ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა – ბაო 2024

2023 წლის 15 ნოემბერს მარკეტინგის სახლი იწყებს ბრენდის აუდიტის ოლიმპიადას (ბაო–2024) სტუდენტებს შორის, რომელიც დამთავრდება ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენით 2024 წლის 15 იანვარს.

ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ქართველ სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. ბაო-2024 -ის მიზანია გამოავლინოს სტუდენტთა ცოდნა ბრენდის მართვის კანონების მიმართ და ასევე გზა გაუხსნას საქართველოში ბრენდინგის შესწავლას.

სტუდენტებს, რომლებმაც შეისწავლეს ბრენდის დაგეგმვის, ბაზარზე იმპლემენტირების და მართვის მეტად რთული კურსი, ბაო-2024 დავალებას აძლევს გაანალიზონ ბრენდები და ამავე დროს განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:

  • ბრენდის მთავარი ფასეულობების სელექცია სტრატეგიულ ბრენდინგის საწყის ეტაპზე;
  • ბრენდის ელემენტების მოძიების სტრატეგია
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია;
  • ბრენდის რეზონანსის სტრატეგია;
  • ფასეულობით დაცვით ბრენდის მიწოდების ჯაჭვის განხორციელება;
  • ბრენდის სახელის შერჩევა, გმირები, აზრი, მორფემები და სხვა;
  • სეგმენტირება, თარგეთინგი, პოზიციონირება და დიფერენცირება;
  • ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები რეკლამა პიარი, პირდაპირი მარკეტინგი, პრომოცია, ბაზ-მარკეტინგი, და სხვა;
  • ბრენდის მანტრა და მისი პერსონალურობა;
  • ბრენდის პირველადი და მეორადი ასოციაციები და მათი მართვა;
  • ქვეყნის, როგორც წარმოშობის ადგილის როლი და ქვეყნის მარკეტინგი;
  • ბრენდის კაპიტალის მენეჯმენტისა და მისი გაზომვის სისტემების გამოყენება;
  • კვლევები ბრენდინგის განსახორციელებლად;
  • ბრენდის მიმართ მომხმარებლების ცნობიერება, ცოდნა, მგრძნობელობა და ქმედებები;
  • რეკომენდაციები თუ რა უნდა გააკეთოს ბრენდმა 2024 წელს და მომავალ წლებში.

2023 წლის 31 დეკემბრის, 12 საათამდე, ამ საკითხების გათვალისწინებით სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ ბრენდის აუდიტის ესე, რომელიც შექმნილი უნდა იყოს: word document, 12 შრიფტით, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტილის (APA style) დაცვით. უნდა იქნეს მითითებული ნაშრომის წყაროები და ბიბლიოგრაფია.

გისურვებთ დიდ წარმატებას!

ქართულ – ევროპული მარკეტინგული ასოციაცია და საერთაშორისო პლატფორმა მარკეტინგის სახლი