კომპანია “გლოვო”

ავტორები: ბურჯანაძე ნინო, ნათიშვილი ნინი

როდესაც ვსაუბრობთ წარმატებულ კომპანიებზე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ფირმის ინდივიდუალური წარმატება დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, თუ რამდენად კარგად მოქმედებს ის, არამედ იმაზეც, თუ მისი სრული სადისტიბუციო არხი რამდენად კარგად უწევ ს კონკურენციას კონკურენტების სადისტიბუციო ხაზებს. შესაბამისად, კომპანია „გლოვოს“ მარკეტოლოგებმა მუდმივად თვალყური უნდა ადევნონ კონკურენტების განვითარებას, მათ სტრატეგიებს და მუდმივად განაახლონ ტექნოლოგია და დახვეწონ დისტრიბუციის არხები.

It’s better to be first than it is to be better – ჩვენ ყველამ ვიცით ეს გამოთქმა, და გლოვოს წარმატებაც სწორედ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ამგვარი მომსახურების პირველი მიმწოდებელი კომპანია იყო. მაგრამ პირველობასთან ერთად, გლოვო ინარჩუნებს უკეთესის სტატუსსაც და ის წარმატებულად მართავს როგორც კომპანიის ფასეულობათა მიწოდების ქსელს ასევე მომარაგების ჯაჭვს.

ახლა კი უფრო დაწვრილებით გავეცნოთ იმაც, თუ რა მოქმედებებს ახორციელებენ გლოვოს მარკეტოლოგები ამ მიზნების მისაღწევად.

მომარაგების ჯაჭვი

მარკეტოლოგები ურთიერთობებს აყალიბებენ არა მხოლოდ მომხმარებლებთან, არამედ კომპანიის მომარაგების ჯაჭვის საკვანძო მიმწოდებლებთან და შუამავლებთან.

მომარაგების ჯაჭვი შედგება „ზედა“ და „ქვედა“ დინების პარტნიორებისგან. გლოვოს მარკეტოლოგები ორივე მხარეს აქცევენ ყურადღებას. „ზედა დინების“ ჯაჭვში შედიან ის ფირმები, რომლებიც მათ მომარაგებას ნედლეულით, კომპონენტებით და სხვადასხვა პროდუქტებით ამარაგებს, ანუ ამას წარმოადგენენ ის კომპანიები, რომლებთანაც აქვს კავშირი ჩვენს კომპანიას. არ უნდა დავივიწყო „ქვედა დინებაც“ , ანუ მარკეტინგული არხები და სადისტიბუციო არხები. ესენი მომხმარებლებისკენ არის მიმართული და მას წარმოადგენენ გლოვოს კურირები, რომლებიც უშუალოდ გადასცემენ მომხმარებლებს „ზედა დონეების“ მიერ მოწოდებულ პროდუქციას. გლოვოს მარკეტოლოგებისთვის მნიშნელოვანი ფაქტორია კარიერებთან კარგი დამოკიდებულება, ვინაიდან მოსახლეობა ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებად სწორედ მათ აღიქვამს და აუცილებელია, რომ ისინიც კმაყოფილნი იყვნენ კომპანია „გლოვოსთან“ ურთიერთობით.

სწორედ ამ თითოეული კომპანიისთვის შექმნილი მომარაგების ჯაჭვის უნიკალური პროექტით შეუძლია, რომ კომპანია „გლოვომ“ მყიდველს მიაწოდოს უმაღლესი ფასეულობის მომსახურება და აუცილებელია, რომ ამ მომსახურებით იყოს კონკურენტუნარიანი. გლოვოს მარკეტოლოგებს გააანალიზებული8 აქვთ ისიც, რომ „მომარაგების ჯაჭვის“ უკეთესი ტერმინია „მოთხოვნის ჯაჭვი“ ანუ მათ ფოკუსირება უნდა მოახდინონ მიზნობრივი მომხმარებლის მოთხოვნით. „გლოვოს“ აპლიკაციაშიც სწორედ ის კომპანიები გვხვდება, რომლებიც აქტუალურია და საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის მოთხოვნადი.

როგორ მართავს კომპანია ფასეულობათა მიწოდების ქსელს?

ფირმების ნაწილს არ შეუძლია მომხმარებლებს ფასეულობათა დამოუკიდებლად მიაწოდონ. პირიქით მათ სხვა ფირმებთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ მეტი ფასეულობის მიწოდებისთვის. ვინაიდან „გლოვოც“ ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, გლოვოს მარკეტოლოგები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტ სააფთიაქო ქსელთან, სწრაფი კვების ობიექტთან თუ სასურსათო ქსელებთან ითანამშრომლონ.

ფასეულობათა მიწოდების ქსელი არის კომპანიის , მომწოდებლების, დისტრიბუტორებსა და უშუალოდ მომხმარებლის მიერ შექმნილი სისტემა, რომლებიც „ურთიერთთანამშრომლობენ“ მთლიანი სისტემის გასაუმჯობესებლად.  პირველ რიგში, კომპანია „გლოვო“ მომსახურების უზრუნველსაყოფად აფორმებს კონტრაქტებსა თუ ხელშეკრულებებს სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტებთან სასურსათო დაწესებულებებთან, თუ ნებისმიერ მოთხოვნად და ხალხისთვის საინტერესო ფირმასთან. შემდეგ მოცემული პროდუქტების მომხმარებლებთან მისაწოდებლად კომპანია ფლობს სადისტიბუციო არხებს, რომელიც აერთიანებს კომპანიის ვებ-გვერდებს, აპლიკაციასა, სხვადასხვა ქალაქებში არსებულ ფილიალებს და უშუალოდ დასაქმებულ კურიერებს. გლოვოს მარკეტოლოგები მარკეტინგული არხის მენეჯერის თანამდებობას სცილდებიან და ისინი მთლიანად ქსელის მენეჯერებიც კი ხდებიან.

ფასეულობათა მიწოდების ქსელი და მომარაგების ჯაჭვები გადამწყვეტ გავლენას ახდენენ ორგანიზაციაზე და კომპანიის ფასწარმოქმნაც სწორედ მათზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. გლოვოს მარკეტოლოგები მუდმივად ცდილობენ, რომ კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს უფრო  დახვეწილ სადისტრიბუციო სისტემებს.