დროის რუქა

თაირა მაღლაკელიძე და ლანა ჯალაღონია,
IBSU  მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა,
ხელმძღვანელი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი

 

საზოგადოების განვთარებასთან ერთად, ისევე, როგორც სხვა ყველა სახის კომპანია, მუდმივად ვითარდებოდა საათების კომპანიები, ისინი ყიდდნენ  არა მხოლოდ საათებს, არამედ მათ დაიწყეს ამ ნივთისთვის “სულის შთაბერვა” და ცდილობდნენ, რომ უფრო სასარგებლო და მრავალფუნქციური გაეხადათ იგი. საათი შეიძლება მოდის ტენდენციისა და სტატუსის წარმომადგენლადაც ჩავთვალოთ.

ამ ინდუსტრიამ წარმატებას 1970-იან წლებში მიაღწია, როდესაც მწარმოებელი კომპანიები მექანიკურიდან ელექტრონულ საათებზე გადავიდნენ. მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიის საათების ინდუსტრია ყოველთვის იყო დომინანტური ბაზარი საათების მსოფლიო ბაზარზე. გარდა მაღალკვალიფიციური შრომისა და დახვეწილი ცოდნისა საათის დამზადების შესახებ, შვეიცარიამ შეიმუშავა უნიკალური ტექნიკა საათების დასამზადებლად. სწორედ ამიტომაც ითვლება შვეიცარია საათების ქვეყანად.

ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ რამდენად დიდია საათების ბაზარი, თუმცა ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ყველა ბრენდის სრული სია. TISSOT არის მსოფლიოში საათების უდიდესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი; OMEGA, შვეიცარიული ფუფუნების საათების მწარმოებელი; ROLEX, შვეიცარიის წარმოების სერტიფიცირებული ქრონომეტრის უდიდესი მწარმოებელია. ამასობაში, SWATCH, საათების უდიდესი კომპანია მსოფლიოში.

იმისთვის, რომ ეს საათის ბრენდები ერთ სივრცეში მოვათავსოთ და რამენაირად დავაჯგუფოთ, საჭიროა გამოვიყენოთ პოზიციონირების რუქა, რომელიც ემყარება ზოგიერთ მსხვილ კომპანიას, ამ შემთხვევაში კი ჩვენ მას გამოვიყენებთ საათების ბრენდებისთვის. მისი საშუალებით ხდება კლასიფიკაცია ფასის, ავთენტურობის და ექსცენტრიულობის მიხედვით, რომელსაც ბრენდები აძლევენ საკუთარ თავს. თითოეული ბრენდი შეფასებულია იმ თვისებებისა და მახასიათებლებიდან გამომდინარე, რასაც საკუთარ პროდუქტს ვებგვერდებზე უჩნდება.