კომპანია “მეამას” მარკეტინგული გარემო

“იყავი ის ცვლილება, რაც გინდა, რომ შენს გარშემო მოხდეს”

 

კომპანიის მარკენტინგული გარემო შედგება მიკრო და მაკრო გარემოსაგან, რომლებიც გავლენას ახდენენ, რათა კომპანიამ ააგოს და შეინარჩუნოს წარმატებული ურთიერთობები მიზნობრივ მყიდველებთან. კომპანია მეამას მიკროგარემო მოიცავს ისეთ ერთეულებს, როგორებიცაა: მომწოდებელი, მარკეტუნგული შუამავლები, სამომხმარებლო ბაზრები, კონკურენტები, საზოგადოება და მყიდველები.

მიკრო გარემო

მომწოდებელი

კომპანია “მეამა” არომატულ ყავის მარცვლებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იმარაგებს. მათ ყავის მარცვლები ჩამოაქვთ ისეთი ისტორიული ქვეყნებიდან როგორებიცაა: კოლუმბია, ბრაზილია, მექსიკა, ეთიოპია, ელ- სალვადორი, ტანზანია, კენია და გვატემალა. ეს ქვეყნები არიან კომპანიის მომწოდებლები, მაგრამ უშუალოდ ყავისა და ჩაის კაფსულები მზადდება საქართველოში. რაც შეეხება ევროპულ და ამერიკული ფორმატის აპარატებს, ისინი იმპორტულია და აღსანიშნავია ის, რომ “მეამა” განსაკუთრებულად თანამშრომლობს მის მომწოდებლებთან და ცდილობს შეინარჩუნოს მათთან მჭიდრო და მტკიცე კავშირი.

მარკეტინგული შუამავლები

“მეამა” პროდუქციის დისტრიბუციას თავად ახორციელებს, რაშიც იგულისხმება ის, რომ კომპანია საქონელს თავად ანაწილებს. მათ ჰყავთ მიკროავტობუსები და თანამშრომლები ამ სფეროში, რისი საშუალებითაც უზრუნველყოფენ ამ ყოველივეს.

“მეამას” ჰყავს 710 ზე მეტი მარკეტინგული პარტნიორი და მათთან ერთად ახორციელებს მნიშვნელოვან ძვრებს ბაზარზე. კომპანიის ერთ-ერთი პირველი პარტნიორია “თი ბი სი” ბანკი, რომელთანაც ერთადაც გააკეთა პროექტი “ქართული ქსოვილი”. პროექტის ფარგლებში მეამას ჩართულობა მხოლოდ შეფუთვის ახალი დიზაინით არ შემოიფარგლებოდა. “მეამამ” ახალი ქართული გემოების შექმნა გადაწყვიტა, რომელთა მთავარი ინგრედიენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ბადაგი იყო. კომპანიის პარტნიორები ასევე არიან ისეთი მსხვილი კომპანიებიც როგორებიცაა: “ამბასადორი კაჭრეთი”, “საქართველოს ბანკი”, “8000 მოსავალი”, “გალფი”, “ავერსი”, “ლოპოტა”, “ქროსთი”, “კარფური” და ა. შ. ასევე “მეამა” დიდ ყურადღებას უთმობს კომაბორაციას ქართულ მუსიკალურ ჯგუფებთან. მათ ჰქონდათ საახალწლო კოლაბორაცია ჯგუფ Killages – თან. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ მარკეტინგული პარტნიორების მეშვეობით ბაზარზე მკეთრად ცვლის მდგომარეობას წინსვლისაკენ.

სამომხმარებლო ბაზრები

სამომხმარებლო ბაზარზე, მარკეტინგი გადამწყვეტ როლს ასრულებს ხალხის ინფორმირებაში, თუ რა არის შესაძლებელი შეიძინოს მომხმარებელმა. შედეგისთვის აუცილებელია კომპანიები ფლობდნენ ინფორმაციას პოტენციურ მომხმარებლებზე და სხვადასხვა ხერხებით წაახალისონ ისინი საკუთარი პროდუქტის შეძენისთვის. “მეამა” ხშირად აკეთებს სხვადასხვა სახის შეთავაზებებს, ბოქსებსა და ფასდაკლებებს თავის პროდუქციაზე, რაც მომხმარებელს აძლევს სტიმულს, რომ შეიძინოს მათი პროდუქცია.

კონკურენტები

“მეამა” საქართველოს ბაზარზე უპირატესობით სარგებლობს იმ თვალსაზრისით, რომ იგი ერთადერთია, რომელიც ლოკალურად აწარმოებს ყავისა და ჩაის კაფსულებს. მათ, რა თქმა უნდა, ჰყავთ კონკურენტები, მაგრამ არა ქართული კომპანიები, არამედ საერთაშორისო, მაგალითად როგორებიც არიან: “ლავაცა”, “დანკინი”, “ნესკაფე”, “ყავა ლამბორგინი” და ა. შ. “მეამა” გამოირჩევა არა მხოლოდ ყავის არომატული გემოთი, არამედ დიზაინითა და იმ ობიექტების ინტერიერით, რომელიც დაგხვდება “მეამა ქოლექთში”. კომპანია ყოველთვის ცდილობს ინოვაციურად მიუდგეს საქმიანობას და მრავალმხრივ განავითაროს იგი.

საზოგადოება

კომპანია “მეამა” საზოგადოების შვიდივე ტიპს ერგება. საზოგადოებას აქვს ფაქტობრივი და პოტენციური ინტერესი ორგანიზაციის შესაძლებლობებზე. შესაძლოა თამამად განვაცხადოთ, რომ მედია საზოგადოების ყოველი წევრი იცნობს “მეამას”, რადგან კომპანიის რეკლამები ძალიან ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელებსა და ტელევიზორებში. ვინაიდან “მეამას” არ ჰყავს დიფერენცირებული სეგმენტი და ერგება ყველა ადამიანს იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ფართო მასების დამოკიდებულებაზე საკუთარი პროდუქტისა და საქმიანობისადმი. სწორედ ეს იმიჯი დიდ გავლენას ახდენს კომპანიის გაყიდვებზე. “მეამა” ყველანაირად ცდილობს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია თანამშრომლებს და აუმაღლოს მათ მოტივაცია. მას აქვს მაღალი სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობა და ზრუნავს კომპანიის შიდა საზოგადოებაზე.

მყიდველები

მყიდველები კომპანიის მიკრო გარემოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშენი არიან. ”მეამას” მიზანია მოემსახუროს და პარალელურად დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები მომხმარებელთან. კომპანიამ სამიზნედ აირჩია მყიდველთა ბაზრის ორი ტიპი ესენია: სამომხმარებლო ბაზრები და საერთაშორისო ბაზრები. “მეამა” უკვე ექსპორტირებულია გერმანიასა და დუბაიში და ნელ-ნელა ცდილობს საერთაშორისო ბაზრის დიდი წილის მოპოვებას.

 

მაკრო გარემო

დემოგრაფიული გარემო

კომპანია „მეამას“ არ აქვს დიფერენცირებული სეგმენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ ჰყავთ კონკრეტული სამიზნე აუდიტორია, რომელზედაც ცდილობენ გაყიდონ პროდუქტი. მათ მთავარ ინტერესს წარმოადგენს მთლიანი მოსახლეობა. შეიძლება ითქვას, რომ „მეამას“ მომხმარებლები თაობა X, თაობა Y ანუ მილენიუმელები და Gen Z არის. მათგან უმეტესად კი მეამას ხშირი სტუმარი ზემოთხსენებული ბოლო ორი თაობაა. რაც შეეხება დემოგრაფიულ ცვლილებას „მეამაზე“ ეს დიდ გავლენას არ იქონიებს, რადგან მას აქ ჰყავს კონკრეტული სახის მომხმარებლები.

ეკონომიკური გარემო

საქართველოს არსებული ეკონომიკური ტენდენციებისა და მომხმარებელთა ხარჯვის მოდელების გათვალისწინებით ჩვენს მოსახლეობას აქვს იმის უნარი და განვითარებადი ეკონომიკა, რომ თავისუფლად შეიძინონ „მეამას“ პროდუქცია. ეკონომიკურმა ფაქტორებმა

შეიძლება საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონიოს მომხმარებელთა ხარჯვისა და ყიდვით ჩვევებზე რისი წინასწარმეტყველება და განჭვრეტაც ძალიან რთულია.

ბუნებრივი გარემო

„მეამა“ საკუთარი პროდუქციის საწარმოებლად იყენებს წყლის, დენისა და ბუნებრივი აირის რესურსს და ცდილობს ეს ყოველივე მაქსიმალურად შეამციროს და ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. უშუალოდ პროდუქტის ნარჩენები კი გარემოს ზიანს არ აყენებს. „მეამა“ მხარს უჭერს გარემო პირობების მდგრადობას და ცდილობს დაზოგოს ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ჩაანაცვლოს ისინი ალტერნატიული გზებით, რასაც ამტკიცებს მისი მაღალი სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობა, რადგან მათ მრავალი ღონისძიება აქვთ ჩატარებული გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

ტექნოლოგიური გარემო

„მეამამ“ თამამად შეაბიჯა ტექნოლოგიურ სამყაროშიც და კარგად იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ გაზარდოს კომპანიის გაყიდვები. მათ არა მხოლოდ გამოიყენეს ხელთ არსებული ტექნოლოგიები, არამედ შექმნეს კიდეც ინოვაციური „დროფერ“ აპარატი, რაც დიდი კომფორტია მათი მომხმარებლისთვის. ახალი ტექნოლოგიები ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს ქმნის, რაც რა თქმა უნდა დადებითად მოქმედებს კომპანიაზე.

პოლიტიკური გარემო

მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე მძლავრად მოქმედებს პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე პროცესები. მთავრობას აქვს მრავალი კანონი და რეგულაცია ბიზნესის მართვასთან დაკავშირებით, რათა დაიცვას საზოგადოებისა და მომხმარების ინტერესები მეორესმხრივ კი კომპანია. „მეამა“ ჯდება ამ დადგენილ სტანდარტებში და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც აუცილებელია მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის. კულტურული გარემო

კომპანია „მეამა“ გავლენას ახდენს საზოგადოების დიდ ფასეულობებზე, აღქმაზე, შეხედულებებსა და ქცევაზე. მათ ზუსტად იციან ის ფასეულობები, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობას და მათი ერთ-ერთი პროექტი „ქართული ქსოვილი“ სწორედაც, რომ ხაზს უსვამდა ძველი ტრადიციების გაცოცხლებასა და მათი ახლებურად დანახვის საშუალებას. მათი მთავარი მიზანი იყო ქვეყნის მემკვიდრეობა გაეცოცხლებინათ ვიზუალურად და ძველი ქართული გემო გადმოეტანათ განახლებულ ყავის კაფსულებში, რაც პარტნიორებთან ერთად ნამდვიალად შეძლეს.

სოციალური გარემო

ცივილიზებული კომპანიები თანამშრომლებს ყოველთვის ასწავლიან თუ რა არის სწორი ქმედება. სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფირმები კი მუდმივად იცავენ საკუთარი მომხმარებლის ინტერესებსა და გარემოს. „მეამას“ საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა მომხმარებლისთვის. იგი იცავს როგორც მომხმარებელს, ასევე ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას თანამშრომლებს და ყველაფერთან ერთად დაიცვას გარემოც. „მეამა“ ეხმარება საქართველოს წითელ ჯვარს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში. მათ შექმნეს მიწოდების სერვისები და საწყობი რათა მოხდეს ნივთების დროული ტრანსპორტირება და ოჯახების უზრუნველყოფა. ამ ქმედებებით კომპანია არა მხოლოდ იმიჯს იქმნის სოციუმში, არამედ მნიშვნელოვნად უსვამს ხაზს საკუთარ ქმედითუნარიანობასა და სარგებლიანობაზე.

ავტორები: კესარია გურგენიძე და ნინო ტყებუჩავა