Კომპანია “ნატახტარი”

ავტორი: მარიამ ბაღათურია

მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი კოპმპანია არსებობს. ისინი განსხვავებულია მათი შინაარსით, მიზნით, სტრუქტურით, ამოცანებით და ა.შ. რა თქმა უნდა ქართული ბაზარიც ანალოგიურია. საქართველოშიც უამრავი კომპანია არსებობს, რომლებიც წარმატებით თუ წარუმატებლად მოღვაწეობენ ბაზარზე. ამ ესეში ჩვენ ვისაუბრებთ და გავიცნობთ კომპანია “ნატახტარს”, რომელიც წლებია წარმატებულად მოღვაწეობს, როგროც საქართველოს ბაზაზე, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

კომპანია „ნატახტარი“ (სს „ლომისი“) აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს. იგი ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად, ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 14 ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, კასრის, ოტინგერი, სტაროპრამენი, ლოვენბრაუ, მათ შორის იმპორტირებულ ბრენდებს: ეფესი, ბექსი, ფრანცისკანერი, სტელა არტუა, ლეფი, ჰოეგარდენი, კორონა, მილერი და 2 ქვებრენდს (ნატახტარი ექსტრა და კასრის მსუბუქი) და ლიმონათის 8 არომატს. კომპანიამ  უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამ განაპირობა კომპანიის ასეთ მოკლე დროში ლიდერობა?  ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად,აუცილებელია ვისაუბროთ კომპანიის თავდაპირველ მიზნებსა და ნაბიჯებზე. კომპანიის სამუშაო პროცესი რომ იყოს წარმატებული, სასურველია მან პირველ ეტაპზე ჩამოაყალიბოს თავდაპირველი მისია. რომელიც შედგება 6 ეტაპისგან.

  • მომხმარებელი, სოციალური დემოგრაფიული-ეკონომიკური პორტრეტი

სამომხმარებლო ბაზარი შემდეგი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით იყოფა: ასაკი, სქესი, ოჯახის სიდიდე, ოჯახის სასიცოცხლო ციკლი, შემოსავალი, საქმიანობა, განათლება, რელიგია, რასა, ეროვნება. მომხმარებელთა ჯგუფებად დაყოფის ყველაზე პოპულარული სეგმენტაციის საფუძველს დემოგრაფიული ფაქტორები წარმოადგენენ. ამის ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები, სურვილები და პროდუქტის გამოყენების სიხშირე მჭიდროდ უკავშირდება დემოგრაფიულ მახასიათებლებს. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ, სხვა ტიპის მახასიათებლებთან შედარებით, დემოგრაფიული მახასიათებლების შეფასება უფრო ადვილია. მაშინაც კი, როდესაც სეგმენტს სხვა სეგმენტაციის საფუძვლის მიხედვით საზღვრავენ, მაინც დგინდება სეგმენტის დემოგრაფიული მაჩვენებლები. ამ მონაცემების მიხედვით ხდება მიზნობრივი ბაზრის პოტენციალის შეფასება და მასთან ეფექტიანი დაკავშირების გზების განსაზღვრა.ნატახტარის ლიმონათი 2006 წლიდან ცდილობს წვლილი შეიტანოს ქართული ლიმონათის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. დღეისათვის მისი ექსპორტი ხორციელდება 23 ქვეყანაში, მათ შორის: სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში და ა.შ.

  • პროდუქტი

“„ნატახტარის ლიმონათი“ თქვენი ოჯახური თუ მეგობრული შეხვედრის ნებისმიერ მომენტს განუმეორებელი შუშხუნის, მხიარულების და ხალისის ელფერს შესძენს.”

„ნატახტარი“ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ალაოს, სვიასა და ნატახტარის უნიკალური წყლისგან დამზადებული ნამდვილი ქართული ლუდია. მის მისაღებად უახლესი ტექნოლოგია გამოიყენება. ხარშვის პროცესს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.ლუდი „ნატახტარი“ 2006 წლიდან სიამაყით იწარმოება საქართველოში.

  • უპირატესობები

უნიკალური წყალი – ნატახტრის წყალი, რომელიც წარმოადგენს მის შემოგარენში არსებული მიწისქვეშა დინებების ერთგვარ კუპაჟს, უნიკალურია მისი გამორჩეული გემოთი და განსაკუთრებული მინერალიზაციით.

თანამედროვე ტექნოლოგია – წარმოების პროცესი კომპანიაში დაფუძნებულია უახლეს და წამყვან საწარმოო–ჩამომსხმელ ხაზებზე, რომლის განახლება და გაუმჯობესება პერმანენტული პროცესია.

სტაბილური ხარისხი – პროდუქცია, რომელსაც კომპანია აწარმოებს გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომლის სტაბილურად შენარჩუნებასაც ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს.

კვალიფიციური კადრი – კომპანიის ნებისმიერი რგოლი დაწყებული წარმოებიდან, დამთავრებული მომხმარებლებთან ურთიერთობით, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება.

  • დასქამებულების წახალისება

ინოვაციური მენეჯმენტი – „ნატახტარში“ თანამშრომელთა ინიციატივების წახალისება  მაქსიმალურად ხდება, რაც ეფუძნება თანამედროვე დასავლური მართვის სტილის საუკეთესო ტრადიციებს. კომპანია „ნატახტარი“ ზრუნავს განვითარებაზე ტექნიკური, ტექნოლოგიური და პროფესიული მიმართულებით. ამისთვის ყოველწლიურად მილიონობით დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კომპანია ამაყობს პროფესიონალთა გუნდით და წარმატებული პროექტებით.

  • მისია

კომპანიია მოხმარებელს პირდება უმაღლესი ხარსიხის პროდუქციას.კომპანიის მისიაა სრული პასუხისმგებლობით და მთელი გატაცებით აწარმოოს ბედნიერება. სლოგანი კი:”ჩვენ ერთად ვართ მთავარია“., რაც ხაზს უსვამს არამარტო პროდუქტს, არამედ კომპანიის დამოკდიებულებას მოხმარბელთან.

  • ბიზნესის წამმართველი ფილოსოფია

კომპანიის  მფლობელებისთვის პროექტი უმნიშვნელოვანეს, როლს თამაშბს მათ ცხვორებაში,  კომპანიის ფილოსოფიაც გარკვევით არის წარმოჩენილი. “კომპანია “ნატახტარში” ჩვენ გვჯერა, რომ ლუდი არ არის უბრალოდ სასმელი და ჩვენც ლუდს არ ვხარშავთ უბრალოდ დასალევად, არამედ გვწამს, რომ ჩვენი სამუშაოს ნაწილია შევქმნათ სასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში. ჩვენ არამხოლოდ ვქმნით ლუდს, არამედ ვქმნით ბედნიერებას ადამიანების სოციალურ ცხოვრებაში. “ნატახტარი” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უძველესი ლუდია, რომელსაც უდიდესი სიამოვნებით მიირთმევს ქართველი მომხმარებლების უმრავლესობა და გვაქვს პატივი ვიყოთ ლუდის ბაზრის ლიდერები მრავალი წლის მანძილზე,”- აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯუნეით არათი.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობით, ვფიქრობ, გავეცით კითხვას პასუხი თუ რატომ არის კომპანია “ნატახტარი” წარმატებული და როგორ მოახერხა მან ამ წარმატების მიღწევა მოკლე დროში.

შემდეგი თემა რაც არანაკლებ მნიშნელოვანია წიმა თემებთან, არის თვისებრივი მარკეტინგული კვლევა. რა თქმა უნდა ამის წაკითხივსთანავე გვიჩნდება კითხვა:  რას ნიშნავს თვისებრივი მარკეტინგული კვლევა და რაში ეხმარება ის კომპანიებს? თვისებრივი მარკეტინგული კვლევა, რომელსაც მარკეტინგები ძალიან ხშირად იყენებენ ორიერნტირებულია მომხარებლის ემოციურობასა და პროდუქტის მიმართ მგრძნობიარობაზე. თვისობრივი კვლევა ეხმარება კომპანიას გაარვკიოს თუ რა სურს მომხარებელს და  უფრო ღრმად ჩაწვდეს მოხმარებლის მოტივებს, ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას.Კვლევის ჩასატარებლად ჩავატარე ონლაინ გამოკითხვა.მოცემული კვლევიდან შეგვიძლია დავსკვნათ რომ ლუდსდხარშსა ლიმონათის ბაზარზე კომპანია” ნატახტარი” ლიდერია. ასევე გავარკვიეთ რომ მომხარებლისთვის უპირველეს ამ კომპანიის პროდუქტში არის ხარისხი. ზუსატდ ამიტომაც ზედმიწევნით აკონტროლებს კომპანია პროდქუტის ხარისხსს, რადგან სრულებით დააკმაყოფილოს მომხარებელი.

Მოგეხსენაბათ, მარკეტინგი მეტად საინტერესო და განსხვავებული სფეროა. Რასაც ადასტურებს მომხარებლის ერთგულების ტიპები. Ერთი შეხედვით ამ ტერმინში გასხნავევბული არაფერია, მაგრამ მისი კატეგორიები ბევრად საინტერესოა. Მაგალითად:

  • პეპელა – რომელიც დღეს აქაა და ხვალ იქ, ანუ დაფარფატებს.ანუ მომხარებელი, რომელსაც არ აქვს კონკრეტული დამოკიდებულება ბრენდის მიმართ ჩამოყალიბებული და კომპანიის ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში წავა კონკურენტთან.
  • ფანი – რომელიც ემოციურად ახლოსაა პროდუქტთან.ანუ, მომხარებელი, რომელსაც მოსწონს პროდუქტი, მაგრამ არ აქვს შეძენის შესაძლებლობა
  • ერთგული – რომელიც მართლა თავდადებულია. ანუ, მომხარებელი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბრენდის პროდუქტს ყიდულობს.
  • შემთხვევითი – რომელიც გზაზე მიდიოდა და უეცრად შეჩერდა, შემდეგ დაამთქნარა და გზა განაგრძო, შემდეგ ისევ შეჩერდა და შემხვედრი პროდუქტი, ვთქვათ ორცხობილა იყიდა.ანუ, მომხარებელი რომელიც არ უყურებს ბრენდს და ყიდულობს იმას რაც შეხვდება.

Ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ კომპანია “ფანი” მომხარებლებით არ გამოირჩევა, რადგან როგროც ავღნიშნეთ ასეთი პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს უამრავი კონკურენტი გააჩნიათ და ფართო არჩევანის გამო რთულია გადაწყვტეილების მიღება, რადგანაც შესაძლებელია ერთი კომპანია ვერ აკმაყოფილებდეს მოხმარებლის სურვილებს. Არის მოხმარებლის კატეგორია, რომელიც “ერთგულია” პროდუქტის მიამრთ, რადგანაც აკმაყოფილებს მისი სტანდარტები და შეიძლება ვთქვათ,რომ მიჩვეულია ამ პროდუქტს. Კომპანიას ასევე ყავს “პეპელა” მოხმარებლები, განსაკუთრებით ფასის კუთხით. Ასეთი კატეგორიის მოხმარებელი ოდნავი ფასის ცვლილების შედეგად სხვა კომპანისს პროდუქტს შეიძენენ. Და ასევა “შემთხვევითი” მოხმარებელი, რომელსაც შესაძლოა პროდუქტი მხოლოდ შეფუთვისა და ლოგოს გამო მოეწონოს და შეიძინოს.

Ახლა კი ვისაუბროთ ბაზრის ზრდისა და ბაზრის წილის მატრიცით რა  სტრატეგიას იყენებს კომპანია.პირველრიგში გავმარტოთ ტერმინი ზრდისა და ბაზრის წილის მატრიცა – ეს არი  პორტფელის დაგეგმვის მეთოდი,როდესაც სბე ბაზრის ზრდის ტემპისა და ფარდობითი საბაზრო წილის მიხედვით ფასდება. კლასიფიკაცია ხდება 4 ჯგუფად: ვარსკვლავები, მეწველი ძროხები,კითხვის ნიშნები და ძაღლები.

  • ვარსკვლავები – ბაზარზე მაღალი ზრდის ტემპისა და მაღალი ფარდობითი წილისმქონე ბიზნესები. საჭიროებენ იმვესტიციებს.
  • მეწველი ძროხები – დაბალი ზრდის ტემპისა და მაღალი წილის მქონე ბიზნესები. ამ დამკვიდრებულ სბე-ს ნაკლები ინვესტიცია სჭირდება პოზიციის შესანარჩუნებლად.ისინი ძირითადი შემოსავლის წყაროები არიან.
  • კითხვის ნიშნები – დაბალი წილის მქონე სბე, სწრაფად მზარდ ბაზრებზე, რომელთაცგანსავითარებლად დიდი ინვესტიციები სჭირდებათ და ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს რომელი დააფინანსოს და რომელი დახუროს.
  • ძაღლები – დაბალი ზრდის ტემპისა და დაბალი წილის მქონე სბე, შესაძლოა შემოსავალმა გადაფაროს ხარჯები, თუმცა არაა შემოსავლის მომტანი.

Ეს ყველაფერი რომ მოვარგოთ კომპანია “ნატხატარს”, შეგვიძლია ვთქვათ,რომ კომპანია ბაზრის ზრდის ტემპით და ფარდობითი საბაზრო წილით არის ვარსკვალავი. Რადგანაც კომპანია ყოველ წელს ანვითარებს პროდუქტს, ხდის მრავაფლეროვანს. Მისი უმაღლესი  პროდუქტის ხარისხი მუდამ უცვლელია და ასვეე მისი ბაზრის წილი იზრდება, რადგან პროსუქტი ესქპორტზე გადის 23 ქვეყანაში.

როდესაც ვსაუბრობთ კომპანიის სიძლიერესა და მის კონკურენტიუნარიანობაზე, გვიჩნდება კითხვა თუ როგორ შეძლო კოპმანიამ ამდენის მიღწევა. რა თქმა უნდა კომპანიის წარმატებაში უპირველესი წვლილი მიუძღვის კომპანიის ფუნქციონალურ განყოფილებებს, რომელთაც სტრატეგიულად აქვთ გადანაწილებული სამუშაო. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული განყოფილება სრული პასუხსიმგებლობით და მონდომებით ზრუნავს სასრუველი შედეგისთვის. მაგრამ, ასევე უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი,რომ რამდენადაც კარგად არუნდა ასრულებდნენ ეს დანაყოფები თავიანთ სამუშაოს აუცილებელია მათი შეთანხმებულად თანამშრომლობა, რათა მიღწეული იყოს ყველასთვის სასურველი მიზანი.ბაზარზე კომპანიის წარმატებულობასა და კონკურენუნარიანობაზე არამხოლოდ ფასეულობათა ჯაჭვის სწორი კომუკინაცია ახდენს გავლენას, არამენდ კომპანიის მიკრო და მაკრო გარემოც. მეტად გასაგები რომ იყოს, თუ რაზე ვსაუბრობთ  განვმარტოთ რას ნიშნავს კომპანიის მიკრო გარემო. მიკროგარემო  ეს არის კომპანიასთან ახლოს არსებული ერთეულები. კომპანიის მიკროაგრემოს ერთ-ერთი ფაქტორია კომპანია. რომელიც როგროც უკვე ავღნიშნე წარმატებით ასრულებს თავის საქმიანობას და მისი ფასეულობათა ჯაჭვი ახდენს სწორ კომუნიკაციას, რაც  ერთ-ერთ მიზეზია იმისა, რომ კომპანია აკმაყოფილებს მომხარებელს და ზრდის გაყიდვებს. მიკორგარემოშო ასევე უდიდესი მნიშნველობა ექცევა მყიდველთა ბაზრის ტიპებს. კომპანისთვის ამ ტიპებს წარმაოდგებს: სამომხარებლო ბაზარი, გამყიდველთა ბაზარი, საერთაშორის ბაზარი და ბიზნეს ბაზარი. თითოეული ბაზრის ტიპს კომპანია წარმატებულად ემსახურება, რასაც მოწმობს კომპანიის წარმოების შედეგები. მიკრგარემოზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხოთ კომპანიის კონკურენტებსაც. მოგეხსენებათ, რომ “ნატახტარს” უამრავი კონკურენტი ყავს ბაზარზე, ამიტომაც კომპანია ძალისხმევას არ იშურებს შექმნას მათგან განსხვავებული პროდუქტი, შეემოიტანოს ინოვაცია მათში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კომპანიას მომხარბელთან, როგორი სწორი კომუნიკაციაა კომპანიასა და მოხმარებელს შორის, რის მიხედვითაც კომპანია რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მის კონკურენტ კომპანიებს.

ნებისმიერ ბაზარზე კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაკროგარემოსა და მასში მიმდინარე პროცესების ანალიზი. ჩვეულებრივ, აღნიშნული გარემო მოიცავს ფაქტორთა ერთობლიობას, რომლებიც პირდაპირ გავლენას არ ახდენენ კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე, მაგრამ მათი გავლენის გათვალისწინება აუცილებელია. ამ მხრივ უპირატესობა ენიჭება PESTEL ანალიზს, რომელიც ახდენს კომპანიის გარე გარემოში არსებული ზოგადი სიტუაციის შეფასებას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე

პოლიტიკური გარემოს ანალიზი- PESTEL ანალიზის საწყისი წერტილია ქვეყნის პოლიტიკური გარემოს შეფასება. თუ ქვეყანა პოლიტიკურად არასტაბილურია, ხშირია მთავრობის ცვლილება, დემონტრაციები, საპროტესტო გამოსვლები, გაფიცვები, სამოქალაქ ომი, მაშინ ასეთ გარემოში ბიზნეს საქმიანობა სახიფათოა. მაგალითად: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აშკარა გახდა რაოდენ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყნის პოლიტიკურ არასტაბილურობას ინვესტიციების მოცულობაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ომის შედეგად 2008 წლის მესამე კვარტლიდან ინვესტიციების ჯამური ოდენობა თითქმის განახევრდა.. მიუხედავად რუსეთ საქართველოს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობისა, რუსეთი მაინც გვევლინება ნომერ პირველ ექპორტიორად, მათ შორის ლუდის ბაზარზეც, რაც ზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთთან.

ეკონომიკური გარემოს ანალიზი.-პირველი ფაქტორი, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა ახალ დარგში თუ ახალ ბაზარზე შესვლისას არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის დონე. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს განსაზღვრავს შემდეგი ინდიკატორები: ინფლაციის დონე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, საპროცენტო განაკვეთი, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და მისი სიმყარე და ა.შ.  ტურიზმის დარგის გააქტიურებამ დადებითი გავლენა მოახდინა ლუდის ბაზარზეც, რადგან ტურისტების რიცხვის ზრდის პარალელურად იზრდება ლუდის გაყიდვის მაჩვენებელიც, რომელიც უმაღლეს ნიშნულს ზაფხულობით აღწევს. ქართული ლუდის ბაზარი საკმაოდ სწრაფი ზრდი ტემპით გამოირჩევა, საკმაოდ ხშირია ახალი მოთამაშეების გამოჩენა, რაც სრულიად ცვლის ბაზრის სტუქტურსა და საბაზრო წილების გადანაწილების საერთო სურათს. ბაზრის ლიდერი კომპანიები თვლიან რომ მზარდი კონკურენცია არ იძლევა მოდუნების საშუალებას, მუდმივად უბიძგებს მათ საფასო პოლიტიკის, ხარისხის, ტექნოლოგიების სრულყოფაზე გაამახვილონ ყურადღება და ყოველთვის ერთი ნაბიჯით გაუსწრონ კონკურენტებს. სწორედ კონკურენციამ გამოიწვია ის რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ადგილობრივმა ლუდსახარსმა კომპანიებმა სრულად ჩაანაცვლა იმპორტირებული პროდუქტი.გადასახადების სახით ლუდსახარშმა „ნატახტარმა“ 0.5 მლრდ ლარის ოდენობის თანხა შეიტანა ბიუჯეტში.

სოციალურ-კულტურული გარემოს ანალიზი.-მაკროგარემოს ანალიზის მნიშვნელოვანი შემადგენელია სოციალურ-კულტურული მახასიათებლები. საქართველოს კულტურა არ კრძალავს ლუდს, როგორც ეს შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნებში, მათ რელიგიის გამო.განსაკუთრებულად მნიშვნელობის მატარებელია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ანალიზი. საქართველოში შემოსავლების განაწილების დონე საკმაოდ არათანაბარია. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საშუალოწლიური შემოსავალი 5000 ლარამდეა, ამასთან ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების პირობებიც დაბალია. ლუდი არ არის არსებობისთვის აუცილებელი ისეთი პროდუქტი როგორიცაა წყალი, ამიტომ მომხმარებელი დაბალი შემოსავლებიდან გამომდინარე, უარს ამბობს მის შეძენაზე სხვა აუციელებლი პროდუქტის შეძენის სანაცვლოდ. უნდა ითქვას, რომ ლუდის ბაზარი სტაბილურობით არ გამოირჩავა, სეზონურ ხასიათს ატარებს. საშუალოდ სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულზე ლუდის მომხმარება საშუალოდ 50%-ით იზდება. ამიტომ ლუდსახარში კომპანიები ცდილობენ განსაკუთრებული მახასიათებლები შესძინონ ლუდს, რათა უპასუხონ მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნილებებს ყოველ სეზონზე.

ბუნებრივი გარემოს ანალიზი- ნებისმიერ ბაზარზე მოფუნქციონირე კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა. საზოგადოება ცალსახად გმობს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც აზიანებს გარემოს და საფრთხეს უქმნის იქ არსებულ ფლორასა და ფაუნას. ნებისმიერმა კომპანიამ მიუხედავად ზომისა და საქმიანობის მასშტაბებისა უნდა აიღოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა როგორც გარემომცველი გარემოს, ასევე მომავალი თაობის წინაშე.ლუდსახარშმა „ნატახტარმა“ დანერგა სისტემა, რომელიც მოწყობილობების გასარეცხად გამოყენებულ წყალს ასუფთავებს სარეცხი საშუალებების მინარევისგან და სუფთა, თავდაპირველი სახით უბრუნებს გარემოს. კომპანია დაინტერესებულია მინიმუმამდე შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება

სამართლებრივი გარემოს ანალიზი.-ბიზნესისთვის ახალი ბაზრების ათვისების პროცესში ყველაზე დიდ დაბრკოლებას სამართლებრივი გარემო და სამთავრობო რეგულაციები წარმოადგენს. წამგებიანია ფუნქციონირება ისეთ გარემოში სადაც გადასახადები მაღალია, რეგულაციები მკაცრი, კანონმდდებლობა ხასიათდება ხშირი ცვლილებით. ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებით საკმაოდ ხშირია საკანონმდებლო ცვლილებები. ამის ნათელი მაგალითია აქციზის საგადასახადო განაკვეთის ცვლილება. . როგორც ლუდსახარში „ნატახტარის” წარმომადგენლები გვეუბნებიან აქციზის გადასახადის ცვლილებამ მყისიერი გავლენა მოახდინა მომხმარებელზე და მოხმარება დაახლოებით 15%-ით შემცირა. საგადასახადო კოდექსში მომხდარმა ცვლილებამ ლუდსახარშ „ნატახტარს“ ბიძგი მისცა შეექმნა ე.წ „ლაითი ლუდი“, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 0%-ია. ამჟამად საქართველოში ლუდის აქციზის გადასახადი უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში.

საბოლოოდ როგორ  შევაჯამებდი კომპანიის საქმიანობას?მოცემული მარკეტინგული ნაშრომიდან უამრავი რამ შევტიყვეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ. ვისაუბრეთ მის მისიაზე, მომხარბებლებზე, გავარკვიეთ თუ რა არის კომპანიისთვის უმნიშნელოვანესი და რა გზით და ხერხებით შეძლო მან საქართველოსა თუ უცხო ბაზარზე წარმატების მიღწევა. ვფქირობ დღევანდელი მონაცემებით კომპანია ძალიან წარმატებულია, რაც განპირობებულია სწორი მართვით, მენეჯმენტით, მარკეტინგითა და სწორი გადაყწვეტილებებით.  ჩემი, აზრით კომპანიას აქვს შესაძებლობა ასევე წარმატებულად განაგრძოს მოღვაწეობა და უფრო მეტი სიახლე შესთავაზოს მომხარებელს.