რა ძირითად ფასეულობას ვიძლევით ჩვენ, როგორც ბრენდი მეამა!

 

  • პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი: ჩვენ ხშირად ცდილობენ მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება, რომლიც დააკმაყოფილებს ან აღემატება მომხმარებლის მოლოდინს. ჩვენთვის ხარისხი ფუნდამენტური ღირებულებაა, რადგან იგი აყალიბებს ნდობას და ერთგულებას მომხმარებლებში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღირებულება არ ეყრდნობა ლოგიკას, არამედ ემოციურობას.
  • ხელმისაწვდომობა: გვინდა არ გვინდა, ფულის ღირებულების უზრუნველყოფა არის გადამწყვეტი ღირებულების შეთავაზება მრავალი კომპანიისთვის. რა თქმა უნდა, კლიენტებს სურთ იგრძნონ, რომ კარგ გარიგებას ვთავაზობთ, იქნება ეს კონკურენტული ფასებით თუ ეფექტური გადაწყვეტილებებით.
  • სოციალური პასუხისმგებლობა: დღესდღეისობით უმეტესი მომხმარებელი ეძებს კომპანიებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოებზე. ჩვენი აზრით კომპანიებს, რომლებიც ხაზს უსვამენ მდგრადობასა და ეთიკურ პრაქტიკას, შეუძლიათ მოიზიდონ მომხმარებლები, რომლებიც შეესაბამებიან ამ ღირებულებებს. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვმბობთ, რომ კომპანია მეამა ეკოლოგიურ და სოციალურ პასუხისმგებლობას დიდ ყურადღებას აქცევს, თუნდაც მისი პროდუქტისა და ნედლეულის მოპოვებისას.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული სპეციფიკური ღირებულებები დამოკიდებული იქნება უნიკალური გაყიდვების შეთავაზებაზე, სამიზნე აუდიტორიასა და მისი ინდუსტრიის კონკურენტულ ბაზარზე. წარმატებული კომპანიები ხშირად ფოკუსირებულნი არიან სხვადასხვა სახის ღირებულების მიწოდებაზე, რათა დააკმაყოფილონ სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებები და ფასეულობები. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია მეამას გუნდი უწყვეტად ცდილობს თავის მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც მის მოლოდინებს არა თუ გაუტოლდება, არამედ გადააჭარბებს.

Zeigarnik Effect

ვფიქრობთ, მომხმარებლების ინტერესების გათვალისიწნებით ზეიგარნიკის ეფექტის გამოყენება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ ზეიგარნიკის ეფექტი მოიზარებს, რომ ადამიანებს ხშირად დაუსრულებელი და შეწყვეტილი აქტივობები/ამცანები უფრო გვამახსოვრება, ვიდრე დასრულებული. მივიჩნევთ, რომ ეს არის კონცეფცია, რომელიც კომპანიებმა შეიძლება სტრატეგიულად გამოიყენონ მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ჩვენ კი რამდენიმე გზა განვიხილეთ, რომელიც შეგვიძლია ეფექტურობის თვალსაზრისით გამოვიყენოთ.

  • E-Mail marketing: საინფორმაციო ბიულეტენების გაგზავნას დამაინტრიგებელი სათაურით და შინაარსით, რომელიც აღძრავს ცნობისმოყვარეობას, შეუძლია მომხმარებელი უფრო მეტად დააინტერესოს და ჩაერთოს თქვენ მიერ შეთავაზებულ აქტივობაში. მსგავსი ქმედებით, რომელიც კომპანია მეამას არაერთხელ გამოუყენებია, კომპანიას უამრავი მუდმივი მომხმარებლის მოზიდვა შეუძლია.
  • ე.წ. Feedback Loops: ვფიქრობთ, პროდუქტის შემუშვებისა და ხარისხის გაუმჯობესებისას ზოგიერთი საკითხისა და გეგმის განუხორციებლობამ შეიძლება გამოიწვიოს არასრულყოფილების განცდა, რამაც შეიძლება ხალხის მოტივაცია მოახდინოს მათზე მუშაობა და გადაჭრა. მომხმარებელი, რომელსაც შენთან ურთიერთობა არ უნდა არასდროს ეცდება მიგითითოს რა გაქვს გამოსასწორებელი. ასე რომ შეეცადე დატოვო ინტრიგა და აიძულო ადამიანები მიგითითონ რომელი დეტალის გაუმჯობესებული ვერსია უნდათ რომ დაინახონ შენში.

„მეამას“ დიფერენცირებისა და მსგავსების დონეები POD&POP

ახლა დროა განვიხილოთ ბრენდის დიფერენცირებისა და მსგავსების დონეები. როგორც უკვე ვიცით, ბრენდის მსგავსების დონით კომპანია მიზნობრივ აუდიტორიას ეცნობა და „უმტკიცებს“, რომ მის მიერ წარმოებული საბოლოო პროდუქტი/მომსახურება აკმაყოფილებს იმ ძირითად, მინიმალურ  მოთხოვნილებებს, რომლებიც კონკრეტულ სეგმენტს უჩნდება. ჩვენს შემთხვევაში ესაა ფუნქციური პროდუქტი ყავა/ჩაი. დამეთანხმებით, ყავისა და ჩაის მთავარი „სიკეთე“ არის კოფეინის შემცველობა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დილა უფრო ენერგიულად დაიწყოს, ასევე რთული სამუშაო დღე შეიმსუბუქოს და სხვ. თუმცა მხოლოდ მსგავსების დონით კომპანია დიდ მოგებაზე ვერ გავა, ვინაიდან მომხმარებელი, როგორც წესი, არ კმაყოფილდება ამ მინიმალური თავისებურებებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 21-ე საუკუნის ყავისა და ჩაის ინდუსტრია არაა მონოპოლია. კონკურენცია მაღალია. ბაზარზე უამრავი სახეობის პროდუქტს ვაწყდებით, ამიტომ საჭიროა იმ დიფერენცირების მაჩვენებლების გამოკვეთა, რომლებიც „მეამას“ აქვს და აღნიშნული ბრენდის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს. როგორც ასოციაციების რუკაზე იხილეთ, „მეამას“ ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს საქართველოში წარმოებადი პროდუქცია. რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზე ყავისა და ჩაის იმპორტირებული თუ ადგილობრივი პროდუქციის ნაირსახეობას ყველა სუპერმარკეტში ვხვდებით, თუმცა რაოდენობრივად ბევრი არ ნიშნავს კარგსა და ხარისხიანს.

“მეამას“ დიფერენცირების დონე:

  • ქართული პროდუქცია
  • უკოფეინო კაფსულის ყავა.
  • პირველი ქართული ყავა არომატების ნაირსახეობით
  • ხარისხიანი, არომატული, ჩაი
  • საბავშვო ვიტამინების ბუსტერი ჩაი
  • ყავის აპარატების ნაირსახეობა
  • პირველი ქართული წარმოების კაპუჩინატორი
  • სწრაფი, ხარისხიანი მომსახურება
  • ბრენდირებული მამოტივირებელი წარწერის მქონე ჭიქები
  • ე.წ zero effect.

ჰედონისტური VS უტილიტარული

ალბათ გაინტერესებთ ძირითადად რა სეგმენტზე გადის „მეამას“ პროდუქცია. უფრო კონკრეტულად, ჰედონისტი (მაქსიმალური სიამოვნების მოყვარული) მომხმარებელი ჰყავს ბრენდს თუ უტილიტარი (მთავარია ფუნქციური პროდუქტი მიიღოს და არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს).

თავისთავად ცხადია, რომ ბრენდ „მეამას“ სეგმენტი ჰედონისტური იდეოლოგიისაა, ვინაიდან უბრალო  ყავასა და ჩაის ყველგან მივირთმევთ, თუმცა დიფერენციის დონეს თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ „მეამა“ მეტია ვიდრე უბრალოდ ცხელი სასმელი. იგი მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს მომხმარებელს, დაწყებული მომზადების პროცესიდან (გაუმჯობესებული და განსაკუთრებით თანამედროვე ყავის აპარატის წყალობით) დამთავრებული მირთმევამდე.

IBSU, მარიამ გნოლიძე ირინა მედულაშვილი