მე – მომხმარებელი

მარკეტინგული ესე

სანდრო მაისურაძე, IBSU  მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა

არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელთა ნამდვილი ფანი ვარ. ესენია: „Apple“,“Nvidia“, „Logitech“, „Advanced Micro Devices(AMD)“, „Armani“, „The CW“,“ Ubisoft“. ეს კომპანიები,რა თქმა უნდა, არ ამირჩევია შემთქვევით, მე ისინი საკუთარი ცხოვრების სტილის  მორგების პრინციპით ავარჩიე. აი აქაა ჩადებული საიდუმლო! ეს ბრენდები ჩემს არქეტიპს მოსწონს!

დავიწყოთ კომპანია „Apple“-ით. რა მომწონს “Apple”-ში? პასუხი მარტივია მის მიერ წარმოებული Iphone-ები, Ipad-ები, AirPods-ები და ასე შემდეგ, მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი გარდა Imac-ებისა და Macbook-ებისა, რაზეც პასუხს ქვემოთ გაგცემთ. ახლა კი იმაზე გაგცემთ პასუხს, თუ რატომ მომწონს “Apple”-ის მიერ წარმოებული პროდუქცია. პირველ რიგში მათი დიზაინი, რაზეც ალბათ დამეთანხმებით უნიკალურია, ასევე IOS-სისტემა, რომელიც ბევრად დაცული და ოპტიმიზირებულია ვიდრე ანდროიდი, ასევე შედეგები ეგრედწოდებულ benchmark-ებში,  სადაც „Apple“ შესანიშნავ შედეგებს დებს ყველა დისციპლინაში(განსხვავებით ანდროიდებისგან, რომლებიც ძირითადად 1  ან 2 დისციპლინაში არიან ლიდერები მაგალითად ფოტოს ხარისხში ან CPU Speed-ში).გარდა ამისა უკვე დიდი ხანია, რომ “Apple “-ის პროდუქცია მეტად არის დაახლოებული ადამიანთან და არ არის ისეთი Arcade-ული,როგორიც ანდროიდებია. რაც შეეხება Apple A14 Bionic პროცესორზე აღარეფერს ვამბობ, რომელიც დამტკიცებულია ყველაზე სწრაფ და ოპტიმიზირებულ პროცესორად მსოფლიოში. ამის გარდაც უამრავი მიზეზია რის გამოც Apple-ს ვირჩევ მიუხედავად ფასებისა, რადგან ფასი ჩემთვის ამ ყველაფრის შემდეგ არაფერს ნიშნავს.

რაც შეეხება კომპანიებს: „Nvidia”, “Logitech”და „Advanced Micro Devices(AMD)“, ამ კომპანიებს ცალკე გამოვყობ, რადგან მათი მიმართულება ერთმანეთს ემთხვევა და მათი მიმართულება Gaming-ია. ყოველი მათგანი გარკვეული მიზეზის გამო მაქვს არჩეული. დავიწყოთ „Nvidia”-თი. მე ბავშვობიდან Gamer- ვარ და ამ სფეროში არა მარტო ვმოღვაწეობ არამედ თვალყურასც ვადევნებ მის ბაზარზე მოვლენების განვითარებას. როცა Gaming-ზე იწყება საუბარი ვინც ამ სფეროში ოდნავ მაინცაა გარკვეული მაშინვე GTX ან RTX ახსენდება და მასზე იწყებს ფიქრს. რატომ? შეგახსენებთ,რომ  GTX და RTX ვიდეოკარტების სერიებია, რომლებსაც კომპანია „Nvidia” აწარმოებს. მაგრამ საკითხავია, რა არის ასეთ გასაოცარი ამ ვიდეოკარტებში, ეს ხომ უბრალოდ ნაწილია, რომლებსაც სხვა კომპანიებიც უშვებენ. არა ეს ასე  არ არის. „Nvidia”-მ უპირობო ლიდერობა მოიპოვა ამ ბაზარზე თავისი ოპტიმიზირებული ვიდეოკარტებით, Ray tracing სისტემის თამაშებში გამოყენებით და რაც მთავარია შეუდარებელი FPS  Perfomance-ით( კადრი წამების წარმადობით), რომელიც benchmark-ებში საუკეთესო შედეგს დებს. გარდა ამისა კომპანია „Nvidia”- მ ასევე უპირობო ლიდერობა მოიპოვა ე.წ “Cload Gaming”-შიც, სადაც latency(შეყოვნების) ნაკლებობითა და Geforce Now-ს free beta ვერსიით დაიმსახურა gamer-ების სიმპატია. ამ ყველაფრის გარდა “Nvidia” ზრუნავს თავის ავტორიტეტზე და იმ მოთამაშეებს, რომლებსაც გააჩნიათ ძველი ვიდეოკარტები სთავაზობს ახალ დრაივერებს, რომელთა წყალობითაც მოთამაშეს არ უწევს ყოველ წელს ახალი ვიდეო კარტის ყიდვა. ასევე ამ კომპანიის ვიდეო კარტები ყველაზე გამძლეა და უძლებს საკმაოდ დიდ ე.წ Mining  დატვირთვასაც. გადავიდეთ კომპანია „Logitech“-ზე.  გეიმინგისთვის მხოლოდ ვიდეო კარტები და სისტემურად ძლიერი კომპიუტერები არ კმარა, ამისთვის პერიფერიაც საჭიროა.პერიფერიაში კი ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ბევრი სხვა მოთამაშის სიმპატიაც „Logitech“-მა დაიმსახურა. ამის მიზეზი არის მისი გამძლე პროდუქცია და ინოვაციური ტექნოლოგიები რომელიც ამ პროდუქციაშია ჩადებული. უხმო მექანიკური კლავიატურები, Logitech G Pro მაუსები, რომელიც დღესდღეობით საუკეთესოდ ითვლება, Headset-ები, რომელთა ხმის სიხშირე გაოცებას იწვევს. აღარაფერს ვამბობ Gaming Wheel-ზე სახელად logitech G29, რომელიც უდავოდ პირველია კალიბრაციასა და feedback-ში. გადავიდეთ შემდეგ კომპანიაზე Advanced Micro Devices(AMD)“-ზე. ალბათ გაგიკვირდათ ამ სიაში „Nvidia”-სთან ერთად რატომაა Advanced Micro Devices(AMD)“-ი, რადგან ისინი ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები არიან, თუმცა მე მაქვს პასუხი თუ რატომ ვარ AMD-ის ფანი.“Advanced Micro Devices(AMD)“-ი აწარმოებს საუკეთესო პროცესორებს. ბოლო benchmark-ის შედეგებით მის მიერ გამოშვებულ პროცესორს AMD Ryzen 9 5950X DirectX 12.00-ს აქვს უკეთესი წარმადობა და სისწრაფე ვიდრე კომპანია „ Intel”-ის მიერ წარმოებულ ყველაზე ძლიერ პროცესორი Intel Core i9-10900K Processor DirectX 12.00, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ძვირია ეს განსხვავება ფასში პირადად მე მიღირს. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი მის მიერ წარმოებულ ვიდეო კარტებზე, რომელთა წარმადობა და გამძლეობა საკმაოდ ჩამოუვარდება „Nvidia”-ს ვიდეო კარტებს. სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ ვარ ორივე კომპანიის ფანი. ზემოთ აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით რატომ არ მომწონს კომპანია „Apple”-ის მიერ წარმოებული „Macbook”-ები და „Imac”-ები, რადგან ისინი არაა განკუთვნილი Gaming-ისთვის.

გადავიდეთ შემდეგ კომპანიაზე „Armani”-ზე. „Armani” საკმაოდ კრეატიულ, სოლიდურ და ხარისხიან ტანსაცმელს ქმნის. ეს ბრენდი მსოფლიოში აღიარებულია, გარდა ამისა  აქ ჩემი გემოვნებაც ჩავრთე და ამიტომაც ვარ ამ ბრენდი ფანი.

შემდეგი კომპანია არის სატელევიზიო არხი და შოუ ბიზნესი „The CW“.  ამ კომპანიამ ჩემი სიმპატია თავისი სერიალების წყალობით დაიმსახურა, აღსანიშნავია, რომ იმდენად დიდი ფანი ვარ ამ კომპანიის, რომ მის ყველა სერიალს ვუყურებ დღემდე. რაც შეეხება ბოლო კომპანიას, რომლის ფანიც ვარ ეს არის თამაშების დეველოპერი კომპანია „Ubisoft”, რომელიც  ძალიან დომინირებს თამაშების ბაზარზე. ამ კომპანიის ფანი მის მიერ გამოშვებული თამაშების “franchise”-ის გამო ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გამოშვებულ თამაშებს ბევრი გაუმართაობა ანუ Gaming-ის  ენაზე Bug-ები სჭირს, ისინი თავიანთი სიუჟეტური ხაზითა და gameplay-ით დიდი სიმპატიით სარგებლობენ Gaming ინდუსტრიაში. ამით დასრულდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლების ფანიც გახლავართ მე.

ახლა გადავიდეთ იმ კომპანიებზე, რომელთა ერთგული მომხმარებელიც ვარ. პირველი ასეთი კომპანიაა „apple city “, პასუხი იმ კითხვაზე თუ რატომ  ვარ ამ კომპანიის ერთგული მომხმარებელი საკმაოდ მარტივია, მათი მომსახურება შესანიშნავია, ასევე ამ კომპანიის მიმართ მაქვს ნდობა, რადგან უკვე დიდი ხანია მისგან ვიძენ პროდუქციას. ასევე ვარ კომპანია,, Red Bull”-ის ერთგული მომხმარებელი. რადგან ვარ Gamer-ი ხშირად მოვიხმარ ენერგეტიკულ სასმელს, გემოთი და შეფუთვით კი “Red bull” ყველაზე მისაღებია ჩემთვის.

ალბათ არის ერთადერთი კომპანია, რომლის ბატერფლაიერიც შემიძლია საკუთარ თავს ვუწოდო, ეს არის მაღაზიათა ქსელი კარფური. კარფურში ხშირად შევდივარ, მაგრად ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროდუქტების ფართო არჩევანია და მათი მომხმარებელი დროებით ვარ, რადგან სხვა კარფურში არაფერი მომწონს.

ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ სანამ რომელიმე კომპანიაზე მისი მომხამარებლის დამოკიდებულებას დავწერთ და  მის კონკურენტ კომპანიას შევადარებთ აუცილებელია კარგად ვერკვეოდეთ იმ ბაზარში, რომელშიც მოცემული კომპანიაა ჩართული. ბაზრის შესარჩევად ბევრი არ მიფიქრია და ის ბაზარი ავირჩიე, სადაც ყველაზე კომპეტენტური ვარ, ანუ Gaming-ის.საქართველოში ბევრს  ამ სფეროს და მისი ბაზრის მიმართ ალოგიკური  დამოკიდებულება აქვს, რასაც ვერ ხსნიან და თუ მაინც  დაუსვამთ იმის შესახებ თუ რატომ არიან ამ სფეროს მიმართ უარყოფითად განწყობილი არარელევანტურ პასუხს მიიღებთ, რადგან არც ამ სფეროში არიან ჩახედულები და არც უნდათ რომ გაეცნონ, ჩემგან განსხვავებით.მე კი ამ სფეროში შემიძლია ყველაფრის ზუსტი ანალიზი, რადგან ეს სფერო პრაქტიკულად ჩემი მეორე პროფესიაა, რომელშიც გამოცდილება იმაზე დიდი მაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სფეროში. ალბათ, როდესაც Gaming-ის ბაზარი ვახსენე მაშინვე თავში გაგიელვათ ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა, როგორებიცაა “sony”, “Nvidia”, “AMD”, „ Microsoft” ან სხვა წამყვანი ბრენდები ამ სფეროში, თუმცა, რადგანაც ვიცოდი რომ კომპანია ქართული უნდა ყოფილიყო და ის თავის ქართულ კონკურენტ კომპანიებს უნდა შემედარებინა ძალიან შევყოვნდი, რადგან აღსანიშნავი ფაქტია,რომ საქართველოში არც ერთი Gaming device-ი,პერიფერია და მოწყობილობა არ იწარმოება, ქართულ თამაშებს კი მათი მოცულობიდან, გრაფიკული მახასიათებლებიდან, ატმოსფეროდან, სტილიდან, თამაშის ფიზიკიდან, მექანიკიდან და არარსებული ინოვაციიდან გამომდინარე არ ვთვლი თამაშებად. შესაბამისად არ ამირჩევია მწარმოებელი, მაგრამ შევარჩიე შესაბამისი მომწოდებელი კომპანია ქართულ Gaming ბაზარზე სახელად „GAME ZONE”. კომპანიის სახელიდან, მათი ფილიალების ინტერიერიდან  და გასაყიდი პროდუქციიდან კარგად ჩანს, რომ მისი მარკეტინგული მისია თავდაპირველადვე Gaming კუთხით წასვლა, გეიმერი მომხმარებლების გულის მოგება, მათთვის შესაფერისი ფასების შეთავაზება და ამ ყველაფრის საფუძველზე საქართველოს ნომერ 1 მომწოდებლად ქცევა იყო ქართულ Gaming ბაზარზე, ამას  საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და კიდევ უამრავი მოთამაშის მოსაზრების საფუძველზე ვამბობ. საუკეთესო ცნობადობა ამ ბაზრის მომხმარებლებში, მათი მხრიდან სასიამოვნო კომენტარები, მისაღები ფასები და შემეცნებითი ვიდეოები სოციალურ ქსელში, რომელიც მათ მარკეტინგულ გათვლადაც შეიძლება ჩაითვალოს, ვიცი აუცილებელია მოვითხოვოთ ბოლო 5 წლის მონაცემები ფინანსებთან დაკავშრებით, რათა ბიზნესი საბოლოო ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ თუ მათ მარკეტინგული კუთხიდან შევაფასებთ ვფიქრობ, რომ ეს კომპანია ქართულ Gaming ბაზარზე ვარსკვლავია. მის კონკურენტებად ითვლებიან “Mouse.ge”, „pcroom” “pczone” “ITworks”და ახლად დაფუძნებული “At home”. თუკი ვერ ერკვევით ან არასდროს ყოფილხართ ამ კომპანიების მომხმარებელი დაგეხმარებით. აღსანიშნავია, რომ Mouse.ge-მ მარკეტინგის მხრივ საკმაოდ კარგად დაიწყო მოღვაწეობა ბაზარზე. მან თავის გარეკლამება ისეთ პლატფორმაზე დაიწყო, სადაც მაყურებლის აბსოლიტური უმრავლესობა მათი მომხმარებელი ანუ მოთამაშეა, მან მოღვაწეობა ქართული Youtube-ის გეიმინგ კონტენტის მქონე არხებზე დაიწყო. ის ასპონსორებდა მიზერული თანხით ქართველ წამყვან იუთუბერებს ამ დარგში და სანაცვლოდ მათი მხრიდან სასურველ გარეკლამებასაც იღებდა, ასევე ასეთი იუთიბერებს ამ კომპანიის მომხმარებლებისთვის სახლში მიჰქონდათ პროდუქცია, რაც კომპანიის ცდობადობას კიდევ უფრო წევდა.მიუხედავად ასეთი ცნობადობის მოპოვებისა საწყის ეტაპზე, სწორედ საწყის ეტაპზევე გამოავლინა კომპანიამ თავისი სისუსტეები, ეს იყო უხარისხო პროდუქცია, არასათანადო მომხსახურება და ამან იმდენად იმოქმედა მის რეპუტაციაზე, რომ დღემდე უარყოფითის მეტს არაფერს გაიგებთ მასზე, ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს კომპანია დღესაც არსებობს არიან ასაკობრივად ძალიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არ ესმით ამ სივრცეში არაფერი და ფასის სიმცირის გამო ანიჭებენ უპირატესობას ამ კომპანიის პროდუქციას. „pcroom” და “pczone” არაფრით გამორჩეული კომპანიებია, ისინი უბრალოდ აწყობენ ძლიერ კომპიუტერებს და არავითარი ცნობადობით ან ნდობით არ სარგებლობენ მე უბრალოდ იმიტომ ვიცი, რომ ამ სფეროში არიან. რაც შეეხება „ITworks“-ს, მიუხედავად დიდი ნდობისა და ერთგულებისა, რომელიც მან მომხმარებლებში მოიპოვა, ის მაინც ვერ უწევს კონკურენციას ამ ბაზარზე “Game Zone”-ს, რადგან არ აქვთ მრავალფეროვანი პროდუქცია და ამ სფეროში პროდუქციის დიფერენციაცია დამიჯერეთ ძალიან მნიშვნელოვანია.თუმცა ეს კომპანია მოღვაწეობს სერვისის მიწოდების ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა. „Athome”, როგორც ზემოთ აღვნიშნე ახლად დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც საწყისი ეტაპი “Mouse.ge“-ს მსგავსად დაიწყო. საწყისი მარკეტინგული გათვლა საკმაოდ კარგია, რადგან მათ ერთ-ერთ ცნობილ იუთუბერს ამ დარგში ძლიერი PC აუწყეს, რამაც მათი პოპულარობა გაზარდა თუმცა იმდენად ვერა, რამდენადაც ეს მოახერხა თავის დროზე „Mouse.ge“-მ. პრობლემა იმაშია, რომ როგორც ზემოთ არაერთხელ ვახსენე კომპანია ზედმეტად ახალია და მისი ანალიზისთვის მეტი დროა საჭირო, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით ის ვერ მოახერხებს „Game Zone“-ის დონეზე ასვლას ამ ბაზარზე.

დემოგრაფიული მარკეტინგი და მომხმარებლები

ბეიბი-ბუმერები არიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946-1964 წლებში, შობადობის ბუმის დროს, აშშ-ში დაბადებული მოქალაქეები, რომელთა რიცხვმა 78 მილიონს მიაღწია.სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე ძლიერ ძალას, რომელიც ზეგავლენას ახდენს მარკეტინგულ გარემოზე. დღეს-დღეობით ისინი ამერიკის მოსახლეობის 28 პროცენტს შეადგენენ, თუმცა გამოიმუშავებენ ქვეყნის მთლიანი შემოსავლის ნახევარს. მათ ცხოვრების ყველა სფეროში შეაბიჯეს ფეხი და ბიზნესისთვის მიზნობრივი სეგმენტები შექმნეს.

თაობა X არის 45-მილიონიანი თაობა, რომელიც ბეიბი-ბუმერების შემდეგ, 1965-1976 წლებში ე.წ „ შობადობის კლების პერიოდში არის დაბადებული. სახელი დუგლას კომპლენტისგან მოდის, ის მათ ამ სახელით იმიტომ მოიხსენიებს, რომ თაობა X ბუმერთა ჩრდილში იმყოფებიან და თაობათა მახასიათებლები ნაკლებად აქვთ გამოკვეთილი.ამ თაობის წარმომადგენლები გამოირჩევიან ცხოვრებისეული გამოცდილებით. განქორწინებების რაოდენობის ზრდისა და დედების დასაქმების მატების გათვალისწინებით, ისინი იქცნენ პირველ თაობად, რომელიც ადრეულ ასაკში გათავისუფლდა მშობლების გარემოცვისაგან.მიუხედავად იმისა რომ თაობა X-ის წარმომადგენლები გაიზარდნენ რეცესიის ანუ წარმოების დაქვეითებისა და კორპორაციების შემცირების პერიოდში, მათ უფრო წინდახედული ეკონომიკური ხედვა აქვთ. შედეგად თაობა X სკეპტიკური ადამიანების ერთობლიობაა. ისინი ცინიკურად უყურებენ არაგონივრულ მარკეტინგულ ქმედებებს, რომლებიც წარმატების ადვილად მიღწევას გვპირდებიან, სამაგიეროდ იზიარებენ ახალ კულტურულ ფასეულობებს, ზრუნავენ გარემოზე და დადებითად არიან განწყობილები სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიებისადმი. არ არიან მატერიალისტები და მეტად რომანტიკულები არიან. ურჩევნიათ სამსახურიდან სიამოვნება მიიღოთ ვიდრე პირადი ბედნიერების მსხვერპლად გაღებით სამსახურში წინსვლას მიაღწიონ. ჩემი სუბიექტური აზრით, მათი ყველა ხასიათი და ქმედება რაც ჩამოვთვალე  ალოგიკურია.

თაობა Y არიან ბეიბიბუმერების შვილები, რომლებიც დაბადებულნი არიან 1977-1994 წლებში. მათი რიცხვი 72 მილიონს აღწევს ანუ მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ჩრდილავს თაობა X-საც. ეს თაობა ყიდვის უპირატესობებსა და ქცევებს აყალიბებს. ამ თაობამ ბავშვებისა და თინეიჯერების უზარმაზარი ბაზრების ფორმირება მოახდინა, რაც მათი რაოდენობიდან გამომდინარე გასაკვირი არაა.ყოველკვირეული 100-დოლარიანი შემოსავლის მქონე ექო-ბუმერები წელიწადში უკვე 150 მილიონ დოლარს ხარჯავენ, ხოლო საოჯახო ნივთებში, დამატებით კიდევ 50 მილიარდი დოლარი იხარჯება. ახლა ამ თაობის წარმომადგენლები კოლეჯებს ამთავრებენ და კარიერულ წინსვლას იწყებენ. ამ თაობის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მისი დამოკიდებულება კომპიუტერების, ციფრული ტექნიკისა და ინტერნეტტექნოლოგიების მიმართ.ისინი მარკეტოლოგთათვის კომპლექსურ სამიზნეს წარმოადგენენ.

ენგელის კანონი ერთი საუკუნის წინ ერნსტ ენგელის მიერ შემჩნეული კანონზომიერებაა, რომლის თანახმადაც, ადამიანის მიერ გაწეული დანახარჯები საკვებზე, ტრანსპორტზე,საცხოვრებელზე, ჯანმრთელობაზე და ა.შ, იცვლება შემოსავლების ზრდასთან ერთად. ენგელის კანონს მოგვიანებით სხვა მკვლევარებმაც დაუკავშირეს მხარი. პირადად ჩემი აზრითაც ენგელის კანონი მართებულია. ადამიანის მატერიალური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად იზრდება მისი ბედნიერებაც, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი მატერიალისტია თუ არა შეიძლება მას მატერიალურობა შეიძლება საერთოდ არ ადარდებდეს, მაგრამ ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ადამიანები ალტერნატივეების წინაშე დგებიან, სწორედ ეს ხდება მათი შემოსავლის ზრდასთან ერთად,  იცვლება მათი ალტერნატივები და შედეგად ადამიანები იღებენ უკეთესს, რადგან უბრალოდ ამის მატერიალური შესაძლებლობა აქვთ. მაგალითად განვიხილოთ სტუდენტი, რომელსაც აქვს დაბალი შემოსავალი. ის დიდი ალბათობით იმგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრასნპორტი კი მდარე საქონელია, რაც იმას ნიშნავ შემოსავლის ზრდასთან ერთად მასზე მოთხოვნა მცირდება, თუ სტუდენტს შემოსავალი გაეზარდა ის ან ტაქსით ივლის ან საერთოდაც იყიდის მანქანას. შედეგად კი მისი დანახარჯებიც შეიცვლება.

ცივილიზებული კომპანიები მენეჯერებს ასწავლიან, თუ „რა არის სწორი ქმედება“. სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ეს ფირმები აქტიურად ეძებენ გზებს, რათა დაიცვან თავიანთი მომხმარებლების ინტერესები და გარემო. სამწუხაროდ მსგავსი სიტუაცია არ გვაქვს საქართველოში. სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავიდოდე წარმოგიდგენთ ქართული კომპანიების მარკეტინგული სიბეცის მაგალითს, რომელიც პირდაპირ გამოხატავს თუ როგორია მათი დამოკიდებულება სოციალური პასუხისმგებლობისადმი. 2020 წლის 12 ნოემბერს ოფიციალურად გამოვიდა და ჩაეშვა გაყიდვაში next-gen კონსოლი playstation 5. ამ კონსოლის მწარმოებელმა,კომპანია „sony”-იმ ინოვაციური ტექნოლოგიებით სავსე კონსოლი შემოგვთავაზა. კონსოლი იმდენად ოპტიმიზირებული, ძლიერი, ჩუმი, დახვეწილი დიზაინის მქონე და ინოვაციური ტექნოლოგიებით სავსე(როგორებიცაა ray-tracing  და haptic feedback) სავსე იყო, რომ ყველა გააოცა და ყველა ადეკვატურად მოაზროვნე Gamer-ს მისი შეძენა მოუნდა, მათ შორის ქართველებსაც. აღსანიშნავია, რომ microsoft-ის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ და აღიარეს, რომ playstation 5-ს მათ მიერ წარმოებულ უახლეს კონსოლზე, Xbox series X-ზე უკეთესი წარმადობა ჰქონდა. მაგრამ პანდემიის ეფექტმა ასეთ გიგანტ კომპანიებზეც მოახერხა დარტყმა და playstation 5  საწყის ეტაპზე დეფიციტური რაოდენობით გამოდიოდა და დღემდე ასეა. მისი ორიგინალი ფასი 500$-ია. ამერიკაში მისი გამოსვლისთანავე რიგები არ წყდებოდა, pre-order-ებზე ხომ საუბარი აღარ მაქვს. საქართველოში ეს კონსოლი ძალიან გვიან ჩამოვიდა და სწორედ აქ გამოვლინდა ქართული კომპანიების რეალური სახე. ყველა ქართულმა კომპანიამ, რომელმაც ჩამოიტანა ეს კონსოლი, არაადეკვატურად მაღალი ფასები დაადეს.მაგალითად წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ცნობილი ქართული კომპანიის მიერ დადებულ ფასს ფოტო 1-ზე.

ფოტო 1 Playstation 5-ის ფასი iClub-ში

ალბათ სასაცილოა იმის გაგება, რომ ხალხმა მთლიანად შეიძინა(რაც დეფიციტის გამო აიხსნება) მარაგი და კომპანიამ დიდი მოგება ნახა 500$-იანი კონსოლის 4700 ლარად გაყიდვით თუმცა ბევრი უცენზურო კომენტარიც დაიმსახურა.ეს კომპანია მაგალითად მოვიყვანე, საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიებს ნაკლებად აღელვებთ, მათი მთავარი მიზანი მოგების მაქსიმიზაციაა, რაშიც არ ვამტყუნებ, რადგან ფირმის უმთავრესი მიზანიც ეს უნდა იყოს. ეს არა მარტო ამ სფეროში არამედ ყველაგან ასეა. დიახ ეს სწორია, რომ კომპანიამ უნდა ისარგებლოს ბაზარზე მიმდინარე მოვლენებით ასე, რომ პროდუქტების გაძვირება ქვეყანაში აღარავის უკვირს, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს,რომ სოციალური პასუხისმგებლობა დასავიწყებელია და მომხმარებლების ინტერესები საერთოდ არ უნდა გაითვალისწინონ!!!