
მაკდონალდსის დაარსება და ევოლუცია
მაკდონალდსს, მსოფლიოს უდიდეს სწრაფი კვების ქსელს, აქვს ფართო ისტორია, რომელიც მცირე საოჯახო რესტორნიდან, გლობალურ ფენომენად გადაიქცა.
ისტორია იწყება 1930-იანი წლების ბოლოს, როდესაც ძმები რიჩარდ და მორის მაკდონალდები, საცხოვრებლად გადავიდნენ კალიფორნიაში. მათ მამამ, პატრიკ მაკდონალდმა, რომელიც გადამღებ სტუდიოებში გადამყვანად და ხელოსნად მუშაობდა, 1937 წელს მონროვიის აეროპორტის მახლობლად 66-ე მარშრუტზე გახსნა კვების სტენდი სახელწოდებით “აეროდრომი”.
1940 წელს ძმებმა მაკდონალდებმა გახსნეს პირველი მაკდონალდსის რესტორანი კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში. თავდაპირველად, რესტორანი ფუნქციონირებდა, როგორც კარჰოპ დრაივ-ინ, მენიუ ორიენტირებული იყო მწვადის გარშემო და ერქვა “მაკდონალდსის ცნობილი მწვადი”. 1948 წლისთვის ძმებმა შენიშნეს, რომ მათი მოგების უმეტესი ნაწილი ჰამბურგერის გაყიდვებიდან მოდიოდა. ამ გადაწყვეტილებამ აიძულა მათ დაეხურათ თავიანთი წარმატებული carhop drive-in და წარმოედგინა დღესდღეობით ცნობილი სწრაფი კვების სისტემა.
რეი კროკი და ფრენჩაიზის მოდელი
1954 წელს, რეი კროკი, მილკშეიკის აპარატის გამყიდველი, ეწვია მაკდონალდსის რესტორანს სან ბერნარდინოში და აღფრთოვანებული დარჩა რესტორნის ეფექტურობითა და პოპულარობით. მან დაინახა გაფართოების პოტენციალი, კროკმა პარტნიორობა შესთავაზა ძმებ მაკდონალდებს რესტორნის ფრენჩაიზისთვის. 1955 წელს მან დააარსა მაკდონალდსის კორპორაცია და გახსნა პირველი ფრენჩაიზის რესტორანი დეს პლეინსში, ილინოისში.
კროკის ხედვა სცდებოდა მაკდონალდსის არსებული მოდელის უბრალოდ ფრენჩაიზინგის ფარგლებს. მან ყურადღება გაამახვილა სტანდარტიზაციაზე, ხარისხის კონტროლზე და უძრავი ქონების შეძენაზე. კროკმა გააცნობიერა, რომ რესტორნის ქვეშ მიწის ფლობა უზრუნველყოფდა სტაბილურ შემოსავალს და მეტ კონტროლს ფრენჩაიზებზე. უძრავი ქონების ფლობის ეს სტრატეგია მაკდონალდსის ბიზნეს მოდელის გადამწყვეტი ელემენტი გახდა.
ოქროს თაღები და ბრენდის ფართოდ აღიარება
ფართოდ ცნობილი მაკდონალდსის ლოგო “ოქროს თაღები”, რომელიც თავდაპირველად 1953 წელს იქნა წარმოდგენილი, გახდა მაკდონალდსის ბრენდის სინონიმი. 1962 წელს ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები მაკდონალდსს უკვე ოქროს თაღებთან აკავშირებდნენ.
რეი კროკის მიერ კომპანიის შეძენა
1960 წლისთვის McDonald’s-ის რესტორნები ყოველწლიურად 56 მილიონ დოლარს ღებულობდნენ შემოსავლის სახით. კროკის კონფლიქტი ძმებთან კომპანიის ხედვებზე გამწვავდა, რამაც გამოიწვია შეთავაზება, რომ რეი კროკს შეეძინა ძმების წილი კომპანიაში. 1961 წელს კროკმა შეიძინა ძმები მაკდონალდების წილი კომპანიაში 2.7 მილიონ დოლარად (2021 წლის კურსის მიხედვით 23.4 მილიონი დოლარი). ამ შენაძენმა კომპანიას საშუალება მისცა, განეხორციელებინა საჯარო აქციების შეთავაზება (IPO) და ამით აეყვანა იგი სწრაფი კვების ინდუსტრიის მწვერვალზე.
გლობალური გაფართოება და მაკდონალსის ადგილი საერთაშორისო ბაზარზე
კროკის ხელმძღვანელობით McDonald’s-მა დაიწყო სწრაფი გაფართოების პერიოდი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. პირველი McDonald’s- ის მაღაზიები რომელებიც შეიქმნა აშშ-ს გარეთ, 1967 წელს მდებარეობდნენ , რიჩმონდში. ბრიტანულ კოლუმბიაში, კანადაში. 1970-იანი წლებმა კომპანიას კიდევ უფრო ფართო გლობალური გაფართოების შანსი მისცა , რესტორნები გაიხსნა კოსტა-რიკაში (1970), ნიდერლანდებში (1971), იაპონიაში (1971), ავსტრალიაში (1971), გაერთიანებულ სამეფოში (1974), შვეიცარიაში (1976) და სინგაპურში (1979). 1972 წლისთვის McDonald’s-ის სისტემა 2,200 რესტორნის მეშვეობით $1 მილიარდზე მეტი გაყიდვების გენერირებდა. McDonald’s-ის რესტორნები ახლა განთავსებულია 120-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველდღიურად ეს უზარმაზარი კომპანია მრავალ მილიარდ მომხმარებელს ემსახურება. 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 41,822 რესტორანია.
მაკდონალდსის მიდგომა მარკეტინგისა და სერვისის მიმართ
McDonald’s-ის მარკეტინგი მოიცავს მრავალმხრივ მიდგომას ბრენდის, პროდუქციისა და მომხმარებლის გამოცდილების პოპულარიზაციისთვის. ეს მოიცავს რეკლამას, სპონსორობასა და ბრენდის იმიჯის გამოყენებას მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.
McDonald’s-ი მომხმარებლებს სთავაზობს ხელმისაწვდომ და იაფი საკვების ვარიანტებს. მომხმარებლის მომსახურება კი ხორციელდება ეფექტური სერვისების სისრემით, როგორიცაა “Speedee Service System”, დრაივი (McDrive) მომხმარებელთა კომფორტის გაზრდის მიზნით.
McDonald’s ადაპტირებს მენიუსა და კამპანიებს მომხმარებელთა მოთხოვნებისა და მიდრეკილებების შესაბამისად. ეს მოიცავს ახალი პროდუქტების შემოღებას, როგორიცაა Filet-O-Fish და McPlant, ლოკალიზებულ საკვებსა და “Create Your Taste” რესტორნების კონცეფციის გამოცდას.
McDonald’s მუდმივად აკვირდება ბაზრის ტენდენციებს და კონკურენტების აქტივობებს, რათა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა. ეს მოიცავს მომხმარებელთა ქცევის ანალიზს, ახალი პროდუქტების შესრულების შეფასებას და სტრატეგიების მორგებას ბაზრის უკუკავშირებზე.
McDonald’s-ის მიზნობრივი მომხმარებელი არის ფართო აუდიტორია, რომელშიც შედიან ოჯახები, სტუდენტები და ცალკეული ინდივიდები. ეს მიღწეულია რეკლამითა და საზოგადოებრივი ჩართულობით.
McDonald’s იყენებს ფრანჩიზის ბიზნეს მოდელს, რაც სწრაფი გაფართოებისა და ბრენდის სტანდარტების სწრაფი განვითარების საშუალებას იძლევა კომპანია იყენებს მიწოდების ჯაჭვსა და დისტრიბუციის ქსელს, რათა უზრუნველყოს პროდუქტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
McDonald’s-ის მარკეტინგული “პეიზაჟი” დროთა განმავლობაში განვითარდა და მოიცავს: ციფრულ არხებს, ჯანსაღ ვარიანტებსა და მდგრად პრაქტიკებს. ეს მოიცავს სოციალურ მედიას, მობილურ შეკვეთებს და მენიუს ინოვაციებს, რათა შეესაბამებოდეს მომხმარებლების ცვალებად მოთხოვნებსა და სურვილებს.
ავტორები: ლუკა ფუტკარაძე, დავით ვარდუაშვილი, ლუკა აბულაძე