პოსტ-კოვიდური აღდგენის თანმიმდევრულობა

Robert Skidelsky

სხვადასხვა ქვეყნევის COVID-19 პანდემიიდან გამოსვლასთან ერთად, John Maynard Keynes-ის აქცენტი კრიზისის შემდგომი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელების აუცილებლობაზე მეტად აქტუალურია. მაგრამ მდგრადობაზე მოსაზრებები ნიშნავს, რომ აღდგენასა და რეფორმას შორის განსხვავებები ნაკლებად მკაფიოა, როგორც ეს 1930-იან წლებში იყო.

ლონდონი – John Maynard Keynes აშშ-ს პრეზიდენტის ახალი კურსის მტკიცე მიმდევარი გახლდათ. გზა ცივილიზირებული მომავლისაკენ, ის წერდა, გადის ვაშინგტონზე და არა მოსკოვზე – პირდაპირი პასუხი იმ იდეალისტებს, მ.შ. ზოგიერთ მის მოსწავლეს, რომლებსაც კომუნიზმის სჯეროდათ.

მაგრამ Keynes Franklin D. Roosevelt-ის (FDR) მიმართ კრიტიკულ გამოთქმებს არ ერიდებოდა. კერძოდ, მან Roosevelt აღდგენისა და რეფორმის შერევაში დაადანაშაულა. კრიზისის შემდეგ აღდგენა პირველი პრიორიტეტი გახლდათ; სოციალურ რეფორმებს, „თუნდაც ბრძნულსა და აუცილებელს“, აღდგენისათვის ხელის შეშლა შეეძლო, ბიზნესის მხრიდან ნდობა შეიძლება დაკარგულიყო. პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების დღევანდელი დებატების  წინასწარი განჭვრეტით, Keynes ამტკიცებდა, რომ ახალი კურსის წარმატების გასაღები სწორი თანმიმდევრულობა გახდება.

FDR-ის „ტვინის კონცერნის“  მრჩევლები იყვნენ რეფორმატორები და არა Keynes-ტები. მათ სხვა მოსაზრებები გააჩნდათ. დიდი დეპრესიის გადაჭარბებულ კორპორატიულ ძალაუფლებასთან დაკავშირებით, ისინი ვარაუდობდნენ, რომ აღდგენის გზა ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე გადის. შედეგად, ე.წ. Keynes-ური სტიმული ახალი კურსის მეორეხარისხოვანი ელემენტი გახდა – გადაუდებელი მკურნალობა უფრო ხანგრძლივი მკურნალობის მოლოდინში.

თავად Keynes არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ახალი კურსის დამატებითი ფედერალური ხარჯები ეკონომიკის სრულად აღსადგენად არასაკმარისია. FDR-ის სტიმულების 42 მილიარდი დოლარის საერთო პაკეტი – ძირითადად, მისი პრეზიდენტობის პირველ სამ წელიწადში 1933-დან 35 წლამდე დაიხარჯა – და იმ დროისათვის, აშშ-ს მშპ-ს 5-6%-ს შეადგენდა. Keynes, რომელსაც ფისკალურ მულტიპიკატორზე შელამაზებული წარმოდგენა ჰქონდა, თვლიდა, რომ ის ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა Paul Krugman-მა, 2009 წლის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სტიმულირების პროგრამაზე თითქმის იგივე განაცხადა. პროგრამაზე 787 მილიარდი დოლარი გამოიყო, რაც მშპ 5,5%-ს შეადგენდა. ამგვარი გაურკვეველი ანგარიშებიდან გამომდინარე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეკონომიკის გადარჩენის 1,9 ტრილიონი დოლარის გეგმა, რაც მიმდინარე მშპ-ს 9%-ის ეკვივალენტურია, თითქოს რეალურად გამოიყურება.

Keynes ფინანსურ სტიმულირებაზე საუბრობდა. ის იმით იყო ცნობილი, რომ სკეპტიკურად იყო განწყობილი, 1932 წელს პრეზიდენტ Herbert Hoover-ის და 1933 წელს პრეზიდენტ  FDR-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის მიმართ – ამჟამად, მას „არატრადიციულ მონეტარულ ზომებს“, ანუ, უფრო მარტივად, რაოდენობრივი შემსუბუქება (quantitative easing (QE)). მაშინ, ისევე, როგორც ეხლა, მიზანი  – ფასების აღდგენა  ფულის ბეჭვდის საშუალებით იყო.

ამ სქემიდან ყველაზე წინააღმდეგობრივი – Roosevelt-ის მიერ ოქროს შეძენა – ფართო მოხმარების საგნებზე ფასების კოლაფსის კომპენსირებისათვის იყო მოწოდებული. როგორც, FDR-მა, მის ერთ-ერთ ცნობილ საუბრებში ბუხართან, აგვიხსნა, ღორის ხორცზე უფრო  მაღალი ფასები ნიშნავდა ფერმაში დასაქმებულებისათვის მაღალ ხელფასებსა და მსყიდველობით უნარს. სინამდვილეში, აშშ-ს ხაზინისა და ფინანსების რეკონსტრუქციის ადმინისტრაციის მიერ ოქროს ფართომასშტაბიან შეძენას ღორის ხორცზე და ზოგადად, რაიმე საქონელზე, ფასების ცვლილება არ მოჰყვა.

Keynes-ის რეაქცია სარკაზმით იყო სავსე. ის ამტკიცებდა, რომ ფასების ზრდა აღდგენის შედეგია და არა მისი მიზეზი და დასძენდა, რომ ფულადი მასის ზრდის ხარჯზე წარმოების მოცულობის ზრდის მცდელობა „გასუქების მიზნით, უფრო ფართე ქამრის ყიდვის“ ანალოგიურია. ყველაფერი, რაც FDR-ის ოქროს შესყიდვის პროგრამამ გააკეთა იყო ის, რომ ოქროს დაგროვება ვალუტის დაგროვებით შეცვალა. და მაინც, ეკონომისტები მუდმივად სხვა ბორბალს იგონებენ. 2009-16 წლების რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამები ასახავდნენ იმავე არასწორ თეორიებს და ზუსტად ასევე, ვერ შეძლეს ფასების დონის ამაღლება.

ანალოგიურად, Keynes აკრიტიკებდა FDR-ის  ეროვნული აღდგენის ადმინისტრაციის იმ დებულებებს. რომელიც სამუშაო ძალის პოზიციის გამყარების გზით აღდგენის დაპროექტებას ცდილობდა. მისი აზრით, ეს არასწორი იყო: ბიზნესის დამატებითი ხარჯებით დატვირთვა უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც ეკონომიკის გაჯანსაღება უზრუნველყოფილი იქნებოდა და არავითარ შემთხვევაში უფრო ადრე. მიუხედავად იმისა, რომ Keynes არასოდეს უპირისპირდებოდა FDR-ის დაპირებას – ტაძრიდან ფულის გადამცვლელების გაძევება – ის, ხშირად უსვამდა კითხვას საკუთარ თავს, პარალიზირებულ ფინანსურ სისტემაზე ნდობაზე რა გავლენას იქონიებდა.

და ბოლოს, Keynes წუხდა, რომ აღდგენის და რეფორმის შერევა FDR-ის ადმინისტრაციას „ყველაფერზე საფიქრელად, ძალიან ბევრს“ აძლევდა. ეს დაკვირვება სხვებისთვის, ვინც ეკონომიკურ კრიზისში, დამოუკიდებლად დროებითი ლოგიკურობისა, საკუთარი საყვარელი სქემებისთვის გზის გაკვლევას შეეცდებიან, გაფრთხილების ტოლფასია.

Keynes-ის მიერ პოლიტიკის სწორი თანმიმდევრულობის მნიშვნელობის ხაზგასმა, დღესაც საკმაოდ აქტუალურია. რაც უფრო გამოვდივართ COVID-19-ის პანდემიიდან, აღდგენასა და რეფორმას შორის განსხვავება – და, შესაბამისად, მაკრო – და მიკროპოლიტიკას და ხანმოკლე და გრძელვადიან პერსპექტივას – სულ უფრო მკაფიო ხდება, ვიდრე 1930-იან წლებში Keynes-ს (და სხვებს) წარმოედგინათ.

პირველ რიგში, ამჟამად, სრული დასაქმების პოლიტიკა მკაფიოდ არის დაკავშირებული დასაქმების შესაძლებლობასთან, რაც, უბრალოდ 1930-იან წლებში არ იყო. მიზეზი, რის გამოც ადამიანები იმ დროს უმუშევრად დარჩნენ მდგომარეობდა არა იმაში, რომ მათ, წარმოების მიერ მოთხოვნილი, შესაბამისი უნარები არ გააჩნდათ, არამედ, უფრო სწორად, იმაში, რომ საერთო მოთხოვნა არასაკმარისი იყო.

ამრიგად, 1934 წლის დეკემბერში Keynes წერდა, რომ სამთავრობო ხარჯების „მცირე თანხის“ მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ აეძულებინა „კერო პირები და კორპორაციები დაეხარჯათ გაცილებით მეტი თანხები“.

მაგრამ, ავტომატიზაციის საუკუნეში, ვერც ერთი მთავრობა, მდგრადი დასაქმების მიმართ უცერემონიო დამოკიდებულობის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემს. ჯერ კიდევ 1930 წელს, Keynes-მა ტექნოლოგიებით გამოწვეული უმუშევრობა, რომელიც მოთხოვნის მენეჯმენტის ფარგლებს გასცდა, იწინასწარმეტყველა.

მას შემდეგ, სამუშაო ადგილების შემცირების მზარდმა საფრთხემ გააფართოვა ის, რასაც Keynes მთავრობის „დღის წესრიგს“ უწოდებდა. კერძოდ, სახელმწიფო ტექნოლოგიური ინოვაციების სიჩქარეზე, ტენოლოგიის შერჩევასა და ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი მწარმოებლურობის ზრდის დისტრიბუციაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

უახლოეს წლებში, Keynes-ეულმა სრული დასაქმების მარტივმა პოლიტიკამ ადგილი უნდა დაუთმოს, არა მარტო პროფესიული მომზადების გარანტიას, არამედ სამუშაოს ხასიათის ცვლილებების და აუცილებელი ადამიანური შრომის რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემოსავლის გარანტიასაც. ამგვარად, მდგრადი დასაქმება ძლიერ განსხვავდება იმისგან, რასაც, ამჟამად, ჩვენ სრულ დასაქმებად ვთვლით.

დღის წესრიგშია გარემოს მდგრადობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ Keynes ესმოდა – სახელმწიფო ინვესტიციების გაცილებით დიდი წილის გათვალისწინება მოუწევდა, ეს იყო უფრო ბიზნეს ციკლში რყევების გამარტივების საკითხი და არა, მომავლის მდგრადი გარემოს დაგეგმვა. Keynes საკმარისად ლიბერალი იყო ან, შესაძლოა, უბრალოდ დიდ დროს უთმობდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სახლმწიფოს დღის წესრიგი მომავლის შეგნებულ ფორმირებას, საინვესტიციო და სამომხმარებლო პროექტების შერჩევის გზით, უნდა შეიცავდეს.

ამჟამად, ეკონომიკური რეფორმა აღდგენას ბევრად მეტ ჩრდილს აყენებს, ვიდრე მაშინ, როდესაც Keynes მათ შორის განსხვავებას ეძებდა. მაგრამ, ურთიერთობის დამყარების მისეული გზა ამომავალი წერტილია, საიდანაც როგორც ერთის, ასევე მეორის უკეთ აგებაა შესაძლებელი.