ტოტალიტარიზმის აჩრდილი – I

ანტიტოლერანტობის ახალი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში უდიდესი დანაშაული ჩვენ უნივერსიტეტებს მიუძღვის.

ედვარდ სკიდელსკი

ნაწილი I

March 2021

 

2019 წლის მარტში, საგადასახდო ექსპერტი Maya Forstater სამსახურიდან დაითხოვეს – კანონიერად, მოგვიანებით მიღებული  სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად – მიზეზი, მის მიერ გამოთქმული მოსაზრება გახლდათ, რომ „სექსი ბიოლოგიური ფაქტია და ის გარდაუვალია“. როდესაც მწერალმა J.K. Rowling-მა Maya Forstater დაიცვა, შეურაცხმყოფელი სიტყვების კასკადი დაატეხეს თავს, მ.შ. გახლდათ ერთი ქალბატონი, რომელმაც “თავისი ტრანს სასქესო ორგანოთი გაგუდვა“ შესთავაზა. ეს შემთხვევა ფართო გამოხმაურების მიზეზი გახდა. მაგრამ მსგავსი ქეისების მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. დღეს ნებისმიერი, რომელიც „ტრანსზე“, რასაზე, ინვალიდობაზე, ახლო-აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვა რიგ სახითხებზე საკამათო აზრის გამოხტვას შეეცდება დათხოვნის, დაშინების და, შესაძლოა, პასუხისმგებაში მიცემის საფრთხის წინაშე დადგეს.

გასულ წელს გამოვიდა Journal of Controversial Ideas”, რომელიც ავტორებს სტატიების ფსწვდონიმით გამოქვეყნების უფლებას აძლევდა, „რათა საფრთხეებისაგან დაეცვათ მათი ფიზიკური უსაფრთხოება და სამუშაო ადგილი“. აქამდე რატომ მივედით?

ანტიტოლერანტობის ახალი ტალღა განიხილება, როგორც  მემარცხენე ფრთის განსაკუთრებული ფენომენი – „პოლიტკორექტულობის“ მომძლავრება, რომელიც ამერიკულ კამპუსებში 1980-იანი წლებში აღმოცენდა. მაგრამ, ეს საკითხის მიმართ ცალმხრივი შეხედულებაა. სწორედ ჩვენ, ამერიკელმა სიონისტებმა პირველად გამოვიყენეთ ორგანიზაციებზე ზეწოლის ტაქტიკა, რათა მათ არასასურველი ორატორები არ მოეწვით; უკიდურესად მემაჯვენე ნაციონალისტები ყველაზე დიდი კიბერდამნაშავეები არიან; ხოლო ყველა რჯულის რელიგიური ფანატები სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებენ მოსახლეობას.

თუ განვაზოგადებთ, შეიძლება ითქვას, რომ მემარცხენე ჯგუფები, რომლებიც მსოფლიოს ჩვენ ნაწილში უფრო რესპექტაბელურები არიან, საკუთარი მიზნების მიღწევას ინსტიტუციების და კანონის გზით ცდილობენ, მაშინ, როდესაც მემარჯვენე ჯგუფები ინტერნეტის ანონიმურობისაკენ მიისწარფიან. თუმცა, თითოეული მხარის მიზანი ერთი და იგივეა; დააშინონ, ჩაახშონ, გააჩუმონ. ნებისმიერ შემთხვევაში, „მემარცხენეებსა“ და „მემარჯვენეებს“ შორის განსხვავება სულ უფრო დამაბნეველი ხდება, ვინაიდან შეხების ხაზები იცვლება და ხდება ალიანსების გადაჯგუფება. ყველაფერი, რაც შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, არის ის, რომ თანამედროვე ექსტრემიზმის სხვადასხვა ფორმები ერთმანეთს ბაძავს და დანაშაულზე აქეზებს. სამწუხაროდ, ცივილიზებულმა შუალედმა ადგილი დათმო.

სწორედ ამ მიზეზით, მირჩევნია ვისაუბრო არა „ფაშიზმზე“ ან „პოლიტკორექტულობაზე“, არამედ „ტოტალიტარიზმზე“ – ლეიბლზე, რომელიც მიზნად ისახავს გაარკვიოს, თუ რა აქვთ საერთო მემარცხენე და მემარჯვენე ფანატიზმის. ხშირად, ტოტალიტარიზმი განიხილება, როგორც რეჟიმის ტიპი, რის გამოც ჩემი ტერმინი, შესაძლოა ჰიპერბოლურად მოგეჩვენოთ; ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ დემოკრატიის პირობებში. მაგრამ, ეს ასევე შეიძლება ზოგადადაც განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური მოძრაობის სტილი და განწყობა. ამ ფართო გაგებით ტოტალიტარიზმი, რუსეთსა და გერანიაში, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებამდე არსებობდა და ეს ძალა, ომის დამთავრების შემდეგაც დარჩა დასავლეთევროპულ პოლიტიკაში, თუნდაც რადიკალური მოძრაობების სახით. ამ თვალსაზრისით სწორედ ტოტალიტარიაზმი, მისი ბოლოდროინდელი მომძლავრება გახდა ჩემი შეშფოთების მიზეზი. საზოგადოება, რომელიც ტოტალიტარულ აზროვნებაზე და აქტივობებზეა შეჩვეული, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ტოტალიტარული კონტროლის ქვეშ მოქცევას დიდ წინააღმდეგობას ვერ და არ გაუწევს.

სხვა თუ არაფერი, ლენინი და ჰიტლერი ტოლერანტობის მიმართ ზიზღს საჯაროდ გამოხატავდნენ, არასწორად უკავშირებდნენ მათტვის საძულველ ლიბერალიზმს.

როგორია, ამგვარ ფართო კონტექსტში ტოტალიტარიზმის ნიშნები? პირველი და ყველაზე აშკარა – ანტიტოლერანტობა. ყველა ტოტალიტარული მოძრაობა საკუთარი მისწრაფებებით ანტიტოლერანტულია, იმ შემთხვევაშიც, თუ ანტიტოლერანტობისათვის საკანონმდებლო სახის მისაცემად ძალები არ ყოფნის. ლენინი ყოველთვის მოითხოვდა მის მიერ ნაკარნახევი ხაზის მიმართ მორჩილებას; 1917 წლამდე ენერგიის დიდი ნაწილი რიგითებს შორის „უკლონისტების“ თავდასხმაზე დაიხარჯა. ჰიტლერიც, ასევე ენერგიულად დევნიდა მოწინააღმდეგეებს, თუმცა მის შემთხვევაში, ისინი, როგორც წესი, პარტიის წევრები არ იყვნენ. 1929 წლიდან დაწყებული, „ანტიგერმანელი“ მწერლები და მხატვრები მუქარის შემცველი წერილების და სატელეფონო ზარების მსხვერპლი ხდებოდნენ, აგრეთვე საჯარო გამოსვლებიც ხშირად უქმდებოდა.

1932 წლის მარტში ნაცისტურმა გაზეთმა Völkischer Beobachter  42 პროფესორის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია გამოაქყვენა. დეკლარაციაში გერმანული კულტურის მტრებისაგან დაცვას მოითხოვდნენ. მოგვიანებით, იმავე წელს, ნაცისტების წნეხის ქვეშ დაიხურა Dessau Bauhaus. დაშინების და აკრძალვის ყველა სტრატეგია უკანასკნელ წლებში აღორძინდა, როგორც წესი იმ ადამიანები მიერ, რომლებსაც ბოლშევიკურ და ნაცისტურ წარსულზე წარმოდგენაც არ აქვთ.

სულ მცირე, ლენინი და ჰიტლერი, ტოლერანტობის მიმართ ზიზღს საჯაროდ გამოხატავდნენ, მათთვის საძულველ ლიბერალიზმთან აკავშირებდნენ. მაგრამ მათი თანამედროვე მიმბაძველების უმეტესობა, საკუთარ თავს ტოლერანტებად, ზედმეტად ტოლერანტულადაც კი თვლიან. როგორ არის ეს შესაძლებელი? პასუხი ცნებების, რომელთა მნიშვნელობა ხშირად შეუმჩნეველია, თავისებურ მუტაციაში იმალება. ტოლერანტობა კლასიკური ლიბერალური გაგებით ორი მდგომარეობის ერთდროულ მტკიცებას გვთავაზობს: 10 იდეა ან პრაქტიკა არასწორია და 2) მათ არსებობის უფლება აქვთ. ეს ორმაგი მტკიცებულება თუ გამოხატულად წინააღმდეგობრივი არ არის, ფსიქოლოგიურად რთული მხარდასაჭერია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებრივ მიდრეკილებას გაანადგუროს იდეები და ნორმები, რომლებსაც არასწორად ვთვლით. ტოლერანტობა დაძაბული ურთიერთობაა. ეს განათლებული ელიტის პოზიციაა, რომელიც აზრთა შორის სხვაობას ირონიის და კარგი იუმორის დახმარებით წარმატებით უმკლავდება.

თვითდამკვიდრების მოთხოვნა ანტი-ტოლერანტობის ახალ ფორმასთან არის დაკავშირებული

უკანასკნელ წლებში, ტოლერანტობის კლასიკური ლიბერალური იდეა თვითდამკვიდრების სრულიად განსხვავებულ იდეაში შეუმჩნევლად გადავიდა. თუ ტოლერანტობა ჩვენგან რელიგიური კონფესიებისა და სხვადასხვა ტრადიციებისათვის თავისუფლების მინიჭებას ითხოვდა, რომელსაც არასწორად მიგვაჩნდა, მაშინ „თვითდამკვიდრება“ – ყველა ცხოვრებისეული სტილისა და იდენტურობის უსიტყვოდ მიღებას ითხოვს. („ყველა განსხვავებულია, ყველა თანსწორია“ და „შემწყნარებლობა გამონაკლისის გარეშე“ – Stonewall კამპანიის ორი უახლესი ლოზუნგი). თვითდამკვიდრებიდან გამომდინარე, უბრალო შემწყნარებლობა – ეს დაუკმაყოფილებელი შუალედური ვარიანტია – იმის უხალისო „მორჩილება“, რაც მთელი გულით უნდა მიიღო. როგორც ერთხელ Bernard Williams-მა თქვა, რაღაც არ არის სწორი წყვილის მსოფლმხედველობაში, რომელიც  მეზობელ გეებს „იტანს“.

თვითდამკვიდრებაზე, როგორც სრულყოფილ ტოლერანტობაზე, მსგავსი შეხედულებას – ე.წ. „ზეტოლერანტობა“ – შეცდომაში შევყავართ. სინამდვილეში, თვითდამკვიდრების საჭიროებას თან ახლავს ანტი-ტოლერანტობის ახალი ფორმა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ, როგორც ასეთი, არ აღიარებენ.  ლოგიკურად, თუ თვითდამკვიდრების საჭიროებაა, მაშინ ანტი-ტოლერანტობა აკრძალული უნდა იყოს. დაუდასტურებელის მიმართ ტოლერანტობა არ შეიძლება იყოს.

ეს – შენიშვნა – ძლიერ განსხვავდება ძველი ლიბერალური პრინციპისაგან „ანტი-ტოლერანტების მიმართ ტოლერანტობა არ იქნება.“ ეს პრინციპი ემსახურებოდა მხოლოდ მსოფლიოდან ლენინელებისა და ჰიტლერის მომხრეების გამორიცხვას, ამავე დროს განსხვავებული აზრებისათვის ფართო სივრცე იყო შენარჩუნებული. მაგრამ, თუ საჭიროა არა მხოლოდ ტოლერანტობა, არამედ თვითდამკვიდრებაც, მაშინ, განსხვავებული აზრებისათვის შეასაძლებლობები ნოლის ტოლია. ყველა უნდა დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ანულირება“ გემუქრებათ. სწორედ ამაშია იმ უცნაური და საშინელი მეტამორფოზის საიდუმლო, რომლის შედეგადაც „განსხვავებული აზრების“ და „ინკლუზიურობის“ დამცველები თანამედროვეობის ყველაზე გულმოდგინე მდევნელები გახდნენ.