კომპანია ფაიზერი და მისი კონკურენტული უპირატესობა

ავტორი: ანი დავითაშვილი

 კონკურენცია მომხმარებლების კმაყოფილების საფუძველია. შეიძლება ითქვას, რომ გაცხოველებული კონკურენცია ქმნის სხვადასხვა ინდუსტრიაში უმაღლესი ხარისხის საქონელსა და მომსახურებას დაბალ ფასებში. სწორედ ეს ფაქტორი აიძულებს ორგანიზაციებს მუდმივად ეძებონ ახალი გზები რათა ამოხსნან თავსატეხი, რომელსაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვება ჰქვია.

უკვე არაერთხელ გვსმენია ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი გიგანტის ფაიზერის შესახებ. რომელმაც, როგორც მსოფლიო ბაზარზე ისე საქართველოშიც გაითქვა სახელი და ის ასოცირებულია ხარსხსთან და სანდოობასთან.

შევიხედოთ ფარმაცევტულ ბაზარზე, განვიხილოთ ფაიზერის ძირითადი კონკურენტები და განვსაზღვროთ თუ რა უპირატესობებს ფლობს იგი.

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში კონკურენცია ამოტივირებს ბრენდულ კომპანიებს შექმნან ახალი და გაუმჯობესებული მედიკამენტები და წაახალისებს ჯენერიკ კომპანიებს, რათა მათ ბაზარს შესთავაზონ ნაკლებად ძვირი ალტერნატივები. გასული წლის მონაცემებით ფაიზერი ლიდერი იყო შემოსავლის თვალსაზრისით მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე. მოწინავე პოზიციებს იკავებენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა Roche, Abbvie, Johnson & Johnson (Janssen).

მსხვილი კომპანიები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და პრაქტიკულად ყველა მათგანი აქტიურია მედიკამენტების წარმოებასა და R&D-ში (კვლევებსა და განვითარებაში).დაპატენტებული და ბრენდირებული პროდუქტებისთვის კონკურენცია ძირითადად ეფუძნება R&D და პროდუქტის ინოვაციებს. პროდუქტის ინოვაცია ძვირია და მოიცავს მაღალი რისკის დონეს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივას, 5000 ახლად აღმოჩენილი ქიმიკატიდან მხოლოდ ერთი ხდება მედიკამენტი. გარდა ამისა, დამტკიცებული პროდუქტების მხოლოდ 30% აბრუნებს R&D-ზე დახარჯულ ფულს, მაშინ როცა ახალი პროდუქტის შემუშავებას ჩვეულებრივ სჭირდება დაახლოებით 10-დან 15 წლამდე და 1 მილიარდ დოლარზე მეტი. აქედან გამომდინარე კონკურენტბის ანალიზს ფარმაცევტიკაშიც, როგორც ბინესის სხვა დარგებში უდიდესი მნიშვნელბა აქვს.

კონკურენციის გაგება აუცილებელია, განსაკუთრებით წამლების შემუშავების პროცესში, რადგან ეს არის არა მხოლოდ ყველაზე წარმატებული პროდუქტის ან დაავადების მკურნალობის მეთოდის შემუშავება, არამედ ბაზრის კვლევა და კონკურენტების იდენტიფიცირება.

ფაიზერი, როოგორც უკვე აღინიშნა წამყვანი ბიოფარმაცევტული კომპანიაა.კომპანია ფულს შოულობს მედიკამენტების შემუშავებითა და წარმოებით, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადების პრევენციისთვის. კომპანია დივერსიფიცირებულია და მისი საოპერაციო სეგმენტი მოიცავს თერაპიულ სფეროებს, მათ შორის ონკოლოგიას, შინაგან მედიცინას, საავადმყოფოს, ვაქცინებს, ანთებას და იმუნოლოგიას და იშვიათ დაავადებებს

პორტერის ხუთი ძალის ანალიზის ერთე-ერთი ფაქტორი არის კონკურენტებს შორის მეტოქეობა, რაც ძირითადად სწორდ ფასები დაწესებით ახალი პროდუქტების წარმოებით, სარეკლამო კამპანიების წარმოებით და სერვისების გაუმჯობესებით წარიმართება. რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე? სწორედ იგივე, გიგანტი კომპანიების ბრძოლა ამავე ტაქტიკებით წარიმრთება. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ ფაიზერი გამორჩეულია თავისი ფინანსური სიძლიერით და ინვესტიციებით ინოვაციებში, თუმცა ეს არ არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რადგან Roche, Abbvie, Johnson & Johnson -იც სწორედ ამგვარ ტაქტიკას იყენებენ.

უფრო თუ ჩავუღრმავდებით Pfizer-ს, როგორც ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილეს მოთამაშეს, აქვს რამდენიმე საუკეთესო კვლევისა და განვითარების საშუალებები, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ პატენტები მრავალი ყველაზე ინოვაციური მედიკამენტისთვის. ეს საშუალებას აძლევს მათ დაიცვან თავი კონკურენციისგან, სანამ პატენტი ჯერ კიდევ აქტიურია და საშუალებას აძლევს მათ დააწესონ მაღალი ფასები გაყიდულ მედიკამენტებზე, რათა აინაზღაურონ კვლევისა და განვითარების ღირებულება და შეინარჩუნონ მაღალი მოგების ზღვარი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც იბრძვიან ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ბაზრის წილის მოსაპოვებლად, რეალური კონკურენტული მეტოქეობა არც თუ ისე მაღალია. ეს არ ეხება ჩვეულებრივ მედიკამენტებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია არსებობს, რადგან მათი განვითარების ღირებულება უკვე ანაზღაურებულია და ისინი ახლა იყიდება კონკურენტულ ფასებში. ბისიჯი მატრიცას თუ გავიხსენებთ მარტივად ვიტყვით, რომ ფაიზერი გენერიკული პროდუქტები არის ვარსკვლავები.

მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციები მარკეტინგის მიმართულებით, რამაც ფაიზერს მსოფლიო ცნობადობა მოუტანა უკვე. უკანასკნელ პერიოდში, როგორც საყოველთაოდ ცნობილია ფაიზერი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც კოვიდ 19 -ის ვაქცინა შეიმუშავა. ამ შემთხვევაში, სწორ დროს საჭირო განცხადებებისა და რეალური პროდუქტის შექმნის გაცხადებამ მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, რასაც თავისტავად ცხადია მოყვა საყოველთაო ნდობის მოპოვება და შემოსავლების ზრდა. Pfizer-ს შეუძლია გამოიყენოს თავისი მარკეტინგული და მომხმარებელზე მიმართული აქციები ახალი, ძვირადღირებული წამლების რეკლამირებისთვის, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გაზარდონ შემოსავალი და მოიპოვონ ლოიალური კლიენტების ბაზა.

საბოლოოდ თუ შევაფასებთ ფაიზერი არის კომპანია, რომელსაც არჩეული აქვს ღირებულების შექმნაზე დაფუძნებული დიფერენციაციის სტრატეგია. დიფერენციაცია აიძულებს Pfizer-ს გაზარდოს ხარჯები, რის შედეგადაც იზრდება პროდუქტის ფასი და რაც მთავარია იზრდება მომხმარებლის აღქმული ღირებულება.

ეს სტრატეგია საშუალებას აძლევს Pfizer-ს მოემსახუროს დიდ ბაზარს და ამავე დროს შექმნას ღირებულება მისი დიფერენციაციის გზით. და ალბათ სწორედ მოწინავის სტატუსი და პირველობა არის ის ძირითადი კონკურენტული უპირატესობა რაც ფაიზერს კონკურენტებისან გამოარჩევს.