„სანტე“-ს ადგილის მარკეტინგი და ქვე-ბრენდები

როგორც „სანტე“ გვეუბნება, ის უკვე 25 წელია ჩვენს გვერდით არის, შესაბამისად იგი 1997 წლიდან დღემდე იმკვიდრებს შესაფერის ადგილს მომხმარებლის გულებში, ბრენდის ადგილის მარკეტინგის მიზანიც მომხმარებლის გულამდე მისვლა და იქ სამუდამოდ დარჩენაა.

მოგეხსენებათ, ადგილის მარკეტინგი არის მდებარეობის საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის სტიმულირების პროცესი. იგი მოიცავს სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებას, სარეკლამო კამპანიების შემუშავებას და გაყიდვის ტაქტიკის გამოყენებას მყიდველების ქცევაზე გავლენის მოხდენის მიზნით, რაც იწვევს მეტ ვიზიტორს და ტურიზმს ან ახალ ბიზნეს ინვესტიციებს.

სანტე სრულიად ქართული პროდუქტია, რომელიც რძის პროდუქტების ბაზრის 45%-ს ამარაგებს, სანტეს სეგმენტიც შესაბამისად ქართელი მოსახლეობაა, ამიტომ მისი მაკეტინგული კამპანიები და პროდუქტი, გემოებითა და შინაარსით, კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზეა აგებული, რომელსაც ქართველი ხალხი შეადგენს.

ერთ-ერთი მახასიათებელი, რაც საქართველოს გამოარჩევს არის ლანდშაპტის მრავალფეროვნება და სუფთა ჰაერი, რასაც კარგად იყენებს და პრომოციას უწევს კომპანია „სანტე“. „სანტე“ ის პროდუქტია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ, გვეუბნება ბრენდი, ამ სლოგანის გასამართლებლად კი სანტე მაღალმთლიანი სოფლებიდან,  ფერმერების მიერ მოპოვებული რძით ამზადებს თითოეულ პროდუქტს, რაც ცალსახად მომხმარებლის თვალში სანტეს მიმართ უშუალო ნდობას აჩენს.

რაც უშუალოდ ადგილის მარკეტინგს შეეხება :  „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ყოველწლიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის  განვითარებაში. ,,სანტე” საქართველოს ფარგლებში 2000-მდე ფერმერთან თანამშრომლობს. რძის მიმღები 15 პუნქტიდან თქვენს სახლამდე რძე გადის შემოწმებას  ცხიმის, წყლისა და ცილის მაჩვენებლებზე, რათა მომხმარებელი უზრუნველვყოთ  ნატურალური და უსაფრთხო პროდუქტით მთელი წლის განმავლობაში. მაღალმთიანი რეგიონებიდან შეგროვებული რძე ინარჩუნებს საქართველოს ხელუხლებელ ბუნებაში არსებულ ყველა სიკეთეს.

ვინაიდან სანტე პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, იგი მომხმარებელს სთავაზობს ქართულ გემოებს, როგორიცაა: მაწონი/გაწურული მაწონი/დასალევი მაწონი, რომლის ანალოგიც უცხოურ ბაზარზე არ არსებობს, ხაჭო, რომელიც სრულიად ქართულ გემოებზეა დასმული, სთავაზობს ქართული ყველის ნაირსახეობას, მაგალითად: სულუგუნი, შებოლილი სულუგუნი, სულუგუნი პიტნით, სულუგუნი აჯიკით.

ასევე, ადგილის ბრენდინგის ნაწილია „სანტე“-ს პროექტი : „გაიცანი საქართველო“.

2016-2017 წლებში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონებისა და ეკოკურორტების პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია აწარმოებდა პროექტს -,  #გაიცანისაქართველო.

ბრენდის მხრიდან, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდისა და ეფექტურად რეალიზაციისთვის.

„სანტე“-ს ასევე აქვს ქვე-ბრენდები, რომლებიც ეფექტურ კონკურენციაში არიან ბაზარზე. მათ კომპანიის რეპუტაცია ახალ საფეხურზე აჰყავთ.
ესენია : ,,სანტე” -, კლასიკური რძის პროდუქტების ბრენდი; ,,სანტინო” – პრემიალური, მაღალმთიანი რძის პროდუქტების ბრენდი; ,,სანტისიმო” – რძის დესერტების ბრენდი; ,,სანტისიმო ამორე” – სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი დესერტების ხაზი; ,,სანებო” – ტრადიციული და მდნარი ყველის ბრენდი; „ლოკო მოკო” – საბავშვო რძის პროდუქტების ბრენდი, ომეგა-3-ისა და კალციუმის შემცველობით.

თითოეულ ამ ქვე-ბრენდს გააჩნია უნიკალური იერსახე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბარზარზე სწორად პოზიციონირება ბრენდისთვის მნიშვნელოვანი მისიაა.
რაც შეეხება ინდივიდუალურად ბრენდებისთვის შექმნილ ლოგოებს, ისინი ასე გამოიყურება:

ავტორები:
ლანა ჯალაღონია, იაკობ ჯანგავაძე