ინტეგრირებული მარკეტინგის შესაძლებლობა & სანტე

სანტეს ბრენდის კაპიტალის გარკვევა და დათვლა

ავტორები:ლანა ჯალაღონია, იაკობ ჯანგავაძე

ინტეგრირებული მარკეტინგი არის სტრატეგია -, ერთიანი შეტყობინების მიწოდებისთვის ყველა მარკეტინგულ არხზე, რომელსაც ბრენდი იყენებს. ის უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას იქ, სადაც მომხმარებლები ირჩევენ კომპანიასთან ურთიერთობას. ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე, კომპანია რისკავს შერეული შეტყობინებების მიწოდებას ან „გათიშული ხმით“ კომუნიკაციას.

ინტეგრირებული მარკეტინგი არის მიდგომა, რომელიც იყენებს მედიის სხვადასხვა ფორმებს, ამბის სათქმელად ან იდეის გადმოსაცემად. ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიამ შეიძლება დაიწყოს, სატელევიზიო რეკლამაში დასამახსოვრებელი პერსონაჟით.

რა არის ინტეგრირებული მარკეტინგის ტიპები?

არსებობს 10 ძირითადი მარკეტინგული „არხი“, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კამპანიის შინაარსის გასავრცელებლად.

  • რეკლამა (როგორც ბეჭდური, ასევე PPC)
  • პირდაპირი მარკეტინგი.
  • ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი.
  • პიარი.
  • პერსონალური გაყიდვა.
  • გაყიდვების აქციები.
  • ციფრული მარკეტინგი (მაგ. ვებგვერდი, კონტენტ მარკეტინგი და SEO)
  • სოციალური მედია.

კომპანია სანტეს შემთხვევაში, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის სახე შეიძლება ჰქონდეს პროდუქტის რეკლამირებისთვის, როგორც სატელევიზიო, ისე სხვა არხების გამოყენებას. მაგალითად შესაძლებელია სანტინოს რეკლამა გარდა ტელევიზიისა, განთავსდეს იმ ადგილებში (ბანერის/ბროშურის ან სხვა სახით), სადაც ბავშვები ხშირად იკრიბებიან ან/და მშობლები, რომელთა არჩევანიცაა ხშირ შემთვევაში ამ პროდუქტის მოხმარება, ასევე ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამისთვის შესაძლებელია, სხვადასხვა სოციალური გვერდის მათ შორის ტიკ-ტოკის გამოყენება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ თინეიჯერზე მოდის და ისინი ხშირად იყენებენ ამ აპლიკაციას, ვიდრე სხვა დანარჩენს (ინფლუენსერების გამოყენებაც ნიშანდობლივი იქნება, ამ ნაწილში).

აქ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვე-ბრენდს შევეხეთ, რაც ადასტურებს იმას, რომ სანტეს ამ კონკრეტული მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენება შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

ბრენდის კაპიტალი

ბრენდის კაპიტალი – ეს არის სამარკო დასახელებასთან ან სიმბოლოსთან დაკავშირებული აქტივების ერთობლიობა, რომელიც ფირმისთვის ან ფირმის კლიენტებისთვის ზრდის (ან ამცირებს) პროდუქტის/მომსახურების ფასეულობას.

ბრენდის კაპიტალის ძირითადი აქტივებია:

  1. ბრენდის ცნობადობა;
  2. ბრენდისადმი ლოიალობა;
  3. ბრენდის აღქმადი ხარისხი;
  4. ბრენდთან დაკავშირებული ასოციაციები;

ბრენდის კაპიტალის დასადგენად ჩავატარეთ თვისობრივი კლველა, შევარჩიეთ 50 რესპოდენტი, რომელებიც კვირაში 2ჯერ მაინც სტუმრობენ სუპერმატკეტებს და ყიდულობენ რძის ნაწარმს.

  1. სანტეს ბრენდის ცნობადობა, გამოკითხულთა 97%-მა იცოდა სანტეს ბრენდის შესახებ, მოგეხსენებათ მაღალი ცნობადობა გამოწვეულა იმით რომ იგი ბაზარზე ლიდერია და ბაზრის 45%-უჭირავს და ასევე ბრენდი უკვე 25 წელია პოზიციონირებს.
  2. სანტესადმი ლოიალობა – გამოკითხული 50 რესპოდენტისგან, 42 სანტეს მომხმარებელია და აქედან 35 ავლენს ბრენდის მიმართ ჭეშმარიტ ლოიალობას, 7 კი ნაწილობრივ ლოიალობას იჩენს, ანუ ისინი სანტეს გარდა კიდევ რამდენიმე ბრენდისადმი არიან ლოიალურები და მათ პროდუქციას მოიხმარენ.
  3. ბრენდის აღქმადი ხარისხი – გამოკითხულთა უმრავლესობა, ანუ 37 ადამიანი, ერთხმად თანხმდება რომ სანტე უკვე 25 წელია სტაბილურად ინარჩუნებს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ცნობილია, რომ სანტე მაღალხარისხიან რძეზე დამზადებულ პროდუქციას, მაღალი ტექნოლოგიით, ასევე პროდუქტთან ერთად ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან და კომფორტულ შეფუთვას. ხარისხი ასევე ბრენდის საინტზეც იგრძნობდა, სადაც ყველასათვის ხელმისაწვდომლად განთავსებულია ინფორმაცია როგორც პროდუქტის დამზადების ეტაპებზე, ასევე რძის ხარისხზე.
  4. სანტესთან დაკავშირებული ასოციაციები – გამოკითხული 50 რესპოდენტისგან 26 სანტეს აკავშირებს ხარისხთან, 13 სანდოობასთან, 11 – საუკეთესო რძის პროდუქტების მწარმოებელ ბრენდთან.