოადგენს. (ეს, აგრეთვე, 2010 წლის თანასწორობის კანონის არასწორი განმარტებაა, რომლის მიხედვითაც „გონიერი ადამიანის“ მოსაზრება ითვლება კრიტერიუმად იმისა, აღნიშნული ქმედება დევნის ნიშნებს შეიცავს თუ არა).

პრაქტიკულად, ეს გახდა მიზეზი ბოროტად განზრახული ბრალდებების აფეთქების და ნდობის შემდგომი შესუსტების მიზეზი, განსაკუთრებით, სამწუხაროდ, პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის. ბრიტანეთის კამპუსებს თავს დაატყდა ცივი ქარი. ჩემი ერთი ნაცნობი ჩინელი მეცნიერი ამბობს, რომ პეკინისგან და შანხაისგან განსხვავებით, ბრიტანეთში თავს უფრო დაუცველად გრძნობს. იქ ზოგიერთი თემის საჯაროდ განხილვისათვის ტაბუდადებულია, მაგრამ სადილის დროს ან მეგობრებთან ერთად აკრძალული თემა არ არსებობს. ბრიტანეთში სულ უწევს საკუთარი თავის გაკონტროლება, მეგობრების გარემოცვაშიც კი. შესაძლოა, დადგა დრო პოპმეზურ ფრაზაზე „თავისუფალი სამყარო“ უარი განვაცხადოთ.

ლიბერალური საზოგადოებები სამართლიანად ამაყობენ იმით, რომ დებატების და გამოძიების ტრადიციები, რომლებიც პოლიტიკურ შეხედულებებში არსებული განსხვავებების ჩარჩოებს სცილდებიან, შეითავისეს. „მე მას ყველა საკითხში მთელი არსებით არ ვეთანხმები, მაგრამ ის ადამიანია, რომელიც იდეების თაობაზე მსჯელობის ერთგულია“, – განაცხადა ფილოსოფოსმა Jeff McMahan-მა თავის კოლეგა-ფილოსოფოსზე Roger Scruton-ზე გაზეთ Guardian-ში. მე ამგვარი განცხადებები უცნაურად გულის ამაჩუყებლად მეჩვენება. ისინი საუბრობენ რაღაც უფრო მაღალის, ვიდრე პარტია ან ფრაქციაა, არგუმენტაციის საერთო სტანდარტების და საბოლოო ჯამში, ჭეშმარიტების მიმართ ერთგულებაზე.

ტოტალიტარული სულისკვეთება ამგვარ ერთგულებას ვერ აცნობიერებს. მისთვის პარტია და ფრაქცია ყველაფერია; ხელოვნების, მეცნიერების და განათლების მიმართ უანგარო ერთგულებაზე პრეტენზიები უბრალოდ დაფარულია – ობიეტურად, ისევ და ისევ – რეაქციული სიმპატიები. „ყველას ვისაც ჭეშმარიტება ან სილამაზე უყვარს, ხალხის კეთილდღეობის მიმართ ფულგრილობაშია ეჭვმიტანილი“, – 1909 წელს ჩიოდა რუსი ფილოსოფოსი Semyon Frank. მხედველობაში თავისი რევოლუციონერი თანამემამულეები ჰყავდა.

ძალაუფლება ხელში, სადაც არ უნდა ჩაეგდოთ, ტოტალიტარული მოძრაობა, პირველ რიგში, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას ესხმოდა თავს. ლენინმა წამყვანი ანტიმარქსისტი ინტელექტუალების უდიდესი ნაწილი (მ. შ.  Frank) 1921 წელს გადაასახლა. ჰიტლერმა, 1933 წელს კანცლერად დანიშვნის შემდეგ, „უნივერსიტეტების ნაციონალიზაციის“ შესახებ გამოაცხადა.

ეჭვგარეშეა, აკადემიური პერსონალიდან ზოგიერთი დეკონოლიზაციის პროგრამას აქტიურად უჭერს მხარს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ბევრი შიშის გამო გაჩუმებულია.